სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:  კურსის სამიზნე ჯგუფს შესაძლოა წარმოადგენდნენ როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან  გამომდინარე  აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში. 

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის:  ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. დამატებითი მოთხოვნაა-მინიმალური ასაკი 18 წელი.

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  კურსის მიზანია მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი ძირითადი ფაქტორები და პრინციპები და  განახორციელონ საინსპექციო კონტროლი სურსათის მიმოქცევის სხვადასხვა ეტაპზე.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეიძენს:
1.  ცოდნას სურსათთან ასოცირებულ საფრთხეებზე;  სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფ ძირითად საკანონმდებლო მოთხოვნებზე;   სურსათში ნორმირებას დაქვემდებარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ ფაქტორებზე; სურსათის ხარისხსა და ხარისხის მართვის ინსფრასტრუქტურაზე; სხვადასხვა ჯგუფის სასურსათო პროდუქციის პრიორიტეტულ დამაბინძურებლებზე და მათი წარმოებისა და გადამუშავების  თავისებურებებზე; სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედ ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ უფლებამოსილებებზე; სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემებზე; სურსათის ბიზნეს-ოპერატორებზე კონტროლის განხორციელების ფორმებსა და მეთოდებზე.
2.  ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს:  მსმენელი შეძლებს მიღებული ცოდნა სურსათის უვნებლობის შესახებ,  სურსათის უვნებლობაზე საინსპექციო კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების, ასევე   სურსათის უვნებლობაზე საინსპექციო კონტროლისას განსახორციელებელი გამოკვლევებისა  და შემოწმებების  შესახებ გამოიყენოს პრაქტიკაში  და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-ოპერატორების  საინსპექციო კონტროლი. 
3. შეფასებისა და დასკვნის უნარს: შეძლებს შეაფასოს სურსათის ბიზნესოპერატორის ფაქტიური მდგომარეობის დადგენილ ან ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობა, ამოიცნოს კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები და მათი გამომწვევი ფაქტორები, ბიზნეს-ოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
4. სწავლის უნარს: მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე მოიძიოს შესაბამისი წყაროები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. 
5. კომუნიკაციის უნარს: შეეძლება კომუნიკაციის დამყარება ბიზნეს-სუბიექტებთან, ამ სფეროში მოღვაწე და დაინტერესებულ სუბიექტებთან; ასევე შეიძენს სხვისი საუბრის მოსმენის, გააზრებისა და საჭიროებისას დაზუსტების უნარს, თავის საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარს. 

კურსს უძღვებიან: 

მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი    გიორგი მიქაძე

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი   ქეთევან დადიანი


კურსის მოცულობა:  87 საკონტაქტო  საათი.

კურსის ღირებულება:  300 ლარი.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?