სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა

სასერტიფიკატო კურსის ავტორები და ტრენერები:
გიორგი მიქაძე
- მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; 
ქეთევან დადიანი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

კურსი განკუთვნილია: კურსის სამიზნე ჯგუფს შესაძლოა წარმოადგენდნენ როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან  გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები ზოგადად სურსათის უვნებლობისა და სურსათის უვნებლობის მართვის  სფეროში.

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის:  ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. დამატებითი მოთხოვნაა-მინიმალური ასაკი 18 წელი.

სასერტიფიკატო კურსის მიზანია: მოამზადოს სურსათის უვნებლობის მართვის სპეციალისტები, რომლებიც    შეძლებენ  შეაფასონ: სურსათის უვნებლობის მიმართ  არსებული   მოთხოვნები, სურსათის უვნებლობაზე მოქმედი  პოტენციური საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური), სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში დანერგონ საფრთხის ანალიზისა და   კრიტიკული   საკონტროლო  წერტილების (HACCP) სისტემა   და განახორციელონ კონტროლი და შიდა აუდიტი დანერგილი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების შესაბამისობის დადგენის მიზნით.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ: 
სურსათის უვნებლობაზე მოქმედ პოტენციურ საფრთხეებზე (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური), სურსათის უვნებლობის მართვის სისტემებთან დაკავშირებულ საქართველოში და სხვა ქვეყნებში არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებზე, საერთაშორისო სტანდარტებით (ISO 22000; FSSC 22000) სერტიფიცირების საკითხებზე, სურსათის ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფორმებსა და მეთოდებზე.
შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (HACCP) დანერგვის პროცესში, ასევე განახორციელოს  უკვე დანერგილი სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის შიდა აუდიტი, ხელი შეუწყოს სისტემის მუდმივ გაუმჯობესაბას, მოამზადოს სურსათის საწარმოები საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებისთვის.
შეძლებს შეაფასოს სხვადასხვა პროფილის საწარმოებში სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) აღმოცენების, გამოვლენისა და პრევენციის მიმართ სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობა,   ამოიცნოს შეუსაბამობა და მათი გამომწვევი ფაქტორები, სურსათის ბიზნესოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
შეეძლება კომუნიკაციის დამყარება ბიზნესოპერატორებთან, ამ სფეროში მოღვაწე და დაინტერესებულ სუბიექტებთან, ასევე შეიძენს სხვისი საუბრის მოსმენის, გააზრებისა და საჭიროებისას დაზუსტების უნარს, თავის საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარს.
კურსის მოცულობა:  36  საათი.

კურსის ღირებულება:  500 ლარი.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სერტიფიკატი.

 საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრი (ი.ჭავჭავაძის გამზ. N1).
ტელ.:
2250484 (შიდა ნომერი 1463 ). 
მობ.:  555603080. 
ელფოსტა: registration@tsu.ge ; asmat.goderdzishvili@tsu.ge. 
ცენტრი უფლებას იტოვებს,საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.


გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?