CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტი (CCNA)

CISCO -ს პროდუქციის გარეშე თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში თითქმის წარმოუდგენელია არსებობა. CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის (CCNA) კურსი წარმოადგენს  CISCO-ს ლოკალური აკადემიის ოფიაციალურ CCNA კურსს.

კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს გაიღრმავოს ცოდნა კომპიუტერული ქსელების სფეროში ან მიიღოს CISCO - ს საერთაშორისო CCNA სერტიფიკატი.
კურსის მსმენელები გაეცნობიან თანამედროვე ქსელური საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირების პრინციპებს. შეისწავლიან მარშრუტიზატორების, კომუტატორების, უსადენო კონცენტრატორების კონფიგურირების მეთოდებს.

პრაქტიკულად შეძლებენ კომპიუტერული ქსელის დაგეგმვასა და მონტაჟს. ექნებათ უნარი მოქმედ ორგანიზაციებში და კომპანიებში შექმნან იერარქიული ქვექსელები, დაშვების პოლიტიკა და განახორციელონ მათი  ადმინისტრირება.  მზად იქნებიან ავტორიზირებულ ტესტირების ცენტრში ჩააბარონ CCNA სასერტიფიკაციო გამოცდა.

პედაგოგები:
   თეიმურაზ ტაბატაძე, ივანე რამაზაშვილი

სწავლების ენა:  ქართული

სრული კურსის ხანგრძლივობა : 6 თვე (კვირაში სამჯერ 18:00  საათის შემდეგ).

კურსი შედგება 4 მოდულისაგან

I  მოდული : ქსელის ფუნდამენტური საფუძვლები
ხანგრძლივობა: 50 სთ.
ფასი:  218 ლარი,
თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის: 190 ლარი.
II  მოდული:   მარშრუტიზირების პროტოკოლები
ხანგრძლივობა: 50 სთ.
ფასი:  218 ლარი,
თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის: 190 ლარი.
III მოდული:   ლოკალური ქსელი (LAN ),  კომუტაცია და Wireless
ხანგრძლივობა: 50 სთ.
ფასი:  218 ლარი,
თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის: 190 ლარი.
IV მოდული:   გლობალური ქსელის (WAN)  ტექნოლოგიები 
ხანგრძლივობა: 50 სთ.
ფასი:  218 ლარი,
თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის: 190 ლარი.
  
მეცადინეობები ჩატარდება თსუ-ის XI (ბიოლოგების) კორპუსში, უნივერსიტეტის ქ. N 1. 


გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტი (CCNA)
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?