პორტუგალიური ენა

თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი აცხადებს მიღებას პორტუგალიური ენის კურსებზე, 


რომელიც დაიწყება 2018 წლის სექტემბერში:დონე 1 (A1) დონე 2 (A2) დონე 3 (B1) დონე 4 (B2)


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ცენტრის კოორდინატორს, მარიეტა ჩიხლაძეს, შემდეგ 


ელექტრონულ მისამართზე - Marietta.chikhladze@tsu.ge და გაუგზავნოთ შემდეგი 


დოკუმენტაცია:


1) სახელი და გვარი სრულად (ქართულ და ინგლისურ ენებზე)


2) ელექტრონული მისამართი / ტელეფონის ნომერი


3) დასკანერებული პირადობის მოწმობა/პასპორტი



თითოეული კურსის განრიგი (დღე და საათი) შეირჩევა პირველი შეხვედრისას სტუდენტებთან შეთანხმების 


საფუძველზე, რომლის  შესახებაც შეტყობინებას მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ 


ელექტრონულ მისამართზე.



კურსი ხორციელდება თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.


 

დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ:


1. პირველი ლექცია ჩატარდება 17 ან 18 სექტემბერს (ჯგუფის მიხედვით)


2. განრიგი: 4 საათი კვირაში, რომელიც გადანაწილდება ორ გაკვეთილზე, თითოეული გაკვეთილი


2 საათის ხანგრძლივობით (დღეები შეირჩევა პირველშეხვედრაზე)


3. თითოეული კურსის ხანგძლივობა: ერთი სემესტრი (52 საათი/ 4 საათი კვირაში)


4. ლექტორი:  სოფია კრუში (sofia.cruz@tsu.ge)


5. სტუდენტების რაოდენობა ჯგუფში: მინიმალური 7 / მაქსიმალური 15


6. სახელმღვანელო: Português XXI


7. თითოეული საფეხურის ღირებულება: 255 ლარი  | 225 ლარი  (თსუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის)


8. სერთიფიკატი: ყოველი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ს სერთიფიკატი


9. სტუდენტს, რომელიც წარმატებით გაივლის ზემოთაღნიშნულ კურსს, უფლება აქვს მონაწილეობა  მიიღოს


„პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“-ს შესარჩევ კონკურსში, რომელიც


ითვალისწინებს 2019 წლის ზაფხულში ერთთვიან სასწავლო სტიპენდიას ლისაბონში გასამგზავრებლად.


10.იმ შემთხვევაში თუ ხართ თსუ-ს სტუდენტი, პორტუგალიური ენის კურსი შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც 5 


კრედიტიანი სასწავლო კურსი. ამ შემთხვევაში სტუდენტი არ იხდის კურსის საფასურს და 


შესაბამისად, მას არ გადაეცემა ენის სერთიფიკატი.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ წინასწარ

სასერთიფიკატო პროგრამის / ტრენინგის დასახელება: პორტუგალიური ენა
იმ შემთხვევაში თუ კურსი შემოთავაზებულია თბილისსა და ქუთაისში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი
  • თბილისი
  • ქუთაისი
სახელი *
გვარი *
პირადი ნომერი *
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) *
განათლება
სამუშაო ადგილი / სასწავლებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი (მობილური) *
ელფოსტა *
საიდან მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი კურსების შესახებ?