უკრაინული ენა


კურსის მიზანია გააღვივოს ინტერესი უკრაინული ენის მიმართ, პროპაგანდა გაუწიოს უკრაინულს, როგორც უცხო ენას. მსმენელმა შეძლოს თავისუფალი კომუნიკაცია, ლექსიკონის დახმარებით საინფორმაციო სიახლეების მოსმენა და წაკითხვა, უკრაინელებთან ურთიერთობა მათ მშობლიურ ენაზე.

კურსის მოცულობა: ერთი სემესტრი, (32 ლექცია, ლექცია 2 საათი, სულ სემესტრში 64 საათი. აქედან 30 სალექციო, 30 სემინარი, 2 შუალედური ტექსტირება და 2 დასკვნითი ტესტირება.)

კურსის ხელმძღვანელი: ოთარ ბაქანიძე

კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებლები: ნინო ნასყიდაშვილი

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: კურსი გათვლილია თსუ-ის სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის.

მოსალოდნელი შედეგები:
  • თანამედროვე უკრაინული ენის დაწყებითი მასალის (თეორიული მასალის, წესების ცოდნა, მათი გამოყენება პრაქტიკაში) ათვისება;
  • ანბანის, ბგერების შესწავლა და მათი გადმოცემა წერილობითი ფორმით;
  • უკრაინული მართლწერის ძირითდი წესების შესწავლა;
  • ზეპირი მეტყველება, სასაუბრო თემები, რომლებიც დაყოფილია სიტუაციურად და თემატუად;
  • ენის სმენითი აღქმა, გამეორება.
კურსის ღირებულება: უფასო

სწავლების ენა:
ქართული
მეცადინეობები ჩატარდება თსუ-ის Vკორპუსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N36 აუდიტორია N316.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი