31 მარტს, 14:00 სთ-ზე ვიადრინას უნივერსიტეტის კომპეტენციებისა და კვლევაზე ოროენტირებული სწავლის ცენტრის თანამშრომელი, სუზან შვარცი თსუ-ის პერსონალისათვის ჩაატარებს ვორქშოფს თემაზე:  შერეული სწავლების ტრენინგ-პროგრამის შესახებ ელექტრონული სწავლების ტუტორებისათვის

ვორქშოფის  მიზანია, მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია ვიადრინას უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების სისტემის და მიზნების შესახებ. პრეზენტაციის ძირითადი თემა იქნება შერეული სწავლების ტრენინგ პროგრამა ელექტრონული სწავლების ტუტორებისათვის და მასთან დაკავშირებული საკითხები.

დასწრება თავისუფალია.  

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა ბაღში თსუ პირველი კორპუსის გვერდით), მეორე სართული.