თანამედროვე და მომავლის ექსპერიმენტები ცერნში

     19 ნოემბერს 16:00 საათზე  ცერნის ATLAS კოლაბორაციის წევრი ფიზიკოსი ნუგზარ მოსულიშვილი თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის მოწვევით წაიკითხავს საჯარო ლექციას  თემაზე „თანამედროვე და მომავლის ექსპერიმენტები ცერნში“. საჯარო ლექციაზე საუბარი იქნება ცერნის მისიასა და დანიშნულებაზე, იქ მიმდინარე ექსპერიმენტებზე, რომელთა საშუალებითაც მეცნიერები ცდილობენ, პასუხი გაეცეს თანამედროვე ფიზიკის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის სფეროში დაგროვილ უამრავ კითხვას, რომლებიც შესწავლასა და გადაჭრას საჭიროებს: 

  • რა ხდება სამყაროს სიღრმეში? 
  • რას წარმოადგენს შავი ხვრელები? 
  • რატომ ვერ ვხედავთ ფარულ მატერიას, რომელიც არსებული სამყაროს თითქმის 95%-ია? 
  • საიდან აქვს სხეულებს მასა და საერთოდ, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ განვითარდა ჩვენამდე და როგორ დასასრულეს უწინასწარმეტყველებენ მეცნიერები.

  მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი

ტელ.: 222 36 52. ელფოსტა: tsulll@tsu.ge ან keti.tsintsadze@tsu.ge