7 აპრილს, 14:00 სთ-ზე ვიადრინას უნივერსიტეტის კომპეტენციებისა და კვლევაზე პროენტირებული სწავლის ცენტრის თანამშრომელი, სუზან შვარცი თსუ-ის პერსონალისათვის ჩაატარებს ვორქშოფს შემდეგ საკითხზე:  თანასწორთა უკუკავშირის ( Peer feedback ) სარგებელი მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან თანასწორთა უკუკავშირის რაობას, თეორიულ შესავალს. წარმოდგენილი იქნება მაგალითები თუ როგორ შეიძლება თანასწორთა უკუკავშრის ორგანიზება პირისპირ და დისტანციური მეთოდებით.  

დასწრება თავისუფალია.   

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა ბაღში თსუ პირველი კორპუსის გვერდით), მეორე სართული.