კიტა აბაშიძის კოლექცია



 1917 წლის 19 დეკემბერს გამართულ უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წინასწარ სხდომაზე მომავალი უნივერსიტეტის სასწავლო გეგმა და უნივერსიტეტში მიღების პირობები განიხილებოდა. ივანე ჯავახიშვილმა კოლეგებს გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის, კიტა აბაშიძის (1870-1917), ანდერძი გააცნო. ანდერძის თანახმად, მისი პირადი ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს გადაეცემოდა. ასე რომ, პირველი ქართული უნივერსიტეტის ოფიციალურად გახსნამდე თითქმის თვენახევრით ადრე დაიწყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შექმნის ისტორია. ამ კერძო კოლექციამ,  ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა უნივერსიტეტის წიგნთსაცავს.
  თითქმის მთელი კოლექცია ფრანგულენოვანი წიგნებისაგან შედგება, რომელშიც წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების ფრანგული კლასიკური ლიტერატურის, კრიტიკის, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოძღვრებისა და ხელოვნების მიმართულების წიგნები.
ელექტრონული ვერსია