თამაზ ჭილაძის კოლექცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტისა და მწერლის,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულის  თამაზ ჭილაძის (დ. 1931) პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 594 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის. პირადი კოლექცია თამაზ ჭილაძემ უსახსოვრა უნივერსიტეტის წიგნთსაცავს 2016 წელს.