ახალი გამოცემები

ავტორი: იზა ჩანტლაძე
სათაური: სვანური ენის შესწავლის ისტორია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია უცხოელი (ან უცხოეთში მოღვაწე ქართველი) დიპლომატების, მოგზაურებისა და მკვლევარების შეხედულებები და მოსაზრებები სვანეთისა თუ სვანური ენის შესახებ.
ავტორი: SULCHAN – SABA ORBELIANI
სათაური: DIE WEISHEIT DER LUGE
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ გერმანულენოვან, მიხაკო წერეთლისეულ თარგმანს. სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" მიხაკო წერეთლისეული თარგმანი 1933 წელს ბერლინში ცნობილი ქართველი ემიგრანტის – არჩილ მეტრეველის სტამბაში დაიბეჭდა. 1980-იან წლებში ის ემიგრაციიდან ჩამოიტანა პროფესორმა გურამ შარაძემ და წიგნი მის პირად არქივში ინახებოდა "სიბრძნე სიცრუისას" წერეთლისეული თარგმანი საქართველოში პირველად ქვეყნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
ავტორი: ტედ ლეველენი
სათაური: პოლიტიკური ანთროპოლოგია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
ესაა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს როგორც პოლიტიკური ანთროპოლოგიის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს, ასევე სამეცნიერო წრეებსა და ფართო საზოგადოებასაც. მეორე მხრივ, ტედ ლეველენის ,,პოლიტიკური ანთროპოლოგია: შესავალი’’ ის სახელმძღვანელოა, რომლითაც მსოფლიო არაერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან პოლიტიკურ ანთროპოლოგიას. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოცემული წიგნის ქართულენოვანი გამოცემის მნიშვნელობას.
ავტორი: რობერტ გოგუა
სათაური: მაგმური ქანების მაგნიტური ველი და მაგნეტიზმი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
მონოგრაფიაში განხილულია მაგმური ქანების მაგნიტური მინერალების წარმოშობის და დამაგნიტების პირობები; ქანების ძირითადი მაგნიტური მახასიათებლები და მათი გეოლოგიური ინფორმაციულობა; მაგნიტური მინერალების შემადგენლობის, სტრუქტურისა და გენეზისის შესწავლის მაგნიტური მეთოდები; მოცემულია საქართველოში გეომაგნიტური გამოკვლევების მოკლე ისტორია. გამოთქმულია მოსაზრება სპილენძ-პოლიმეტალური გამადნების ინტრუზიულ მაგმატიზმთან კავშირის შესახებ საქართველოს მაგალითზე. წიგნში ნაჩვენებია საქართველოში არსებული მაგმური ქანების ვერტიკალური ზონალობის არსებობა.
ავტორი: ქრისტინე გიორგაძე, ნოდარ ლეკიშვილი
სათაური: ზიგადი და არაორგანული ქიმია - ქიმიური ელემენტები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
სასწავლო პროგრამის ახალი კონცეფციის მიხედვით, არაორგანული ქიმიის სწავლება თეორიული საკითხებისადმი გამარტივებული მეთოდით მიდგომას, შესაბამისი ამოცანის დასმის, შედეგების ინტერპრეტაციიას და პრაქტიკული საკითხების შესწავლისას მათი გამოყენების უნარ-ჩვევების უკეთ გამომუშავებას ითვალისწინებს. ელემენტების ქიმიის სწავლება ისე არის აგებული, რომ აქცენტები უპირატესად გადატანილია შესაბამისი ზოგადი კანონზომიერებების შემეცნებაზე, უმნიშვნელოვანეს ნივთიერებათა მიღების ძირითად, თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლაზე, ნაერთთა გარკვეული ტიპების და კლასების სპეციფიკური და ზოგადი თვისებების შედარებითი ინტერპრეტაციის მეთოდზე თანამედროვე ტექნოლოგიებში მათი გამოყენების შესაძლებლობის ჩვენებით, დარგის პერსპექტიული განვითარების ხედვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.
ავტორი: ლევან საბაური, ნადეჟდა კვატაშიძე, ნანა სრესელი
სათაური: ფინანსური ანგარიშსგების მომზადებისა და წარდგენის სრულყოფის გზები მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოებში
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას, და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში.
ავტორი: აპოლონ სილაგაძე, ნინო ეჯიბაძე
სათაური: დიგლოსია: არაბული სპეციფიკა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე სახელმძღვანელოში საუბარია დიგლოსიაზე, როგორც არაბული ენისათვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ სპეციფიკაზე.
ავტორი: ლია ქაროსანიძე
სათაური: ანტიკურ-ბიზანტიური თეორიები ენის შესახებ და ქართული გრამატიკული აზროვნება
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
სახელმძღვანელოში განხილულია ანტიკური და შუა საუკუნეების თეორიები ენის შესახებ, ენის საკითხები ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში, ალექსანდრიის სკოლა, დიონისიოს თრაკიელის ,,გრამატიკის ხელოვნება’’, დონატუსის ,,მცირე ხელოვნება მეტყველების ნაწილთა შესახებ’, ძველი ქართული გრამატიკული აზროვნების სამი ძირითადი პერიოდი და ა.შ.
ავტორი: იოსებ მეგრელიძე
სათაური: ბიობიბლიოგრაფია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მკვლევრისა და ფილოლოგის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, იოსებ მეგრელიძის ბიბლიოგრაფიას.
ავტორი: გურამ ლორთქიფანიძე, გოჩა გერაძე
სათაური: რომაული ცივილიზაცია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
ავტორი: ნანა მაჭავარიანი
სათაური: აფხაზური ენის გრამატიკის საკითხები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე მონოგრაფიაში წარმოდგენილია აფხაზური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიისა და გრამატიკული სტრუქტურის აღწერითი ანალიზი და აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების თავისებურებანი. ნაშრომს ერთვის საველე სამუშაოებისას მოპოვებული მასალა (ჟანრობრივად მრავალფეროვანი ტექსტები სიტყვასიტყვითი ქართული თარგმანით) და მოკლე (1900-მდე ლექსიკური ერთეულის შემცველი) აფხაზურ-ქართული ლექსიკონი.
ავტორი: ლეილა ავიძბა, ესმა კოკოსკერია
სათაური: აფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთილები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
აფხაზური ენის სისტემისა და ისტორიის უკეთ წარმოსაჩენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც აფხაზეთში გავრცელებულ დიალექტთა მონაცემების შესწავლას, ისე აფხაზეთიდან გეოგრაფიულად მოწყვეტილ არეალებში წარმოდგენილი აფხაზური მეტყველების თავისებურებათა გათვალისწინებას. წინამდებარე წიგნი ეძღვნება "ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" დაარსების ხუთ და "ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის" 15 წლისთავს.
ავტორი: შანიძე აკაკი
სათაური: ქართული საქმის კაცი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე ნარკვევი ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკაკი შანიძის 130 წლის იუბილეს. მასში წარმოდგენილია მეცნიერის საუკუნოვანი გზა - " აკაკი მცირედან დიდ აკაკიმდე " (ბიოგრაფიის ძირითადი შტრიხები) , აკაკი შანიძის ცხოვრების ძირითადი თარიღები (მოვლენები, ჯილდოები, წოდებები), ახალგაზრდა აკაკი შანიძე სხვა რაკურსით - "უმცირესობის ჭეშმარიტების" გადასარჩენად -- აკაკი შანიძის ღვაწლი პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნისთვის, ღვაწლი ქართული ლექსიკოგრაფიისა და ლექსიკოლოგიის წინაშე და ა.შ.
ავტორი: ნინო შარაშენიძე
სათაური: საჩინოური ქართული - ქვემოიმერული კილო ერთი სოფლის მეტყველების მიხედვით
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ხმოვანთკომპლექსების მორფოლოგიური ანალიზი ქვემოიმერულის მიხედვით, ზმნის უღლების პარადიგმები ქვემოიმერულის თქმაში -- სახელის ბრუნების პარადიგმები ქვემოიმერულის ვანურ თქმაში, ,,ო’’ პრეფიქსიანი ზანიზმები ქვემოიმერულის მცენარეთა სახელწოდებებში, ,,ო’’ პრეფიქსიანი ზანიზმები და კომპენსაციის შემთხვევები ქვემოიმერულ კილოში და ა.შ.
ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
სათაური: ისტორიამ რა ჰქმნა?
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე ნარკვევი ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერისა და ისტორიკოსის, მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის 95 წლის იუბილეს.
ავტორი: ელიზბარ ნადარაია, მზევინარ ფაცაცია, რევაზ აბსავა
სათაური: ალბათობის თეორია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ალბათობის თეორიის სახელმძღანელოს, რომელშიც ალბათობის თეორიის მასალის გადმოცემა ეყრდნობა კოლმოგოროვის აქსიომატიკურ მიდგომას. სახელმძღვანელო, რომელსაც თან ერთვის სავარჯიშო ამოცანები, განკუთვნილია უნივერსიტეტების მათემატიკის მიმართულების სტუდენტებისათვის.
ავტორი: ნუგზარ ანთელავა
სათაური: ჩერქეზული კულტურა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წიგნში განხილულია ჩერქეზთა ეთნიკური და პოლიტიკური ისტორიის საკვანძო პრობლემები, ეთნიკური კულტურის, თითქმის, ყველა საკითხი (პირველადი წარმოების, სიცოცხლის უზრუნველყოფის, სოციალური, ნორმატიული და ჰუმანიტარული კულტურები). წიგნი განკუთვნილია ჩერქეზთა ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, უწინარეს ყოვლისა, კავკასიოლოგიის მიმართულების პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის.
ავტორი: არჩილ უგულავა, ზაზა ტოტლიკიშვილი
სათაური: ამოცანები სტატისტიკურ ფიზიკაში
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
სტატისტიკური ფიზიკა და თერმოდინამიკა წარმოადგენს ფიზიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას, რომლის ცოდნა აუცილებელია მეცნიერებისა და ტექნიკის მრავალი დარგის სპეციალისტისთვის. წიგნში შესულია ამოცანები სტატისტიკურ ფიზიკასა და თერმოდინამიკაში. ის განკუთვნილია ფიზიკის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ამოცანათა კრებულით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკის მიმართულების მაგისტრატურისა და სხვა მიმართულების სტუდენტებსაც, რომლებიც სწავლობენ სტატისტიკურ ფიზიკას. ამოცანათა კრებული დაყოფილია პარაგრაფებად. თითოეული პარაგრაფის დასაწყისში მოყვანილია მოკლე თეორიული მასალა, რომლის ცოდნაც აუცილებელია ამოცანის ამოხსნისათვის. კრებულში მოყვანილია ზოგიერთი ამოცანის ამოხსნა და პასუხები.
ავტორი: დიმიტრი დოლაბერიძე
სათაური: TAPI-ის პროექტის პროგრესი გაურკვეველ მომავალში
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
ნაშრომი მოიცავს ანალიტიკურ სტატიებს და თვალსაზრისებს/კომენტარებს , იძლევა ფართო ხედვისა და კრიტიკულად აზროვნების უნარს.აღნიშნული მასალის ხარისხი გამოადგება როგორც პროფესიონალ , ასევე ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც მზად არიან რომ მიიღონ გამოწვევები და გადაწყვიტონ ისინი წარმატებული გზით. ნაშრომი მოიცავს ანალიტიკურ სტატიებს და თვალსაზრისებს/კომენტარებს , იძლევა ფართო ხედვისა და კრიტიკულად აზროვნების უნარს.აღნიშნული მასალის ხარისხი გამოადგება როგორც პროფესიონალ , ასევე ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც მზად არიან რომ მიიღონ გამოწვევები და გადაწყვიტონ ისინი წარმატებული გზით.
ავტორი: ნინო ეჯიბაძე
სათაური: თანამედროვე არაბული ენა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
სახელმძღვანელო განკუთვნილია არაბულის შემსწავლელთათვის სწავლების შედარებით მაღალ საფეხურზე. მასში გარკვეულწილად გათვალისწინებულია თანამედროვე არაბული სამყაროსთვის დამახასიათებელი სოციოლინგვისტური სურათი: ერთი მხრივ წარმოდგენილი მასალა გულისხმობს მუშაობას როგორც კლასიკური, ისე სტანდარტ ნორმების მიხედვით, მეორე მხრივ მოტანილია მცირე მოცულობის დიალექტური ტექსტებიც (ანდაზები, ლექსები და ა.შ.). წიგნი ითვალისწინებს რამდენიმე სამუშაო მიმართულებას: ზეპირსამეტყველო უნარები, თხზვა, თარგმნა, ლექსიკური მარაგის აქტუალიზება, გრამატიკული მასალა (წარმოდგენილია სავარჯიშოების სახით), კარნახის წერა და სხვ. წიგნი აგებულია იმ პრინციპზე, რომ სწავლების მთლიან პროცესში წამყვანია მასწავლებლის შემოქმედებითი როლი.
ავტორი: შოთა სამსონია, მიხეილ გვერდწითელი, იოსებ ჩიკვაიძე, ლია კვირიკაძე
სათაური: ორგანული ქიმია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
ავტორი: ომარ ფურთუხია
სათაური: ალბათურ სტატისტიკური ამოცანები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე სახელმძღვანელოში სრულად და საფუძვლიანად არის გადმოცემული თანამედროვე ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის წინაშე წამოჭრილი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული და თეორიული ხასიათის საკითხები. თითოეულ თემას წინ უძღვის აუცილებელი თეორიული შედეგები, შემდეგ მოყვანილია მრავალი საილუსტრაციო და სამოტივაციო მაგალითი ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროდან, განხილულია მათი გადაწყვეტის მეთოდები და ხერხები. ნაშრომს დართული აქვს ძირითადი და მნიშვნელოვანი ალბათური განაწილების ცხრილები, EXCEL-ის სტატისტიკური ფუნქციების აღწერა და უკანასკნელ ხუთ წელიწადში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუალედურ და საბოლოო გამოცდებზე მოტანილი ბილეთების ნიმუშები. სახელმძღვანელო შედგენილია უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი სასწავლო პროგრამებისა და სილაბუსების მიხედვით.
ავტორი:
სათაური: როგორ დავწეროთ ისტორია - შესავალი დისციპლინის ისტორიასა და პრაქტიკაში
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
შესავალი წერილი, თარგმანის საერთო რედაქცია, კომენტარები მარიამ ჩხარტიშვილისა. წიგნი ითარგმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთარგმნელობითი გრანტის ფარგლებში.
ავტორი: ლადო მინაშვილი
სათაური: ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია "ახალი ქართული ლიტერატურის" სათავეების პრობლემა და მწერლისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების ასპექტში დახასიათებულია ქართული რომანტიზმისა და რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხები.
ავტორი: ნანა გონჯილაშვილი
სათაური: ,,ვეფხისტყაოსნის’’ პარადიგმული სახისმეტყველება და განსახოვნების თავისებურებანი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წიგნში შესულ ნარკვევებს შოთა რუსთაველის ესთეტიკური ნააზრევი და მხატვრული განსახოვნების თავისებურებანი აერთიანებს. წარმოდგენილი პრობლემატიკა, ძირითადად, „ვეფხისტყაოსნის“ პარადიგმული სახისმეტყველების კვლევა-ძიებას მიემართება. ყოველივე ეს, პოემის ტექსტის, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემთა საფუძვლიან ანალიზთან ერთად, ტიპოლოგიურ მიმართებათა გამოსავლენად მოხმობილი სხვადასხვა ეპოქის შემოქმედთა ნააზრევის განხილვას მოიცავს. ტრადიციული მოსაზრებების კვალდაკვალ წიგნში საკითხთა შესახებ ახალი მოსაზრებები და ვარაუდებია გამოთქმული. წიგნი განკუთვნილია აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, პედაგოგების, სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
ავტორი: თინათინ გიორგობიანი
სათაური: ძველი ბერძნული ენის გრამატიკა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ძველი ბერძნული ენის (ატიკური დიალექტიკის) გრამატიკის მოკლე სალექციო კურსი.
ავტორი: ივან ფრანკო
სათაური: შემოდგომის ფიქრები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
,,შემოდგომის ფიქრები’’ ივან ფრანკოს პოეტური და პროზაული თხზულებების ორენოვანი კრებულია ქართულ-უკრაინულ ენებზე. გამოჩენილი უკრაინელი მოღვაწის 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოცემა მომზადებულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტის, კლუბ ,,უკრაინის’’ ერთობლივი ძალისხმევითა და ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის თანადგომით.
ავტორი: მარგერიტ იურსენარი
სათაური: ადრიანეს მოგონებები
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
,,ადრიანეს მოგონებები’’, რომელიც ერთდროულად რომანიცაა, ისტორიაც და პოეზიაც, ფრანგულმა საერთაშორისო კრიტიკამ მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად აღიარა. მკითხველის წინაშეა დიდი რომაელი იმპერატორის, ადრიანეს მოგონებები. ადრიანე საკუთარი ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის მკაცრი შემფასებელი იყო. ,,მივიჩნევდი, რომ სამყაროს სილამაზეზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვიყავი’’, - ამბობს გმირი, რომლის პრობლემები არაფრით განსხვავდება ყველა დროის ადამიანის პრობლემებისგან.
ავტორი:
სათაური: სინუჰეს ამბავი
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
ოთხი ათასი წლის წინ დაწერილი ,,სინუჰეს ამბავი’’ დღეს არამარტო ძველი ეგვიპტის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრად არის აღიარებული. ჩვენთვის უცნობმა ავტორმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოგვითხრო არა რომელიმე ღმერთის, მეფის ან მითიური გმირის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის ისტორია და აღწერა მისი გრძნობები - შიში, ნოსტალგია, ირაციონალური განცდები, რომელთა მიზეზი თვითონაც ვერ აუხსნია და დარდი, რომ მისი სიცოცხლე სამშობლოდან შორს დასრულდება. სწორედ ამიტომ, ,,სინუჰეს ამბავი’’ დღეს მოიაზრება, როგორც პირველი რომანი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
ავტორი: პატრიკ კავანა
სათაური: ტერი ფლინი
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
პატრიკ კავანას აღნიშნული რომანი საუკუნის წინანდელი ირლანდიის იდილიური ყოფის ფონზე ვითარდება და ადამიანის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე მოგვითხრობს.
ავტორი: ნატო დავითაშვილი
სათაური: მთვარის შვილობილები
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2017
დიდ თამაშში ჩართული ოცდარვა გმირი – მთვარის ოცდარვა შვილობილი იბრძვის მთვარის რჩეულის ტიტულისთვის. ყოველი მათგანი განსაკუთრებულ ძალას ფლობს, მაგრამ რჩეული მხოლოდ ერთი უნდა გახდეს, მთვარის რჩეული კი სამყაროს მბრძანებლობას შეძლებს. ვინ მიაღწევს ფინიშს, ვინ გახდება ახალი სამყაროს ახალი კანონების შემქმნელი? თამაში დაწყებულია!
ავტორი: ორჰან ფამუქი
სათაური: ჩემი უცნაური ფიქრები
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2017
რომანში „ჩემი უცნაური ფიქრები“ ორჰან ფამუქი კვლავ საყვარელი ქალაქის - სტამბოლის თემას უბრუნდება და მთავარი გმირის თავგადასავლის აღწერის ფონზე აცოცხლებს ქალაქის ცხოვრების თითქმის 40 წლის (1969-დან 2012-მდე) ისტორიას. მთავარი გმირი, მევლუდი, ანატოლიის უღარიბესი სოფლიდან 12 წლის ასაკში ჩამოდის სტამბოლში, რათა ამ ქალაქში ადგილი დაიმკვიდროს. მევლუდი სიმდიდრეს ვერ მოიხვეჭს, მაგრამ, სამაგიეროდ, სტამბოლის ქუჩების მესაიდუმლე ხდება. ის ქუჩებში ტრადიციულ თურქულ სასმელს, ბოზას ჰყიდის. მისი თვალით ვხედავთ ქალაქის გარეუბნების ცხოვრებას და მასთან ერთად განვიცდით უკანასკნელი ათწლეულების თურქეთის ისტორიის პერიპეტიებს - მოვლენებს, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვა როგორც სტამბოლზე, ისე იმ ადამიანების გულებში, რომლებსაც უყვართ ეს ქალაქი და ემსახურებიან მას. სწორედ სტამბოლის ქუჩები აღუძრავს მევლუდს უცნაურ ფიქრებს, ეს ქუჩები ეხმარება, გაუმკლავდეს თავისი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას და მიაგნოს ცხოვრების საზრისს.
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი
სათაური: მეტამორფოზის სიმბოლოები
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2017
დიდი შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875 - 1961) უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ თხზულებაში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. „მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის - მითებისა და სიზმრების - წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში.
ავტორი: ბრუნო შულცი
სათაური: დარიჩინის ქულბაქები
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2017
ბრუნო შულცი 1892 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პროვინციულ ქალაქ დროგობიჩში დაიბადა. მთელი ცხოვრება ადგილობრივ სკოლაში მუშაობდა ხატვისა და შრომის მასწავლებლად და სიკვდილიც იმავე ქალაქში ეწერა - 1942 წელს ქუჩაში მიმავალი შულცი გესტაპოს ოფიცერმა, კარლ გიუნტერმა თავში გასროლით მოკლა. ერთი წლით ადრე, როცა ნაცისტებმა დროგობიჩი დაიკავეს, ებრაელმა შულცმა თავისი ნახატებისა და ხელნაწერების დიდი ნაწილი შესანახად გადასცა არაებრაელ მეგობრებს. იქიდან აღარაფერი გადარჩენილა. სავარაუდოდ, სწორედ იმ ქაღალდებში იყო შულცის დაუმთავრებელი რომანი „მესია“. ბრუნო შულცი, მეოცე საუკუნის დიდი პოლონელი მწერალი, მოთხრობების ორი პატარა კრებულის ავტორია. „დარიჩინის ქულბაქები“ შულცის პირველი, 1934 წელს გამოქვეყნებული წიგნია.
ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი
სათაური: მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2016
პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.
ავტორი: რიჩარდ იეიტსი
სათაური: სააღდგომო ჩვენება
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2016
XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ საუკეთესო პროზაიკოსად აღიარებული ამერიკელი მწერლის, რიჩარდ იეიტსის (1926-1992) რომანი „სააღდგომო ჩვენება“ მკითხველთა და კრიტიკოსთა სამართლიან გაოცებას იწვევს - თავისი უჩვეულოდ ძუნწი, ლაკონური და, ამავე დროს, საოცრად ტევადი თხრობის სტილის წყალობით ამ არცთუ სქელტანიან წიგნში მწერალი ერთი ოჯახის თითქმის სამი თაობის ბედ-იღბლის თანაზიარად გვაქცევს. ეს სევდიანი საგა მოგვითხრობს იმაზე, რომ ამ ცხოვრებაში არცერთი გზის არჩევა ბედნიერების უპირობო საწინდარი არ არის და არც შეიძლება იყოს...
ავტორი: გოლი თარაყი
სათაური: არჩევანი
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2017
გოლი თარაყი (1939) - ცნობილი ირანელი მწერალი ქალი - მოთხრობების ხუთი კრებულის, ორი რომანის, ერთი პოემისა და ლიტერატურული ესეების ავტორია. ცხოვრობს პარიზსა და თეირანში. მისი პროზა მუდამ ორ სამყაროს შორის ტრიალებს: ერთი მხრივ, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებები და ნოსტალგია, მეორე მხრივ - ევროპული რეალობა. თარაყის ენა განსაკუთრებულია: პოეტური, რიტმული, ბავშვობის მოგონებებივით ფერადოვანი. 2004 წელს გამოიცა გოლი თარაყის ნოველების კრებული „სახლი ზეცაში“. ამჯერად მკითხველის წინაშეა მწერლის ბოლო წლებში გამოქვეყნებულ ნაწარმოებები.
ავტორი: ჯოზეფ კონრადი
სათაური: შვიდი კუნძულის ფრეია
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2017
პოლონელ არისტოკრატ თეოდორ იუზეფ კოჟენევსკის, რომლისთვისაც ინგლისური მესამე ენა იყო მშობლიური პოლონურისა და ფრანგულის შემდეგ, მსოფლიო ჯოზეფ კონრადის (1857-1924) სახელით იცნობს. ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის რომანი „შვიდი კუნძულის ფრეია“ სიყვარულის, ერთგულებისა და გარემოებების საბედისწერო დამთხვევის ამბავია, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში ხდება. დანიელი მეზღვაურის ქალიშვილის - ფრეია ნილსენის ირგვლივ დრამატული მოვლენები ვითარდება. კაცებს, რომლებსაც ის უყვართ, ადამიანური სისუსტეები და ახირებები ხელს უშლით მომხდარისა თუ მოსახდენის სწორად შეფასებასა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ გმირს თავისი სიმართლე აქვს, რის გამოც უჭირს მთლიანი სურათის დანახვა - თვალის გასწორება უბრალო ჭეშმარიტებისთვის.
ავტორი: ვ. გ. ზებალდი
სათაური: ემიგრანტები
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2017
„შესაძლებელია თუ არა, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა?“ - ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა, რომ პასუხად ვ. გ. ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვინფრიდ გეორგ ზებალდს აკადემიური წრის იქით კარგა ხანს არავინ იცნობდა. ზებალდმა ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა, სადაც გერმანულ ლიტერატურას ასწავლიდა უნივერსიტეტში. იგი ორმოცს გადაცილებული იყო, როცა მისი წიგნები გამოქვეყნდა და ავტორს თანამედროვეობის გამორჩეული პროზაიკოსის სახელი დაუმკვიდრა. სამწუხაროდ, ზებალდის სამწერლო მოღვაწეობა ხანმოკლე გამოდგა - 2001 წელს 57 წლის მწერალი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.„ემიგრანტები“ ოთხი ნაწილისგან შედგება და ოთხი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზით დატოვეს სამშობლო. ზებალდის სხვა წიგნების მსგავსად, „ემიგრანტებსაც“ შავ-თეთრი ფოტოები ახლავს, რომლებსაც ავტორი ტექსტის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა.
ავტორი: ალენ ვანიე
სათაური: ფსიქოანალიზის შესავალი
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2017
ფსიქოანალიზის, როგორც ფილოსოფიის, მედიცინისა და რელიგიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული დისციპლინის, როლი განმსაზღვრელია XX საუკუნის აზროვნებისათვის. ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ალენ ვანიე „ფსიქოანალიზის შესავალში“ ამ მოძღვრების ფუნდამენტურ კონცეპტებსა და ფსიქოანალიზის ისტორიის გარდამტეხ მომენტებს განიხილავს. წიგნი განკუთვნილია როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსებისა და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლების, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის, რადგან კვლევის ფსიქოანალიზური მეთოდი და მისი კონცეპტუალური სისტემა არა მხოლოდ პიროვნების ფსიქიკური ცხოვრების, არამედ სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფენომენების გაგების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
ავტორი: მაჰმუდ დოულათაბადი
სათაური: პოლკოვნიკის მიმწუხრი
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2016
ცნობილი ირანელი მწერლის მაჰმუდ დოულათაბადის (1940) რომანი „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ ავტორის სამშობლოში დღემდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა ირანის ხელისუფლების მიერ „ყველაზე კონტრრევოლუციურ“ რომანად მიჩნეული ეს თხზულება არაერთ ევროპულ ენაზეა თარგმნილი. მოქმედება მეოცე საუკუნის 80-იან წლებში - ისლამური რევოლუციის გარიჟრაჟსა და ირან-ერაყის ომის დროს, ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება. შაჰის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, რომლისთვისაც ეროვნული იდეალები და ღირსება მთავარ ფასეულობებს წარმოადგენს, შვილები პატრიოტებად აღზარდა და თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. სხვადასხვა გზის არჩევის მიუხედავად, პოლკოვნიკის შვილები ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ეწირებიან. ავტორის შთამბეჭდავი თხრობის წყალობით, მკითხველი არა მარტო ერთი ოჯახის ტრაგედიის, არამედ მთელი სახელმწიფოს დრამატული ისტორიის თანამონაწილე ხდება.
ავტორი: მატიას ენარი
სათაური: ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2017
1506 წელს, სულთან ბაიაზიდ II-ის მიწვევით, მიქელანჯელო ბუონაროტი კონსტანტინოპოლში ჩადის. გენიალურ მოქანდაკეს პაპ იულიუს II-ის აკლდამის მშენებლობა მიუტოვებია და, ხელმომჭირნე პონტიფექსზე გულმოსული, მალულად ოსმალეთში გარბის. მიქელანჯელომ ოქროს რქაზე ხიდი უნდა ააგოს. მოქანდაკე პირველი არ არის, ვისაც ამ ხიდის აგებას სთავაზობენ. მანამდე სულთანმა თავად ლეონარდო და ვინჩის პროექტი დაიწუნა. მიქელანჯელო გულში წინასწარ ზეიმობს - ამ ხიდით პაპსაც ასწავლის ჭკუას და ლეონარდოსაც მიუჩენს საკადრის ადგილს. ოღონდ მან ერთი რამ არ იცის - სულთნის კარზე უკვე ხლართავენ ინტრიგებს ფლორენციელის წინააღმდეგ... ცნობილი ფრანგი მწერლის, გონკურის პრემიის ლაურეატის, მატიას ენარის (1972) რომანი „ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე“ ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა. წიგნში მოტანილი მიქელანჯელოს წერილებიც ავთენტურია.
ავტორი: უმბერტო ეკო
სათაური: ფუკოს მანქანა
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2016
„ფუკოს ქანქარა” ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს (1932-2016) მეორე რომანია, რომელიც ავტორის სადებიუტო „ვარდის სახელზე“ არანაკლებ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. განუმეორებელი სტილი - ისტორიული ფაქტებით მდიდარი, სახალისო და, ამავდროულად, სევდიანი თხრობა დღესაც, რომანის გამოცემიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, აჯადოებს მკითხველს. ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებით, მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ „გეგმას“, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს მათ შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას იწყებს საიდუმლოს გასაღების ხელში ჩასაგდებად…
ავტორი: იუკიო მიშიმა
სათაური: ოქროს ტაძარი
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2016
მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას ,,ოქროს ტაძარს’’ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტიქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს დამზაფრავი გულწრფელობით გამორჩეული მთავარი გმირის თანამზრახველად აქცევს. სილამაზის არსის შეცნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა ბუდისტი მორჩილისათვის, რომლის ფიქრებიც მუდმივად დასტრიალებს ოქროს ტაძარს - სრულყოფილების განსახიერებას. წლების შემდეგ იუკიო მიშიმა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, მისი მთავარი გმირის ნააზრევი კი სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს.
ავტორი: ვაჟა სამსონიძე
სათაური: მესხური რეალიები ,,ვეფხისტყაოსანში’’
გამომცემლობა: საუნჯე
გამოშვების წელი: 2017
მესხური რეალიები ,,ვეფხისტყაოსანში’’ წარმოადგენს ამავე სახელწოდებით 2000 წელს გამოცემული წიგნისა და შემდეგში ამავე თემაზე დამუშავებული მასალების კრებულს, რომელიც ეძღვნება დიდი ,,მესხი მელექსის’’ - შოთა რუსთაველის 850 წლისთავს.
ავტორი: ლელა ცუცქირიძე
სათაური: წარმოიდგინე, ელისაბედ
გამომცემლობა: საუნჯე
გამოშვების წელი: 2016
პოეტური კრებული „წარმოიდგინე, ელისაბედ“ ლელა ცუცქირიძის რიგით მეორე პოეტური კრებულია. წიგნი ავტორისეული ილუსტრაციებით არის გაფორმებული, რედაქტორი კი რობერტ მესხია. კრებულში ფორმის თვალსაზრისით სამი ტიპის ლექსებია შესული - ვერლიბრები, მინიმალისტური პოეზია და კონვენციური ლექსები.
ავტორი: ზაზა ბიბილაშვილი
სათაური: პოეზია, დანარჩენი ლიტერატურა, და დანარჩენი
გამომცემლობა: საუნჯე
გამოშვების წელი: 2017
,,პოეზია, დანარჩენი ლიტერატურა, და დანარჩენი" ზაზა ბიბილაშვილის რიგით მეოთხე კრებულია და მასში შესულია 2000-2015 წლებში მწერლის მიერ გაკეთებული ჩანაწერები. ზაზა ბიბილაშვილი ოთხი წიგნის ავტორია, აქედან ორი პოეტური კრებულია, ერთი პროზაული და ერთიც ჩანაწერების
ავტორი: ნინო ზედელაშვილი
სათაური: დარდების შემგროვებელი - მოგონებები გოდერძი ჩოხელზე
გამომცემლობა: საუნჯე
გამოშვების წელი: 2017
2012 წელს გამოვიდა ნინო ზედელაშვილის პირველი წიგნი გოდერძი ჩოხელზე – „ნაწილიანი“, რომელშიც რეჟისორსა და მწერალ – გოდერძი ჩოხელზე მოგონებები გაერთიანდა. „დარდების შემგროვებელი“, ფაქტობრივად, ამ წიგნის გაგრძელებაა და ახალ მოგონებებს სთავაზობს მკითხველს. წიგნში შესულია საინტერესო და უნიკალური მასალა ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი შემოქმედის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ავტორი: ალხაზიშვილი გივი
სათაური: რჩეული
გამომცემლობა: საუნჯე
გამოშვების წელი: 2017
გივი ალხაზიშვილის ახალ პოეტურ კრებულში გაერთიანებულია ოცდაათზე მეტი პოეტური კრებულიდან („დიალოგი ფიქრში", „ღამეთა ფერფლი". „ქარის დევნა", „შენ ყოველივეს ხედავ, ცაო", „სინათლე წვეთში", „გამოსვლა უდროობიდან", „გაღწევის სურვილი", „ქორონიკონი", „ეპისტოლეთა წიგნი", „უცნობი მზე", „ჩემი დღეების მიწა" და სხვ.) ამოკრებილიე ცალკეული ლექსები.
ავტორი: გოჩა სხილაძე
სათაური: უნაპირო მდინარე
გამომცემლობა: საუნჯე
გამოშვების წელი: 2016
,,უნაპირო მდინარე’’ გოჩა სხილაძის ბოლოდროინდელი ლექსების კრებულია. პოეტმა იცის, რომ პოეზია ყოველთვის არ ნიშნავს განსაკუთრებულ აზრებს, მაგრამ სამაგიეროდ ყოველთვის მიელტვის ნებისმიერი აზრის ოსტატურად გამოხატვას. მხატვრული სახეები დასტურია პოეტის დამოკიდებულებისა ამა თუ იმ მოვლენისადმი, მისი დახმარებით კი – მთელი სამყაროსადმი. ფილოსოფიური, ანალიტიკური აზროვნების უნარი კარგად ჩანს ლექსებში პროზად, სადაც ავტორმა საკუთარ თავს თვითონ დაუნიშნა მეტად მკაცრი და მძიმე გამოცდა, რადგან არც თუ ადვილია ლექსი ყოველთვის შეესაბამებოდეს მისსავე უმაღლეს კრიტერიუმებს.
ავტორი: შოთა რუსთაველი
სათაური: ,,ვეფხისტყაოსანი’’ - კორეულ ენაზე
გამომცემლობა: Zmanz
გამოშვების წელი: 2016
2016 წელს, კორეაში, სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა. ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს.
ავტორი: პაპუნა დავითაია
სათაური: ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2016
ეს არის პირველი ქართული გრაფიკული რომანი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტს 1500-მდე ილუსტრაციით და მინიმალისტური, თანამედროვე ტექსტით გვიყვება.
ავტორი: ავთანდილ არაბული
სათაური: მოგითხრობთ ,,ვეფხისტყაოსანს``
გამომცემლობა: სეზანი
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ და შოთა რუსთაველის შესახებ ენციკლოპედიური მიდგომით თავმოყრილ კრებულს. მასში იხილავთ ინფორმაციას თითქმის ყველა იმ პირზე, ვინც „ვეფხისტყაოსანთან“ არის დაკავშირებული, 1000-ზე მეტ საილუსტრაციო მასალას, 200-ზე მეტი ავტორის სტატიასა და ნაშრომს.
ავტორი: დიანა ანფიმიადი
სათაური: ჩრდილის ამოჭრა
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
„ჩრდილის ამოჭრა“ დიანა ანფიმიადის ახალი პოეტური კრებულია, და ეს „ახალი“ უპირველეს ყოვლისა, კონცეპტუალურ, მხატვრულ სიახლეს ნიშნავს. ვერსიფიკაციული მოულოდნელობებით სავსე პოეტური სამყარო კიდევ უფრო ღრმად, იმ სინამდვილის გავლით დააინტერესებს მკითხველს, რომელზეც ავტორი მანამდე წერდა. კრებულში ბევრი სიმღერაა (ასე ჰქვია ლექსებს) - ეს კი მთელ წიგნს ეპიკურ ტონალობას სძენს, ერთ გაბმულ ამბად ეცხადება მკითხველს. შესაბამისად, ეს წიგნი ისევე იკითხება, როგორც ერთი მთლიანი ამბავი სამყაროს პოეტური, სახიფათო თამაშებით.
ავტორი: მანანა ამირეჯიბი
სათაური: მე და ჩემი წილი მამა
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე გამოცემის უმთავრესი თავისებურება ისაა, რომ ეს არის წიგნი-აღსარება. ავტორი შემაცბუნებელი გულახდილობით მოგვითხრობს თავის თავზე, თავისიანებზე, ნაცნობ-მეგობრებზე, ანუ საბოლოო ჯამში ცხოვრებაზე. იმ ტექსტთაგან, რომელთა მთავარი „პერსონაჟი“ ცხოვრება, ანუ, როგორც ძველად იტყოდნენ, საწუთროა, ეს წიგნი ერთი რამით გამოირჩევა - აქ არ არის წუწუნი ამა სოფლის და მისთა მდგმურთა არასრულყოფილების გამო - ამ წიგნის ავტორი ცხოვრების ინტერესიანი დამკვირვებელი და მახვილგონიერი კომენტატორია - ჩინებული მთხრობელ და განგებისგან საუცხოო იუმორის ნიჭით დაჯილდოვებული.
ავტორი: მურად ტყემალაძე
სათაური: ხატწერის ტექნოლოგია
გამომცემლობა: თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა, 2016 წელი წინამდებარე სახელმძღვანელო აგებულია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მოთხოვნილებათა შესაბამისად და განკუთვნილი რესტავრაციისა და ხატწერის სპეციალობის სტუდენტებისათვის. კურსის შედგენისას ძირითადად გამოყენებულია რუსულენოვანი მკვლევარების შრომები და სახელმძღვანელოები, რომელთა ჩამონათვალი წიგნის ბოლოშია მოცემული. ზოგიერთი მონაცემი და ინტერპერტაცია, რომელიც ეხება ბუნებრივ მინერალურ პიგმენტებს და საბათქაშე მასალებს, ატორის საკუთარი კვლევისა და დაკვირვების შედეგია და, პრაქტიკულად, მრავალჯერადაა გამოცდილი.
ავტორი:
სათაური: გალაკტიონი - 125 საიუბილეო კრებული
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე პროზაული კრებული გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევართა სხვადასხვა თაობას აერთიანებს და მეცნიერულ შეხედულებათა ფართო სპექტრს წარმოგვიდგენს. წიგნში ასახული კონცეფციები და დასკვნები ახალ ჰორიზონტებს შლის გალაკტიონოლოგიის შესწავლაში.
ავტორი: უილიამ ანთოლისი, სტროუბ ტალბოლი
სათაური: სწრაფად წინ - ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში
გამომცემლობა: რადარამი
გამოშვების წელი: 2016
,,სწრაფად წინ’’ დამწყებთათვის გამიზნული სამეცნიერო სახელმძღვანელოა, რომელიც გვეხმარება გავიგოთ: რა ვიცით, ან არ ვიცით გლობალური დათბობის შესახებ. რატომ არის საჭირო გონივრული და სწრაფი რეაგირება კლიმატის ცვლილების დროს. რატომ იქნება დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლა ისტორიაში ყველაზე რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ოპერაცია და რატომ მოითხოვს იგი ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის რადიკალურ შეცვლას.
ავტორი: რუსუდან ფეტვიაშვილი / RUSUDAN PETVIASHVILI
სათაური: ბავშვობა CHILDHOOD / ფერწერა PAINTING გრაფიკა DROWING / ილუსტრაცია ILLUSTRATION
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2016
ალბომში შესულია რუსუდან ფეტვიაშვილის სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, როგორც ბავშვობისდროინდელი, 6-11 წლის ასაკში, ფანქრითა და ტუშით შესრულებული უნიკალური ნახატები, ასევე სხვადასხვა წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციები („ვეფხისტყაოსანი“, ფრანგულ ენაზე გამოცემული „დათა თუთაშხია“ და სხვ.) და სახარების მინიატიურები. ალბომის გაცნობა შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ავტორი:
სათაური: ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე ნაშრომის მიზანია მკითხველს გააცნოს ივანე ჯავახიშვილის ხელდასმით შექმნილი კარტოგრაფიული ნაწარმოებები, რომლებიც დღემდე სათანადოდ არ არის შეფასებული და გააზრებული. ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლის იუბილეს
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
სათაური: ზებულონი
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ჯემალ ქარჩხაძემ რომანი ,,ზებულონი’’ 1988 წელს დაწერა. ,,ზებულონს’’ ახასიათებს კლასიკური თხრობის სტილი, რაც ნებისმიერ მკითხველისათვის ადვილად აღსაქმელია. რომანში ხშირია როგორც მაგიური, ასევე ფენტეზის ელემენტები. ნაწარმოებში მოქმედება გამოგონილ პერიოდში მიმდინარეობს და ამ მოვლენით რომანი ჟანრობრივად ალტერნატიულ ისტორიას უახლოვდება.
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
სათაური: ქარავანი
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ჯემალ ქარჩხაძემ რომანი ,,ქარავანი’’ 1984 წელს დაწერა. ნაწარმოებში ვხვდებით ფსევდოგმირს აბელს, რომლის ირგვლივაც ხდება მოქმედება. ყველა ამბავი რაც ნაწარმოებში ხდება მთავარი გმისითვის თითო შტრიხია და თუ მაინცდამაინც საჭიროა ერთი წინადადებით მარტივად განსაზღვრა, მაშინ ეს წიგნი სწორედ საკუთარი თავის პოვნაზე, ინდივიდად ჩამოყალიბების ამბავია.
ავტორი:
სათაური: ფესვები - ქართული მინიატურული პროზა
გამომცემლობა: ქართული აკადემიური წიგნი
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე პროზაულ კრებულში შესულია შემდეგი ქართველი მწერლების მოთხრობები ქართულ და გერმანულ ენებზე: ვაჟა ფშაველა - ,,ფესვები’’, ტერენტი გრანელი - ,,გულიდან სისხლის წვეთები’’, ტერენტი გრანელი - ,,ვარსკვლავი, რომელსაც მე ვუმზერ’’ და გოდერძი ჩოხელი - ,,არჩევნები სასაფლაოზე’’.
ავტორი:
სათაური: გერმანული ენის გრამატიკა Deutsche Grammatik
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე სახელმძღვანელო შედგენილია კლასიკური ფორმით. ყოველი უმთავრესი თუ მეორეხარისხოვანი გრამატიკული ფენომენი ახსნილია მარტივად და მოყვანილია სისტემაში. წიგნი მოიცავს გერმანული ენის სრულ გრამატიკას - ფონეტიკა. მორფოლოგია, სინტაქსი. ,,გერმანული ენის გრამატიკა’’ გათვალისწინებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის.
ავტორი: ნუნუ გურგენიძე
სათაური: დიალექტოლოგიური ძიებანი
გამომცემლობა: ქართული აკადემიური წიგნი
გამოშვების წელი: 2016
ნაშრომი წარმოადგენს ორ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ენათა დიალექტებში (თურქული, ქართული), სიტყვათა სესხების შედეგად წარმოქმნილ ურთიერთგავლენების შესწავლის მრავალწლიანი კვლევის შედეგს. საკვლევ ობიექტს წარმოადგენენ საქართველოს რეგიონებიდან: აჭარის, გურიის, მესხეთის, მთის დიალექტებიდან: თუშეთის, თიანეთის, მთიულეთის, ფშავის, გუდამაყრის რეგიონები, რომელთა მოსახლეობის მეტყველებაზე, სხვადასხვა ისტორიულ პირობებში და სხვადასხვა დროს, გარკვეული ზეგავლენა მოახდინა თურქულმა თუ თურქულის გზით დამკვიდრებულმა აღმოსავლურმა ლექსიკამ.
ავტორი: თედო უთურგაიძე
სათაური: ქართული ენობრივი სისტემის საკითხები
გამომცემლობა: ენათმეცნიერების ინსტიტუტი
გამოშვების წელი: 2016
ნაშრომში განხილულია ქართული გრამატიკის რამდენიმე საკითხი, რომელთაგან უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი ზმნათა პირის ნიშნების ინვერსიის შესაძლებლობა მედიოპასივთა და სტატიკურ ვნებითთა I სერიისა და აქტივთა III სერიის ფორმებში.
ავტორი: გრივერ ფარულავა
სათაური: ჰაგიოგრაფია - ხელოვნება ხელოვნების შესახებ
გამომცემლობა: ქართული აკადემიური წიგნი
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე გამოკვლევა ეფუძნება ქრისტიანული რელიგიის ძირითად სწავლებას ადამიანის სრულ ფერისცვალებაზე, რასაც საფუძველი მისი მეორედ შობისას - ნათლობისას ედება, ხოლო საბოლოოდ სარწმუნოებრივი მცნებების დაცვისა და ზნეობრივი იდეალების ხორცშესხმისთვის გაწეული საკმაოდ მძიმე ღვაწლით მიიღწევა და რასაც შედეგად მისი გარეგნული ხატის ფერისცვალება-გამშვენება მოაქვს. ამ დროს ადამიანი თვითონ ხდება ხელოვანი - შემოქმედი საკუთარი ახალი სულიერი და გარეგნული პორტრეტისა. სწორედ აქედან გამომდინარეობს, ჰაგიოგრაფია, ანუ აღწერა-გადმოცემა პერსონაჟის სრული ფერისცვალებისა, ხელოვნება ხელოვნების შესახებ. ეს ფრიად საინტერესო დასკვნა მკვლევარის მიერ ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლებიდან შესაბამისი ადგილების მოხმობითა და მათი ახლებული ანალიზითაა გამოტანილი.
ავტორი: პროკლე დიადოხოსი
სათაური: კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი ტომი I I I
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2016
H-1337 ხელნაწერის 1248 წელს სიმეონ პღინძაჰანქელის მიერ ქართულიდან სომხურ ენაზე შესრულებული თარგმანის გამოცემა მესამე ტომი წარმოადგენს იოანე პეტრიწის ,,კავშირნისა’’ და ,,განმარტების’’ 1248 წელს სიმეონ პღინძაჰანქელის (პღინძაჰანეცის) მიერ ქართულიდან სომხურ ენაზე შესრულებული თარგმანის გამოცემას. საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ სომხური თარგმანი თითქმის ქართული თარგმანის თანადროულია. ტექსტოლოგიურ გამოკვლევასთან ერთად გამოცემას ერთვის ქართულ-სომხური ლექსიკონი.
ავტორი: პროკლე დიადოხოსი
სათაური: კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი ტომი I I
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2016
H-1337 ხელნაწერის დიპლომატიური გამოცემა ნაშრომს ერთვის კრიტიკული აპარატი, რომელშიც გათვალისწინებულია გვიანდელი ხელნაწერებისა და სომხური თარგმანის კითხვა-სხვაობები. ასევე, ტექსტოლოგიურ-კოდიკოლოგიური დახასიათება და დამანა მელიქიშვილის გამოკვლევა, რომელშიც განხილულია პეტრიწის ენა და სტილი, ტერმინშემოქმედების, მთარგმნელობითი პრინციპებისა და ენობრივი სტილის თავისებურებანი ელინოფილური მიმართულების სხვა თარგმანებთან მიმართებაში. ასევე მისი მთარგმნელობითი, თეოლოგიური და პედაგოგიური მეთოდოლოგია; გაშუქებულია იოანე პეტრიწის მოღვაწეობის დროისა და ადგილის, მისი ნაშრომების შესახებ არსებული ბუნდოვანი საკითხები.
ავტორი: პროკლე დიადოხოსი
სათაური: კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი ტომი I
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2016
H-1337 ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემა ნუსხა შეიცავს უმნიშვნელოვანეს მონაცემებს ქართული ხელნაწერთმცოდნეობის თვალსაზრისით, წერის ტექნიკის, პუნქტუაციისა და აქცენტუაციის ნიშნების შესწავლისათვის. წარმოდგენილია ლოგიკური მახვილების სრულიად თავისებური, რთული და დატვირთული სისტემა.
ავტორი: ია (ლეილა) ხუბაშვილი
სათაური: რომის პონტიფექსები და მათი ეპოქა ტომი I
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
მონოგრაფიაში შესწავლილია და გაანალიზებულია პაპობა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში და ეპოქა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. რომის პონტიფექსებმა თავიანთი არსებობის მანძილზე უდიდესი როლი შეასრულეს პოლიტიკის, დიპლომატიისა და ცივილიზაციის ისტორიაში და დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საერთაშორისო, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებში. ნაშრომში ვრცლადაა წარმოდგენილი პაპობის ფორმირების ისტორიული პროცესები ქრისტიანობის წარმოშობის დროიდან, მათი ბრძოლა უნივერსალიზმისათვის, აღზევებისა და კრიზისის პერიოდები, ვატიკანის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და ა.შ. მონოგრაფია განკუთვნილია სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
ავტორი:
სათაური: ქართველები - ყველაფერი ქართველთა კულტურისა და ეთნოსის შესახებ წიგნი 18
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2016
წარმოდგენილი ნაშrომი ეძღვნება საქართველოს კუთხეების ყოფითი ტრადიციების ღრმა მეცნიერული შესწავლის შედეგებს და იმ თავისებურებათა წარმოჩენას რომელიც თითოეულ მათგანს გააჩნია. ნაშრომში წარმოჩენილია ხალხის მიერ შექმნილი, საუკუნეთა სიღრმიდან გაცოცხლებული ტრადიციები, ქართველი ეთნოსის მრავალსაუკუნოვანი შემოქმედების ნაყოფი, რომლის წვლილი უდიდესია მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. მონოგრაფიაში უხვადაა გამოყენებული მკვლევართა მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საველე ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს გადაღებული ფოტომასალა. ასევე საცხოვრებლების, ტანსაცმლის, ავეჯის, ჭურჭლისა და ყოფითი სცენების ჩანახატები, შესრულებული ექსპედიციის მონაწილე პროფესიონალი მხატვრების და არქიტექტორების მიერ.
ავტორი: მაკა ლაბარტყავა
სათაური: გეოგრაფიული ობიექტების საზოგადო სახელები ქართულში
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია გეოგრაფიულ ობიექტთა საზოგადო სახელები, კერძოდ, მთა-ბარისა და წყლის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები შესაბამისი თემატური ჯგუფების სტრუქტურული მოდელების გათვალისწინებით. ყურადღება ექცევა მათს წარმომავლობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. წიგნი განკუთვნილია ენათმეცნიერთათვის, ასევე დაინტერესებული მკითხველისათვის.
ავტორი:
სათაური: საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ
გამომცემლობა: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე კრებულის თეოროული და ნორმატიული ასპექტი საკმარისად მრავალფეროვანია იმისთვის, რომ გადაკვეთოს დისციპლინური და იდეოლოგიური ბარიერები. იგი აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერის აკადემიურ სტატიას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კრებულში ვერ მოხვდა ქართული კონსტიტუციონალიზმისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი. იგი საყურადღებო მასალას იძლევა ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე შემდგომი ფიქრისათვის.
ავტორი: გიორგი მეტივიშვილი
სათაური: პალიატიური მზრუნველობა ჯიბის თანამგზავრი
გამომცემლობა: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
გამოშვების წელი: 2016
პალიატიური მზრუნველობის მიზანია მიუხედავად დაავადების სტადიისა ან მკურნალობის სხვა საშუალებების საჭიროებისა, ტანჯვის შემსუბუქება პაციენტებისა და მათი ოჯახებისათვის. პალიატიური მზრუნველობა როგორც მზრუნველობის ფილოსოფია, ასევე მზრუნველობის ორგანიზებული, მაღალი სტრუქტურიზებული სისტემაა, აფართოებს დაავადების მოდელის ტრადიციულ სამედიცინო მკურნალობას პაციენტებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით, ფუნქციათა ოპტიმატიზაციით, გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებით და პირადი განვითარებისთვის შესაძლებლობების უზრუნველყოფით.
ავტორი: ჭაბუკი ქირია
სათაური: მართლწერის საკითხები
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2016
წიგნში განხილულია თანამედროვე ქართული ენის მართლწერის აქტუალური საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც დიდად წაადგებათ აბიტურიენტებს, სტუდენტებს, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლით დაინტერესებულ ადამიანებს, მკითხველთა ფართო წრეს. გამოცემაში უხვადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო მასალა.
ავტორი: ჭაბუკი ქირია
სათაური: ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკა
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2016
ქართული ენის პრაქტიკული კურსის წინამდებარე გამოცემაში მაქსიმალურად მარტივი ენით არის გადმოცემული მორფოლოგიის ძირითადი საკითხები მრაქტიკულ ჭრილში. იგი განკუთვნილია, პირველ რიგში, ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის შემსწავლელთავის; წიგნი სასარგებლო იქნება ქართულენოვანი მოსწავლეებისთვისაც.
ავტორი: ანთიმოზ ივერიელი
სათაური: დიდაქეები და სხვა თხზულებები
გამომცემლობა: დობერა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე კრებულში ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება წმინდა ანთიმოზ ივერიელის თხზულებები: ,,დიდაქეები’’, ,,ანთიმოზ ივერიელის მონასტრის ტიპიკონი’’, ,,კანონთა თავები’’, ,,საეკლესიო სწავლება’’, ,,სწავლება სინანულის საიდუმლოს შესახებ’’, თავდასაცავად დაწერილი უსტარები, ანთიმოზ ივერიელის მიერ დასტამბულ გამოცემათა წინასიტყვაობები და მიძღვნები. კრებულს თან ერთვის ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებისა და შრომების ქრონოლოგია, კომენტარები და სახელთა საძიებელი.
ავტორი: ირაკლი ბრაჭული, ანასტასია ზაქარიაძე, ვალერიან რამიშვილი და სხვ.
სათაური: ანთიმოზ ივერიელი - ქართულ-ევროპული დიალოგი
გამომცემლობა: დობერა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება ახალი ეპოქის გარიჟრაჟზე XVII-XVIII საუკუნეების საქართველოსა და ევროპის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწის, დიდი ღვთისმეტყველის, განმანათლებლისა და ჰუმანისტის წმინდა ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და შემოქმედებას. წიგნში გაანალიზებულია ახალი დროის ფილოსოფიურ-რელიგიური ევროპული პარადიგმა და ეპოქის ზნეობრივი დილემების დაძლევის გზები ანთიმოზ ივერიელის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობაში.
ავტორი: გიორგი უგულავა
სათაური: სახელმწიფოს მოწყობის ფორმები ანტიკური ეპოქის მხატვრულ ლიტერატურაში - ჰომეროსიდან არისტოფანემდე
გამომცემლობა: ლოგოსი
გამოშვების წელი: 2016
წიგნში განხილულია სახელმწიფოს მოწყობის ფორმები ელინური ხანის (ძვ. წ. VIII-V საუკუნეები) ძველ ბერძნულ მხატვრულ ლიტერატურაში. ცალკეულ თავებში ნაჩვენებია, თუ როგორ ხედავდნენ ძველი ბერძენი ავტორები სახელმწიფოს მოწყობის საკითხებს და როგორ აისახებოდა მათ მხატვრულ შემოქმედებაში პოლიტიკური პრობლემატიკა. ნაშრომში თანაბრად არის წარმოდგენილი ეპოსი, ლირიკა და დრამა და მათში ასახული სახელმწიფო მოწყობის საკითხები, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს ერთ მთლიანობაში აღიქვას ბერძნული პოლიტიკური აზრის განვითარების დინამიკა.
ავტორი: თენგიზ ირემაძე, ჰელმუნტ შნაიდერი, ლალი ზაქარაძე და სხვ.
სათაური: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში
გამომცემლობა: კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები შუა საუკუნეების ქართული თეორიული აზროვნების იმ ასპექტებს წამოსწევს წინა პლანზე, რომელსაც აქამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ზოგიერთი მათგანი დარგის თვით ქართველი სპეციალისტებისთვისაც კი უცნობია. სამეცნიერო კრებული განსაკუთრებით დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების შესწავლით არიან დაინტერესებული.
ავტორი: თეა დულარიძე
სათაური: ელჩობა ძველ აღმოსავლურ ტრადიციასა და ჰომეროსის ეპოსში
გამომცემლობა: ლოგოსი
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე წიგნში მოთხრობილია ელჩობის ინსტიტუციის ფორმირებისა და განვითარების შესახებ ძველ აღმოსავლეთსა და ჰომეროსის ეპოსში. ელჩობა, რომელიც შორეული წარსულიდან იღებს დასაბამს და აქტუალურია ყველა ეპოქაში, ზოგჯერ გადამწყვეტ როლს თამაშობს კაცობრიობის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჰომეროსამდელ ხმელთაშუაზღვისპირეთში საკმაოდ კარგად იყო განვითარებული დიპლომატიური ურთიერთობები, ელჩობის ფენომენი მთელი თავისი ნიუანსებით ყველაზე უფრო რელიეფურად ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა. ჰომეროსის პოემებში აისახა მედიტერანულ სივრცეში დაგროვილი ცოდნა, რომლის მსგავსება-განსხვავებების კვლევასაც ცდილობს ავტორი. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ დიპლომატიური სიტყვებისა და სცენების სტრუქტურის ანალიზს, ასევე დიპლომატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს - მჭერმეტყველების ეფექტს, რომელმაც დასაბამი მისცა რიტორიკის ხელოვნების განვითარებას ჯერ ანტიკურ სამყაროში, შემდეგ კი ევროპულ სივრცეში.
ავტორი: სოფოკლე
სათაური: ტრაგედიები (ოიდიპოს მეფე, ოიდიპოსი კოლონოსში, ანტიგონე, ელექტრა)
გამომცემლობა: ლოგოსი
გამოშვების წელი: 2016
წიგნში წარმოდგენილია სოფოკლეს ოთხი ტრაგედიის ქართული თარგმანი, რომელიც ძველი ბერძნულიდან შეასრულა გიორგი ხომერიკმა. მათგან თებეს ციკლის ტრაგედიები პირველად 1988 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ მათი რამდენიმე გამოცემა განხორციელდა. რაც შეეხება ,,ელექტრას’’ იგი პირველად იბეჭდება.
ავტორი: რისმაგ გორდეზიანი
სათაური: ინნოვაცია ფორმალიზმი ავანგარდი ანტიკურ ლიტერატურაში
გამომცემლობა: დობერა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე წიგნის მიზანია მკითხველმა გაიგოს ზოგიერთი მოსაზრება ანტიკურ მწერლობაში იმგვარი, თანამედროვე მხატვრული კულტურისათვის კარგად ცნობილი პროცესის თუ მიმართულების გამოვლენის თაობაზე, როგორიცაა ინნოვაცია, ფორმალიზმი და ავანგარდი თავიანთი მრავალრიცხოვანი განშტოებებით. ნაშრომში უხვად არის ჩართული ძველ ავტორთა ტექსტები და ფრაგმენტები. მათი უმეტესობის თარგმანები მეტწილად თავად ავტორს, რისმაგ გორდეზიანს ეკუთვნის.
ავტორი: ვალერი ასათიანი
სათაური: ბიზანტიური ცივილიზაცია
გამომცემლობა: ლოგოსი
გამოშვების წელი: 2015
ბიზანტიური ცივილიზაცია წარმოადგენს ელინური სამყაროს უშუალო გაგრძელებას, ასევე თვისებრივად ახალი - ქრისტიანული მსოფლმხედველობის გამომხატველსა და დამამკვიდრებელს. ბიზანტიურმა სამყარომ განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა, რადგან მის წიაღში შექმნილი სულიერი და მატერიალური ფასეულობები ცხადყოფენ ახალი - ქრისტიანული მსოფლმხედველობის სიდიადესა და ცხოველმყოფელობას. ნაშრომი წარმოადგენს ათასწლოვანი იმპერიის არსებობის მრავლისმომცველი თემის შედარებით სრულად გაშუქების მოკრძალებულ ცდას.
ავტორი: ირაკლი დვალიძე, გიორგი მახარობლიშვილი
სათაური: სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და სისხლის სამართლით დაცული სამართლებრივი სიკეთე (სამეცნიერო-პრაქტიკული კომენტარი)
გამომცემლობა: სამართლის სახლი
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე ნაშრომში განხილულია სამეწარმეო სფეროში ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, რომელსაც თან ახლავს შესაბამის დანაშაულთა სისტემური და კვალიფიციური კომენტარი. წიგნი უპირველეს ყოვლისა, დიდ დახმარებას გაუწევს მოსამართლეებს, პროკურორებსა და სხვა პრაქტიკოს მუშაკებს ნორმაშეფარდებითი საქმიანობისას. იგი ასევე სასარგებლო იქნება სტუდენტებისათვის, მეცნიერებისა და უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებისა და მასწავლებლებისთვის.
ავტორი: ომარ ჯორბენაძე
სათაური: წინასასამართლო გამოძიებისას და წინასასამართლო განხილვისას ადამიანის უფლებათა დაცვაზე სასამართლო კონტროლის პროცედურები (ნაწილი პირველი)
გამომცემლობა: ლეთა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე ნაშრომი სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და პირადი გამოცდილების საფუძველზე მომზადებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ომარ ჯორბენაძის მიერ. წარმოდგენილ საკითხზე იმსჯელა საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან არსებულმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ. ავტორი განიხილავს საბჭოზე გამოთქმულ სხვადასხვა პოზიციას და არგუმენტს.
ავტორი: ნანა ბურჭულაძე
სათაური: ქართული ხატები
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია 200-მდე ხატი, რომლებიც ძირითადად თბილისისა და მესტიის მუზეუმებსა და ზემო სვანეთის ეკლესიებში ინახება., მასში შედის აგრეთვე რამდენიმე ხატი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან და საქართველოს საპატრიარქოდან. წიგნის ნაკრების ქრონოლოგიური დიაპაზონი VI-XVIII სს-ია. მისი ერთი ნაწილი კარგადაა ცნობილი, ნაწილი ნაკლებად, ზოგიერთი კი პირველად ქვეყნდება. ხატები დალაგებულია თემატურად და ტიპოლოგიურად. ცალკეული თავის შიგნით ხატების წყობა ქრონოლოგიურია. თემატური თანმიმდევრობა წმინდა გამოსახულებათა საეკლესიო იერარქიას ეფუძნება, ტიპოლოგიური კი ამა თუ იმ სახეობის ხატების შემორჩენილი ნიმუშების მნიშვნელოვნებას. თავებს წინ უძღვის მოკლე განმარტებითი ტექსტები, თითოეულ ხატს კი ახლავს ანოტაცია, რომელიც შეიცავს ტექნიკურ მონაცემებს, ხატის ისტორიას, გამოსახულების იკონოგრაფიის, სტილისა და შესრულების მანერის დახასიათებასა და პარალელური მასალის ჩვენებას.
ავტორი: მარინე ოსაძე
სათაური: ტერმინთა სესხება-ადაპტაციის საკითხები ქართულ ენაში
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ნაშრომში წარმოდგენილია სესხების პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, კერძოდ კი, უცხო წარმომავლობის თვისების აღმნიშვნელ ტერმინთა მორფოლოგიური ადაპტაცია ქართულ ენაში და მათი გაფორმების შესაძლებლობანი. სასესხებელი სიტყვის სემანტიკისა და მორფოლოგიური აგებულების გათვალისწინებით ნაშრომში გაანალიზებულია უცხო წარმომავლობის ზედსართავ სახელთა და მიმღეობათა მორფოლოგიური სტრუქტურა, გამოვლენილია მეტ-ნაკლებად მყარი მოდელები, წარმოჩენილია ის სიჭრელე, რომელიც თავს იჩენს ტერმინოლოგიურ სიტყვაწარმოებაში. ნაშრომი განკუთვნილი ენათმეცნიერთათვის, სტუდენტებისა და ყველა იმ პირთათვის, რომელთათვისაც საინტერესოა სიტყვათა სესხების პროცესი და ზოგადად უცხო წარმომავლობის ტერმინთა ორთოგრაფია.
ავტორი:
სათაური: მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე ლექსიკონი მომზადდა სპეციალურად მედიის სფეროში მოღვაწეთათვის იმ შეცდომებისა თუ უზუსტობათა გათვალისწინებით, რომლებიც ყველაზე ტიპობრივი ჩანს მათი ზეპირი თუ წერითი მეტყველებისას. ნაშრომი სიახლეს შეიცავს იმ თვალსაზრისით, რომ მასში პირველადაა წარმოდგენილი ბევრი ახალი ლექსიკური ერთეული შესაბამისი ორთოგრაფიის გათვალისწინებით.
ავტორი: ნაირა გელაშვილი
სათაური: ქართული ალტერნატიული პროზა
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ნაირა გელაშვილის მოთხრობების კრებული “ქართული ალტერნატიული პროზა” მწერლის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილ 15 მოთხრობას აერთიანებს.
ავტორი: ჯონ აპდაიკი
სათაური: მამაჩემის ცრემლები
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ჯონ აპდაიკის მოთხრობების კრებული ,,მამაჩემის ცრემლები’’, რომელიც 2009 წელს, მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, აერთიანებს შერჩეულ ტექსტებს, რომელთა დიდ ნაწილში მწერალი კვლავ უბრუნდება ბავშვობის საყვარელ ადგილებს, აწ უკვე ასაკოვანი ადამიანის ხედვით. მისთვის დამახასიათებელი მახვილგონივრული დაკვირვებებითა და ნიუანსებით, აპდაიკი ახალ ათასწლეულში შექმნილ ამ მოთხრობების კვლავაც უზადო მთხრობელია და მკითხველს მეხსიერების, წარმოსახვისა და ჭვრეტის საინტერესო ერთობლიობას სთავაზობს.
ავტორი:
სათაური: გალაკტიონოლოგია
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
2016 წელს ქარჩხაძის გამომცემლობას გადმოეცა ნიკო წერეთლის პირადი დღიური და მის მიერ შედგენილი ალბომი ფოტოებით, ხელნაწერებით, ადრინდელი გაზეთებიდან ამოჭრილი ცნობებითა და სამახსოვრო ნივთებით. აღნიშნულ მასალაში მოხსენიებულია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე არაერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი ქართველი ფიგურა, თუმცა ძირითადი ამბავი ეხება ქართველ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძეს, გამომცემლობამ შეისწავლა და ქრონოლოგიურად დაალაგა ტექსტი. ასევე, ისტორიის სრულყოფის მიზნით, დაამატა ნაწყვეტები მოგვიანებით გამოქვეყნებული დღიურებიდან და უცვლელი სახით მკითხველს შესთავაზა წინამდებარე უნიკალური დღიური.
ავტორი:
სათაური: ეროვნული თვითშემეცნების სათავეებთან - იოანე საბანისძე: მარტჳლობაჲ ჰაბო ტფილელისაჲ
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე წიგნში შესულია ამონარიდები გასული საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურიდან და თანამედროვე ავტორთა მიერ სპეციალურად წინამდებარე კრებულისთვის დაწერილი სტატიები. რუბრიკით ,,თარგმანი’’ წარმოდგენილია ტექსტის დ. ლანგისეული ინგლისური პერიფრაზი, ხოლო რუბრიკაში ,,ტექსტი’’ შეტანილია წმ. აბო თბილელისადმი მიძღვნილი საგალობლები. კრებულს ერთვის თხზულების ძირითადი გამოცემებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია.
ავტორი: რამაზ გახოკიძე, ნელი სიდამონიძე
სათაური: ბიოორგანული ქიმიის მოკლე კურსი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე სახელმძღვანელო შედგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ბიოორგანული ქიმიის სასწავლო პროგრამის შესაბამისად და მოიცავს აღნიშნული კურსის ყველა საკვანძო საკითხს. ის აგრეთვე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ბიოორგანული ქიმიით დაინტერესებულ პირებს. წიგნში მოცემულია ტესტები შესაბამისი პასუხებით.
ავტორი: ნათელა (ია) ანანიაშვილი
სათაური: MATLAB - უნივერსალური ინტეგრირებული კომპიუტერული მათემატიკური სისტემა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კომპიუტერული მათემატიკური სისტემა MATLAB-ის ძირითადი ფუნქციები, ბრძანებები და დაპროგრამების საშუალებები. მოყვანილია სავარჯიშოები და ამოცანები დამოუკიდებელი მუშაობისათვის და მათი ამოხსნის ნიმუშები. წიგნი გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, მკვლევრებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული სისტემა მათემატიკის, საინჟინრო, ბიზნესისა თუ სხვა სფეროში.
ავტორი:
სათაური: ენა ზეციური - ახალგაზრდა უკრაინელი მწერლები ქართულ ენაზე
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების, თანამედროვე და უკვე ავტორიტეტულ შემოქმედთა ნამუშევრები, რომლებიც თარგმნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიონალ მთარგმნელთა მიერ, რომელთაც, გამოცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, თარგმანს მაქსიმალურად შეუნარჩუნეს ავტორთა ენა და სტილი. კრებულით ქართველი მკითხველი გაეცნობა თანამედროვე უკრაინულ ლიტერატურას, მისი განვითარების ისტორიულ და სოციოკულტურულ კონტექსტებს ოცდამეერთე საუკუნეში.
ავტორი: ნინო ხარჩილავა
სათაური: საქორწინო ტრადიციები ისტორიულ სამურზაყანოში
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2016
ნაშრომში განხილულია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხის - სამურზაყანოს, თანამედროვე გალის რაიონის მოსახლეობის საქორწინო ტრადიციები. სამურზაყანოში ამ საკითხების შესწავლა და მისი შედეგები ნათელს ჰფენს მტკივნეულ საკითხს - თუ ვინ იყო ამ ტერიტორიის ძირითადი ეთნიკური შემადგენლობა. გალის რაიონში დადასტურებული ტრადიციული კულტურა, კერძოდ, ქორწინების წესები ქართველური (მეგრული) მოსახლეობის ძველი ისტორიისა და ეთნოლოგიის შესწავლისათვის ღირებულ წყაროს წარმოადგენს, რადგან მასში ბევრია ზოგადად ქართული ეთნიკური ჩვევები. ნაშრომი განკუთვნილია ეთნოლოგებისა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრისათვის.
ავტორი: მურთაზ მაღრაძე
სათაური: საბანკო საინფორმაციო სისტემები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ნაშრომში განხილულია საბანკო სფეროში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვის ეტაპები, საბანკო საინფორმაციო სისტემების ინფორმაციული უზრუნველყოფა, ტექნიკური საშუალებები, ბანკის ავტომატიზებული სამუშაო ადგილების სტრუქტურა და მათი კავშირი ბანკის საინფორმაციო სისტემასთან, პლასტიკური ბარათები, გადახდის სისტემები, ელექტრონული ფული, საერთაშორისო საფინანსო ტელესაკომუნიკაციო სისტემა S.W.I.F.T., ბანკის საინფორმაციო სისტემების შეძენისა და ამორჩევის კრიტერიუმები, შექმნის ხერხები და საბანკო საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მოდულის მაგისტრატურის და ფინანსებისა და საბანკო საქმის მოდულის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დაეხმარება ბანკში მომუშავე პერსონალს.
ავტორი: ომარ ლანჩავა, კუკური წიქარიშვილი
სათაური: წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმური სისტემა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმისა და მიმდებარე სპელეოობიექტების ხელსაყრელი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური, მორფოლოგიური და სხვა თავისებურებები საუკეთესო პირობებს ქმნის მათში რიგი დამხმარე მეურნეობების მოსაწყობად. აქედან გამომდინარე აშკარაა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყალტუბოს კირქვული მასივის უნიკალური მიწისქვეშა ძეგლების მოფიქრებულ და გეგმაზომიერ ათვისებას. დიდია მათი მეცნიერულ-კულტურული ღირებულებაც. წყალტუბოს მღვიმის ცალკეული დარბაზები მდიდრულად არის მორთული ნაირფეროვანი ნაღვენთი კალციტური წარმონაქმნებით, რომელთა ხილვა, დიდ ინტერესს იწვევს მნახველთა ფართო წრეებში.
ავტორი: მერაბ კალანდაძე
სათაური: ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ისტორიის შესწავლა საქართველოში
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომი ისტორიოგრაფიულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს გააშუქოს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ისტორიის შესწავლა ქართულ ისტორიოგრაფიაში. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ისტორიის შესწავლის გარკვეული ტრადიცია ყალიბდება. ქართულმა ისტორიოგრაფიამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ისტორიის სწავლების, პოპულარიზაციისა და შესწავლის საქმეში. წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისა და ამერიკის ახალი ისტორიის პრობლემებით დიანტერესებული ქართველი მკითხველისათვის.
ავტორი: თემურ ცქიტიშვილი
სათაური: ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომში ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით, შედარებით-სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით, განხილულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნელი დელიქტები. ნაშრომი, პირობითად, ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველში განხილულია სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის პრობლემები საფრთხის დელიქტებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე ნაწილში, აღნიშნული დელიქტების ცალკეული შემადგენლობანი. მონოგრაფიაში ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შეხედულებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკულად არის გაანალიზებული, მაგრამ ამასთან ერთად, მოცემულია საკუთარი ხედვა საკვლევ საკითხთა გარშემო.
ავტორი: თამარ შოთაძე
სათაური: კონდიქციური სამართალი ,,Condictiones Sine Causa’’ - შედარებითი კვლევა
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე ნაშრომი ეთმობა სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტს - უსაფუძვლო გამდიდრების შედარებით-სამართლებრივ კვლევას. ნაშრომი იმ კუთხითაც არის საინტერესო, რომ ასახულია რომის სამართალში უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპის რეალიზაცია მსოფლიოს წამყვან სამართლებრივ სისტემებში. მკითხველისათვის საინტერესო იქნება იმ ისტორიული გზის გააზრება, რომელიც კონდიქციურმა სამართალმა განვლო რომის სამართლიდან მსოფლიოს წამყვან მართლწესრიგებში, ასევე ის თავისებურებანი, რომლებიც ევროპული სამართლის რეცეფციის გზით აისახა საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში. ნაშრომი განკუთვნილია სამეცნიერო და აკადემიური წრეების, მოსამართლეების, ადვოკატების და ყველა იმ პირთათვის ვინც დაინტერესებულია საქართველოში ცივილისტური აზრის განვითარებით.
ავტორი: რომან შენგელია, ეკატერინე შენგელია
სათაური: საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
საოჯახო სამართალი იმ ნორმების ერთობლიობაა, რომელიც ოჯახის წევრებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს არეგულირებს. ოჯახი კი ქორწინებით ან ნათესაობით ერთმანეთთან დაკავშირებული პირთა ჯგუფია. მათ შორის წარმოიშობა მრავალმხრივი სოციალურ-ეკონომიკური და ყოფითი ურთიერთობების ფართო სპექტრი. ნაშრომში განხილულია ოჯახთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა სამართლებრივი საკითხი. წიგნი განკუთვნილია მომავალი და მოქმედი იურისტებისათვის, აგრეთვე საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.
ავტორი: ბექა ძამაშვილი
სათაური: სამხედრო კონფლიქტების სამართალი (ძალის გამოყენების აკრძალვა)
გამომცემლობა: დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია ძალის გამოყენების აკრძალვის სამართლის მნიშვნელოვანი თეორიული ასპექტები და მოცემულია რელევანტური პრაქტიკის ანალიზი. წიგნი განკუთვნილია სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის და იურისტებისთვის, აგრეთვე სამართლის ამ დარგით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
ავტორი: ლაშა ცერცვაძე
სათაური: დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისას და საკონტროლო პაკეტის გასხვისებისას (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2016
აღნიშნული ნაშრომი შეეხება დირექტორთა მოვალეობებს კომპანიის მართვის პროცესში, ხოლო საკითხი განხილულია ევროკავშირის, აშშ-ის და ქართული სამართლის მაგალითზე. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია კორპორაციული მართვის სამრთლებრივ ასპექტებზე. კომპანიის საქმიანობის კეთილსინდისიერად და გულისხმიერად გაძღოლა, როგორც დირექტორის მოვალეობა, კორპორაციული მართვის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს.
ავტორი: მიხეილ ბიჭია
სათაური: პრაქტიკუმი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში
გამომცემლობა: ,,ბონა კაუზა’’
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმძღვანელო არის სასწავლო-მეთოდური ხასიათის ნაშრომი, რომელიც აგებულია სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის პრობლემებზე. მოიცავს სასწავლო-მეთოდური ხასიათის მასალას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის საკითხებს ეფუძნება. საკონტროლო კითხვები, ტესტები და პრაქტიკული ნიმუშები დალაგებულია თემების მიხედვით. წინა პლანზეა წამოწეული სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, მასალა აგებულია ცივილისტიკის ისეთი ცნებებისა და კატეგორიების გათვალისწინებით, როგორიცაა: საჯარო და კერძო სამართლის ურთიერთმიმართება, სამოქალაქო სამართლის ცნება, სამოქალაქო სამართლის წყაროები, ნორმები, სამოქალაქო უფლება-მოვალეობა, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი, პირები, გარიგება, წარმომადგენლობა, ვადები და ხანდაზმულობა.
ავტორი: მერაბ ტურავა
სათაური: საერთაშორისო სისხლის სამართლის საფუძვლები
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნში განხილულია საერთაშორისო სისხლის სამართლის მნიშვნელოვანი საკითხები. საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმებთან ერთად, დღეისათვის არსებობს ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი საერთაშორისო სისხლის სამართლის დოგმატიკა და მდიდარი სასამართლო პრაქტიკა. წიგნში სათანადოდ არის გადმოცემული მათი არსი და მნიშვნელობა საერთაშორისო დანაშაულების დასჯადობის თვალსაზრისით. ნაშრომი განკუთვნილია პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხების შესწავლით დაინტერესებულ მკითხველთათვის.
ავტორი: დევი ხვედელიანი
სათაური: ამოცანები საერთაშორისო კერძო სამართალში
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2016
საერთაშორისო კერძო სამართალი უშუალოდაა დაკავშირებული ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებთან. სამართლის ამ დარგის მნიშვნელობის მასშტაბების ზრდა - როგორც სამართლის თეორიაში, ასევე პრაქტიკაში - განპირობებულია საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების, მოგზაურობის, კომუნიკაციისა და მოსახლეობის მიგრაციის ზრდის ფაქტორებით. აღნიშნული გამოცემა გახლავთ ამოცანების (კაზუსების) ერთობლიობა საერთაშორისო კერძო სამართალში. კრებულში თავმოყრილი ამოცანების დიდი ნაწილი ეფუძნება რეალურ ფაქტებს, რომლებიც შეესაბამება ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ’’ საქართველოს კანონს და მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებულ ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტს. კრებულში წარმოდგენილ ამოცანებს არ ახლავს პასუხები, რაც თავისუფალი სამართლებრივი აზროვნების საშუალებას აძლევს მკითხველს.
ავტორი: გ. ტყეშელიაძე, მ. ლეკვეიშვილი, გ. ნაჭყებია და ა.შ.
სათაური: სისხლის სამართალი - ზოგადი ნაწილი
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2016
სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, როგორც წესი, წყდება სისხლის სამართლის, როგორც სამართლის ფუნდამენტური დარგის, ყველაზე უფრო რთული და საკამათო პრობლემები. ეს გარემოება ასახულია წინამდებარე სახელმძღვანელოშიც. მასში ნაცვლად ზოგადად დადგენილი საკითხების კომპაქტურად გადმოცემისა, არც თუ იშვიათია საკამათო საკითხების გადმოცემაც. კრებულში გაჟღერებულია არამარტო ქართული სისხლის სამართლის აზრის წარმომადგენელთა წვლილი, არამედ როგორც გერმანული, ისე ანგლო-საქსური მიმართულების მეცნიერთა მოსაზრებანი. სახელმძღვანელოში, შეძლებისდაგვარად, ასახულია სასამართლო-საგამოძიებო პრაქტიკაც.
ავტორი: მარინა მესხი
სათაური: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სამართლებრივი ასპექტები და მასთან ბრძოლის მეთოდები
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2016
ნაშრომში განხილულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრობლემა, მისი გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები ამ დანაშაულის გავრცელების მასშტაბების ანალიზის პარალელურად. მეორე ნაწილი ეთმობა მის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ხელშეკრულებების შემუშავების კონტექსტურ ანალიზს, აგრეთვე იმ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ანალიზს, რომლებიც მონობის, იძულებითი შრომისა და ადამიანით ვაჭრობის აკრძალვას ეხება. ნაშრომის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის ადამიანის უფლებათა დარღვევის ჭრილში განხილვა, მსოფლიოში არსებული საერთაშორისო და ეროვნული ინსტრუმენტების ანალიზის საფუძველზე. გამოკვეთილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული მხარეები და ჩამოყალიბებულია ამ დანაშაულის მიმართ არსებული საკანონმდებლო მოდელი და მექანიზმები.
ავტორი:
სათაური: შოთა ფაფიაშვილი 80 - საიუბილეო კრებული
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
ცნობილი ქართველი მეცნიერ-იურისტის, აკადემიკოსის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შოთა ფაფიაშვილის დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო შრომების კრებულში გამოქვეყნებულია ცნობილ მეცნიერ-იურისტთა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სხვა სფეროების წარმომადგენელთა სამეცნიერო შრომები თანამედროვე მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.
ავტორი: ნ. დ. ერიაშვილი; ი. ი ამინოვ; კ.გ დედიუხინ; ა.რ უსიევიჩ; ა.ნ. პავლუხინ
სათაური: სამოსამართლო ეთიკა
გამომცემლობა: სამართლიანი საქართველო
გამოშვების წელი: 2016
სახელმძღვანელოში განხილულია მოსამართლის პროფესიული ეთიკის შინაარსი და სოციალური ფასეულობა; გამოკვეთილია მისი სპეციფიკა და ზნეობრივი ასპექტები; სისხლის სამართლის პროცესუალური იძულების მტკიცებულებები და ზომები; სასამართლო სტადიების ზნეობრივი საფუძვლები; ასევე, სისხლის სამართლის პროცესუალური საქმიანობის კულტურის საკითხები. მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი ზნეობრივ-სამართლებრივი იდეების ისტორიის განვითარებას, სასამართლო სისტემის მუშაკებისადმი ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ მოთხოვნებსა და ა.შ. წიგნში გამოყენებული მასალები ემყარება სამეცნიერო და მხატვრულ სალიტერატურო გამოკვლევებს. წარმოდგენილია საილუსტრაციო მაგალითები და პროფესიული ტერმინების მოკლე ლექსიკონი.
ავტორი: მიხეილ ჭაბაშვილი
სათაური: მოგონებები
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
ქართველ ენათმეცნიერს, ლექსიკოლოგ მიხეილ ჭაბაშვილს (1916-1996) საზოგადოება იცნობს, როგორც უცხო სიტყვათა ლექსიკონის ავტორსა და შემდგენელს, ქართული ენის განმარტებითი და სხვა ლექსიკონების ერთ-ერთ რედაქტორს. სიცოცხლის ბოლოს კი მან დაწერა აღნიშნული ,,მოგონებები’’, სადაც ასახულია, თუ როგორ გაიარა მისმა ბავშვობამ, მოწაფეობისა და სტუდენტობის წლებმა XX საუკუნის ისტორიული მოვლენების - მძიმე 20-30-იანი წლების, მეორე მსოფლიო ომის, ომის შემდგომი წლების ფონზე. იგი მსუბუქი იუმორით აღწერს თბილისის ცხოვრებას სვანეთის უბნის მაგალითზე, იგონებს სკოლას, პედაგოგებს, რომლებმაც გზაზე დააყენეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებთან ერთად მთელი ცხოვრება ქმნიდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულს.
ავტორი: რიშარდ კაპუშცინსკი
სათაური: მოგზაურობა ჰეროდოტესთან ერთად
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
უამრავი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელის, ორჯერ ნობელის პრემიის ნომინანტის, პოლონელი მწერლისა და ჟურნალისტის, რიშარდ კაპუშცინსკის წიგნი ,,მოგზაურობა ჰეროდოტესთან ერთად’’ დააინტერესებს მკითხველს, რომელსაც დროში მოგზაურობა იტაცებს. ავტორი საუბრობს იმ ადგილებზე, სადაც ოდესღაც ძლევამოსილი მეფეები და იმპერატორები მსოფლიოს ბედს განაგებდნენ.
ავტორი: დიბისი პიერი
სათაური: ვერნონ გენიოს ლითლი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ლიტერატურული კრიტიკის მიერ 21-ე საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავ დებიუტად აღიარებული ,,ვერნონ გენიოს ლითლის’’ ავტორმა, ავსტრალიელმა დიბისი პიერმა აღნიშნული რომანისთვის 2003 წლის ბუკერის პრემია მიიღო. რომანში მოქმედება ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში ხდება, სადაც ერთ დღეს ტრაგედია დატრიალდება - ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით 18 მოსწავლეს მოკლავენ. თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილა 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე. პოლიცია და საზოგადოება ვერნონისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვენ...
ავტორი: ჯ. მ. კუტზეე
სათაური: მაიკლ კეის ცხოვრება და დროება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,,მაიკლ კეის ცხოვრება და დროება’’, რომელიც კრიტიკოსების მიერ აღიარებულია ჯონ მაქსველ კუტზეეს საუკეთესო ნაწარმოებად, 1983 წელს მიენიჭა ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია ,,ბუკერი’’. 2003 წელს კი, მწერალს გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. წინამდებარე რომანში მოქმედება XX საუკუნეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვითარდება. ნაწარმოების მთავარი გმირია მაიკლ კეი, რომელიც სრული თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის, უპირისპირდება საზოგადოებასა და ცივილიზაციას. სურს, თავისი ცხოვრებით იცხოვროს და სრულ ჰარმონიაში იყოს როგორც საკუთარ თავთან, ისე გარე სამყაროსთან.
ავტორი: რობერტ ბლოხი
სათაური: ფსიქოპათი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრის დიდოსტატის, რობერტ ბლოხის ეს ფსიქოლოგიური რომანი თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დაიწერა და დღეს ჟანრის კლასიკად ითვლება. ამას ალფრედ ჰიჩკოკის მიერ 1960 წელს გადაღებულმა საკულტო ფილმმაც შეუწყო ხელი. ნაწარმოების მთავარი გმირი - ნორმან ბეითსი ცდილობს, თავი დააღწიოს მშობლის მარწუხებს, რომლის აღზრდამაც მის ფსიქიკას მძიმე დაღი დაასვა. მწერალი ოსტატურად აღწერს ფსიქოპათის ფიქრებსა და განცდებს, რაც მკითხველს მუდმივი დაძაბულობის განცდას უქმნის.
ავტორი: ამელი ნოტომი
სათაური: არც ევა, არც ადამი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
თანამედროვე ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერლის, ამელი ნოტომის ავტობიოგრაფიული რომანი ,,არც ევა, არც ადამი’’ პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია ნოტომის ცხოვრების იმ ორ-სამ წელზე, რომელიც იაპონიაში გაატარა.
ავტორი: ნილ გეიმანი
სათაური: ვარსკვლავის მტვერი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
ინგლისელი მწერლის ნილ გეიმანის რომანი ფენტეზი „ვარსკვლავის მტვერი“ პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოების გამარჯვებული და ნომინანტია. მის მიხედვით 2007 წელს მხატვრული ფილმიც გადაიღეს. რომანში მოქმედება სოფელ უოლში ხდება, რომელიც ზღაპრულ ქვეყანას ესაზღვრება და მისგან კედლითაა გამოყოფილი. უბრალო მოკვდავებს კედლის იქით გადასვლის ნებას მხოლოდ ცხრა წელიწადში ერთხელ, ზღაპრული ბაზრობის დღეს აძლევენ; მაგრამ ერთხელაც ახალგაზრდა ტრისტრან თორნი ჩამოვარდნილი ვარსკვლავის სატრფოსთვის მოსატანად კედლის იქით გაემგზავრება. როგორც გაირკვევა, ზღაპრულ ქვეყანაში ვარსკვლავები ცოცხალი არსებები არიან...
ავტორი: დენ ბრაუნი
სათაური: ინფერნო
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
დენ ბრაუნის მისტიკურ-დეტექტიური რომანის ,,ინფერნოს’’ მთავარი გმირი ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი რობერტ ლენგდონია. ისტორიის ლაბირინთებსა და ხელოვნების ნიმუშებში ჩამალული საიდუმლოებების გამოაშკარავების ოსტატის, რობერტ ლენგდონის ახალი უცნაური თავგადასავალი ძირითადად იტალიაში მიმდინარეობს და ფონად დანტეს შემოქმედება გასდევს. მისი ამოცანა რთულია: უნდა გაშიფროს დანტეს შემოქმედების თაყვანისმცემელი უცნობი ბოროტმოქმედის მიერ დატოვებული მინიშნებები და მიაგნოს იდუმალ ადგილს, სადაც შესაძლოა კაცობრიობისთვის დამღუპველი დაავადების წყარო იმალებოდეს.
ავტორი: რიშარდ კაპუშცინსკი
სათაური: იმპერატორი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
უამრავი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელის, ორჯერ ნობელის პრემიის ნომინანტის, პოლონელი მწერლისა და ჟურნალისტის, რიჩარ კაპუშცინსკის წიგნი ,,იმპერატორი’’ დააინტერესებს მკითხველს, რომელსაც ნამდვილი ამბების გაგება სურს XX საუკუნის მსოფლიოს შესახებ. წიგნი ეთიოპიის იმპერატორს, ჰაილე სელასიე I-ს, მისი გარემოცვის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.
ავტორი: ჯონ გრინი
სათაური: ალასკას ძიება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
"ალასკას ძიება" არის ჯონ გრინის პირველი გამოქვეყნებული წიგნი. გამოვიდა 2005 წელს. 2006 წელს კი, ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის პრიზი მოიპოვა. რომანის მთავარი გმირი უიღლო ახალგაზრდა, მაილზ ჰოლტერია ¬უცნაური ჰობით, რომელიც ცნობილი ადამიანების უკანასკნელ სიტყვებს სწავლობს. იგი გადაწყვეტს ცხოვრება თავიდან დაიწყოს. მშობლების სახლიდან მიდის და სხვა ქალაქში, სხვა სკოლაში აგრძელებს სწავლას და ახალ მეგობრებს იძენს...
ავტორი: ჰარუკი მურაკამი
სათაური: ნორვეგიული ტყე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანი ,,ნორვეგიული ტყე’’ 1987 წელს გამოიცა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რომანში მოვლენები XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს ტოკიოში ვითარდება, როდესაც იაპონელი სტუდენტები, მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტების მსგავსად, ამბოხებებს აწყობენ არსებული წესრიგის წინააღმდეგ.
ავტორი: პიერ ბული
სათაური: მაიმუნების პლანეტა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ფრანგი მწერლის, პიერ ბულის აღნიშნული რომანი კლასიკური ფანტასტიკისა და სათავგადასავლო ლიტერატურის ჟანრს განეკუთვნება. რომანის მთავარ გმირებს აინტერესებს არის თუ არა სიცოცხლე ჩვენი გალაქტიკის სხვა პლანეტებზე. სწორედ ამ მიზნით, ისინი ბეთელჰეიზეს სისტემის ერთ-ერთი პლანეტისკენ მიეშურებიან. ადამიანები ჯერ კიდევ კოსმოსიდან ხედავენ იმ ქალაქებსა და გზებს, რომლებიც საოცრად ჰგავს დედამიწისას. როდესაც რომანის გმირები პლანეტაზე დაეშვებიან, აღმოაჩენენ რომ ესაა პარალელური სამყარო, დასახლებული განვითარებული მაიმუნებით, რომლებიც სტუმრებს შეიპყრობენ და მათზე ცდებს ატარებენ. დააღწევენ თუ არა ადამიანები თავს ამ ყველაფერს, მკითხველი რომანის ბოლოს გაიგებს...
ავტორი: თამთა მელაშვილი
სათაური: აღმოსავლეთით
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,,აღმოსავლეთით’’ ასე ქვია ახალგაზრდა ქართველი მწერლის თამთა მელაშვილის ახალ რომანს, რომლის მთავარი გმირი ირინა, ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილთან დაკავშირებულ საუკუნოვანი საიდუმლოს გახსნას ცდილობს. ამ წიგნის მთავარი შრე, რაზეც სიუჟეტი არის აგებული არის ქალების დუმილი, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც საკუთრი დუმილი აქვს და დაკავშირებულია ელენე დარიანის დუმილთან. წიგნში შეჯამებულია ის მოსაზრებები და პოზიციები, რაც პოლემიკას იწვევს საზოგადოებაში აღნიშნული თემის მიმართ.
ავტორი: თომას ჰარისი
სათაური: კრავთა დუმილი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ამერიკელი მწერლის თომას ჰარისის ,,კრავთა დუმილი’’ რომანი-გამოცანაა. აქ ერთამენთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს და ბრწყინვალე ფსიქიატრი და ამავე დროს მკვლელი და კანიბალი ექიმი ჰანიბალ ლექტერი. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს აახლოებს დანაშაულის გახსნასთან და თანაც აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს. ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ცნობილ ფილმს ხუთი ,,ოსკარი’’ აქვს მოპოვებული.
ავტორი: იოჰან ბორგენი
სათაური: ნოველები სიყვარულზე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე კრებული ,,ნოველები სიყვარულზე’’ შედგება იოჰან ბორგენის თოთხმეტი ნოველისაგან. კრებულის უმთავრესი თემა სიყვარული და თანაცხოვრებაა. ნოველების გმირები არაორდინარული, შინაგანი კონფლიქტებითა და ბავშვობისა თუ მოზარდობის დროინდელი მავნე ჩვევების მქონე ადამიანები არიან და ცდილობენ ამ ყველაფრისგან თავის დაღწევას. იოჰან ბორგენის ნაწარმოებები ნათარგმნია მრავალ ენაზე. ქართველი მკითხველი XX საუკუნის ამ აღიარებულ კლასიკოსს პირველად გაეცნობა.
ავტორი: მიშელ უელბეკი
სათაური: მორჩილება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
მიშელ უელბეკის რომანი ,,მორჩილება’’, პარიზში მოდელირებულ ,,არაბულ გაზაფხულს’’ ასახავს. ფრანგი მწერლის უკანასკნელ წიგნში საუბარია შემდეგ თემებზე: ისლამზე, ფუნდამენტალიზმზე, ისლამოფობიასა და ევროპაში ამჟამად არსებულ ვითარებაზე.
ავტორი: ჯონ კრაკაუერი
სათაური: ველურ გარემოში
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,,ველურ გარემოში’’ ამერიკელი მწერლის, ჯონ კრაკაუერის, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სათავგადასავლო რომანია, რომელიც 1996 წელს გამოიცა აშშ-ში. მასში ასახულია კრისტოფერ მაკ-კენდლესის მოგზაურობა ალასკაზე. ავტორი მიჰყვა კრისის ნაკვალევს და წერილებზე, ფაქტობრივ მონაცემებსა და მოგონებებზე დაყრდნობით აღადგინა მისი რეალური ისტორია.
ავტორი: რიჩარდ მეთისონი
სათაური: მე ვარ ლეგენდა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის, რიჩარდ მეთისონის (1926-2013) საკულტო რომანი ,,მე ვარ ლეგენდა’’ 1954 წელს გამოქვეყნდა. ნაწარმოები პოსტაპოკალიფსურ ჟანრს განეკუთვნება. მან უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ლიტერატურაში ვამპირებისა და ზომბების სახეების ჩამოყალიბებაზე. წიგნის მთავარი პერსონაჟი ბოლო ადამიანია დედამიწაზე. ეპიდემიის გამო მისი ყოველი მცხოვრები ვამპირად იქცა. მხოლოდ რობერტ ნევილი გადარჩა. გმირი მარტოდმარტო, შეუპოვრად ებრძვის ვამპირებს. იმისათვის, რომ გადარჩეს, მან არ უნდა დაკარგოს იმედი...
ავტორი: არტურო პერეს-რევერტე
სათაური: დიუმას კლუბი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,დიუმას კლუბის’’ ავტორი ესპანელი მწერალი და ჟურნალისტი არტურო პერეს-რევერტე - მისტიფიკაციის დიდოსტატია, რომელიც თავისი ნაწარმოებების წყაროდ ესპანეთის ისტორიას, ხელოვნებასა და კულტურას იყენებს. ამ რომანის პერსონაჟები ბიბლიოფილები, ბუკინისტები და უბრალოდ, ლიტერატურის მოყვარულები არიან. ნაწარმოების მთავარი გმირი ლუკას კორსო ევროპაში დაეხეტება და ეძებს შუა საუკუნეების ფოლიანტს, რომლის გამომცემელიც კოცონზე დაწვეს. რეალობისა და გამონაგონის ნაზავი, გმირების უჩვეულო და საინტერესო თავგადასავალს ქმნის.
ავტორი: ჰარუკი მურაკამი
სათაური: 1Q84 - წიგნი III
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომანი ,,1Q84’’ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაურმა ნაზავმა, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის ,,1984’’-თან, გამოსვლისთანავე მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწერალი-რედაქტორი ტენგო კავანი და სპორტული ინსტრუქტორი აო მამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან - დროში, სადაც ორუელისეული ,,დიდი ძმა’’ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და ყველაფერს იგებს... როგორ განვითარდება მოვლენები, შეძლებენ თუ არა პერსონაჟები შიშითა და ხიფათით სავსე სამყაროდან თავის დაღწევას, ამას მკითხველი ტრილოგიის ბოლოს შეიტყობს.
ავტორი: სტიგ ლარსონი
სათაური: გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,,გოგონა, რომელი ცეცხლს ეთამაშებოდა’’ მეორე წიგნია, ცნობილი ფრანგი მწერლის, სტიგ ლარსონის ,,მილენიუმის ტრილოგიისა’’, რომელიც გამოცემისთანავე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. რომანის მეორე ნაწილის სიუჟეტი ასეთია: პოლიცია რომანის მთავარ გმირს ლიზბეთ სალანდერს ეძებს. სასამართლოს მიერ გონებაშეზღუდულად გამოცხადებული სალანდერი შვედური პოლიციის ერთადერთი ეჭვმიტანილია - მას თავისი მეურვისა და ჟურნალ ,,მილენიუმის’’ ჟურნალისტების მკვლელობაში ედება ბრალი. გოგონა ცეცხლს ეთამაშება...
ავტორი: დევიდ ლაგერკრანცი
სათაური: გოგონა ობობას ქსელში - სტიგ ლარსონის ,,მილენიუმის ტრილოგიის’’ გაგრძელება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე რომანი სტიგ ლარსონის ,,მილენიუმის ტრილოგიის’’ გაგრძელებაა. 2004 წლის 9 ნოემბერს ჟურნალისტი სტიგ ლარსონი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო საკუთარი რომანების არნახულ წარმატებას. შვედმა ჟურნალისტმა და მწერალმა დევიდ ლაგერკრანცმა ავტორის სტილის დაცვით გააგრძელა მილიონობით მკითხველისათვის საყვარელი პერსონაჟების თავგადასავალი. წიგნი ერთდროულად გამოსცა მსოფლიოს 25-მა გამომცემლობამ და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა. მთავარი გმირები აღმოჩნდებიან ობობას ქსელში, რომელსაც ჯაშუშები, დამნაშავეები, სხვადასხვა ქვეყნის კორუმპირებული თანამდებობების პირები ქმნიან. თავიანთი საიდუმლოს დასაცავად ისინი არც მკვლელობას ერიდებიან...
ავტორი: მარკ ჰედონი
სათაური: რა შეემთხვა ძაღლს და სხვა უცნაური ამბები
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
„რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“ ბრიტანელი მწერლის, ილუსტრატორისა და სცენარისტის, მარკ ჰედონის გახმაურებული წიგნია. ავტორი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის ბავშვებთან, რამაც განაპირობა ასპერგერის სინდრომის მქონე კრისტოფერ ბუნის პერსონაჟის დამაჯერებლობა. წიგნი უიტბრედის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია; ასევე მიღებული აქვს „გარდიანის“ პრემია, როგორც საუკეთესო საბავშვო რომანს, და მრავალი სხვა პრიზი. ავტორი ბუკერის პრემიის კანდიდატების თავდაპირველ სიაშიც მოხვდა.
ავტორი: ერლენდ ლუ
სათაური: დოპლერი, ნაივური. სუპერი.
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის, ერლენდ ლუს სატირული რომანის ,,დოპლერის’’ გმირი სეირნობისას ველოსიპედიდან გადმოვარდება, თავს დაარტყამს და... მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - ტოვებს სახლს, სამსახურს, ცოლს, შვილებს და ტყეში დასახლდება.. ,,ნაივური. სუპერის’’ გმირი, 25 წლის სტუდენტი, ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მისმა ჩვეულებრივმა ცხოვრებამ და, საერთოდ, ყოფიერებამ აზრი დაკარგა. ის ვეღარ ხედავს საგნების ურთიერთკავშირს. ბევრს ფიქრობს დროზე, კოსმოსზე, ადამიანებზე. ერლენდ ლუს მარტივი, სადა ენით დაწერილი რომანები რთულ ადამიანურ საკითხებს შეეხება, თუმცა ამავე დროს მკითხველს მოწყენის საშუალებას არ აძლევს.
ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე
სათაური: მომისმინე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,მომისმინე’’ ეკატერინე ტოგონიძის ბოლოდროინდელი მოთხრობების კრებულია. ავტორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე წერს და ცდილობს მათი პრობლემები მხატვრული ლიტერატურის ჭრილში დაანახვოს საზოგადოებას, რომელსაც ხანდახან ვერც კი წარმოუდგენია, თუ რა პრობლემას შეიძლება გადააწყდეს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, არ ესმის, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ა.შ.
ავტორი: დათო ტურაშვილი
სათაური: სხვა ამსტერდამი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,სხვა ამსტერდამი’’ ასე ეწოდება დათო ტურაშვილის მორიგ რომანს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბებისა და მწერლის ჰოლანდიური შთაბეჭდილებების კრებულია. ამ წიგნით ქართველი მკითხველი დაინახავს მისთვის ჯერ უცნობ, ისტორიულ თუ თანამედროვე ამსტერდამს და ჰოლანდიელებს. რომანში მოქმედება ძირითადად თანამედროვე ამსტერდამში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ძველი ამსტერდამის ამბებსაც ამოიკითხავთ, რადგან მისი სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნეშიც ვითარდება და ზოგიერთი პერსონაჟი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეცაა. მათ შორის ავტორის ბაბუაც, რომლის შესახებაც ოჯახში მხოლოდ ის იცოდნენ, რომ იგი ჰოლანდიელ პარტიზანებთან ერთად გერმანელ ფაშისტებს ებრძოდა. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ომის დამთავრების შემდეგ სწორედ გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდებით, მელენტი მასხულიას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იყო მესამე, ალტერნატიული ვერსიაც, რომელსაც მწერლის ბებია ავრცელებდა და რომლის თანახმადაც მისი მეუღლე, არც ჰიტლერს ებრძოდა (მით უმეტეს, არც სტალინს) და ამსტერდამის მისადგომებთან მეორე მსოფლიო ომს ემალებოდა. ჰოლანდიაში ყოფნის დროს დათო ტურაშვილმა საარქივო მასალებში იმ დოკუმენტებსაც მიაკვლია, სადაც არა მარტო თავისი ბაბუის, არამედ კიდევ ბევრი ქართველის ნამდვილი ისტორია ამოიკითხა.
ავტორი: მეთიუ ქუიქი
სათაური: იმედის სხივთა კრებული
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,,იმედის სხივთა კრებული’’, ცნობილი ამერიკელი მწერლის მეთიუ ქუიქის კალამს ეკუთვნის. რომანის მთავარ გმირს, პეტ სოლიტანოს ბიპოლარული აშლილობა აქვს. რვა თვის მკურნალობის შემდეგ იგი ტოვებს ფსიქიატრიულ კლინიკას და უბრუნდება მშობლებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ყოფილ მეუღლესთან, კონტაქტი აკრძალული აქვს, თუმცა პეტი ამას მაინც ცდილობს. ნიკის დაბრუნების მცდელობისას პეტი გაიცნობს ტიფანი მაქსველს, რომელიც ჰპირდება, რომ დაეხმარება ცოლის დაბრუნებაში. მის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი მეგობარი ყველანაირად ცდილობს, რეალობა, რომელსაც პეტი მთელი მონდომებით გაურბის, მთელი სიცხადით დაანახოს, რათა მან, ბოლოს და ბოლოს, ახალი ცხოვრება დაიწყოს...
ავტორი: ჰარპერ ლი
სათაური: მიდი, დააყენე დარაჯი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე რომანში, ჰარპერ ლი, ჩვეული იუმორითა და ირონიით გვიხატავს ამერიკის სამხრეთში გაღვივებულ რასობრივ პრობლემას და მასთან მებრძოლი ახალგაზრდა ქალის განცდებს. მთავარი გმირი, ნიუ-იორკში განათლებამიღებული ჯინ ლუიზი დროებით უბრუნდება თავის მშობლიურ მეიკომს, ტიპურ სამხრეთულ ქალაქს, სადაც უმწვავეს პრობლემას აწყდება. ეს არის კონფლიქტი პიროვნების სინდისსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზროვნებას შორის. ახალგაზრდა ქალი დილემის წინაშე დგება - შეეგუოს რასობრივი დისკრიმინაციით გაჯერებულ რეალობას, რომლის ნაწილიც მისი მამა და ახლობლებიც აღმოჩნდნენ, თუ წინ აღუდგეს მას.
ავტორი: ჩაკ პალანიკი
სათაური: ძილისპირული
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,,ძილისპირულის’’ ავტორი უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მწერალი ჩაკ პალანიკია, რომელმაც მსოფლიო აღიარება 1996 წელს გამოცემული ,,მებრძოლთა კლუბით’’ მოიპოვა. რომანის მთავარი პერსონაჟი გაზეთის რეპორტიორი კარლ სტრიტორია, რომელიც იკვლევს, რამ გამოიწვია ჩვილი ბავშვების სკვდილიანობა დროის მცირე მონაკვეთში. ის მალევე არკვევს, რომ ყველა გარდაცვლილ ბავშვს სიკვდილის წინა ღამეს ძილის წინ ერთი ლექსი წაუკითხეს. კარლი კვალს მიჰყვება და ერთ-ერთ ,,მკვლელ’’ მშობელთან ერთად ცდილობს გაანადგუროს იმ წიგნის ყველა ეგზემპლარი, რომელშიც ეს ლექსია დაბეჭდილი...
ავტორი: მარა ზალიტე
სათაური: ხუთი თითი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,ხუთი თითი’’ ცნობილი ლატვიელი მწერლის, დრამატურგის, პოეტისა და ესეისტის, მარა ზალიტეს ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. მწერლის მშობლები სტალინური დიქტატურის მიერ იყვნენ რეპრესირებულნი. მარა ზალიტეც 1952 წელს სწორედ ციმბირულ ბარაკში დაიბადა. ის რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, მათ შორის, მაიაკოვსკის სახელობის, რომელიც მას, როგორც პოეტს, საქართველოში 1979 წელს მიანიჭეს. მწერალი ხუთი წლის გოგონას ცნობიერების ნაკადისა და მის მიერ აღქმული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, რადგან ლაურა სწორედ ციმბირში, საყოველთაო შიმშილის პერიოდში მოევლინა სამყაროს.
ავტორი: ეთგარ კერეთი
სათაური: უეცრად კარზე აკაკუნებენ
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ეთგარ კერეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ისრაელი მწერალია, რომელიც მოთხრობების გარდა გრაფიკულ რომანებს, დოკუმენტურ პროზასა და ტელე-კინოსცენარებსაც წერს. ,,უეცრად კარზე აკაკუნებენ’’ კერეთის უახლესი მოთხრობების კრებულია, რომელშიც გაერთიანებულ, შინაარსობრივად განსხვავებულ მოთხრობებს საერთო ხაზად გასდევს ავტორისეული იუმორი, სარკაზმი და თვითირონია. მოთხრობებში ავტორი არ ალამაზებს სიმართლეს და ეს სწორედ ისაა, რამაც ავტორსა და წიგნსაც მსოფლიო მკითხველისა თუ კრიტიკოსების საერთო აღიარება მოუტანა.
ავტორი: არუნდატი როი
სათაური: წვრილმანების ღმერთი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური თუ რელიგიური თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია აღწერილი, მასში უხვად გაფანტული რეალიების გამო ის ბოლომდე ინარჩუნებს ეგზოტიკურ იერს. ,,წვრილმანების ღმერთს’’, რომელშიც იუმორით, მაგრამ კრიტიკულადაა წარმოჩენილი ინდოეთი და ტაბუდადებული საკითხები შეუნიღბავადაა აღწერილი, 1997 წელს ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია ,,ბუკერი’’ მიენიჭა.
ავტორი: ნიკოლა იუნი
სათაური: ყველაფერი, ყველაფერი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,,ყველაფერი, ყველაფერი’’ ახალგაზრდა მწერლის, ნიკოლა იუნის სადებიუტო რომანია, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა The New York Times-ის ბესტესელერების სიის სათავეში. რომანის მთავარ გმირს, მედლინ ვითიერს იშვიათი და უცნაური დაავადება აქვს და ამიტომ სახლიდან ფეხი არასდროს გაუდგამს. მის სტერილურ ოთახში ყველაფერი თეთრია წიგნის ყდების გარდა. რა ხდება მაშინ, როდესაც მეზობლად ახალი ოჯახი გადმოდის და მედლინის ცხოვრებაში ჩნდება ახალი ადამიანი? ,,ყველაფერი, ყველაფერი’’ არის ისტორია იმ მღელვარებასა და გულისტკენაზე, რომელიც საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლას და სიყვარულის გამო რისკზე წასვლას შეიძლება მოჰყვეს.
ავტორი: იუსტაინ გორდერი
სათაური: სოფის სამყარო - რომანი ფილოსოფიის ისტორიის შესახებ
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,,სოფის სამყარო’’ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდესის ამბავი, რომელიც ერთ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: ,,ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?’’ ასე იწყება სოფის თაფვგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხელს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.
ავტორი: ჰერმან ჰესე
სათაური: ტრამალის მგელი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ დაატყო კვალი. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა. 1927 წელს გამოცემული ,,ტრამალის მგელი’’ ჰერმან ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მისი მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი - ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც ადამიანური და მგლური მარტოსულობა ერწყმის ერთმანეთს. კარლ გუსტავ იუნგის მოძღვრების მიხედვით შექმნილი ეს ნაწარმოები დაწერიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და მკითხველს რომანში შექმნილი სამყაროს თანამონაწილედ აგრძნობინებს თავს.
ავტორი: ჯენიფერ ნივენი
სათაური: ყველა ნათელი ადგილი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე რომანი არის ამბავი ორ ადამიანზე, რომლებიც შეხვდნენ სკოლის სამრეკლოს სახურავზე . ორივე ეძებს პასუხებს გაჩენილ კითხვებზე. ორივე მათგანს აქვს მოსაყოლი საკუთარი ისტორია. ისინი აღმოჩნდებიან მოხეტიალის როლში , ისეთ ადგილას, რომელიც კარგად ნაცნობი ეგონათ. თეოდორ ფინჩი ისწრაფვის სიკვდილისკენ და მუდმივად ფიქრობს თუ რა გზა იპოვოს თავის მოსაკლავად. მაგრამ , ყოველთვის რაღაც კარგი , უმნიშვნელო დეტალიც კი ,აჩერებს მას. ვაიოლეტ მარკი ცხოვრობს მომავლით , ითვლის დღეებს სკოლის დამთავრებამდე, რომ დააღწიოს თავი მშობლიურ ქალაქს და დამწუხრებულია დის უეცარი გარდაცვალების გამო.
ავტორი: კნუტ ჰამსუნი
სათაური: მისტერიები
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი ქართველი მკითხველისათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ავტორია. როგორც მწერალს, აღიარება ჰამსუნს პირველმა რომანმა, 1890 წელს გამოცემულმა ,,შიმშილმა’’ მოუტანა. 1892 წელს კი გამოვიდა მისი მეორე რომანი - ,,მისტერიები’, რომელსაც კრიტიკოსები მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევენ. მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე და მის ადგილზე გარესამყაროში.
ავტორი: დავიდ ფონკინოსი
სათაური: დელიკატურობა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
თანამედროვე ფრანგი მწერლის, დავიდ ფონკინოსის რომანი ,,დელიკატურობა’’ გამოქვეყნებისთანავე პოპულარული გახდა საფრანგეთში, ხოლო ავტორისავე რეჟისორობით გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა, დიდი ინტერესი დაიმსახურა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ავტორი 2012 წელს ,,ცეზარზე’’ წარადგინეს ნომინაციაში - ,,საუკეთესო სცენარი’, ფილმი კი საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარზე იყო წარდგენილი. რომანის მთავარი გმირია მოულოდნელი უბედურებით განადგურებული ნატალი, რომელიც ცდილობს სამუშაოს გადააყოლოს გული, სანამ მის ცხოვრებაში უცნაურად გამოჩნდება ერთი შეხედვით სრულებით შეუფერებელი ადამიანი, რომელსაც, დანარჩენებისგან განსხვავებით, გააჩნია იშვიათი უნარი - დელიკატურობა...
ავტორი: სტივენ ჰოკინგი
სათაური: ჩემი მოკლე ისტორია
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
სტივენ ჰოკინგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მეცნიერია. მისი, როგორც ფიზიკოს-თეორეტიკოსის, კოსმოლოგის, კემბრიჯის პროფესორის სახელი დიდი ხანია გასცდა სამეცნიერო წრეებს. ,,ჩემი მოკლე ისტორია’’ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, სადაც ავტორი მსუბუქი იუმორით მოუთხრობს მკითხველს თავისი ცხოვრების უმთავრესი და საინტერესო მომენტების შესახებ.
ავტორი: დავიდ ფონკინოსი
სათაური: ჩვენი განშორებები
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ფრანგული ლიტერატურის ახალი თაობის წარმომადგენლის, რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოსა და მათ შორის გონკურების პრემიის ლაურეატის, დავიდ ფონკინოსის რომანი - ,,ჩვენი განშორებები’’ მსოფლიოს 35 ენაზეა თარგმნილი. რომანისათვის დამახასიათებელია თვითირონია, მახვილგონიერება, იუმორთან შერწყმული სევდა, რაც მწერლის სტილს გამორჩეულსა და ადვილად საცნობარს ხდის. ,,ჩვენი განშორებები’’ დრამატულ სასიყვარულო სამკუთხედზე, ადამიანური შეცდომებისა და ბედისწერის ურთიერთკავშირზე გვიამბობს.
ავტორი: ჯონ გრინი, მორინ ჯონსონი, ლორენ მირაკლი
სათაური: თოვს და ითოვოს - სამი საშობაო მოთხრობა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებული ,,თოვს და ითოვოს’’ სამი ამერიკელი მწერლის, ჯონ გრინის, მორინ ჯონსონისა და ლორენ მირაკლის მხიარული საშობაო მოთხრობებისაგან (,,იუბილექსპრესი’’, ,,შობის ქარბუქი’’, ,,გოჭების წმინდა მფარველი’’) შედგება.
ავტორი: რიშარდ კაპუშცინსკი
სათაური: ყირგიზი ჩამოდის ცხენიდან
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელის, ორჯერ ნობელის პრემიის ნომინანტის, პოლონელი მწერლისა და ჟურნალისტის, რიშარდ კაპუშცინსკის წიგნი ,,ყირგიზი ჩამოდის ცხენიდან’’ დააინტერესებს მკითხველს, რომელსაც სურს, სხვისი თვალით დაინახოს გარემომცველი სამყარო. ტექსტში მოთხრობილია გასაბჭოებული ხალხის შესახებ, რომლებიც უკვე 50 წელია კომუნისტური წნეხის ქვეშ ცხოვრობდნენ, თუმცა მაინც ახერხებდნენ, შეენარჩუნებინათ თვითმყოფადობა.
ავტორი: ტიმურ ვერმესი
სათაური: ის კვლავ აქ არის
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,ის კვლავ აქ არის’’ სატირულ-იუმორისტული რომანია, რომელიც ადოლფ ჰიტლერის თანამედროვე გერმანიაში გამოღვიძებას აღწერს. დროში გადანაცვლებული გერმანიისა და ევროპის რეალობა, პრობლემები, მისი მოსაზრებები და შეფასებები ერთდროულად სასაცილოცააა და დამაფიქრებელიც. რომანის კითხვისას გარკვეულწილად იცვლება ჩვენში დამკვიდრებული წარმოდგენები, როგორც ამ ისტორიულ ფიგურაზე, ისე თავად გერმანიაზე. უნგრული წარმოშობის გერმანელი პოლიტოლოგის, ტიმურ ვერმესის ამ რომანმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა მკითხველთა ინტერესი და მსოფლიოს 41 ენაზე მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. 2015 წელს გამოვიდა წიგნის ეკრანიზაციაც, რომლის სცენარის ავტორიც თავად ტიმურ ვერმესია.
ავტორი: ლევან ლორია
სათაური: წარმოდგენა იწყება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,წარმოდგენა იწყება’’ ლევან ლორიას პირველი რომანია. მწერალი რამდენიმე ლიტერატული კონკურსის ლაურეატია. გამოცემული აქვს ერთი პოეტური და სამი პროზაული კრებული. რომანის სიუჟეტი ასეთია: ახალგაზრდები მონაწილეობენ სტუდენტურ სპექტაკლში, რომელსაც უნივერსიტეტში მოწვეული რეჟისორი დგამს. სპექტაკლზე მუშაობის პარალელურად ვითარდება მონაწილეების ცხოვრებაც; მთავარი გმირები სწავლობენ, უყვართ... ავტორი მსუბუქი იუმორით გვიხატავს სტუდენტების, მათი მშობლების, პროფესო-მასწავლებლების, მეგობრებისა და ნაცნობების ცხოვრებას. რა არის სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა, ახლობლებთან ურთიერთობა - ამას თანდათან შეიცნობენ გმირები.
ავტორი: ჯონ გრინი
სათაური: ქაღალდის ქალაქები
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
პოპულარული ამერიკელი მწერლის, ჯონ გრინის ეს რომანი ორი მოზარდის თავგადასავალს მოგვითხრობს: უფროსკლასელი კვენტინ ჯეიკობსენი, იგივე ქიუ, ბავშვობიდან შეყვარებულია თავის მეზობელ გოგონაზე, მარგ როთ შპიგელმანზე. ერთ დღეს მარგო ქიუს შინ მიაკითხავს და სთხოვს დაეხმაროს ყველა იმ ადამიანზე შურისძიებაში, რომელთაც მას გული ატკინეს... 2015 წელს ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯეიკ შრეიერმა ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ავტორი: რიკ რიორდანი
სათაური: ტიტანის წყევლა - პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
თანამედროვე ამერიკელი მწერლის, რიკ რიორდანის "პერსი ჯექსონისა და ოლიმპოელების" პირველ წიგნებში, "მეხის ქურდსა" და "ურჩხულების ზღვაში" დაწყებული ისტორია გრძელდება. ორაკულის ბუნდოვანი წინასწარმეტყველებების შემდეგ პერსი, გროუვერი და ქალრული მონადირეები ერთად მიდიან განსაცდელში ჩავარდნილი ქალღმერთ არტემისისა და შერეულსისხლიანი ანაბეთის დასახსნელად...
ავტორი: რიკ რიორდანი
სათაური: ურჩხულების ზღვა - პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,,ურჩხულების ზღვა’’ ამერიკელი მწერლის, რიკ რიორდანის ნაწარმოებების სერიის - ,,პერსი ჯექსონი და ოლიმპოელების’’ - მეორე წიგნია. ნიუიორკელი ნახევარღმერთის, პერსი ჯექსონისა და მისი მეგობრების ხიფათით აღსავსე თავგადასავალი გრძელდება... ნაწარმოების მთავარმა გმირმა პერსიმ და მისმა მეგობრებმა - გროუვერმა, ანაბეთმა და ტაისონმა - ზაფხულის დასრულებამდე კიკლოპის კუნძულიდან ოქროს საწმისი უნდა დაიბრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შერეულსისხლიანთა ბანაკი განადგურდება. მაგრამ მანამდე პერსი თავისი ოჯახის შესახებ შეიტყობს განსაცვიფრებელ საიდუმლოს, რომელიც დააფიქრებს, პოსეიდონის შვილად წოდება პატივია თუ უბრალოდ ბოროტი ხუმრობა...
ავტორი: შერონ მ. დრეიპერი
სათაური: გონების მიღმა
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოშვების წელი: 2016
შერონ მ. დრეიპერის რომანი ,,გონების მიღმა’’ ნიუ-იორკ ტაიმსის №1 ბესტსელერია. ეს არის ამბავი პატარა გოგონაზე – 11 წლის მელოდიზე, რომელსაც ცერებრული დამბლა აქვს. მელოდის მეტყველება არ შეუძლია, თუმცა ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს. ვიდეოკამერის მსგავსად, მისი გონება ყველაფერს იწერს. ის სკოლაში ყველაზე ჭკვიანი ბავშვია, მაგრამ ამის შესახებ მისმა მასწავლებლებმა და ექიმებმა არ იციან. აქამდე, მელოდის არ შეეძლო ლაპარაკი, სიარული, წერა, მაგრამ როგორც კი საკუთარი ხმა აღმოაჩინა, მის მოსასმენად ბევრი მზად არ აღმოჩნდა... წიგნს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: ჟოსეტ ფრენკის პრემია, საკურას, ბიჰაივის, ბაქაის საუკეთესო საბავშვი წიგნის პრემია და სხვა.
ავტორი: ლორი ჰოლც ენდერსონი
სათაური: ილაპარაკე
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოშვების წელი: 2016
,,ილაპარაკე’’ ლორი ჰოლც ენდერსონის ერთ-ერთი ცნობილი რომანია, რომელიც გამოსვლისთანავე იქნა მსოფლიო ბესტსელერად და 16 ენაზე ითარგმნა. რომანის მთავარი პერსონაჟი 15 წლის მოზარდი მელინდა სორდინოა, რომელიც გარიყულია საკუთარ კლასში. ყოფილი მეგობრები მას ვერ იტანენ, მელინდა კი საკუთარი თავის დაცვასაც არ ცდილობს. ის ჩუმად, ცრემლების გარეშე უძლებს დამცირებას და ცდილობს სიმშვიდე ხატვაში ნახოს. ადრე გოგონა ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ერთმა გარემოებამ ყველა მის წინააღმდეგ განაწყო. ის მალავს სიმართლეს, რომლის შესახებ ლაპარაკიც არ უნდა. იმ სიმართლეს, რომელმაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. რომელიც ბოლომდე გაამართლებს. ყველა დაუსრულებლად სთხოვს მელინდას ლაპარაკს, მაგრამ მისი მოსმენა არავის სურს.... სხვადასხვა დროს, მრავალი ადამიანი აღმოჩენილა ძალადობის, დაცინვის, მსხვერპლი. ამ ყველაფრისგან თავის დაცვის ერთ-ერთი, ყველაზე მთავარი იარაღი ლაპარაკია - პრობლემებზე, მოძალადეზე, შიშებზე... "ილაპარაკე" სწორედ ამ, საკუთარი თავიდან, შიშიდან, ჩაკეტილი სივრციდან გამოსვლის აუცილებლობაზეა.
ავტორი: არკადი და ბორის სტრუგაცკები
სათაური: ორშაბათი იწყება შაბათს
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოშვების წელი: 2016
ძმები არკადი და ბორის სტრუგაცკები ყველაზე განთქმული რუსი მწერალ-ფანტასტები არიან. მათ მთელი ეპოქა შექმნეს არა მარტო რუსულ ფანტასტიკაში, არამედ ზოგადად ლიტერატურასა და კულტურაში. სწორედ მათ კალამს ეკუთვნის აღნიშნული რომანი ”ორშაბათი შაბათს იწყება”, რომელიც მათი შემოქმედების ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. რომანი კარგად მიგნებული, მახვილგონივრული ალუზიებითა და კალამბურებითაა დახუნძლული.
ავტორი: რობერტ ჰაინლაინი
სათაური: კარი ზაფხულში
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოშვების წელი: 2016
,,კარი ზაფხულში’’ - ეს არის რომანი წარსულსა და მომავალზე, იმედგაცრუებასა და სიხარულზე, სირთულეების დაძლევაზე, დროში მოგზაურობასა და შუა ზამთარში ზაფხულის ძებნაზე. რომანის მთავარი გმირია ნიჭიერი გამომგონებელი და საკმაოდ წარმატებული ადამიანი - დენიელ ბუნ დეივისი, რომელსაც აქვს საყვარელი საქმე, ჰყავს საუკეთესო მეგობრები და ლამაზი მეორე ნახევარი. ერთ დღესაც კი ყველაფერს დაკარგავს .. დენიელს აღარავინ რჩება, კატის - პეტრონიუსის გარდა... სწორედ მათი ცხოვრების ნანგრევებზე იწყება ყველაზე საინტერესო თავგადასავალი: ყველაფრის დავიწყება და ბედნიერების ძებნა, საიდუმლოს გამოაშკარავება, ცხოვრების მთავარი გამოცანების გამოცნობა, თავსატეხის ამოხსნა, დროის მანქანით დროში მოგზაურობა, ფანტასტიკური გამოგონებები და შეშლილი მეცნიერები... ეს ზოგჯერ სევდიანი, ზოგჯერ კი საოცრად მხიარული წიგნი ერთი ადამიანის დანაკარგის, დიდი მეგობრობის, სიყვარულის და ყველაზე საინტერესო გამოგონებების ისტორიაა.
ავტორი: ელენ ფილდინგი
სათაური: ბრიჯიტ ჯონსის დღიური
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოშვების წელი: 2016
,,ბრიჯიტ ჯონსის დღიური’’ ელენ ფილდინგის გახმაურებული ბესტსელერია. რომანის მთავარი გმირია 30 წელს გადაცილებული ბრიჯიტ ჯონსი, რომელიც მარტოხელაა და ცდილობს ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ მავნე ჩვევებს მაინც ვერ ივიწყებს. ის დაიწყებს დღიურის წერას, სადაც თავის მიღწევებს და გამარჯვებებს ჩაწერს... ოცი წლის წინ გამოსული რომანი, ბრიჯიტ ჯონსის ცხოვრების ერთი წლის ქრონიკაა, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება.
ავტორი: ფილიპ კ. დიკი
სათაური: იდინე, ცრემლო, - თქვა პოლიციელმა
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოშვების წელი: 2015
ამერიკელი მწერლის, ფილიპ კ. დიკის რომანი - „იდინე, ცრემლო, - თქვა პოლიციელმა’’ დაძაბული, დინამიური და ექსცენტრული ისტორიაა ცნობილ ადამიანზე, ტელევარსკვლავზე, ერის რჩეულზე, რომელიც ერთ დღეს იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ დედამიწაზე აღარავის ახსოვს, ერთი ადამიანიც კი არაა, მას რომ სცნობდეს. არ აქვს საბუთები, არ იძებნება მასზე ინფორმაცია და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ ადამიანს არც არასდროს უარსებია... რა არის მისი ცხოვრება? ილუზია და მისივე წარმოსახვა, ნამდვილი ვარსკვლავის ცხოვრება, თუ ვინმეს მიერ მართული, მარიონეტული ყოფა?
ავტორი: ორსონ სკოტ კარდი
სათაური: ენდერის თამაში
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოშვების წელი: 2015
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო წიგნი „ენდერის თამაში“ ამერიკელი მწერლის ორსონ სკოტ კარდის ერთერთი გამორჩეული ნაწარმოებია. რომანის მთავარი გმირი, ექვსი წლის ენდერ უიგინი სხვა სკოლაში გადაჰყავთ, სადაც მასწავლებლები ბავშვებს თამაშში უწერენ ნიშნებს. თუმცა, ამ სკოლის მოსწავლეები უბრალო თამაშებს არ თამაშობენ. ენდერის თამაში რთული და დაძაბულია... ნაწარმოებმა ავტორს ,,ნებულა (1985) და ,,ჰიუგოს პრემია’’ (1986) მოუტანა.
ავტორი: ანჯეი საპკოვსკი
სათაური: მხედვარი - უკანასკნელი სურვილი
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოშვების წელი: 2015
„უკანასკნელი სურვილი“ პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ლეგენდარული მხედვარის საგის პირველი წიგნია. ეს მასშტაბური, ბრძოლის სცენებით სავსე ნაწარმოებია, სადაც სიკეთე ებრძვის ბოროტებას. რომანის მთავარი გმირია გერალტ რივიელი, მხედვარი — ურჩხულებზე მონადირე. მასაც, როგორც ყველა სხვა მხედვარს, ბავშვობაში გადატანილი მრავალმხრივი მუტაციების მეშვეობით განუვითარდა განსაკუთრებული შესაძლებლობები. გერალტის მთავარი საქმე ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ ურჩხულების განადგურებაა. საკუთარი კოდექსის მიხედვით, გერალტი ცდილობს თავიდან აირიდოს ჯადოქრებისა და მონარქების პოლიტიკურ ინტრიგებში გახლართვა. მიუხედავად ამისა ის ჩრდილოეთის სამეფოებისა და ნილფგაარდის იმპერიის დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდება...
ავტორი: გიორგი კეკელიძე
სათაური: ორი თავგადასავალი
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გამოშვების წელი: 2016
,,ორი თავგადასავალი’’ გიორგი კეკელიძის ახალი რომანია, რომელიც 90-იანი წლების საზოგადოებასა და ერთი უბრალო ფიზიკოსი ბიჭის, ლევან ბარამიძის თავგადასავალზე გვიამბობს. ლევან ბარამიძის ამბავი მთლიანად გამოგონილია და მიუხედავად გურიასთან კავშირისა, ამ რეგიონს აქ იშვიათად შევხვდებით. ლევანი გვიყვება თავისი ბავშვობის დროინდელ ამბებს, მომენტებში რთულ და სევდიანს, მაგრამ პერიოდულად მეოცნებე და თავისუფლების მოსურვე ბიჭზე. ერთი მხრივ - თბილისი. სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები. კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები. მეორე მხრივ - სიკვდილზე და სიცოცხლეზე დაკვირვება, სიყვარულთან გაუცხოება, ვერახდენილი ოცნებები, წარსულის შიში და საზღვრებთან ამაო ბრძოლა.
ავტორი:
სათაური: ქართული ჰაგიოგრაფია - იაკობ ხუცესი, იოვანე საბანისძე, გიორგი მერჩულე
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია სამი ჰაგიოგრაფიული ძეგლის - ,,შუშანიკის წამების’’, ,,აბოს წამების’’ და ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების’’ - პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე - ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემის მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა, მეორე მხრივ კი საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალურ წყაროებთან. ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. აღნიშნულ ნაშრომში მინიმალურად არის შემოკლებული ,,აბოს წამების’’ და ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების’’ ტექსტები, ხოლო ,,შუშანიკის წამება’’ პრაქტიკულად სრული სახითაა წარმოდგენილი.
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე
სათაური: ქართული ალტერნატიული პროზა
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
ღრმა ინტელექტუალური ნაკადისა და იუმორის სინთეზი, რეალისტური პროზა და ზღაპარი – ჯემალ ქარჩხაძის პროზა ისეთივე მრავალსახოვანია, როგორც თავად სამყარო, რომელსაც ის აღწერს. ფანტასტიკური მომავლიდან პრეისტორიულ ხანამდე, თანამედროვე საქართველოდან რომის იმპერიამდე, ჯემალ ქარჩხაძე გვთავაზობს უნიკალურ დიაპაზონს თხრობის, დაკვირვებისა და ანალიზისათვის. ცენტრში ყოველთვის ადამიანია მისი მრავალფეროვანი სულიერი პროფილით - სასტიკი ტირანიდან ღირსებისა და სიყვარულის ერთგულ მცველამდე.
ავტორი: გურამ რჩეულიშვილი
სათაური: ქართული ალტერნატიული პროზა
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
„ქართული ალტერნატიული პროზა“ „ქარჩხაძის გამომცემლობის“ წიგნების ახალი სერიის გამოცემაა. სერიის პირველი ტომია გურამ რჩეულიშვილის პროზა. გურამ რჩეულიშვილი გამორჩეული მოვლენაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. გამორჩეულია არა მხოლოდ ლიტერატურის სიღრმითა და ნოვატორულობით, არამედ აქტიური პერიოდის საოცარი სიმოკლით - მწერალს მხოლოდ ხუთი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ საქართველოში ახალი ლიტერატურული ეპოქისთვის დაედო საფუძველი. „თუ ვინმეა ალტერნატიული, დამწყები ამ ალტერნატიულობის, არის გურამ რჩეულიშვილი..’’ - ასე აფასებს ლიტერატურათმცოდნე თამაზ ვასაძე გურამ რჩეულიშვილს. მისი აზრით, მწერალმა თავის ნაწერებში აქცენტი პიროვნებაზე გადაიტანა, როცა მანამდე წინა პლანზე უფრო სოციუმი გამოჰქონდათ ხოლმე.
ავტორი: სოსო პაიჭაძე
სათაური: ქართული ალტერნატიული პროზა
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
სოსო პაიჭაძის პროზა მრავალი თვალსაზრისით არის გამორჩეული, უწინარეს ყოვლისა არაორდინარული ზნეობრივი პრობლემების წამოჭრა-დამუშავებით, რაც ორიგინალური მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით ხდება. სოსო პაიჭაძე მოცულობითი სინტაქსური კონსტრუქციების არქიტექტორია, ინფორმაციით მეტისმეტად გაჯერებული ვრცელი სინტაქსური პერიოდებით მოგვითხრობს იგი თავისი პერსონაჟების უცნაურ თავგადასავლებს. სოსო პაიჭაძე წლების მანძილზე ქმნიდა და ხვეწდა უკიდურესად ტევად, ასოციაციურ, მრავალშრიან ინტელექტუალურ პროზას, რომლის ანალოგიც ქართულ მწერლობაში ძნელად თუ მოიძებნება. ამ წიგნში თავმოყრილი მოთხრობები სრულად წარმოადგენს მწერლის არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე შექმნილ ლიტერატურას, და ეს რაოდენობრივად მცირე, შინაარსობრივად კი უსაზღვრო სივრცე ულევ საზრდოს იძლევა ლიტერატურის ნამდვილი დამფასებლებისათვის.
ავტორი: ლია ლიქოკელი
სათაური: გოგოობის კანონი
გამომცემლობა: ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2016
,,გოგოობის კანონი’’ ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ლია ლიქოკელის ახალი, საინტერესო და უცნაური ამბების კრებულს წარმოადგენს, სადაც ავტორი ცდილობს საკუთარ თავზე ილაპარაკოს ოღონდ ამჯერად განსხვავებული და სხვადასხვა პრიზმიდან. მასში პოეტის ავტოპორტრეტებია, ლექსებად მოქსოვილი... ,,გოგოობის კანონი’’ ავტორის რიგით მეორე წიგნია.
ავტორი: მანანა მენაბდე / Manana Menabde
სათაური: ილუზიები / Illusions
გამომცემლობა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გამოშვების წელი: 2016
მანანა მენაბდე ფოტოგრაფიასა და მხატვრობაში 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მენაბდის პერსონალური გამოფენები ხშირად ეწყობოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მას იცნობენ როგორც მუსიკოსს, მხატვარს, ფოტოგრაფს, რეჟისორს და ყოველ ამ დარგში, ის სრულიად თავისთავადი, ორგანული შემოქმედია, რომელიც არც ერთ სახელოვნებო ტენდენციას არ იმეორებს. წინამდებარე ილუსტრირებული კატალოგი, ასახავს მანანა მენაბდის ფოტოგრაფიულ შემოქმედებას და მასში თავმოყრილია სხვადასხვა მოტივებზე აგებული ფოტოსერიები: ,,ანგლოს ლანდები’’, ,,მანეკენი და სიცოცხლე’’, ,,გრაფიკული ფოტოები’’, ,,ფერწერული ფოტოები’’, ,,აკვარელი’’, ,,პასტელი’’, ,,შუქ-ჩრდილები’’. ისევე, როგორც მუსიკაში, ფოტოგრაფიაშიც, მანანა მენაბდე არ ცნობს ერთფეროვნებას და ამასთანავე, ქმნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ექსპრესიას, თავად ცვლის გარემოს, რომელიც მის ფოტოობიექტივში მოექცა.
ავტორი: მერაბ ტიკაძე
სათაური: არაბული ქვეყნების ახალი ისტორია (XIX ს. - XX საუკუნის დამდეგი)
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება არაბული ქვეყნების ახალ ისტორიას (XIX ს. - XX საუკუნის დამდეგი) და მოიცავს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა ოსმალეთის იმპერიის არაბულ პროვინციებში ჩატარებული რეფორმები და მისი შედეგები, ევროპის სახელმწიფოების ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსია, კულტურული აღორძინების პროცესი (,,ან-ნადა’’) და არაბული ნაციონალიზმის გამოსვლა ასპარეზზე. სათანადო ყურადღება ეთმობა არაბთა მონაწილეობას პირველ მსოფლიო ომში და სამანდატო სისტემის წარმოქმნას, აღნიშნულია კოლონიური რეჟიმის, როგორც უარყოფითი შედეგები, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მომხდარი პოზიტიური ცვლილებები.
ავტორი:
სათაური: ნიკო ფიროსმანაშვილის პირადი საქმე - მუზეუმი, ისტორია, არტეფაქტი
გამომცემლობა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
გამოშვების წელი: 2015
ნიკო ფიროსმანაშვილის, როგორც რკინიგზის თანამშრომლის პირადი საქმე, ინახებოდა რკინიგზის სამმართველოს არქივში. 1970 წელს იგი გადაეცა მხატვრის ახლადგახსნილ (1963 წ.) სახლ-მუზეუმს სოფ. მირზაანში. ,,პირადი საქმის’’ საქაღალდეში 37 ფურცელია, რუსულად ხელნაწერი და ნაბეჭდი დოკუმენტები: მხატვრის მიერ ხელმოწერილი მოხსენებითი და განმარტებითი ბარათები, რკინიგზის ხელმძღვანელობისადმი მიწერილი თხოვნა-მიმართვები, განცხადებები, შუამდგომლობის წერილები, სამუშაოს დასაწყებად შევსებული ანკეტა - დაბადების თარიღით და სხვა პირადი მონაცემებით. ზოგიერთ დოკუმენტში მხატვარი ფიროსმანად, ზოგან კი ფიროსმანაშვილად იხსენიება.
ავტორი: მარიამ წიკლაური
სათაური: ქართველი პოეტი ქალები / Georgian Female Poets - ანთოლოგია / Anthology
გამომცემლობა: სეზანი
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე ორენოვანი ანთოლოგიის კრებული აგებულია ქრონოლოგიურად. მასში გაერთიანებულია 32 თანამედროვე ავტორი. ქართველი პოეტი ქალები, უცხოენოვანი მკითხველისათვის წარმოდგენილია სხვადასხვა მთარგმნელის მიერ ინგლისურ ენაზე თარგმილი ლექსებით. აღნიშნული კრებული პირველი და არასრული ცდაა ამგვარი წიგნის შექმნისა საქართველოში.
ავტორი: ნინო ხუნაშვილი
სათაური: კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში
გამომცემლობა: ,,ბონა კაუზა’’
გამოშვების წელი: 2016
წინამდებარე ნაშრომში გამოკვლეულია კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა სახელშეკრულებო სამართალში, გაანალიზებული და გამოყენებულია ქართული სამეცნიერო ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა (ოცდაათამდე სასამართლო გადაწყვეტილება, რომელთა შორის დიდ უმეტესობას შეადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი), ასევე უცხოური დოქტრინა და სასამართლოს პრაქტიკა და განკუთვნილია იურისტებისათვის.
ავტორი: მ. კვესელავა
სათაური: ფაუსტური პარადიგმები
გამომცემლობა: ,,ფონდი ქართუ’’
გამოშვების წელი: 2015
ქართველი ლიტერატურათმცოდნის, ფილოლოგ-გერმანისტის, ფილოსოფოსისა და მწერლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის მიხეილ კვესელავას 1961 წელს ორ წიგნად გამოცემული მონოგრაფია ,,ფაუსტური პარადიგმები’’ დღეს უკვე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ,,ფაუსტური პარადიგმების’’ ახალი გამოცემა იბეჭდება ერთ ტომად და აერთიანებს ნაშრომის ორივე წიგნს. ტექსტი პირველი გამოცემის იდენტურია. ავტორის სტილის შესანარჩუნებლად, უცვლელად არის დატოვებული გრამატიკული თუ ორთოგრაფიული უზუსტობები, რომლებსაც ქართული ენის თანამედროვე ნორმები ითვალისწინებს.
ავტორი: ზვიად რატიანი
სათაური: ქართული ლექსი - XX საუკუნე
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთგვარი გზამკვლევია. მასში, მეტ-ნაკლები სისრულით, გასულ საუკუნეში ქართული ლექსის განვითარების გზაა წარმოჩენილი. ქართული ლექსის თემატური და დროის გარკვეულ მონაკვეთით შემოსაზღვრული ანთოლოგიის კრებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტის მიერ წინა საუკუნის პოეზიის დანახვისა და გააზრების პირველი მცდელობაა.
ავტორი: დევი ბერძენიშვილი
სათაური: ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან
გამომცემლობა: სეზანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ცნობილი მეცნიერის, დევი ბერძენიშვილის ექვსი ნარკვევის კრებულს, რომელშიც გადმოცემულია ქვემო ქართლის ქვეყნების ფიზიკური, ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, საეკლესიო და ეთნიკური გეოგრაფიის პრობლემები. ავტორისეული სტილი უცვლელადა დაცული, მხოლოდ მცირეოდენი ცვლილები განიცადა დღევანდელი სალიტერატურო ნორმების გათვალისწინებით; გასწორდა კორექტული შეცდომები; შედგა საერთო საძიებელი და ბიბლიოგრაფია, შემუშავდა წყაროებისა და ლიტერატურის დამოწმების ერთიანი წესი; გასწორდა და დაემატა მითითებები, სადაც ეს საჭირო და შესაძლებელი იყო.
ავტორი:
სათაური: ბეჟან შველიძე - Bezhan Svelidze
გამომცემლობა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გამოშვების წელი: 2015
ისტორიული ფოტომასალით მდიდარ კატალოგში, მკითხველი და დამთვალიერებელი მხატვრის შემოქმედებას გაეცნობა. ორენოვან ალმბომში, შესულია ბეჟან შველიძის 1960-იანი წლებიდან დღემდე შესრულებული ნახატები და კვლევითი მასალა ხელოვანის შემოქმედების შესახებ. ბეჟან შველიძე 60-იანი წლების ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას აღწერს. მხატვარი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი დღემდე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს დამსახურებული მხატვარი და მხატვართა კავშირის პრემიის ლაურეატია. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის „ტრეტიაკოვის“ გალერეასა და ბერლინის ჰილგემანის კერძო კოლექციებში.
ავტორი:
სათაური: მერაბ ბერძენიშვილი - Merab Berdzenishvili
გამომცემლობა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ორენოვან საუბილეო კრებულში, ცნობილი ქართველი მხატვრის, მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტური, საპარკო და დაზგური ქანდაკების, ასევე მცირე პლასტიკის, ფერწერის, გრაფიკისა და სამედალო ხელოვნების ილუსტრირებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიების ლაურეატია. მის სახელს ისეთი ცნობილი ნამუშევრები უკავშირდება, როგორიცაა: დავით გურამიშვილი, გიორგი სააკაძე, მედეა და სხვა ცნობილი მონუმენტები.
ავტორი:
სათაური: ისტორიული სამოსელი - Historical Stage Costumers
გამომცემლობა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გამოშვების წელი: 2015
კრებულში "ისტორიული სცენური სამოსელი" თავმოყრილია XX საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვრების, მათ შორის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, სოლიკო ვირსალაძის, ელენე ახვლედიანის, დიმიტრი თავაძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, იოსებ სუმბათაშვილის ესკიზებზე შექმნილი კოსტიუმები. კატალოგში შესული კოლექცია წლების წინ მსახიობებთან ერთად სცენურ სახეს ქმნიდა და ამ კოსტიუმებში მაყურებელი ვერიკო ანჯაფარიძეს, სესილია თაყაიშვილს, ნატო ვაჩნაძეს, აკაკი ხორავას, სერგო ზაქარიაძეს, აკაკი ვასაძეს, ეროსი მანჯგალაძეს, პიერ კობახიძეს, თამარ ჭავჭავაძეს, მედეა ჯაფარიძესა თუ მარინა თბილელს ხედავდა. კატალოგში ერთადერთი ამოუცნობი კოსტიუმია - რუსთაველის თეატრის გარდერობის ერთ-ერთ სკივრში აღმოჩენილი უნიკალური მოსასხამი, რომელიც მხატვრისა და მსახიობის შესაძლებლობების უდიდეს მასშტაბზე მეტყველებს. როგორც გაირკვა, სკივრი 60 წელია არავის გაუხსნია და კოსტიუმის ისტორია დავიწყებას მიეცა. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მისი იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა.
ავტორი:
სათაური: გერმანელი მხატვრები და კავკასია - German Painters and the Caucasus
გამომცემლობა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ალბომში - „გერმანელი მხატვრები და კავკასია“ თავმოყრილია ხელოვნების სასახლეში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ზუგდიდის დადიანების სასახლეებში და კერძო პირების კოლექციებში დაცული ნახატებისა და ფოტოპროდუქციების კოლექციები, რომელთა უმეტესობაც პირველად დაიბეჭდა. ალბომში წარმოდგენილია გერმანელი მხატვრების: პაულ ფონ ფრანკენის (1818-1884), ჰელენ კიობერის (1825-?), ფრიდრიხ ფრიშის (1813-1886), ფრანც კრიუგერის (1797-1857) და სხვა მნიშვნელოვანი ხელოვანების ნამუშევრები. გერმანელი მხატვრების ნახატები ისტორიულ ფაქტებს გადმოსცემენ და ეროვნული მნიშვნელობის საგანძურს წარმოადგენენ. თითოეული მხატვარის მოგზაურობას კავკასიაში განსაკუთრებული მისია ჰქონდა. მაგ: ფრიდრიხ ფრიში ჯერ დარმშტადტის, შემდეგ კი რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი იყო, რომელმაც ალექსანდრე II-სთან ერთად კავკასიაში მოგზაურობის ყველა ღირსშესანიშნავი მოვლენა ქაღალდზე გადაიტანა.
ავტორი: ჯემალ ხუციშვილი - JEMAL KHUTSISHVILI
სათაური: ფერწერა / გრაფიკა - Painting/Graphics
გამომცემლობა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კატალოგი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის ჯემალ ხუციშვილის ცხოვრებისადმი და შემოქმედებისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოცემას, რომელშიც შესულია მხატვრის სრული შემოქმედება. ჯემალ ხუციშვილი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მისი პერსონალური გამოფენები იმართებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მხატვრის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში, როგორიცაა პარიზის თანამედროვე მხატვრების მუზეუმი და ტრეტიაკოვის სამხატვრო გალერეა.
ავტორი:
სათაური: სუვენირები საქართველოდან SOUVENIRS FROM GEORGIA
გამომცემლობა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კატალოგის მიზანია უნიკალურ ქართულ შემოქმედებასა და მათ ავტორებზე მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდება ფართო საზოგადოებისათვის. დასაქმების მასშტაბების გაზრდა, იმ ხელოვნების წარმოჩენა, რომელიც დღეს იქმნება. კატალოგში ჩანს მაღალმხატვრული მრავალფეროვანი ნამუშევრების ხარისხი, გემოვნება და პოტენციალი. მასში თავმოყრილია 50 ოსტატის, როგორც პროფესიონალების, ისე სტუდენტების ათობით ნამუშევარი. მათ შორის ხეზე ჭრა, ნაქარგობა, ქართული ტრადიციული ოსტატობის, ქართული სამოსის, ხალხური რეწვის, მინანქრის, ბრინჯაოს ჭედურობის ნიმუშები.
ავტორი: რუსუდან ქუთათელაძე, მზია ჯაფარიძე
სათაური: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
გამომცემლობა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ,,ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი’’ არის პირველი ვრცელი საცნობარო გამოცემა ქართული მუსიკის შესახებ, რომელშიც გაშუქებულია ამ სფეროს საკითხები, მიღწევები, მონაპოვრები, დაგროვილი საუკუნეთა მსვლელობაში და მოიცავს ქართული მუსიკის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას. გამოცემაში თავმოყრილია რამდენიმე ათასამდე სიტყვა-სტატია. გამოცემა შეიცავს ინფორმაციას ქართველ კომპოზიტორებზე, მუსიკისმცოდნეებზე, ოპერისა და ბალეტის არტისტებზე, ქართულ ხალხურ შემსრულებლებზე, მგალობლებზე, ღვაწლმოსილ პედაგოგებზე, ესტრადისა და ჯაზის მუსიკოსებზე, ვისაც წვლილი შეუტანია აღნიშნულ ჟანრებში. აგრეთვე, ხალხურ და აკადემიურ გუნდებს, ორკესტრებს, ანსამბლებს.
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
სათაური: უბის წიგნაკებიდან
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
ცნობილი ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად ქმნიდა თავის ჩანაწერებს. თავადვე აღნიშნავდა: ,,დღეში ათიოდე აზრს, ნახულს და გაგონილს ვიწერ უბის წიგნაკში...’’ წინამდებარე ჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება აღსავსე იყო აღმასვლებით, უპირატესად კი კრიტიკითა და მუქარით. ფურცელ-ფურცელ იძერწებოდა მისი სულიერი ბიოგრაფია და მხატვრული ძიებანი, მკითხველის წინაშეა დიდი მწერლის აზრები უამრავი ყოფითი, ეროვნული, სოციალური თუ ლიტერატურული საიდუმლოს ამოსახსნელად.
ავტორი: ჯონ სტაინბეკი
სათაური: რუსული დღიური
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
ამერიკელმა მწერალმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, ჯონ სტაინბეკმა, 1962 წელს, ცივი ომის პერიოდში იმოგზაურა საბჭოთა კავშირში ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად. სტაინბეკმა და კაპამ 1947 წელს ორი თვე დაჰყვეს საბჭოთა კავშირში და მოინახულეს მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, უკრაინის რამდენიმე სოფელი და საქართველოს ქალაქები. ,,რუსული დღიური’’ ამ მოგზაურობას აღწერს. მწერალი გულახდილად მოგვითხრობს თავის შთაბეჭდილებებსა და იმ მიზანზე, რომელიც მოგზაურობას საფუძვლად დაედო. იმხანად, იმის მიუხედავად, რომ ამერიკული ჟურნალ-გაზეთები ბევრს წერდნენ საბჭოთა კავშირზე, ამერიკელ მკითხველს არავინ უყვებოდა საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ყოველდღიურ ამბებს და არც მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოები იბეჭდებოდა სადმე. სტაინბეკსა და კაპას სურდათ ამერიკელებისთვის ეჩვენებინათ, როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში უბრალო ადამიანები - რას ჭამდნენ, როგორ ეცვათ, როგორ ერთობოდნენ, როგორ კვდებოდნენ, რაზე ლაპარაკობდნენ და ა.შ.
ავტორი: მილორად პავიჩი
სათაური: ბელგრადის ბიოგრაფია - მოთხრობილი ათ ეპიზოდად
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
რა არის ის, რაც ბელგრადს, ამ უძველეს ქალაქს, სხვა ქალაქთაგან გამოარჩევს და რის გამოა ის ასე საინტერესო ცნობილი სერბი მწერლისა და პოეტ მილორად პავიჩისთვის, გარდა იმისა, რომ მშობლიური ქალაქია და მისი ცხოვრების ყველა ეპიზოდი ამ ქალაქს უკავშირდება? წინამდებარე წიგნში არის ისტორიაც, გროტესკიც, უფრო კი ფარული სევდა და სინანული, რომლითაც გამსჭვალულია თხრობის მანერა და ცალკეული პასაჟები. აქ ყველას თავისი ბელგრადის წარმოდგენა შეუძლია, ,,ყველაზე ლამაზ ადგილას გაშენებული ყველაზე მახინჯი ქალაქისა’’, რომელსაც წარსული უფრო აქვს, ვიდრე აწმყო, თუმცა მისი შეცნობა და დანახვა ადამიანურ ძალთა შინაგანი, უხილავი პლასტებითაა შესაძლებელი.
ავტორი: ჟორჟ ბრასენსი, ლეო ფერე, ჟაკ ბრელი, სერჟ გენსბური, ბორის ვიანი
სათაური: ფრანგული შანსონი
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ფრანგული შანსონის ხუთი გრანდი: ჟორჟ ბრასენსი, ლეო ფერე, ჟაკ ბელი, სერჟ გენსბური და ბორის ვიანი. ეს მომღერლები, უპირველეს ყოვლისა, პოეტები არიან, უპირატესობას ანიჭებენ ტექსტს და ზღვარს შლიან პოეზიასა და სიმღერას შორის. სწორედ ამ დროს ვხედავთ ჟორჟ ბრასენსის ნიჭის სრულ გამოვლინებას, ლეო ფერეს ლირიკული ექსპრესიის მწვერვალს, ჟაკ ბრელის ხელოვნების ,,კრეშენდოს’’, სერჟ გენსბურგის ექსტრავაგანტური ფენომენის დაბადებას და ბორის ვიანის შემოქმედების აპოგეას. მათ შექმნეს ფრანგული სასიმღერო ტექსტის ახალი ერა. ისინი დღემდე შთააგონებენ თაობებს.
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
სათაური: ფოთოლცვენა -MACONDO
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
„ფოთოლცვენა’’ გაბრიელ გარსია მარკესის პირველი ნოველაა, რომლის დასაბეჭდადაც გამომცემელს ის შვიდი წლის მანძილზე ეძებდა. საბოლოოდ ნაწარმოები 1955 წელს დაიბეჭდა. მთელი ნოველის მოქმედება ერთ ოთახში ხდება, 1928 წლის 12 სექტემბერს, ოთხშაბათი დღის ნახევარი საათის მანძილზე. ეს არის მოხუცი გენერლის ისტორია (მარკესის პაპის მსგავსის), რომელიც ცდილობს ჩვეული ქრისტიანული წესით დაასაფლაოს არაპოპულარული ფრანგი ექიმი. გენერალს მხარს მხოლოდ ქალიშვილი და უფროსი ვაჟი უჭერენ. ნოველა იკვლევს ბავშვის პირველ გამოცდილებას სიკვდილთან მიმართებაში, რასაც მოსდევს მისი შემდგომი ცნობიერების ნაკადი. ნოველა ასევე ააშკარავებს გენერლის ქალიშვილის, ისაბელას პერსპექტივას, რომელიც ფემინისტური ხედვებითაა განმსჭვალული.
ავტორი: მარსელ პრუსტი
სათაური: სოდომი და გომორი
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
,,სოდომი და გომორი’’ ცნობილი ფრანგი მწერლის, მოდერნისტული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის - მარსელ პრუსტის სიცოცხლეში გამოქვეყნებული უკანასკნელი ნაწარმოებია. ეს მეოთხე რომანია ციკლიდან ,,გამქრალი დროის ძიებაში’’, რომელიც 1922 წელს გამოიცა. რომანის მთავარი ამბავი ბუნებრივად ამოიზარდა წინა რომანიდან ,,გერმანტებთან’’. ესაა მაღალი საზოგადოების ზნეობრივი დაცემის თემა, რომლის ცენტრშიც ბარონი დე შარლიუ დგას.
ავტორი: მარკ იუნგე, ბერნდ ბონვეჩი, დანიელ მიულერი
სათაური: ეთნოსი და ტერორი საქართველოში
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე მონოგრაფიული კვლევის მთავარი საკითხია ატარებდა თუ არა დიდი ტერორი ეთნიკური ტენდენციების, თუნდაც გენოციდის ნიშნებს ისეთ მრავალეროვან რესპუბლიკაში, როგორიც საქართველოა. აქ სიახლედ, პირველ რიგში, კვლევის მეთოდიკა გვევლინება. ისეთი დიასპორების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიები, როგორებიც არიან ბერძნები, გერმანელები, თურქები და ა.შ განიხილება არა იზოლირებულად, არამედ სხვა ეროვნული უმცირესობების, მათ შორის აფხაზების, ოსების, იეზიდებისადმი და ა.შ. მიმართული რეპრესიების კონტექსტში. წიგნში მკითხველი იხილავს ავტორებსა და კვლევის შედეგებზე მოდავე ქართველ ისტორიკოსთა შორის გამართული მძაფრი დისკუსიის ამსახველ დოკუმენტებს.
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
სათაური: ერთი ტყვეობის ამბავი
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
გაბრიელ გარსია მარკესის ,,ერთი ტყვეობის ამბავი’’ 1990-იან წლებში ნარკოდაჯგუფების მიერ კოლუმბიელი ჟურნალისტის, მარუხა პაჩონის გატაცების რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. რომანი მოგვითხრობს გატაცებათა მთელ სერიაზე. რეალისტურად არის აღწერილი გამტაცებლების სისასტიკე და უმოწყალობა, მძევალთა სასოწარკვეთილება, გაქცევის მცდელობა, მკვლელობები, რაც სახელმწიფოსთან შეუმდგარი მოლაპარაკების პარალელურად მიმდინარეობდა. ნარკოდილერები ექსტრადაციის შესახებ ახლადმიღებულ კანონს აუმხედრდნენ. კანონს, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევდა ნარკომაფიის წევრები აშშ-ს მართლმსაჯულებისთვის გადაეცა, სადაც მათ სულ სხვაგვარად გაუსწორდებოდნენ. კოლუმბიაში კი უსასტიკესი ომი მიმდინარეობდა და უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებას ცვლიდა.
ავტორი: ადოლფო ბიოი კასარესი
სათაური: მორელის გამოგონება
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
XX საუკუნის არგენტინულმა ლიტერატურამ მსოფლიოს სამი დიდი მწერალი შესძინა - ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი და ადოლფო ბიოი კასარესი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბიოი კასარესს მათგან გამოარჩევს: ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ესპანურენოვან ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი დაამკვიდრა. მისი ნაწარმოები - ,,მორელის გამოგონება’’ (1940) მოგვითხრობს ვენესუელელ მწერალზე, რომელიც მართლმსაჯულებისგან გარბის და თავს უკაცრიელ კუნძულს აფარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული რაღაც უცნაური, გაურკვეველი დაავადების კერაა, მწერალი მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უსაფრთხოდ იქნება. მთავარი გმირი მალე აღმოაჩენს რომ მარტო არაა. ვინ არის ეს ხალხი? რა საიდუმლოს მალავს კუნძული? კასარესი ახერხებს, გაზვიადებისა და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე დააინტერესოს მკითხველი მთავარი გმირის ბედით, დააფიქროს ისეთ თემებზე, როგორიცაა უკვდავება, სიცოცხლის შექმნა, ადამიანის გონების შესაძლებლობების ზღვარი.
ავტორი: ეჟენ იონესკო
სათაური: განდგომილი
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე რომანში, ავტორი ცდილობს, პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც კაცობრიობის მუდმივი ღელვის საგანია: როგორ თანაარსებობს ადამიანი და ბრბო? როგორ იბადება აგრესია და მასობრივი ფსიქოზი? არსებობს კი წინააღმდეგობის მექანიზმი? რამდენად ძალუძს ადამიანს, თავიდან აიცილოს საყოველთაო კატასტროფები? შეიძლება იმ ეგზისტენციური ბარიერის გადალახვა, ყველა მოაზროვნე პიროვნებას რომ აწუხებს? ეჟენ იონესკო მთელი ცხოვრება ცდილობდა აბსურდული ყოფის მიზეზებისა და მისი არსის შეცნობას. სამყაროს თავდაპირველ რეალობას - სიყვარული და გაოცება, ოცნება და სიკვდილი - მის პიესებსა და პროზაში ერთი კოსმოგენური ელემენტი - მარტოობა ემატება. ეს კიდევ ერთი სიუჟეტი გახლავთ, სადაც ავტორის ორიგინალურ აზროვნებას ისეთ ზღვრამდე მიჰყავს აბსურდი, რომლის იქითაც ახალი რელობა იშლება.
ავტორი: ეჟენ იონესკო
სათაური: მარტორქა და სხვა პიესები
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე პროზაულ კრებულში გაერთიანებულია წარმოშობით რუმინელი, ფრანგი მწერლის ეჟენ იონესკოს სამი პიესა. ადრინდელ პიესებში ავტორი სოციალური ბოროტების გამოხატვას აბსტრაქტული სიტყვებით ცდილობდა, პიესა ,,მარტორქაში’’ კი ამ ბოროტების ხასიათის გარკვევა მწერალს კონკრეტული სიტუაციების გამოყენებით სურს. პიესაში აბსურდული მდგომარეობის მიღმა აშკარად ჩნდება რეალური სინამდვილე, რომელიც პრობლემურ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ავტორი ტოტალიტარიზმის, მასობრივი ისტერიის, კოლექტიური შეშლილობის, ფანატიზმის წინააღმდეგ გამოდის. პიესაში ,,მეფე კვდება’’ თავდაპირველად აკვიატებულ, უტოპიური კატასტროფის შედეგად სამყაროს ტოტალური ნგრევის იდეას, პიროვნების ნგრევის იდეაც დაუმატა და განავითარა სიკვდილისა და შიშის თემა. მასში ყველაფერი ერთმანეთშია არეული: არარეალური, რეალური, ირეალური, მოგონილი თუ ქვეცნობიერი. პიესა ,,მაკბეტში’’ ეჟენ იონესკომ თითქოს დროებით წონასწორობას მიაღწია - აქ თითქოს სიუჟეტიც არის და ხასიათებიც. ავტორმა შექსპირის ,,მაკბეტის’’ პერსონაჟებიც უცვლელად გადმოიტანა.
ავტორი: ზაალ სამადაშვილი
სათაური: იუნკერ ერისთავის ბუცები
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
ზაალ სამასადაშვილის ახალ წიგნში თავმოყრილ ნოველებსა და ჩანაწერებს ერთი რამ აერთიანებთ: დრო. ეს არაა წარსული, არამედ მწერლის თვალით დანახული და აღქმული დრო, თავისი პირუთვნელი სინამდვილით. ნამდვილია ამბები, პერსონაჟები, მთხრობელიც კი - ის არაფერს იგონებს, აკლებს ან ამატებს მოვლენებს, არამედ მოგვითხრობს მათ ისე, როგორც ოდესღაც დაინახა და იგრძნო. სინამდვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი წიგნს სიწრფელეს და სიფაქიზეს სძენს, ადვილად პოულობს თანაგამცდელს მკითხველის სახით. და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ნოველებს სულ სხვა ენერგიით მუხტავს - ესაა ფიქრი გმირობაზე, რაინდობაზე, შესაბამისად - თავისუფლებასა და სიყვარულზე; ამ ფიქრით ან უამფიქრობითაა აღბეჭდილი ამ ნოველების პერსონაჟთა ბედისწერა, როგორც კიდევ ერთხელ შეხსენება კაცთა მოდგმისათვის რაინდული რომანტიზმისა.
ავტორი: შორენა ლებანიძე
სათაური: მ ა ნ ა ნ ა ა ნ უ ა - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი მ ა ნ ა ნ ა ა ნ უ ა - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე ნაწარმოების მთავარი გმირის ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. სინამდვილის მხატვრული გააზრება, პერსონაჟების ფსიქოლოგიის წვდომა და მძაფრი, სულისშემძვრელი ისტორიების სიუჟეტური განვითარება ავტორს საშუალებას აძლევს, მკითხველი 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური რეალობის უშუალო თვითმხილველად აქციოს. თუმცა გასული საუკუნის მიწურულის სამხედრო-პოლიტიკური პროცესები მხოლოდ ფონად გასდევს წიგნში მოთხრობილ ამბავს. ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სვანური სოფლის, კომანის, ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. მკითხველი ეცნობა ადამიანებს, რომლებიც თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და რომლებიც ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ. დოკუმენტური რომანის რამდენიმე პერსონაჟის ვინაობა, გარკვეული მიზეზების გამო, შეცვლილია.
ავტორი: გაგა შურღაია
სათაური: ნოსტალგია
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებულში შესული ნაწარმოებები ერთგვარი თავზარდამცემი სულიერი აღსარებაა, რომელიც ავტორს ამოათქმევინა მის გარშემო არსებული სინამდვილის, ცხოვრებისეული რეალიების ტრაგიკულმა გაცნობიერებამ. წიგნის ავტორი გაგა შურღაია ამჟამად იტალიაში მოღვაწეობს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოქვეყნებული აქვს ანტონ ჩეხოვის, ჟან-პოლ სარტრისა და დინო ბუცატის ნოველების თარგმანები, აგრეთვე, ექსპერიმენტული მოთხრობა ,,მარცია’’, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა ლიტერატურულმა კრიტიკამ.
ავტორი: ელიზბარ ელიზბარაშვილი
სათაური: პატივისცემით ქიმიას
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
,,როგორ ვუშველოთ ქიმიას?’’ - კითხულობს წიგნის ავტორი ერთ-ერთ წერილში და იქვე რამდენიმე საგულისხმო რჩევას გვაძლევს, 2013 წელს გამოცემული ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნი ,,ქიმია ყველასათვის’’ იყო მცდელობა, პოპულარული ენით დაწერილი სამეცნიერო ესეების საშუალებით გაეადვილებინა მკითხველისთვის ამ რთულ, მაგრამ საინტერესო მეცნიერებასთან მისასვლელი გზა. ,,პატივისცემით ქიმიას’’ ამ ძალისხმევის გაგრძელებაა, რომელშიც დაკვირვებული მკითხველი არა მხოლოდ ქიმიის საიდუმლოებათა გასაღებს იპოვნის, არამედ ჩვენს სინამდვილეში მიმდინარე პროცესებისა და ქიმიის უხილავ თუ ხილულ ურთიერთკავშირსაც დაინახავს.
ავტორი: გიორგი არაბული, ალუდა არაბული, ბერდია არაბული და სხვა
სათაური: არაბულები - პოეზია
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
გიორგი არაბულის მიერ შედგენილი აღნიშნული პოეტური კრებული, ერთი გვარის 14 პოეტის ხელახლა, განსხვავებული ფორმით შეხსენებაა მათი შემოქმედების თავიდან აღმოჩენის სურვილითა და იმედით.
ავტორი: შოთა იათაშვილი
სათაური: პოეტური გამოცდილების სიმწარე
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
ქართველმა პოეტმა შოთა იათაშვილმა თავის ახალ პოეტურ კრებულს, რომელიც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გამოსცა, „პოეტური გამოცდილების სიმწარე“ დაარქვა. მასში ავტორის ბოლო წლების განმავლობაში დაწერილ-ამორჩეული 46 ლექსი შევიდა. ეს შოთა იათაშვილის მერვე პოეტური კრებულია.
ავტორი: ნიკოლოზ ბარათაშვილი
სათაური: პირადი წერილები
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845) პირადი წერილები ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენი და ეპისტოლური მემკვიდრეობის ,,ოქროს ფონდის’’ კუთვნილებაა. მიუხედავად მცირე მოცულობისა, - შემორჩენილია პოეტის სულ 18 ბარათი, - ისინი მრავალმხრივ საყურადღებოა. მათი მნიშვნელობა შეიძლება განისაზღვროს უწინარესად თავად ავტორის ცხოვრებისა და შემოქმედების, მისი პოლიტიკური მრწამსის, მსოფლმხედველობის, მსოფლაღქმისა და მსოფლგანცდის, ზოგადად პოეტის სულიერი ბიოგრაფიის შესწავლის თვალსაზრისით. ნ. ბარათაშვილის პირადი წერილების წინამდებარე გამოცემას, რომელსაც ახალი, ვრცელი, შევსებული კომენტარები ერთვის, წინამორბედ მკვლევართა ნაშრომებისა და წინარე გამოცემების კომენტარებთან ერთად ბოლოდროინდელი ისტორიულ-ლიტერატურული კვლევები უდევს საფუძვლად. მათ შორისაა პოეტის ეპისტოლური მემკვიდრეობისა და სანაცნობო წრის შესწავლისადმი მიძღვნილი გამოკვლევების ციკლი და კერძო წერილების რეპუბლიკაცია ახალი კომენტარებით, რომლებიც გამოქვეყნდა ქართულ სამეცნიერო და სალიტერატურო საისტორიო გამოცემებში. ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845) პირადი წერილების წინამდებარე გამოცემა მოამზადა, შესავალი, კომენტარები, შენიშვნები, საძიებლები და გენეალოგიური ტაბულები დაურთო მაია ცერცვაძემ. წიგნს ახალი, ვრცელი, შევსებული კომენტარები ერთვის, რომელსაც წინამორმებ მკვლევართა და მაია ცერცვაძის უახლესი ისტორიულ-ლიტერატურული კვლევები უდევს საფუძვლად.
ავტორი:
სათაური: თანამედროვე ქართული დრამატურგია
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებულში, რომელიც ,,თანამედროვე დრამატურგიის’’ სერიით გამოიცა და რიგით მეხუთეა (ორი გერმანულენოვანი, სპარსული და ებრაული პიესების კრებულების შემდეგ) შესულია ქართველი ავტორების - თამარ ბართაიას, ლაშა ბუღაძის, დავით გაბუნიას, მანანა დოიაშვილის, ირაკლი სამსონაძის, ირაკლი სოლომონაშვილის, თამაზ ჭილაძის, დათო ტურაშვილის, ბასა ჯანიკაშვილის პიესები. მათგან მხოლოდ დავით გაბუნიას ,,ბეჩავი’’ და ლაშა ბუღაძის ,,ლისისტრატე’’ ქვეყნდება პირველად. შინაარსი მრავალფეროვანია ჟანრებით, სიუჟეტებით, ხასიათებით, ლექსიკითა და იშვიათად ფორმითაც კი. აქ შენარჩუნებულია სიტყვის ძალა, მისი დანიშნულება, იყოს (ზე)მოქმედების მთავარი იმპულსი და იარაღი. ავტორთა პიესები 15-20 წლის წინათ პერიოდიკაში იბეჭდებოდა და თეატრის სცენაზეც წარმატებით იდგმებოდა.
ავტორი: ნინო ხარატიშვილი
სათაური: ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნში გაერთიანებულია ახალგაზრდა ქართველი შემოქმედი ქალის ოთხი პიესა, რომელიც ერთ ესთეტიკურ სივრცეს ქმნის. ამბიდან ამბამდე ამოგზაურებს მკითხველს ადამიანური გრძნობებით დამუხტულ, იდუმალ სამყაროში და გვესაუბრება მარადიულსა და მნიშვნელოვანზე, რადგან ,,დრამატურგიული ტექსტი’’ კი არა, ნამდვილი ლიტერატურაა, აკადემიურიცაა თავისი ბუნებით და ავანგარდულიც ამავდროულად. ჭეშმარიტადაა განცდილი, გააჩნია თავისი განწყობა, ატმოსფერო, ხელწერა. ეს იმ ტიპისა და რანგის შემოქმედებაა, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან შესაძლოა სხვადასხვაგვარად ჩანდეს კიდეც, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად საინტერესოა ყველასთვის.
ავტორი: ფრიდონ ხალვაში
სათაური: თხზულებანი I
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნულ კრებულში ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის რჩეული ლექსებია გაერთიანებული. ფრიდონ ხალვაშმა ხანგრძლივი ცხოვრებისა და შემოქმედების განმავლობაში შექმნა თავისი სახე, თავისი სტილი და შეიძლება ითქვას თავისი მითი, რომელიც თანამედროვე ქართული კულტურის ისტორიაში დარჩა, როგორც სახასიათო ფორმა და შინაარსი, როგორც ადვილსაცნობი ისტორია, როგორც ტრადიცია, როგორც წინაპართა კვალის გაგრძელება, როგორც შემოქმედი, რომელმაც შექმნა თავისი დრო და რომელიც ამ დროში სრულად ცხოვრობა, წერდა, უყვარდა... ფრიდონ ხალვაში სახეობრივი პოეზიის მიმდევარი იყო. ყოველთვის წარმატებით იყენებდა ქართული ლექსის სხვადასხვა სახეობასა თუ კომბინაციებს, სალიტერატურო ენის ტრადიციულ სტრუქტურასაც სრულყოფილად ფლობდა და არც სიტყვის ასოციაციური ველი ჰქონდა შეზღუდული. მისი შექმნილია საკუთარი არსის უშუალოდ და ორიგინალურად გამომხატველი ფორმა - სამყურები - ფრიდონ ხალვაშის ექსკლუზიური მიგნება, ახალი ქართული სალექსო ნაირსახეობა, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ,,აჭარული ტერცეტები’’, რადგან სიტყვიერ და ინტონაციურ მასალად უმთავრესად აჭარულ დიალექტს იყენებს. სამყურებში პოეტის ფხიზელი, დაკვირვებული თვალი იგრძნობა.
ავტორი: კობა ხარაძე
სათაური: დიდი მამულიშვილის ღირსეული ღვაწლი - აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი ეძღვნება აღიარებული ქართველი მეცნიერის, მეცნიერების დიდი ორგანიზატორისა და საზოგადო მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, მრავალი მედლისა და ორდენის მფლობელის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირსეულად განვლილ გზას. ნაშრომში მოცემულია მეცნიერისა და მეცნიერ ორგანიზატორის მოღვაწეობის საინტერესო მომენტები, აგრეთვე, კოლეგების, აღზრდილების და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა შეფასებები. მოგონებები ალექსანდრე ჯავახიშვილის მრავალმხრივ მოღვაწეობაზე, მისი ურთიერთობა ადამიანებთან. მისი, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მრწამსის შესახებ. წიგნი განკუთვნილია გეოგრაფიის ისტორიით და, რა თქმა უნდა, ამ დიდებული მეცნიერისა და მეცნიერების ორგანიზატორის მრავალმხრივი შემოქმედებით დაინტერესებულ პირთათვის.
ავტორი:
სათაური: თანამედროვე სპარსული პოეზია (XX-XXI სს.)
გამომცემლობა: კავკასიური სახლი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე პოეტური კრებული წარმოადგენს ცნობილი ქართველი მთარგმნელისა და პოეტის გიორგი ლობჟანიძის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში ნათარგმნი თანამედროვე სპარსული პოეზიის კრებულს. წიგნში იმ პოეტების ლექსებიცაა შესული, რომლებიც ქართულ ენაზე პირველად სწორედ გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა. წიგნში მე-20 და 21-ე საუკუნის 20 ავტორის, მთარგმნელის 20 რჩეული ლექსია თავმოყრილი. კრებული ნიმა იუშიჯის ლექსებით იხსნება და მას ალი მოჰამადზადეს პოეზია ასრულებს.
ავტორი: ოდისეას ელიტისი
სათაური: შვიდი დღე მარადისობისთვის
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
ოდისეას ელიტისი მეორე ბერძენი ნობელიანტია ლიტერატურის დარგში. წინამდებარე წიგნი მკითხველს რამდენიმე კრებულიდან ამორჩეული ლექსების თარგმანებს სთავაზობს. მთარგმნელი შეეცადა მაქსიმალური სიზუსტით დაეცვა ავტორის ხელწერა, სტილი, ლექსიკა, ფრაზეოლოგია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტორი საერთოდ უარყოფს სასვენ ნიშნებს იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა სალექსო ფორმაც და სტრუქტურაც დედანთან შესაბამისობაშია, როგორიცაა სიტყვათა შორის ორმაგი დაშორება, მარცვალთა გამეორება თუ სიტყვათა გაყოფა.
ავტორი: ოთარ ბაქანიძე
სათაური: კიევის უნივერსიტეტი - ქართველი ახალგაზრდების სავანე
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნული წიგნი ეძღვნება ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის დაარსებიდან 180 წელს. მასში საუბარია იმ ქართველ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობდნენ კიევის უნივერსიტეტში. კიევის უნივერსიტეტმა სახელი მოიხვეჭა როგორც განათლებისა და ცოდნის კერამ, მთავარმა საგანმანათლებლო სავანემ იმ ქვეყნისა, რომელსაც ათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა საქართველოსთან.
ავტორი: აკაკი წერეთელი
სათაური: ჩანგური
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტმა და კლუბმა ,,უკრაინამ’’ გამოსაცემად მოამზადეს აკაკი წერეთლის ნაწარმოებების ორენოვანი კრებული ,,ჩანგური’’, სადაც ორიგინალის პარალელურად მოთავსებულია მისი თარგმანი უკრაინულ ენაზე.
ავტორი: ომარ ძაგნიძე
სათაური: ფურიეს მწკრივები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმძღვანელოს ძირითადი დანიშნულებაა, მკითხველს ადვილი და გასაგები ფორმით მიაწოდოს ფურიეს მწკრივთა თეორიის უმთავრესი საკითხები. ავტორის აზრით, თხრობის ასეთი ფორმა მისაღებია და დამწყებთათვის სასურველიც კი, რათა მან კარგად გაითავისოს ყოველმხრივ გამართული მსჯელობის აუცილებლობა მართებული დასკვნების მისაღებად.
ავტორი: დიმიტრი დოლაბერიძე
სათაური: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა - მყარი ფუნდამენტი აბრეშუმის გზისთვის
გამომცემლობა: საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომი პირველი ვრცელი კვლევაა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სატრანსპორტო დერეფნის შესახებ, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს. შედეგად კი, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას მერე, რაც სტამბულში, ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით ასევე შესაძლებელი იქნება დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს. ამ ხაზით განხორციელდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანები. ის მოიაზრება როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა ირანიდან მომავალი არსებული სატრანზიტო გზების ნაცვლად. არსებობს მოსაზრება, რომ ახალი სარკინიგზო ხაზი გაზრდის ტვირთბრუნვის მოცულობას თურქეთს, კავკასიას, რუსეთსა და ცენტრალურ აზიას შორის.
ავტორი: ე. ხარაიშვილი, მ. ჩავლეიშვილი, ნ. დამენია, ც. მიქატაძე
სათაური: მენეჯერული ეკონომიკა
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომში განმარტებულია მენეჯერული ეკონომიკის არსი, ახსნილია მისი სხვა ეკონომიკურ და ბიზნესის მეცნიერებებთან დამოკიდებულება. ასევე საუბარია მეწარმეობასა და მის ფუნქციებზე საბაზო ეკონომიკაში, მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობრივ პარამეტრებზე, წარმოების დანახარჯების თეორიებზე, მონოპოლიური ბაზრების როლზე ეკონომიკაში და ა.შ.
ავტორი: უშანგი სამადაშვილი
სათაური: ბიზნესის საფუძვლები
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომი აგებულია საგანმანათლებლო პროცესში სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენებაზე. ესაა: ინტერაქტიული ლექცია, პრაქტიკული სავარჯიშოები, ამოცანები, ტესტები, თეორიული საკითხებისა და კონკრეტული სიტუაციების განხილვა-ანალიზი, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტების შემუშავება და პრეზენტაცია და სხვა. ამგვარი მეთოდიკა ეხმარება სტუდენტებს არა მხოლოდ დისციპლინის ეფექტიან ათვისებაში, საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და თვითშემოწმებაში, არამედ გადაწყვეტილების მიღების, გუნდური მუშაობის, პოროვნებათაშორისი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებისა და ლიდერის თვისებების ჩამოყალიბება-გავითარებაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური პროფილის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, დამწყები და მოქმედი მეწარმეებისა და მენეჯერებისათვის და ბიზნესით და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. ნაშრომის ძირითადი ფასეულობა ახალი იდეები, მათი თეორიულ-პრაქტიკული ხასიათი და საქართველოს პირობებთან და თავისებურებებთან ადაპტირებაა.
ავტორი: ლავრენტი ჭუმბურიძე
სათაური: ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირება
გამომცემლობა: დანი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე მონოგრაფიაში განხილულია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის რეგულირების საკითხები. გაშუქებულია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირების ტენდენციები და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნები. გაკეთებულია პროფესიის რეგულირების რეტროსპექტული ანალიზი და შეფასება. შემოთავაზებულია პროფესიის მარეგულირებელი ნორმატიული საკანონმდებლო ბაზისა და პროფესიული განათლების სრულყოფის ღონისძიებები.
ავტორი: ნინო პაპაჩაშვილი, ლელა ჯამაგიძე
სათაური: საერთაშორისო ეკონომიკა - პრაქტიკუმი
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2014
აღნიშნულ კრებულში თავმოყრილი კითხვები, ტესტები, ამოცანები, დავალებები, სავარჯიშოები განკუთვნილია სასწავლო დისციპლინის - ,,საერთაშორისო ეკონომიკის’’ სასემინარო და პრაქტიკული მეცადინეობებისათვის.
ავტორი: ქრისტინა ჯღანჯღავა
სათაური: უცხოური პირდაპირი ინვესტიციები გლობალურ ბიზნესში
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე წიგნში შესწავლილი და გაანალიზებულია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ფორმები და მნიშვნელოვნი თეორიული მოდელები, განხილულია ემპირიული კვლევები ამ დარგში. ჩამოყალიბებულია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების განმსაზღვრელი დეტერმინანტები. წარმოდგენილია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების აქტიური და პასიური პოლიტიკის ანალიზი. შემუშავებულია საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტების პრაქტიკული მოქმედების მექანიზმი. წიგნში განხილული საკითხების გამოყენება მნიშვნელოვანია ,,საერთაშორისო ბიზნესის’’ სალექციო კურსში, ინვესტიციების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესწავლისას. ასევე ისინი გაუწევენ მნიშვნელოვან დახმარებას ინვესტიციების პრობლემატიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიას.
ავტორი:
სათაური: შალვა ნუცუბიძის კოლექცია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
2013 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი კოლექცია შეემატა - გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის შალვა ნუცუბიძის (1888-1969) პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 594 დასახელების 635 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და შედგება როგორც ქართული, ისე უცხოური სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურისგან. უნიკალური გამოცემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება.
ავტორი: ირაკლი ბრაჭული, ანასტასია ზაქარიაძე, ვალერიან რამიშვილი
სათაური: რელიგიის ფილოსოფია
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
რელიგიის ფილოსოფიის შესავალი გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, შეისწავლონ ფილოსოფიისა და თეოლოგიის, ცოდნისა და რწმენის ფუნდამენტური საკითხები: რელიგიის ბუნება, ღმერთის არსებობის მტკიცებულებები, ბოროტების პრობლემა, რელიგიური გამოცდილება, რელიგიური ენის სპეციფიკა, რელიგიათა ისტორიის სისტემატური გააზრება. რელიგიის ფილოსოფიის შესწავლის საგანია ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა. ამ საკითხზე საუკუნეების განმავლობაში კამათობდნენ ფილოსოფოსები და ღვთისმეტყველნი ეკლესიის წმინდანები და აკადემიის პროფესორები.
ავტორი:
სათაური: ქართული გალობის ქრონიკა 1861-1921 წლების პერიოდიკაში
გამომცემლობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე გამოცემა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ ქართულ პერიოდულ გამოცემებში (ჟურნალ-გაზეთებში) არსებულ სტატიებს, წერილებს, განცხადებებსა და ამონარიდებს უყრის თავს. აღნიშნული მასალების შეკრება, დიდი ხანია ქართული გალობის მკვლევართა ინტერესის საგანს წარმოადგენს. როგორც მკვლევართათვის, ისე ქართული გალობით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის ეს კრებული მრავალი საინტერესო მასალის გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. ამ თვალსაზრისით, ეს წიგნი გალობის შესახებ ქართულ პერიოდიკაში გაბნეული მასალის პირველ მოცულობით პუბლიკაციას წარმოადგენს, რომელიც ქრონოლოგიურად განლაგებულ სტატია-წერილთა ხუთას ოთხმოცდათხუთმეტ ერთეულს შეიცავს.
ავტორი:
სათაური: გრაგნილი III
გამომცემლობა: თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებულით გრძელდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო-სამეცნიერო შრომების - ,,გრაგნილის’’ - პერიოდული გამოცემა. კრებულში შესულია სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა წარმატებით შესრულებული სამაგისტრო ნაშრომები: წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. ანდრია კრიტელის თხზულებათა აქამდე გამოუცემელი ძველი ქართული თარგმანები თავიანთი მიმოხილვითი ხასიათის შესავლებითა და კრიტიკული აპარატითურთ, აგრეთვე, ორი თეორიული ხასიათის ნაშრომი: ,,წმ. ეპიფანე კვიპრელის დიდი შაბათის ქადაგების საღვთისმეტყველო ანალიზი’’ და ,,მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებათა ექვთიმესეული რედაქცია (,,მცირე სჯულისკანონი’’) და მისი მიმართება ,,დიდი სჯულისკანონის ტექსტთან’’.
ავტორი: ენრიკო გაბიძაშვილი
სათაური: ძველი ქართული ორიგინალური სასულიერო მწერლობა და თხზულებათა დარგობრივი ბიბლიოგრაფია
გამომცემლობა: თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი - ,,ორიგინალური ქართული სასულიერო მწერლობა და თხზულებათა დარგობრივი ბიბლიოგრაფია’’ - არის რიგით მეშვიდე წიგნი, რომლითაც მთავრდება ნათარგმნი და ორიგინალური სასულიერო მწერლობის ძეგლების სრული მიმოხილვა მწერლობის დარგების მიხედვით და თითოეული თხზულების ბიბლიოგრაფიების ციკლი. ეს ბოლო წიგნი აჯამებს ორიგინალური მწერლობის შესწავლაში ქართული ფილოლოგიური მეცნიერების დღემდე მიღწეულ შედეგებს. ამასთანავე, პირველად მიეწოდება დაინტერესებულ მკითხველს თითოეული ორიგინალური მწერლობის დარგის, თითოეული კონკრეტული თხზულების ბიბლიოგრაფია.
ავტორი: გუჩა კვარაცხელია
სათაური: ათინათები
გამომცემლობა: ნეკერი
გამოშვების წელი: 2015
,,ათინათები’’ გამორჩეული ქართველი პოეტისა (9 კრებულის ავტორი) და მხატვრის (500-ზე მეტი ნახატის შემქმნელი) გუჩა კვარაცხელიას ახალი პოეტური კრებულია. მისი პოეზია სამი განსხვავებული ხედვის სინთეზია - ეს არის ლინგვისტის, პოეტისა და მხატვრის მიერ დანახული სამყარო. ყოველი მისი ახალი ლექსი განსხვავებულია - ორიგინალური, მას არ ახასიათებს არც სტილიზაცია და არც საკუთარი თავის გამეორება. ის აქაც, როგორც მეცნიერებაში, სიახლეთა მაძიებელია.
ავტორი: ლალი იორდანიშვილი
სათაური: რაფიელ ერისთავის ენა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
ნაშრომში განხილულია რაფიელ ერისთავის ნაწარმოებთა ენისათვის დამახასიათებელი ორთოგრაფიული, ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური თავისებურებები, მწერლის სტილისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი საკითხი. წარმოჩენილია რაფიელ ერისთავის ღვაწლი ლექსიკონების შედგენის, სხვადასხვა დარგის ქართული ტერმინოლოგიის მოძიებისა და კვლევის საქმეში. ნაშრომის ავტორი ემყარება საარქივო მასალასა და მწერლის სიცოცხლეში გამოქვეყნებულ მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ ლექსიკოგრაფიულ შრომებს. ნაშრომი განკუთვნილია მწერლის ენის, სალიტერატურო ენისა და ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ისტორიის მვლევართათვის, ქართული ენის განვითარების გარკვეული ეტაპის შესწავლით დაინტერესებული მკითხველისათვის.
ავტორი: როლფ შრადე Rolf Schrade
სათაური: ხევსურეთი 1960-1977-2012 (წარსული და აწმყო)
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
ნაშრომში წარმოდგენილია გერმანელი ხელოვნებათმცოდნისა და ბერლინის ქართული საზოგადოების თავმჯდომარის რალფ შრადეს, როგორც უცხოელი მეცნიერის თვალით დანახული ხევსურეთის წარსული და აწმყო მდგომარეობა. წიგნს თან ერთვის უნიკალური ფოტო მასალა: ექსპედიციებისა და დღესასწაულების, ღირსშესანიშნავი ძეგლების ამსახველი კადრები, რომლებიც ხევსურულ ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებენ და ა.შ. ასევე, იაგო არაბულის შესავალი ტექსტი, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: ხევსურეთი ისტორიულ-პოლიტიკურ პროცესებში, ცხოვრების ეკონომიკური პირობები, თემობრივი ყოფა და წეს-ჩვეულებები, სწორფრობის ტრადიცია, მიგრაცია და თანამედროვეობა.
ავტორი: გილიან ბუტლერი, ფრედა მაკნამუსი
სათაური: ფსიქოლოგია - ძალიან მოკლე შესავალი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
ფსიქოლოგია ყველა ადამიანის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია, იგი გავლენას ახდენს ჩვენს წარმოდგენაზე განათლების, ინტელექტის, ურთიერთობების, ემოციების, რეკლამისა და ბოროტმოქმედების შესახებ. მოცემულ წიგნში ახსნილია ფსიქოლოგიის ზოგიერთი წამყვანი იდეა და მათი პრაქტიკული შესაბამისობა, სწორედ ამიტომ წარმოადგენს იგი ფსიქოლოგიის საუკეთესო შესავალს მათთვის, ვისაც აინტერესებს ადამიანის გონების შეცნობა.
ავტორი: მიშელ უელბეკი
სათაური: კუნძულის შესაძლებლობა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,კუნძულის შესაძლებლობა’’ცნობილი ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის 2005 წელს დაწერილი რომანია, რომელიც გამოსვლისთანავე იქცა მსოფლიო ბესტსელერად. ავტორი ჩვეული მსუბუქი ირონიითა და სარკაზმით, უამრავ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ნაწყვეტებს გადმოგვცემს, რომლებიც ბოლოს ერთ მთლიან ამბად აღიქმება. რომანის მთავარი გმირია აუდიტორიისგან მზარდი ზეგავლენით წაქეზებული, კომიკოსი დანიელი, რომელსაც ადამიანთა გონებისა და აზროვნების ანალიზი გაიტაცებს და რისკიან ექსპერიმენტებში გადაეშვება. ეს ექსპერიმენტები დაუდებს საფუძველს წიგნის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან, ფანტასტიკურ ასპექტს, რომელიც ეხმიანება პირველის მკაცრ, გაუსაძლის რეალობას. მწერალი, აღნიშნული ნაწარმოებისთვის დაჯილდოებულია პრესტიჟული ლიტერატურული პრიზით - ,,ინტერალიე’’.
ავტორი: გიორგოს სეფერისი
სათაური: შემობრუნება
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
პოეტური კრებული ,,შემობრუნება’’ პირველი ბერძენი ნობელიანტი შემოქმედის, გიორგოს სეფერისის ლექსების კრებულია, რომელიც ახალ ეტაპად მიიჩნევა ბერძნულ პოეზიაში. ეს იყო ცდა ,,ახალი პოეზიის’’ დამკვიდრებისა საბერძნეთში. პოეტმა თითქმის მთლიანად უარი თქვა გარითმულ ლექსზე. მისი პოეზია პესიმისტური და მელანქოლიურია, თუმცა არც ოპტიმიზმსაა მოკლებული. იგი ერთდროულად იყენებს ეპიკურსა და დრამატულ სტილს. მისი პოეზიისთვის დამახასიათებელია ეპიკურ-დრამატული ხასიათი. იგი მკითხველს სთავაზობს თავისი ხედვისა და განცდების პოეტურ რეალიზაციას. სეფერისის პოეზიის ძირითადი თემებია ძველი და ახალი ბერძნული ტრადიცია და მათი შეხვედრა თანამედროვე ევროპულ კულტურასთან. წინამდებარე წიგნი მწერლის ბიოგრაფიითა და საინტერესო კომენტარებით წარმოადგენს პოეტის მთელი შემოქმედების გარკვეულ რეტროსპექტივას.
ავტორი: ორჰან ფამუქი
სათაური: გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2014
,,გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი’’ ორჰან ფამუქის 2010 წელს გამოცემული ესეების კრებულია, რომელშიც მწერალი განიხილავს მსოფლიო კლასიკის ნიმუშებს. ავტორი დაწვრილებით განიხილავს ნაწარმოებების ფარულ მინიშნებებს და თუ როგორ უკავშირდება ისინი მოვლენათა განვითარებას. ორჰან ფამუქი რომანისტებსა და მკითხველებს ორ ჯგუფად ჰყოფს - გულუბრყვილოებად და სენტიმენტალურ მოაზროვნეებად. ეს დაყოფა და მაშასადამე, წიგნის სათაურიც მან აღმოაჩინა ფრიდრიხ შილერის ცნობილ ესეში - ,,გულუბრყვილო და სენტიმენტალური პოეზიის შესახებ’’.
ავტორი:
სათაური: 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებულში თავმოყრილია საუკეთესო ქართული მოთხრობები, რომლებიც 2014 წელს გამოქვეყნდა პერიოდულ პრესაში, ინტერნეტსა და კრებულებში. წიგნში 15 ავტორის თითო მოთხრობაა შესული და დალაგებულია ანბანურად, ავტორების გვარების მიხედვით. თითოეული მოთხრობა ამავე დროს არის ნომინანტი პრემიისა ,,წლის საუკეთესო მოთხრობა’’.
ავტორი: ნანა ექვთიმიშვილი
სათაური: მსხლების მინდორი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,მსხლების მინდორი’’ ქართველი კინორეჟისორისა და სცენარისტის ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია. ნაწარმოებში მწერალი თბილისის ბავშვთა სახლში მიმდინარე პროცესებზე მოგვითხრობს: მძიმე სოციალური გარემო, მომავლის უპერსპექტივობა, ადგილი სადაც არჩევანზე ფიქრი არ არსებობს.. , ,მსხლების მინდორის’’ თარგმანით არაერთი გერმანული გამომცემლობა დაინტერესდა.
ავტორი:
სათაური: POPULAR PHOTOGRAPHY - ფოტო ხელოვნება - სრული კურსი
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე ილუსტრირებულ ალბომში მკითხველი ფოტოგრაფიის ყველა ასპექტისთვის აუცილებელ უამრავ ხერხს აღმოაჩენს - საჭირო აპარატის შერჩევით დაწყებული და მასზე გადაღებისთვის აუცილებელი პარამეტრების დაყენებით დამთავრებული. მოცემულია მითითებები, თუ როგორ უნდა დავიჭიროთ შუქი უფრო ზუსტი გამოსახულების ეფექტისთვის, როგორ უნდა გადმოვცდეთ წარმოსახვითი სცენა დასრულებულ ფოტოდ და ა.შ. წიგნი ერთნაირად საინტერესოა როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის.
ავტორი: ცისანა გენძეხაძე
სათაური: პოეტის მკაცრი ოთახი (შტრიხები ოთარ ჭილაძის პორტრეტისათვის)
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე წიგნი მრავალმხრივ საინტერესოა. აქ მკითხველი წაიკითხავს ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს, სამეცნიერო წერილებს, მკითხველის შთაბეჭდილებებს, რომელიც მთლიანობაში ერთ მიზანს ემსახურება - გვაჩვენოს ოთარ ჭილაძის პიროვნებისა და შემოქმედების ძირითადი შტრიხები. წიგნში შესულია ოთარ ჭილაძის გამოუქვეყნებელი ლექსები, რომლებიც 1948-1950 წლებში დაიწერა. ,,პოეტის მკაცრი ოთახი’’ - ეს ფრაზა ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი პოემიდანაა, რომელიც გალაკტიონ ტაბიძეს ეძღვნება. ამ სიტყვებში კარგად ჩანს ის გარემო, სულიერი ატმოსფერო, სადაც ნამდვილი შემოქმედი ცხოვრობს და იბრძვის, რომ თვითონაც გადარჩეს და თავისი სიტყვებით სხვებსაც შეაშველოს ხელი, გააძლიეროს.
ავტორი: ივანე ამირხანაშვილი
სათაური: დაკარგული ავტორის ძიებაში
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე წიგნში თავმოყრილია ავტორის მერ ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნილი კრიტიკული ეტიუდები და ლიტერატურული წერილები, რომლებშიც განხილულია თანამედროვე მწერლობის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა ქართული პროზა და პოეზია, ავტორი და ტექსტი, წიგნი და მკითხველი, ლიტერატურა და საზოგადოება. სხვადასხვა თაობის მწერალთა შემოქმედების ანალიზის მეშვეობით ნაჩვენებია ქართული მწერლობის თანამედროვე კონტურები და ფასეულობითი თვალსაწიერი.
ავტორი: ერიკ ბერნი
სათაური: თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ - ადამიანური ურთიერთობების ფსიქოლოგია
გამომცემლობა: არეტე
გამოშვების წელი: 2015
ერიკ ბერნი ცნობილი ებრაელი მედიცინის დოქტორია. აღნიშნული წიგნი - ,,თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ’’ პირველად 1964 წელს გამოიცა, მიუხედავად იმისა, რომ იგი პროფესიონალი ფსიქოთერაპევტებისათვის დაიწერა, გამოსვლისთანავე დაიმსახურა მკითხველთა ფართო წრის დადებითი შეფასება და ერიკ ბერნის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
ავტორი: გელა გელაშვილი
სათაური: რელიეფურ გლობუსთა თავისებურებანი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
ახალგაზრდა ქართველი მწერლის, გელა გელაშვილის მოთხრობების სადებიუტო კრებულში თავმოყრილ ამბებში საინტერესოდაა გადმოცემული 90-იანი წლებისა და ოცდამეერთე საუკუნის საქართველო, ასევე ამ პერიოდის ამერიკა. თვისობრივად, სერიოზული ტექსტები გაჯერებულია მსუბუქი ირონიით, სარკაზმით, თვითირონიითა და გამორჩეული პოეტურობით. ავტორი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან, საინტერესო ეპიზოდებს უზიარებს მკითხველს და კიდევ ერთხელ არწმუნებს რამხელა ძალა აქვს მეგობრობას, პატრიოტიზმსა და ბავშვობის მოგონებებს.
ავტორი: ბექა ქურხული
სათაური: ღია კარის ქვეყანა
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე კრებულში გაერთიანებულია 2011-2013 წლებში დაწერილი ავტორის წერილები, ესეები და ლიტერატურული პორტრეტები.
ავტორი: მარი ბექაური
სათაური: სამხრეთის უბანი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
მარი ბექაური ახალგაზრდა ქართველი მწერალი და ფილოსოფოსია. ,,სამხრეთის უბანი’’ ავტორის ბოლოდროინდელი ესეისტური რომანია, რომლის პერსონაჟებსაც თითქოს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. რომანში სიუჟეტი მონმარტსა და პარიზიდან 30-იანი წლების საქართველოში გადადის, ბოლოს კი 90-იან წლებში ხვდება მკითხველი.
ავტორი: ბალთაზარ გრაციანი
სათაური: ჯიბის ორაკული, ანუ კეთილგონიერების ხელოვნება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
ესპანელი მწერალი ბალთაზარ გრაციანი მორალესი ბაროკოს ეპოქის მწერლობას მიეკუთვნება, რომლის შემოქმედება 21-ე საუკუნეშიც ერთობ აქტუალურია. მის შემოქმედებას ახასიათებს ღრმა ერუდიცია, მოვლენათა და საგანთა არსში ორიგინალური წვდომა, აზროვნება და ა.შ. ,,ჯიბის ორაკული, ანუ კეთილგონიერების ხელოვნება’’ ბაროკოს ეპოქის დიდაქტიკურ-ფილოსოფიური სალიტერატურო სტილის, კონცეპტივიზმის, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ყოფითი სიბრძნე, რომელიც დაკვირვებულობას, შორსმჭვრეტელობას, სიმშვიდეს, საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა შეცნობასა და დიდსულოვნებას საჭიროებს, ,,ჯიბის ორაკულის’’ შეგონებების ძირითადი თემაა.
ავტორი: ბლეზ პასკალი
სათაური: აზრები
გამომცემლობა: carpe diem
გამოშვების წელი: 2014
,,აზრები’’ ცნობილი მათემატიკოსისა და ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ბლეზ პასკალის შემოქმედებითი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც გადმოცემულია ავტორის ეთიკური და ფილოსოფიური მრწამსი.
ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
სათაური: არაბულის მასწავლებელი
გამომცემლობა: საუნჯე
გამოშვების წელი: 2014
ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებული: “არაბულის მასწავლებელი” აერთიანებს იმ ახალ ლექსებს, რომლებიც ბოლო 8-9 წლის მანძილზე დაიწერა. ავტორი, მიუხედავად მაძიებელი ბუნებისა, არ მიმართავს მკვეთრ ექსპერიმენტებს და არ ღალატობს თავისი შემოქმედების ძირითად მიმართულებებს. თავისი დამოკიდებულებები ცხოვრების, მისი სისასტიკის და დაუნდობლობის თუ მშვენიერებისა და სიკეთის მიმართ, გამოხატული ხან სევდიანი, ხან ირონიულ-პაროდიული ხასიათით, მდიდარი ლექსიკა, ღრმა პოეტური აზროვნება და ინტელექტუალური გამოცდილება, ყველაფერი ერთად ქმნის მის ერთი შეხედვით სადა, მაგრამ საკმაოდ მრავალფეროვან პოეზიას.
ავტორი: ზურაბ ხასაია
სათაური: ძველი მსოფლიოს ფილოსოფია
გამომცემლობა: carpe diem
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე წიგნში გადმოცემულია ძველი ჩინეთისა და ინდოეთის, საბერძნეთისა და რომის ფილოსოფოსთა მოძღვრებანი. ავტორი ცდილობს მიუკერძოებლად, ,,ნეიტრალური’’ პოზიციიდან განიხილოს საკაცობრიო აზროვნებისათვის ტონის მიმცემ ფილოსოფოსთა მთავარი იდეები და აჩვენოს უკანასკნელთა კავშირი მაშინდელ დროებასთან, აგრეთვე მათი მნიშვნელობა ჩვენი ეპოქისთვის. თხრობა გამოირჩევა ფილოსოფიური საფუძვლიანობით, ავტორისათვის დამახასიათებელი ნათელი სტილით და მაღალი ლიტერატურული გემოვნებით.
ავტორი: რევაზ გაჩეჩილაძე
სათაური: საქართველო მსოფლიო კონტექსტში - XX და XXI საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
,,საქართველო მსოფლიო კონტექსტში - XX და XXI საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები’’ წარმოადგენს 2008-2011 წლებში ავტორის მიერ გამოცემული ორტომეულის ,,ჩემი მეოცე საუკუნე: წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში’’ გადამუშავებულ ვარიანტს. ამავდროულად, წინამდებარე წიგნის ქრონოლოგიური ჩარჩო გაფართოებულია და XXI საუკუნის დასაწყისსაც მოიცავს. საქართველო განხილულია მსოფლიო გეოპოლიტიკის, პოლიტიკური და სოციალური ისტორიისა და გეოგრაფიის ფონზე.
ავტორი: ბესიკ მეურმიშვილი
სათაური: სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება ქართულ სისხლის სამართლის პროცესში (გამოძიების სტადიაზე)
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომი შეეხება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებისა და განხორციელების თავისებურებებს ქართულ სისხლის სამართლის პროცესში. ნაშრომში განხილულია სახელმწიფოს ისეთი პროცესუალური მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების წინაპირობებს. სახელმძღვანელო მოიცავს საინტერესო და ამასთანავე, ზოგიერთ განსხვავებულ მოსაზრებას სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების, მისი განხორციელების პრობლემატურ საკითხებზე, რაც დაფუძნებულია მრავალი მეცნიერული ნაშრომის და საგამოძიებო სასამართლო პრაქტიკის ღრმა ანალიზზე.
ავტორი:
სათაური: სისხლის სამართლის კანონმდებლობის აქტუალური საკითხები (პრობლემები და ინოვაციები)
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომში საუბარია სისხლის სამართლის კანონმდებლობის შემდეგ აქტუალურ საკითხებზე: მინიმუმზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, პირობით მსჯავრთან დაკავშირებული საკითხი, თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის საკითხი, ობიექტური და სუბიექტური ნიშნით კვალიფიცირებული შემადგენლობის გამიჯვნის მნიშვნელობა ამსრულებლისა და თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისას, თაღლითობის გამიჯვნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილში გასატარებელი რეფორმები და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრობლემა.
ავტორი: რაჟდენ არსენიძე
სათაური: დემოკრატიული რესპუბლიკა - მეორე გამოცემა
გამომცემლობა: დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
გამოშვების წელი: 2014
წიგნში გადმოცემულია ქართველი სოციალ-დემოკრატების პროგრამული შეხედულებები სახელმწიფო მოწყობისა და მართვა-გამგეობის საკითხებთან დაკავშირებით. იგი მრავალმხრივ საინტერესო გამოცემაა, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური და ისტორიული თვალსაზრისით. ავტორის შეხედულებები იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ იგი საკონსტიტუციო კომისიის წევრი გახლდათ და ერთი პერიოდი თავმჯდომარეობდა კიდეც მას. შემდეგში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრის თანამდებოსაც იკავებდა. მოსაზრებები საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მან და მისმა თანამოაზრეებმა საქართველოს პირველ კონსტიტუციაშიც ასახეს. ამდენად, ნაშრომი საშუალებას იძლევა, ჯეროვნად და სრულად შეფასდეს შეხედულებათა ევოლუცია 1917-1921 წლებში. ნაშრომი პირველად 1917 წელს ფამოიცა და ფაქტობრივად, მასში აისახა სოციალ-დემოკრატთა შეხედულებები საკონსტიტუციო სამართალსა და სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებით.
ავტორი: გურამ ნაჭყებია
სათაური: ზოგიერთი საკანონმდებლო წინადადების მეთოდოლოგიური დასაბუთების პრობლემები
გამომცემლობა: დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
გამოშვების წელი: 2015
ნაშრომი ეხება სისხლის სამართლის რამდენიმე მნიშვნელოვან ტერმინოლოგიურ და მეთოდოლოგიურ პრობლემას. მოცემულია საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და სრულყოფისათვის. წიგნის ბოლოს სპეციალურად არის დასმული საკითხი იმის შესახებ, რომ დანაშაულისა და სასჯელის შინაგანი ერთიანობის დასაბუთებისთვის აცულებელია ე.წ. პოზიტიური პასუხისმგებლობის იდეა.
ავტორი: თამარ პაპაშვილი, დიმიტრი გეგენავა
სათაური: კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელი - ნორმატიული მოწესრიგების ხარვეზები და პერსპექტივა
გამომცემლობა: დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
გამოშვების წელი: 2015
,,კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელი - ნორმატიული მოწესრიგების ხარვეზები და პერსპექტივა’’ ერთგვარი მცდელობაა, გააერთიანოს ქართული სამართლებრივი სინამდვილისათვის რელევანტური ინფორმაცია. ნაშრომში წარმოდგენილია კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებული საკითხები, გავრცელებული თეორიები და ქართული პრაქტიკა, ასევე რეკომენდაციები და წინადადებები.
ავტორი: ავთანდილ გეგენავა
სათაური: ნარდობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
გამომცემლობა: დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
გამოშვების წელი: 2015
,,ნარდობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი’’ კერძო სამართლის მიმართულებით შესრულებული ნაშრომია, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ბინის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე. გამოცემა საინტერესო იქნება პრაქტიკოსი იურისტების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა და ვალდებულებითი სამართლის საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.
ავტორი: იოსებ ყიფშიძე
სათაური: თხზულებანი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, იოსებ ყიფშიძის სამეცნიერო და პუბლიცისტური მოღვაწეობის ამსახველი მასალა, ეპისტოლური მემკვიდრეობა. წიგნში შევიდა აგრეთვე იოსებ ყიფშიძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტები. მეცნიერის შრომების მასალების უმეტესობა იბეჭდება პირველად და ავტოგრაფული ნუსხებით.
ავტორი: ხატია შევარდნაძე
სათაური: ტიციან ტაბიძე და XIX საუკუნის ქართული მწერლობა
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნში, პირველად, მონოგრაფიულად არის შესწავლილი ტიციან ტაბიძის, როგორც პოეტისა და პროზაიკოსის მიმართება XIX საუკუნის ქართულ პოეზიასთან. დაკვირვების საგნადაა ქცეული ქართველ კლასიკოსთა - გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი გავლენის კვალი ტიციან ტაბიძის პოეზიაზე. განხილულია ტიციან ტაბიძის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, ესეები, რომლებიც XIX საუკუნის ქართულ მწერლობასა და მის ცალკეულ წარმომადგენლებს ეძღვნება. ნაშრომის ბოლოში განხილულია ტიციან ტაბიძის ნარკვევი ,,ახალი ქართული ლიტერატურა’’, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის სულ ახლახან გახდა ცნობილი.
ავტორი:
სათაური: ნიკო ნიკოლაძის ეპისტოლური მემკვიდრეობიდან
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებული წარმოადგენს წიგნადქცეულ პირად წერილებს, რომელშიც გაერთიანებულია ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, ნიკო ნიკოლაძის 1921-1926 წლებში დაწერილი ეპისტოლარული მემკვიდრეობა. ნიკო ნიკოლაძე ამ პერიოდში საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობისაგან ლონდონში იყო მივლინებული ჭიათურის მარგანეცის საქმეების მოსაწესრიგებლად.
ავტორი: გურამ კუტალია, ელდარ მამისთვალიშვილი, ნარგიზა კალანდია
სათაური: დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ისტორია
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ისტორიის ის ხანა, რომელსაც ჩვეულებრივ გარდამავალ პერიოდად ანუ ადრეულ ახალ დროდ (XV-XVII სს.) მოიხსენიებენ. ეს ის დროა, როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ხდებოდა ძირეული ცვლილებები ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, ისახებოდა კაპიტალისტური ურთიერთობის ელემენტები. წიგნში გადმოცემულია ის ძირეული გარდაქმნები, რაც ევროპის წამყვანი ქვეყნების სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში ხდებოდა. ნაშრომი მოიცავს ადრეული ახალი დროის დასავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიას. ეს ეპოქა ხასიათდება ღრმა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებებით.
ავტორი: რამაზ აბესაძე
სათაური: ეკონომიკური განვითარება
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან დისციპლინას - ,,ეკონომიკური განვითარება’’. ნაშრომი განკუთვნილია ასევე მეცნიერ-ეკონომისტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. ,,ეკონომიკური განვითარება’’ აღიქმება ორგვარი გაგებით. პირველის მიხედვით, ის არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ეკონომიკაში, მეორე გაგებით კი, არის ეკონომიკური დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ამ პროცესებს.
ავტორი: ვუდი ალენი
სათაური: ჩემი აპოლოგია
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
,,ჩემი აპოლოგია’’ თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სცენარისტის, მსახიობისა და რეჟისორის - ვუდი ალენის მოთხრობების სრული კრებულია, რომელშიც თავმოყრილია 1971-1980 წლებში შექმნილი 46 ნაწარმოები. მოთხრობებს აერთიანებთ ავტორისთვის დამახასიათებელი დახვეწილი და ინტელექტუალური იუმორი.
ავტორი: ანდრეი ბელი
სათაური: პეტერბურგი
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
,,პეტერბურგი’’ ცნობილი რუსი მწერლის, ანდრეი ბელის ერთ-ერთი გამორჩეული მოდერნისტული რომანია. ავტორმა რომანში გადმოსცა რევოლუციის წინა ხანის პეტერბურგი. რომანის სიუჟეტი თითქოს იყოფა სამ ხაზად. სამივე ხაზი მთავრდება სიკვდილით და პეტერბურგის ,,ხატთან’’ მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი მკვეთრი გარდატეხით.
ავტორი: უილიამ ფოლკნერი
სათაური: გვამის შემგინებელი
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
,,გვამის შემგინებელი’’ ცნობილი ამერიკელი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის უილიამ ფოლკნერის 1948 წელს გამოცემული დეტექტიური რომანია. წიგნი საინტერესოა იმით, რომ მკითხველის თვალწინ სიუჟეტი კარდინალურად იცვლება და ნაწარმოებში ახალი დრამატურგიული ხაზი შემოდის. მოვლენები 16 წლის ბიჭის, ჩიკ მელისონის გარშემო ვითარდება. რომანში მკვლელობის საიდუმლოს ამოხსნის მნიშვნელობას ძალიან ოსტატურად ენაცვლება რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის თემატიკა.
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა
სათაური: ცუდი გოგოს ოინები
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
,,ცუდი გოგოს ოინები’’ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის - მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია. მწერალი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის რთული, წინააღმდეგოგებით სავსე ურთიერთობების შესახებ. რომანის გმირების ცხოვრება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის პარალელურად ვითარდება. წიგნს ვრცელი გეოგრაფია აქვს - ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მადრიდი, სადაც ორიგინალურად ენაცვლება ერთმანეთს ამ ქალაქებში მომხდარი უჩვეულო მოვლენები და რომანის გმირების ურთიერთობა.
ავტორი: ბესიკ ხარანაული
სათაური: ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
,,ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს’’ - ასე ეწოდება ბესიკ ხარანაულის ახალ წიგნს, სადაც ყვავი ასაკის სიმბოლოდ არის გამოყენებული და თითოეული მკითხველი თავად შეძლებს იპოვნოს სასურველი პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ,,სიბერის წარმტაც კონტურებს’’. წიგნში მარადიული თემები: სიკვდილ-სიცოცხლე, სიყვარული, სიძულვილი თუ სხვა გრძნობები განსხვავებული კუთხით არის წარმოჩენილი და გამოირჩევა ავტორისათვის დამახასიათებელი მოხდენილი იუმორით.
ავტორი: მილორად პავიჩი
სათაური: უნიკალური ეგზემპლარი
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
მილორად პავიჩის ,,უნიკალური ეგზემპლარი’’ პირველად 2004 წელს გამოიცა. რომანს ასი დასასრული აქვს, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, მისთვის სასურველი ვერსია აირჩიოს. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ წიგნს გადაშლის, უნიკალური ეგზემპლარის მფლობელი გახდება. თავად მილორად პავიჩის თქმით, ,,უნიკალური ეგზემპლარის’’ დაწერის იდეა მას სიზმარში მოუვიდა. წიგნის მთავარ თემად სწორედ სიზმრები გვევლინება. ,,უნიკალური ეგზემპლარი’’ არის დეტექტიური რომანი ადამიანური სისუსტეების, ფობიებისა და სიყვარულის შესახებ, რომელსაც პერსონაჟები საბედისწერო გადაწყვეტილებამდე მიჰყავს.
ავტორი: მილორად პავიჩი
სათაური: ჩაით დახატული პეიზაჟი
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
,,ჩაით დახატული პეიზაჟი’’ ცნობილი სერბი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის მილორად პავიჩის მრავალწახნაგოვანი რომანია, სადაც გზადაგზა ჩნდებიან უჩვეულო და იდუმალი პერსონაჟები, თუმცა ყველაზე აღსანიშნავია, მთავარი გმირიც - მწერლის უსაყვარლესი ქალაქი ბელგრადი, რომლის ქუჩები სავსეა მისტიკური საიდუმლოებებით.
ავტორი: მილორად პავიჩი
სათაური: სხვა სხეული
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
მილორად პავიჩის რომანი ,,სხვა სხეული“ გამორჩეულად საინტერესო ნაწარმოებია. რომანის მთავარი გმირია ხატკეთილი ანა, რომელიც თავის მიჯნურთან ერთად XVIII საუკუნის ვენეციაში ცხოვრობს. ისინი ფერისმცვალებელი ქვის ბეჭდისა და ფეხიანი სასმისის ძირზე წარწერილი უცნაური გამონათქვამის საიდუმლოს გამოცნობას ცდილობენ. თითქმის სამასი წლის შემდეგ სერბი მწერალი და მისი ცოლი ლიზა კვლავ წააწყდებიან ქვის ბეჭდის, გამონათქვამისა და ,,ღვთისმშობლის ცრემლთა’’ გამოცანა საიდუმლოს...
ავტორი: მილორად პავიჩი
სათაური: უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ტაროს კარტზე, სადაც თავების თანმიმდევრობა და, აქედან გამომდინარე, პერსონაჟთა ბედიღბალიც, დამოკიდებულია კარტების განლაგებაზე. ეს არის წიგნი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე, ადამიანებზე... თხრობა და კარტების განლაგება თანმიმდევრულია, სწორედ ეს განსაზღვრავს რომანის ფორმის ორიგინალურობას... ლიტერატურათმცოდნეები მაღალ შეფასებას აძლევენ მილორად პავიჩის ტექსტების სიმარტივესა და შინაარსის მრავალგანზომილებიანობას.
ავტორი: მილორად პავიჩი
სათაური: შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
,,შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა’’ ცნობილი სერბი მწერლის, მილორად პავიჩის ერთ-ერთი გამორჩეული პროზაული კრებულია, რომელიც რამდენიმე ნოველისაგან შედგება, მაგრამ მწერალს განუყოფელ რომანად მიაჩნია. ეს არის თავისებური ლიტერატურული თამაშის სამყარო. მწერალი თამაშობს სიტყვებით, ლიტერატურული პერსონაჟებით, მწერლებით, მხატვრებით, მუსიკოსებით და ა.შ.
ავტორი: იასმინა მიხაილოვიჩი
სათაური: ხაზართა ზღვის ნაპირებზე
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
იასმინა მიხაილოვიჩი ცნობილი სერბი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია. აგრეთვე სამოგზაურო პროზის რამდენიმე წიგნის, ნარკვევებისა და რომანის ავტორი. ,,ხაზართა ზღვის ნაპირებზე’’ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეგზოტიკურ აზერბაიჯანში მოგზაურობისა და კერძო-საჯარო მოგონებების აღწერის ფონზე ავტორი გვიამბობს ორი სერბი მწერლის სიყვარულზე, რომლებიც სიკვდილმაც კი ვერ დააშორა. ოთხი პროზაული ნაწილი, რომლისგანაც აღნიშნული წიგნი შედგება, ავტორმა სწორედ იმ ორიგინალური და უჩვეულო ლიტერატურული ხერხების დაცვით განალაგა, რომლებსაც მისი მეუღლე, ასევე ცნობილი მწერალი, მილორად პავიჩი ასე ხშირად მიმართავდა თავის ნაწარმოებებში.
ავტორი: ჯონ სტაინბეკი
სათაური: თაგვებსა და ადამიანებზე
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
,,თაგვებსა და ადამიანებზე’’ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია 1952 წლის ნობელიანტი ამერიკელი მწერლის - ჯონ სტაინბეკის შემოქმედებაში. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. მწერალი დიდი ოსტატობით გვიჩვენებს უბრალო ადამიანების ხვედრს რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში.
ავტორი: უილიამ ფოლკნერი
სათაური: აგვისტოს ნათელი
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
,,აგვისტოს ნათელი’’ცნობილი ამერიკელი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის უილიამ ფოლკნერის რომანია, რომელიც პირველად 1932 წელს გამოქვეყნდა. გამოსვლისთანავე იგი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრად აღიარეს. უილიამ ფოლკნერს ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ საკუთარი შემოქმედების უმთავრეს თემად თავისივე თავთან, თანამოძმესთან, დროსთად და გარემომცველ სინამდვილესთან დაპირისპირებული ადამიანის ბედი მიაჩნდა.
ავტორი: ჰერტა მიულერი
სათაური: მელა მაშინ უკვე მონადირე იყო
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
,,მელა მაშინ უკვე მონადირე იყო’’ ცნობილი გერმანელი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ჰერტა მიულერის ბოლოდროინდელი რომანია, რომლის მთავარი თემაა – გადატანილი ტყვეობისა და ძალადობის გამოცდილება, ინდივიდუალური და კოლექტიური მახსოვრობა, წარსულის მეხსიერებიდან განდევნა და ადვილი დავიწყება.
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი
სათაური: ჩერნობილის ლოცვა
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნში ავტორი საბჭოთა (პოსტსაბჭოთა) მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმოების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტები შექმნას. რომანი ,,ჩერნობილის ლოცვა’’ (1997) იმ სერიის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა ,,უტოპიის ხმები’’ უწოდა. ავტორი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.
ავტორი: კატო ჯავახიშვილი
სათაური: ორი ფინჯანი - დიალოგები
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
,,ორი ფინჯანი’’ ინტერვიუების სრული კრებულია, რომლებიც წლების მანძილზე, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში ქვეყნდებოდა. ავტორის მიზანია, თანამედროვე მწერალთა პიროვნების უკეთ გაცნობა საზოგადოებისთვის. პოეტები, პროზაიკოსები, მთარგმნელები და პუბლიცისტები - კრებულში მრავალფეროვანი სპექტრია თავმოყრილი და თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესებზე ამ წიგნითაც შეუქმნის მკითხველს წარმოდგენას.
ავტორი: მორჩილაძე აკა
სათაური: ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
,,ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს’’ ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის ახალი წიგნია. კრებულში გაერთიანებულია 2010-2014 წლების ქართულ პერიოდიკაში დაბეჭდილი მწერლის საავტორო სვეტები.
ავტორი: ანიკა მექანიკური
სათაური: სახლების მოშინაურება
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
ახალგაზრდა მწერალი ანიკა მექანიკური სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის – “შემოდგომის ლეგენდის” მონაწილეა. სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში გაჩნდა იდეა, ახალგაზრდა ავტორის პირველი სადებიუტო ნაშრომი გამოეცათ. ,,სახლების მოშინაურება’’ ანიკა მექანიკურის მოთხრობების კრებულია.
ავტორი: გიორგი კეკელიძე
სათაური: ცხრათავიანი ფეხბურთის ამბავი
გამომცემლობა: არტანუჯი
გამოშვების წელი: 2015
,,ცხრათავიანი ფეხბურთის ამბავი’’ გიორგი კეკელიძის ბოლოდროინდელი ესეების კრებულია, რომელიც ძირითადად ფეხბურთისა და ლიტერატურის თემას ეხება. ესეები დაწერილია მარტივი ენით და გამოირჩევა ფრაგმენტულობით.
ავტორი: კრისტოფერ ოსაკვე
სათაური: ანგლო-ამერიკულ სამართალში მორალური ზიანის ცნება, კლასიფიკაცია და ანაზღაურება
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს აშშ-ის ტულანის სამართლის სკოლის შედარებითი სამართლის პროფესორის, კრისტოფერ ოსაკვეს სტატიის თარგმანს. თარგმანი იმით არის საინტერესო რომ საკითხი ეხება ქართული იურიდიული მეცნიერებისა და სასამართლო პრაქტიკისთვის მეტად მნიშვნელოვან - მორალური ზიანის ინსტიტუტს, მის ადგილსა და მნიშვნელობას საერთო სამართლის სისტემის ქვეყნებში. სახელმძღვანელო მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის არა მარტო მორალურ ზიანზე, არამედ მთლიანად ანგლო-ამერიკულ დელიქტურ სამართალზე. წიგნს თან ერთვის ინგლისურ ენაზე ის მნიშვნელოვანი ტერმინები, რომელთა შესწავლა სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას პირველწყაროდან გაეცნონ მათთვის საინტერესო საკითხებს.
ავტორი: პოლიკარპე (თემურ) მონიავა, მიხეილ მამნიაშვილი, ნანა (ნინო) რევაზიშვილი და სხვ.
სათაური: საპროკურორო სამართალი
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში პროკურატურის განსაკუთრებული როლისა და დანიშნულების გათვალისწინებით, საპროკურორო სამართალი ვიწრო გაგებით გულისხმობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებით მოწესრიგებულ იმ ურთიერთობებს, რომელთა ძალითაც პროკურორი უფლებამოსილია: მყისიერად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით, დაიწყოს გამოძიება, განახორციელოს მასზე საპროცესო ხელმძღვანელობა და ა.შ. საპროკურორო სამართალი სწავლობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში პროკურატურის მონაწილეობის ფორმებს და წარმოაჩენს ამ საქმიანობის პროცესში მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. წინამდებარე ნაშრომი განკუთვნილია პროკურატურის მუშაკების, სხვა პრაქტიკოსი იურისტების (მოსამართლეების, ადვოკატების), იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების და ამ თემატიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
ავტორი: ოთარ მელქაძე
სათაური: საპარლამენტო სამართალი მსოფლიო პრაქტიკაში და ქართულ რეალობაში
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე სახელმძღვანელო რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილისაგან შედგება. ძირითად ნაწილში განხილულია საპარლამენტო სამართლის მნიშვნელოვანი თემები, პარლამენტის საქმიანობის საკონტროლო ფორმები და მეთოდები დანიშნულების მიხედვით. წიგნში ასევე საუბარია საკანონმდებლო ხელისუფლების სტრუქტურული კონსტიტუციისათვის დამახასიათებელ თავისებურებებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მისი ურთიერთდამაკავშირებელ სისტემაზე. ორივე მეთოდის ერთობლიობით წარმოდგენილია საპარლამენტო სისტემის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულაციის თანამედროვე მექანიზმები და მათი რეგულირების პირობები.
ავტორი: ქეთევან ქოჩაშვილი
სათაური: მფლობელობა და საკუთრება - ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში
გამომცემლობა: ,,ბონა კაუზა’’
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე მონოგრაფიაში სამოქალაქო სამართლის სუბსტანციური ინსტიტუტების - მფლობელობისა და საკუთრების შესახებ არის მსჯელობა. ნაშრომის შინაარსი მოიცავს თითქმის ყველა ძირეულ საკითხს, რაც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ადამიანთა მოდგმის არსებობისთვის განუყოფელ ამ ინსტიტუტებს. წიგნს თან ერთვის პრაქტიკული ხასიათის მასალა, კერძოდ ტექსტები სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილსა და სანივთო სამართალში. მონოგრაფიაში გამოკვლელულია სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტური ინსტიტუტების - მფლობელობისა და საკუთრების ურთიერთკავშირი ცნებების, წარმოშობა-განვითარების და დაცვის თვალსაზრისით ისტორიულ, დოგმატურ და შედარებით სამართლებრივ ჭრილში.
ავტორი: მალხაზ ლომსაძე
სათაური: სისხლის სამართლის პროცესი
გამომცემლობა: ,,ბონა კაუზა’’
გამოშვების წელი: 2015
ნაშრომში სამეცნიერო კვლევითი მეთოდების გამოყენებით ამომწურავადაა განხილული მოქმედი საპროცესო კოდექსის ცალკეული დებულებები, გამოთქმულია კრიტიკული შენიშვნები, დასმულია საკანონმდებლო წინადადებები კანონმდებლობის დახვეწისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი იურიდიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის, მეცნიერ იურისტებისათვის, პრაქტიკოსი მუშაკებისათვის და სიხლის სამართლის პროცესის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.
ავტორი: სალომე ბახია-ოქრუაშვილი
სათაური: აფხაზთა ჩვეულებითი სამართალი
გამომცემლობა: ირიდა
გამოშვების წელი: 2015
ჩვეულებათა სამართალი ხალხური ტრადიციული ჩვეულებებისა და ეთიკური ქცევის თავისებურებათა ერთობლიობაა, რომელიც საზოგადოებაში მისი ხანგრძლივი და მრავალგზისი გამოყენების შედეგად შეიქმნა. აქედან გამომდინარე, სამართლის საკითხები - ქცევის ნორმების, ღირებულებების, ადამიანის სხვადასხვა ჩვევევის სოციალურ ერთობლიობასთან ფუნქციურ კავშირში შესწავლას ითვალისწინებს. წინამდებარე წიგნში პირველად, საქართველოს ერთ-ერთ მხარეში, აფხაზთა ჩვეულებითი სამართლის საკითხების ფართო სპექტრია თავმოყრილი და განხილული. ნაშრომი ეთნოლოგიურია და იმ ნორმათა მონოგრაფიულ კვლევას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც მიწათსარგებლობის, ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, სისხლის სამართლის, კომპოზიციის სისტემის და სხვა საკითხების მოწესრიგება ხდებოდა. ნაშრომი საინტერესოა როგორც ეთნოლოგებისთვის, ისე სამართლის ინსტიტუტების მკვლევართათვის.
ავტორი: თამარ ლალიაშვილი
სათაური: საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი - ზოგადი ნაწილი
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი შესაძლებლობას აძლევს მკითხველს, გაეცნოს საქართველოს სიხლის სამართლის პროცესის სამართლებრივ საფუძვლებს, პროცესის მიზნებსა და ამოცანებს, პროცესის სტადიებსა და მათ წარმოებას. წიგნი მკითხველს ასევე სთავაზობს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციით, ევროპული კონვენციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და სხვა საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დამცავ, სისხლის სამართლის პროცესის ფუძემდებლურ პრინციპებს. ნაშრომი ასევე მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ძირითადი ინსიტუტების მიმოხილვას. მასში, ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, წარმოდგენილია საპროცესო კოდექსში არსებული ხარვეზები, პრობლემატური საკითხები და შემოთავაზებულია მათი გადაჭრის გზები.
ავტორი:
სათაური: საქართველოს საგადასახო კოდექსი
გამომცემლობა: ,,ბონა კაუზა’’
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სახდელისა და უფლებამოსილი ორგანოს საამრთლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმდებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ავტორი: ამირან ზანაიშვილი
სათაური: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარები
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კომენტარების მიზანია წარმოაჩინოს ორგანული კანონის სულისკვეთება, მასში გაზიარებულია განვითარებული ევროპული ქვეყნების გამოცდილება, საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების რეკომენდაციები, შედარებითი ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილია პრიორიტებების სამართლებრივი რეგულაციების უპირატესობები, გაანალიზებულია ევროსაბჭოს რეკომენდაციები, მოშველიებულია ავტორის მოხსენებები და პოზიციები კანონთან დაკავშირებით.
ავტორი: გიორგი მახარობლიშვილი
სათაური: კორპორაციული მართვის ზოგადი ანალიზი
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია საკორპორაციო სამართლის ბირთვის, კორპორაციული მართვის მაფორმირებელი ძირითადი ელემენტები ზოგად კონტექსტში. ნაშრომში გამოყენებულია კვლევის შედარებით-სამართლებრივი მეთოდი, რომელიც მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ქართულ კორპორაციულ-სამართლებრივ განზომილებებს.
ავტორი: დავით ძამუკაშვილი
სათაური: ინტელექტუალურ უფლებათა სამართალი
გამომცემლობა: ,,ბონა კაუზა’’
გამოშვების წელი: 2014
ინტელექტუალური უფლებების სამართალს გამორჩეული ადგილი უკავია თანამედროვე ცხოვრებაში. მისი ნორმათა ერთობლიობა და სამართლებრივად განმტკიცებული წესრიგის დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია ზესახელმწიფოებისთვისაც და ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოსათვისაც. წინამდებარე ნაშრომში ინტელექტუალური უფლებები და ურთიერთობები განხილულია ზოგადი არსიდან მოყოლებით. წიგნი გაუადვილებს ამ საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირებს ინტელექტუალურ უფლებათა სამართლისათვის დამახასიათებელ საფუძვლებში გარკვევას.
ავტორი: ციური ყურშუბაძე, იაგო წულაძე
სათაური: საზღვაო დაზღვევა და მასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულირება
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2013
წინამდებარე ნაშრომის ძირითადი ნაწილი მოიცავს საზღვაო დაზღვევის არსს, საზღვაო დაზღვევის სპეციფიკას, ,,კასკო’’ და ,,კარგო’’ დაზღვევას, გემთმფლობელობის პასუხისმგებლობის დაზღვევას და ა.შ. წიგნში ასევე განხილულია საზღვაო დაზღვევის არსი, მისი სამართლებრივი ასპექტები და საზღვაო რისკებთან დაკავშირებული ზღვაოსნობის ზოგიერთი ნიუანსი. წამოჭრილია საზღვაო დაზღვევაში არსებული სამართლებრივი საკითხები, მოტანილია რეკომენდაციები ფაქტების დოკუმენტირებასთან დაკავშირებით. ეს და სხვა მრავალი საკითხი რაც სახელმძღვანელოშია საუბარი გათვლილია საზღვაო უმაღლესის სასწავლებლების ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, აგრეთვე დაზღვევის სფეროთი და საზღვაო კომერციული გადაზიდვებით დაინტერესებული პირებისათვის.
ავტორი: ირმა შიოშვილი
სათაური: პოლიტიკა, სამართალი და კულტურა - ივანე ჯავახიშვილის კვლევის ობიექტი
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2014
ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის მთავარი სარბიელი მეცნიერება და მასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული პრობლემები იყო. იგი იკვლევდა არა წმინდა ღირებულებებს, როგორც მნიშვნელობებს, არამედ ,,ღირებულ საგნებს’’, ,,ღირებულ რეალობებს’’, რომლებიც კულტურის სახით არსებობენ. ისტორიკოსის საქმეა მათში განხორციელებული ღირებულებების წვდომა, გაგება და გასაგნებული ღირებულებების გამოსახვა ობიექტური, უნივერსალური წესით. ამ ღირებულებებსა და ცნებებზეა სწორედ მსჯელობა აღნიშნულ მონოგრაფიაში.
ავტორი: ჯუმბერ რუსიაშვილი
სათაური: კანონმდებლობის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა - ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ზიანის ანაზღაურება
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარდგენილ სარჩელებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საპროცესო აქტების კრებულს. მასში სისტემატიზებული და გარკვეულწილად გამარტივებული ფორმით არის მოცემული უზენაესი სასამართლოს განჩინებები (გადაწყვეტილებები), რომლებიც, ერთობლიობაში აღებული, გვევლინება ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკის ნიმუშად. წიგნი დახმარებას გაუწევს მოსამართლეებს, ადვოკატებს, ადმინისტრაციული ორგანოს მუშაკებსა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს. კრებულში მოტანილი საპროცესო აქტები, როგორც კვლევის ობიექტი, საინტერესო იქნება სამეცნიერო საქმიანობთ დაკავებული პირებისთვისაც.
ავტორი: გიორგი მარიამიძე
სათაური: კაზუსები და მათი ამოხსნის მეთოდები სანივთო სამართალში - წიგნი I
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე წიგნის მიზანია მკითხველს ის საკითხები გააცნოს, რომლებიც ქართულ სასამართლო პრაქტიკასა და სამართლის თეორიაშია პრობლემატური. წიგნში სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობა პრაქტიკულ მაგალითებზეა აგებული და კაზუსების ამოხსნის გზები ავტორის მიერ შემოთავაზებული სქემებისა და მეთოდების სახით არის წარმოდგენილი. ნაშრომი დაეხმარება სტუდენტებსა და მოქმედ იურისტებს სამართლებრივ საკითხებში უკეთ გარკვევაში.
ავტორი: გიორგი თუმანიშვილი
სათაური: სისხლის სამართლის პროცესი - ზოგადი ნაწილის მიმოხილვა
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია სისხლის სამართლის პროცესის ზოგადი ნაწილი. მასში მიმოხილულია ის ძირითადი პრინციპები, რომლებზეც თანამედროვე ქართული სისხლის სამართლის პროცესი ბაზირებს. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს ახალი სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის ცალკეული ინსტიტუტების შესწავლაში.
ავტორი: ზურაბ ჭეჭელაშვილი
სათაური: სანივთო სამართალი
გამომცემლობა: ,,ბონა კაუზა’’
გამოშვების წელი: 2015
სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომელიც აწესრიგებს პირთა ურთიერთობებს ნივთებთან. სანივთო სამართალი იმავდროულად ქონებრივი სამართალიცაა, იგი სამოქალაქო კოდექსის განუყოფელი ნაწილია. წინამდებარე ნაშრომი განკუთვნილია კერძო სამართლის სფეროში მოღვაწე მოსამართლეთათვის და სხვა იურისტებისათვის, აგრეთვე სტუდენტებისა და კერძო სამართლის დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისათვის.
ავტორი: გიორგი რუსიაშვილი
სათაური: კაზუსები სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში -შედარებითსამართლებრივი მიმოხილვა
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
შედარებითი სამართალმცოდნეობა წარმოადგენს სამართალმცოდნეობის დარგს, რომელიც ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა მართლწესრიგში წარმოქმნილ ფენომენებს. ნაშრომის მიზანია უცხო ქვეყნების სამართლის დოქტრინების გათვალისწინებით ქართული სამართლისათვის დასკვნების გამოტანა, ამ დასკვნების გამოტანა უშუალოდ უცხოური სამართლის მიმოხილვისას ჩანართის სახით ხდება. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გერმანული სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტების ქართულ სამართალთან შეპირისპირებაზე, რის გამოც კრებულში გერმანიის სამოქალაქო კოდექსის დანაწესები უხვადაა ციტირებული. ეს, ერთის მხრივ მიზნად ისახავს მკითხველისათვის წიგნთან მუშაობის გაადვილებას და ასევე ქართველი იურისტებისათვის გერმანული სამოქალაქო სამართლის, როგორც ქართული სამართლის პირველწყაროს მნიშვნელობაზე მინიშნებას.
ავტორი: გიორგი ქელდიშვილი
სათაური: ტერორიზმი და ტერორისტული აქტები
გამომცემლობა: ბარტონი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომში მოცემულია ტერორიზმის თეორიული ანალიზი და მისი ფორმულირება. განხილულია ზოგადად ბრძოლის მექანიზმები, ტერორისტული ორგანიზაციები, ტერორისტული გამოვლინებები, რეზონანსული ტერორისტული აქტები და ცნობილი ტერორისტები. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის. აღნიშნული წიგნი არის მცდელობა ტერორიზმის სხვადასხვა კუთხით გაანალიზებისა. ზოგ თეორიულ მასალებთან ერთად, ფსიქოლოგიურ ფაქტორთა ბაზაზე ამ დანაშაულების მოტივების მნიშვნელობის განსაზღვრა, რისი გათვალისწინებაც შესაძლებლობას გვაძლევს ვიცოდეთ, თუ ვისგანაა მოსალოდნელი შესაბამისი მოქმედება და თუ რას წარმოადგენს ტერორისტის პიროვნება. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.
ავტორი:
სათაური: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
ავტორი: ამირან ზენაიშვილი
სათაური: საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარები
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნულ სახელმძღვანელოში გაანალიზებულია საერთაშორისო აქტებითა და კონვენციებით აღიარებული ვალდებულებების შედარებითი ანალიზი და წარმოჩენილია კოდექსთან შესაბამისობა. გამოყენებულია კვლევები ათეულობით განვითარებული ქვეყნებისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მაგალითზე, ინსტიტუტების მიხედვით მოყვანილია საერთაშორისო გამოცდილება. გაანალიზებული და შეფასებულია, როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე დასაქმებულთა გაერთიანების პოზიციები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანონში შემოტანილი, ახლებურად დახვეწილი ინსტიტუტების პრაქტიკაში გატარების გზებს. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ აქტუალურ საკითხებზე: განსახილველი ორგანული კანონის თავსებადობა ,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების’’ მონათესავე ნორმებზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მიღებული კონვენციების საფუძველზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებითა და შესაბამისი ნორმების შიდა კანონმდებლობაში იმპლემენტაციის აუცილებლობის საკითხებზე და ა.შ.
ავტორი: დავით გეფერიძე, ავთანდილ ხაზალია
სათაური: საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი და ტრანსნაციონალური კორპორაციები
გამომცემლობა: ,,ბონა კაუზა’’
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე ნაშრომში განხილულია თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები: საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის ცნების და არსის განსაზღვრის პრობლემები, წყაროები, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის რეგულირების ასპექტები, თანამედროვე ტრანსნაციონალური კორპორაციების შესახებ და სხვა დებულებები საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებზე. წიგნი დახმარებას გაუწევს იურისტ მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და პედაგოგებს. ნაშრომი განკუთვნილია საერთაშორისო სამართლის პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. წიგნის მიზანია გააცნოს დაინტერესებულ პირებს საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის, როგორც სპეციფიკური დარგის თავისებურებანი.
ავტორი:
სათაური: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
გამომცემლობა: ,,ბონა კაუზა’’
გამოშვების წელი: 2015
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა და ა.შ. ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლოა აქტებისაგან.
ავტორი: ვალერიან მეტრეველი
სათაური: ქართული სამართლის ისტორია
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე წიგნში განხილულია ქართული სამართლის ისტორიის, როგორც სასწავლო დისციპლინის პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი, მათ შორის: საგანი, მეთოდი, სისტემა, წყაროები, მეცნიერება. ნაშრომში ცალ-ცალკეა წარმოდგენილი ქართული სამართლის ისეთი დარგები, როგორიცაა: სახელმწიფო ანუ კონსტიტუციური სამართალი, სისხლის, სამოქალაქო, საოჯახო, სამემკვიდრეო და პროცესუალური სამართალი, შესაბამისი სამართლებრივი ინსტიტუტებით. სახელმძღვანელო განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ქართული სამართლის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთათვის.
ავტორი: დავით ჩიკვაიძე
სათაური: მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი შედგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სალექციო კურსის ,,მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლის’’ სილაბუსის მიხედვით და მოიცავს საეკლესიო სამართლის ძირითად დებულებებს და ინსტიტუტებს. წიგნში ნაწილობრივ ასახულია ავტორის მიერ რამდენიმე წლის წინ ,,საეკლესიო სამართლის’’ სახელწოდებით გამოცემული სახელმძღვანელოს თავები. სახელმძღვანელო საინტერესო იქნება როგორც იურიდიული ფაკულტეტის, ისე სასულიერო სასწავლებლების სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის, ასევე საეკლესიო სამართლით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.
ავტორი:
სათაური: მზია ლეკვეიშვილი - 85 (საიუბილეო კრებული)
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე კრებული წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საიუბილეო გამოცემას, რომელიც ემერიტუს მზია ლეკვეიშვილის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. წიგნში თავმოყრილია მზია ლეკვეიშვილის კოლეგების, მეგობრებისა და მოსწავლეების მოგონებები და მისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომები.
ავტორი: ჰარპერ ლი
სათაური: ნუ მოკლავ ჯაფარას
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,ნუ მოკლავ ჯაფარას’’ ცნობილი ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის 1960 წელს დაწერილი რომანია, რომელიც ლიტერატურის კრიტიკოსებმა ერთხმად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. რომანში მოქმედება ალაბამას შტატში ვითარდება დიდი დეპრესიის პერიოდში. მთავარი გმირები ბავშვები არიან, რომელთა თვალთახედვაში ექცევა ამერიკის სამხრეთ შტატებისთვის დამახასიათებელი წარმოდგენები და ტრადიციები. რომანის ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენაა ტომ რობინსონის გასამართლება და მისი ტრაგიკული ბედი.
ავტორი: თომას მანი
სათაური: დოქტორი ფაუსტუსი
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
თომას მანის ,,დოქტორი ფაუსტუსი’’ ევროპული ინტელექტუალური რომანის შედევრია. მწერალს ფაუსტური პრობლემატიკა მეოცე საუკუნის სინამდვილეში გადმოაქვს, პარალელს ავლებს დიდი ხელოვანის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრებასა და მაღალკულტურული, მაგრამ ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომში ჩაბმული გერმანელი ხალხის ხვედრს შორის.
ავტორი: თომას ბერნჰარდი
სათაური: სანახაობის მომწყობი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,სანახაობის მომწყობი’’ გამოჩენილი ავსტრიელი პროზაიკოსისა და დრამატურგის, თომას ბერნჰარდის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ქართულად ითარგმნა. ეს არის პიესა თეატრზე, მსახიობის პროფესიაზე, ზოგადად, კულტურის ინდუსტრიაზე.
ავტორი: ლაშა ბუღაძე
სათაური: დიალოგი ცენზურაზე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს რადიოგადაცემების ციკლის - ,,დიალოგი ცენზურაზე’’ - ბეჭდურ ვერსიას. გადაცემა გადიოდა 2013-2014 წლებში. წიგნში მიმოხილულია, თუ რა როლს თამაშობს ადამიანის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში ცენზურა. განვითარების რა ეტაპები განვლო ამ ფენომენმა და რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ ქვეყანაში.
ავტორი: ვ. ლ ცვეტკოვ
სათაური: კონფლიქტის ფსიქოლოგია - თეორიიდან პრაქტიკამდე
გამომცემლობა: სამართლიანი საქართველო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმღვანელოში შესწავლილია კონფლიქტების შესწავლის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები, კონფლიქტების ფსიქოლოგიური დახასიათება და მისი აღმოცენების მექანიზმების თავისებურებები, კონფლიქტების მართვა, პროფესიულ საქმიანობაში კონფლიქტების გაფრთხილების ფსიქოლოგიური თავისებურებები და სხვ. ნაშრომში გათვალისწინებულია კონფლიქტების ფუნქციონირებისა და განვითარების ფსიქოლოგიის ძირითადი ტენდენციები, გამოყენებულია მსოფლიო სამეცნიერო კონცეფციები ადამიანთა შორის კონფლიქტური ურთიერთობების მართვის სფეროში.
ავტორი: პეტერ მეჰისტო, დევიდ მარში, მარია ხესუს ფრიგოლსი
სათაური: რა არის CLIL? - ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება ბილინგვურ და მულტილინგვურ განათლებაში
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნულ სახელმძღვანელოში ახსნილია ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების (Content And Language Integrated Learnin – CLIL) არსი და გამოკვლეულია იმ პრობლემათა ნაწილი, რომლებიც CLIL-ისთვისაა დამახასიათებელი. ეს არის ორმაგად ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომა, რომელშიც მეორე ენა გამოიყენება, როგორც საგნობრივი შინაარსის, ისე ენის სწავლებისათვის. ნაშრომი დაეხმარება ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, ვისაც სურს პრაქტიკულად გააზრება, თუ როგორაა შესაძლებელი საგნობრივი შინაარსისა და მეორე ენის კომბინირება ერთ საგანმანათლებლო გამოცდილებად. ინტეგრირებული სწავლება (CLIL) ხელს უწყობს საგნისა და ენის სწავლის კონვერგენციას.
ავტორი: მერაბ ხმალაძე
სათაური: სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში (ნაწილი პირველი)
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ეკონომიკური სტატისტიკის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ეკონომიკასა და ბიზნესში სტატისტიკის შესწავლის ობიექტი, საგანი და მეთოდი, სტატისტიკური დაკვირვება საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სტატისტიკური დაკვირვების მასალების თავმოყრა და დაჯგუფება ეკონომიკასა და ბიზნესში, სტატისტიკური მონაცემების გრაფიკული გამოსახვა, ეკონომიკასა და ბიზნესში გამოყენებული აბსოლუტური და შეფარდებითი სიდიდეები, საშუალო სიდიდეები, მათი გამოყენება ეკონომიკასა თუ ბიზნესში და ა.შ. ნაშრომში სისტემატიზებული სახითაა გადმოცემული სტატისტიკური კვლევის მეთოდების განვითარების ისტორია, როგორიცაა: დიდ რიცხვთა კანონის, სტატისტიკური ცხრილების, საშუალო სიდიდეების, შერჩევითი დაკვირვების, კორელაციურ-რეგრესული ანალიზისა და ინდექსების ისტორია.
ავტორი: მერაბ ხმალაძე
სათაური: სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში (ნაწილი მეორე)
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ეკონომიკური სტატისტიკის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: შრომის ბაზრის სტატისტიკა, ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის სტატისტიკა, მაკროეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემა, საბაზრო კონიუნქტურის სტატისტიკა, საფინანსო-საბანკო სტატისტიკა, ფინანსური ბაზრის სტატისტიკა, ცხოვრების დონისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკა. კვლევის კონკრეტული სტატისტიკური ანალიზი ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას. ნაშრომი განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის. ის დახმარებას გაუწევს, აგრეთვე დოქტორანტებს, ყველა უმაღლესი სასწავლებლის ეკონომიკური პროფილის სტუდენტებს, პრაქტიკოს სტატისტიკოსებსა და ეკონომისტებს.
ავტორი: ი. ი. ამინოვი
სათაური: იურიდიული ფსიქოლოგია
გამომცემლობა: სამართლიანი საქართველო
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია იურიდიული ფსიქოლოგიის საფუძვლები: იურიდიული ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების დახასიათება, სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი, პრევენციული, კრიმინალური, ოპერატიულ-სამძებრო, პენიტენციური ფსიქოლოგიის, დანაშაულებათა გამოძიების ფსიქოლოგიისა და სამართალწარმოების იურიდიული ასპექტები. ნაშრომში მოცემულია რეკომენდაციები სამართლებრივი და სამართალშეფარდებითი კადრების იურიდიულ-ფსიქოლოგიური მუშაობის გასაუმჯობესებლად. სასწავლო მასალა და მისი გადმოცემის ლოგიკა აგებულია იურისტების მომზადების სპეციფიკისა და მათი მომავალი საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით.
ავტორი:
სათაური: პეტრე მელიქიშვილი - უნივერსიტეტის პირველი რექტორი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე პუბლიცისტური ნარკვევების კრებული ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთ დამაარსებელს, დიდ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ რექტორს პეტრე მელიქიშვილს. ნაშრომი აერთიანებს პუბლიცისტურ ნარკვევებს, რომლებშიც პეტრე მელიქიშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობის ასპექტებია გაშუქებული და გაანალიზებული.
ავტორი: ქეთევან გაფრინდაშვილი, ეთერ ქავთარაძე
სათაური: უკვდავი მეგობრობა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნულ გამოცემაში გამოქვეყნებულია აკაკი წერეთლისა და ივანე ელიაშვილის ურთიერთობის ამსახველი ტექსტები, რომელთა ნაწილი პირველად ქვეყნდება. აკაკი წერეთლისა და ივანე ელიაშვილის მიმოწერიდან საარქივო მასალებმა შემოინახა აკაკის 16 და ივანე ელიაშვილის 8 წერილი. აკაკის არქივში დაცული ივანე ელიაშვილთან გაგზავნილი მისი 8 წერილი შევიდა მწერლის თხუთმეტტომეულში. ივანე ელიაშვილის არქივში ინახება აკაკის მასთან გაგზავნილი კიდევ 8 წერილი, რომლის ნაწილი გამოქვეყნებულია. დანარჩენი, ივანე ელიაშვილის აკაკისთან გაგზავნილ 8 წერილთან ერთად იბეჭდება პირველად.
ავტორი: ხვთისო მამისიმედიშვილი
სათაური: ოსური ფოლკლორი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
ოსი ხალხის კოლექტიური მეხსიერება, მხატვრული აზროვნება, ხანგრძლივი ცხოვრებისეული გამოცდილება და კულტურული იდენტობა ყველაზე მკაფიოდ ფოლკლორულ შემოქმედებაში გამოვლინდა. ავტორი წიგნში განიხილავს ოსული ფოლკლორის ჟანრობრივ შედგენილობას კონკრეტული ტექსტების ტიპოლოგიური, სტრუქტურული და მხატვრული ანალიზის მიხედვით. წიგნში ფოლკლორული ჟანრები განხილულია არა განცალკევებით, განყენებულად, არამედ სხვა ჟანრებთან და რაც მთავარია, ყოფასთან კავშირში, როგორც ერთიანი შემოქმედების ორგანული ნაწილი.
ავტორი: მანანა კვაჭაძე, ქეთევან მეგრელიშვილი
სათაური: საკითხავი წიგნი სპარსულში II
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნული წიგნი მოიცავს, ძირითადად, კულტუროლოგიული ხასიათის ტექსტებს, მასში შესულია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები და გამოკვლევები მსოფლიოს ხალხთა ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურისა და ყოფის საკითხებზე. ,,საკითხავი წიგნი სპარსულში II’’ განკუთვნილია ირანისტიკის განყოფილების ბაკალავრიატისა და მაგისტრანტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე სპარსული ენის შესწავლით დაინტერესებულ ყველა პირს.
ავტორი: ოთარ ბაქანიძე, ლადო მინაშვილი
სათაური: ჩემი ხატია სამშობლო...
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე გამოცემა ეძღვნება დიდი ქართველი მწერლის - აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წელს. წიგნში განხილულია აკაკი წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ამაგი ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართველი ხალხის წინაშე. ცალკე თავი ეძღვნება უკრაინაში აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას, უკრაინული ლიტერატურის უდიდეს წარმომადგენელთან - ტარას შევჩენკოსთან მის შეხვედრა-საუბარს, ქართველი მგოსნის სიყვარულსა და პატივისცემას უკრაინელი კობზარის მიმართ.
ავტორი:
სათაური: აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დღიურები და მოგონებები
გამომცემლობა: პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნში პირველად იბეჭდება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის მოგონებები და დღიურების ნაწილი, რითაც საზგოადოების ფართო წრისათვის ცნობილი გახდება მისი მემკვიდრეობის კიდევ ერთი მხარე. აკადემიკოს პაატა გუგუშვილის მეცნიერული თვალსაწიერი მეტად ფართოა. მისი ნაშრომები ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარების, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკური აზრის ისტორიის პრობლემებს.
ავტორი: ქეთევან მანჯგალაძე, გრიგოლ სოხაძე, ომარ ფურთუხია
სათაური: გამოყენებითი სტატისტიკის საფუძვლები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმძღვანელო მოიცავს აღწერითი (დესკრიფციული) სტატისტიკის, ალბათობის თეორიის და სტატისტიკური დასკვნების თეორიის მნიშვნელოვან ასპექტებს. მასში თვალსაჩინოდაა გადმოცემული ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება თანამედროვე გამოყენებით კვლევებში.
ავტორი: ლევან ალექსიძე, იამზე გაგუა, მაია დანელია, ეკატერინე კობახიძე, ნინო რუხაძე
სათაური: ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
ნაშრომის ძირითად ნაწილში - ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია - წარმოდგენილია ლათინურ იურიდიულ ტერმინთა განმარტება და წარმომავლობის ისტორია. ტერმინის წაკითხვისას უზუსტობის თავიდან ასაცილებლად ლათინურ ტერმინს ახლავს ტრანსკრიფცია. ტერმინს მისადაგებული აქვს ქართული ეკვივალენტი. საჭიროებისამებრ დამოწმებულია ტერმინის პირველწყარო, მოცემულია ტერმინის რომის სამართალსა და ქართულ სამართლებრივ აქტებსა და წყაროებში დადასტურების შესახებ ინფორმაცია. ნაშრომს დართული აქვს თავი - რომაელი იურისტები და კანონმდებლები - სადაც თავმოყრილია მოკლე ინფორმაცია იმ ცნობილი სამართალმცოდნეების, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების შესახებ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუღვით რომის სამართლის ისტორიაში. დანართში წარმოდგენილია გრამატიკული ცნობარი, რაც აადვილებს ლათინური ტერმინების, ფორმულებისა და გამონათქვამების სრულყოფილად და სწორად გაგებას.
ავტორი: ზაალ კიკვიძე
სათაური: სოციოლინგვისტიკური ნარკვევები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ათი სოციოლინგვისტიკური ნარკვევისაგან შემდგარ კრებულს. ამ ნარკვევების უმრავლესობის ადრინდელი რედაქციები გამოქვეყნებულია სამეცნიერო გამოცემებში და წაკითხულია საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმზე. წიგნში შეტანილი ნარვევები თანამედროვე სოციოლინგვისტიკის აქტუალურ პრობლემებს ეხება.
ავტორი: რაინერ კლუმპი
სათაური: ეკონომიკური პოლიტიკა - მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია წარმოაჩინოს პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თანმიმდევრული მიდგომების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა. პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც განხილულია ყველა თავში, ასახავს გერმანულ ან ევროპულ ეკონომიკურ პოლიტიკას. წიგნს საფუძვლად უდევს ეკონომიკური პოლიტიკის ლექციათა სერია, რომელსაც ავტორი წლების განმავლობაში კითხულობდა ვიურცბურგის, ულმის, მაინის ფრანკფურტის, ლიონის და დარმშტადტის უნივერსიტეტებში.
ავტორი: ლერი შვაიკარტი, დეივ დოქერტი, მაიკლ ალენი
სათაური: პატრიოტთა ისტორიის მასალები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე გამოცემა არის ქრონოლოგიურად დაწყობილი დოკუმენტების კრებული, რომლებშიც გაშუქებულია ის მთავარი საკვანძო საკითხები და იდეები, რომელთაც ამერიკის ისტორიის მსვლელობას მისცეს გეზი. წიგნის მიზანია მკითხველებს გააცნოს დოკუმენტების პირველწყარო, რაც მათ დაეხმარება ,,ამერიკის შეერთებული შტატების პატრიოტთა ისტორიაში’’ გადმოცემული იდეებისა პრინციპების უკეთ გააზრებაში.
ავტორი: ვალტერ ნიკოლსონი, ქრისტოფერ სნაიდერი
სათაური: მიკროეკონომიკის თეორია (ძირითადი პრინციპები და გავრცობა)
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე სახელმძღვანელოს ძირითად მეთოდს მათემატიკური ინსტრუმენტების დახმარებით ეკონომიკურ მოდელებზე ინტუიციის აგება წარმოადგენს. წიგნში გამოყენებულია მარტივი რიცხვითი მაგალითები, შედარებით რთული ამოცანები და მათი ემპირიული გამოყენება, მისი მიზანია აჩვენოს სტუდენტებს მიკროეკონომიკის თეორიის გამოყენება დღეისათვის. ახალმა გამოგონებებმა ეს სფერო მეტად საინტერესო გახადა. გამოცემას თანდართული აქვს ორი დამხმარე საშუალება: ამონახსნების სახელმძღვანელო და ლექციების პრეზენტაციების სლაიდები. სახელმძღვანელოში დამატების სახით შესულია სამი ახალი თავი: თამაშთა თეორიის ცნებების გაფართოებული და მაღალი დონის განხილვა, სამრეწველო ორგანიზების თეორიის მოდელების საფუძვლიანი გარდაქმნა და მათი გაფართოება, ასევე, სრულიად ახალი თავი ასიმეტრიულ ინფორმაციაზე, რომელიც ფოკუსირებას ახდენს უფროსი-ქვეშევრდომის ამოცანასა და თანამედროვე ხელშეკრულების თეორიაზე.
ავტორი: ქეთევან ერემაძე
სათაური: დემოკრატიის გამოწვევები და საკონსტიტუციო სასამართლოს როლი დემოკრატიის ძიების პროცესში
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მხოლოდ ერთ ასპექტზე, კერძოდ კი, მის როლზე დემოკრატიის ძიების პროცესში ისეთი ფუნდამენტის შექმნაში, როგორიცაა კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ნამდვილი არსით ქმედითობის უზრუნველყოფა. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები, კრიტერიუმები, შეფასების გზები, რომლებიც სასამართლომ თანდათანობით დანერგა კანონის კონსტიტუციურობის შეფასებისას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. წიგნი გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის და პრაქტიკოსი იურისტებისთვის, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით დაინტერესებული მკითხველი საზოგადოებისთვის.
ავტორი: დიანა ბერეკაშვილი, მზია თოდუა, სოფო ჩაჩავა, ზურაბ ძლიერიშვილი
სათაური: კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში - თანდართული კაზუსის ნიმუშებით
გამომცემლობა: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება
გამოშვების წელი: 2015
სახელმძღვანელოში ძირითადი აქცენტი დასმულია პრაქტიკულ მითითებებზე იურიდიული კაზუსების დამუშავებისას - რომელშიც ახსნილია, თუ როგორ უნდა მოხდეს საწყის ეტაპზე ფაბულის დამუშავება, როგორ უნდა გამოვიყენოთ განმარტებული სამართლის ნორმა, ან როგორ უნდა მოხდეს იურიდიული პრობლემების ირგვლივ არსებული დაპირისპირების სწორად წარმოდგენა და გადაწყვეტა. ამასთან, მოცემულია საკითხის განხილვის სტრუქტურა და მექანიზმი, როგორიცაა მოთხოვნის უფლების საფუძვლები სამოქალაქო სამართალში.
ავტორი: ირაკლი დვალიძე, გიორგი თუმანიშვილი, ნინო გვენეტაძე
სათაური: კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში - თანდართული კაზუსის ნიმუშებით
გამომცემლობა: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს კანონის პრაქტიკულ შემთხვევებზე გამოყენებისა და მორგების მეთოდოლოგიას სისხლის სამართალში და ხაზს უსვამს უპირველეს ყოვლისა, ამ მეთოდოლოგიის გამოყენებას იურიდიული კაზუსების განხილვისას. სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი მოიცავს მთელ რიგ კაზუსებს მაგალითის სახით და მათ ამოხსნებს, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას რომ სწავლებისას მოხდეს მათი ერთობლივად განხილვა და გააზრება.
ავტორი:
სათაური: სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები - წიგნი III
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება ცნობილი ქართველი იურისტის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ ივანე სურგულაძის ხსოვნას. აღნიშნულ წიგნში მკითხველი პირველად გაეცნობა, მეცნიერის დღემდე გამოუქვეყნებელ ნაშრომს: ,,ნასყიდობის ინსტიტუტი VI-X საუკუნეებში’’. გამოცემაში თავმოყრილია აგრეთვე, საგანგებოდ ბატონ ივანეს ხსოვნის პატივსაცემად ქართველი მეცნიერების მიერ, მოწოდებული ოცზე მეტი დღემდე გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადად, სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის მიმართულების.
ავტორი: დავით პატარაია
სათაური: საერთაშორისო ურთიერთობები, დისციპლინა და თეორია
გამომცემლობა: არეტე
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომში საუბარია საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინასა და თეორიაზე. მასში განხილულია საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის წინაშე მდგომი თითქმის ყველა პრობლემა, სრულფასოვნადაა გაანალიზებული მრავალი დიდი მოაზროვნის შეხედულებები და ქმნილებები. წიგნი საინტერესოა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე საერთაშორისო სამართლის სტუდენტებისა და სპეციალისტებისათვის.
ავტორი: პატრიკ მოდიანო
სათაური: დორა ბრუდერი
გამომცემლობა: აგორა
გამოშვების წელი: 2015
პატრიკ მოდიანო თანამედროვე ფრანგი მწერალია. მას დაწერილი აქვს ოცდაათამდე რომანი, რომლებიც 36 ენაზეა თარგმნილი. მიღებული აქვს საფრანგეთის პრესტიჟული ლიტერატურული პრემიები, მათ შორის გონკურის პრემია და საფრანგეთის აკადემიის გრან პრი საუკეთესო რომანისთვის. ,,დორა ბრუდერი’’ ბიოგრაფიული რომანის ჟანრს მიეკუთვნება. მასში მოთხრობილია 15 წლის გოგონას ისტორია, რომელიც პარიზიდან ოსვენციმის ბანაკში მოხვდება. აღნიშნული წიგნისთვის ავტორს 2014 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.
ავტორი:
სათაური: ადამიანის უფლებათა დაცვა და სამართლებრივი რეფორმა საქართველოში
გამომცემლობა: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე კრებულში თავმოყრილია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. ამიტომ ამ ნაშრომების გაცნობა დაეხმარება მკითხველს, გაანალიზოს და განჭვრიტოს, რამდენად ეფექტიანი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის ესა თუ ის მექანიზმი საქართველოში, როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყნის კანონმდებლობა და პრაქტიკა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
ავტორი: ჯეიმზ დაშნერი
სათაური: ცეცხლით გამოცდა - ლაბირინთში მხოლოდ დასაწყისი იყო
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2015
"ცეცხლით გამოცდა" ჯეიმზ დაშნერის ტრილოგიის რიგით მეორე წიგნია, (პირველი წიგნია - ,,ლაბირინთში მორბენალი’’) რომელიც 2010 წელს გამოიცა. მასში მოვლენები მას შემდეგ ხდება, რაც ბიჭები ლაბირინთიდან თავს აღწევენ და გამოცდის მეორე ეტაპზე გადადიან. წიგნში ისინი ცდილობენ იპოვონ წამალი მომაკვდინებელი ვირუსისთვის. ისინი უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან გზად და საშინელი კლიმატური პირობებიც უშლით ხელს.
ავტორი: ჯ.რ.რ. ტოლკინი
სათაური: სილმარილიონი
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2015
,,სილმარილიონი’’, სამყაროს ადრეული დღეების, ანუ პირველი ეპოქის მატიანეა. მასში მოთხრობილი ამბები ლეგენდებია იმ უხსოვარი წარსულისა, როცა მორგოთი, პირველი ბნელი მეუფე შუახმელეთში სახლობდა და მოპარული სილმარილების დასაბრუნებლად მას უზენაესი ელფები ეომებოდნენ. წიგნს თან ერთვის ელფური სახელების მნიშვნელობებისა და მათი შემადგენელი ნაწილების ნუსხა.
ავტორი: მიშელ ბიუტორი
სათაური: საფეხურები
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2015
მიშელ ბიუტორმა თავისი უკანასკნელი, მეოთხე რომანი - ,,საფეხურები’’ 1960 წელს გამოაქვეყნა. ეს ნაწარმოები ექსპერიმენტია: რეალურად არსებული მსოფლიოს ევროპული აღქმის ფარგლებს რომ გასცდე, იმავდროულად რომანის მანამდე არსებული ფორმები და საზღვრებიც უნდა დატოვო. ბიუტორის ყოველი რომანი მუსიკალურ ნაწარმოებს ჰგავს - მათში ჩანს პოლიფონიურობა. ,,საფეხურებში’’ სამი პერსონაჟი თავისი მონათხრობით ახალ-ახალი ნიუანსებით ავსებს მოსაყოლ ამბავს. მათი ხმები ხან უნისონში ჟღერს, ხან ვარიაციების სახით ისმის.
ავტორი: გეილ ფორმანი
სათაური: თუ დავრჩები
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2015
,,თუ დავრჩები’’ ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის გეილ ფორმანის რომანია, რომელიც 2009 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. წიგნში მოთხრობილია 18 წლის გოგონას, მიას ისტორია, რომელსაც ჰყავს მუსიკალური ოჯახი, მამა როკერი, დედა კი მისი მსმენელი. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს - ოჯახისა და წარმატებული კარიერის ჩათვლით. თუმცა ეს არის ისტორია იმ ორ შესაძლებლობას შორის არჩევანის გაკეთებაზე, რომელთაგან არც ერთი არ არის მარტივი. ეს არის რომანი სიყვარულზე, ოჯახზე, დანაკარგსა და განსაცდელის დაძლევაზე.
ავტორი: მარკუს ზუზაკი
სათაური: წიგნის ქურდი
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2015
,,წიგნის ქურდი’’ მოგვითხრობს პატარა გოგონას - 9 წლის ლიზელის ისტორიას, რომელიც დედობილ-მამობილთან ერთად გერმანიაში, ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას, ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე - ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. რომანში აღწერილი მოვლენები მეორე მსოფლიო ომის პარალელურად ვითარდება.
ავტორი: როზეტა ასათიანი
სათაური: XX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის კონცეპტუალური ანალიზი და საქართველოს ეკონომიკური პორტრეტი
გამომცემლობა: სიახლე
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომში ძირითადად განხილულია XX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკა ზოგადი ეკონომიკური თეორიისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოშობა-განვითარების გაანალიზების საფუძველზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პერიოდის ტრანსფორმაციული პროცესები არ ყოფილიყო მოწყვეტილი წინა თუ შემდგომი პერიოდებისგან, შესავალში ცალკე საკითხებად არის განხილული ეკონომიკის, როგორც მეცნიერებისა და მასთან ორგანულ კავშირში მყოფი მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის გენეზისის მოკლე ისტორია. აღნიშნული ნაშრომი გამოირჩევა პრობლემების ხედვის მასშტაბურობით, განხილვის მრავალმხრივობით, ეკონომიკური განვითარების, პრობლემების როლისა და მნიშვნელობის ლოგიკური ახსნით. მასში ახლებურადაა განხილული XX საუკუნეში მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თავისებურებები, ტენდენციები და კანონზომიერებები.
ავტორი:
სათაური: შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები
გამომცემლობა: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება
გამოშვების წელი: 2014
2013 წლის ივნისში ძალაში შევიდა საქართველოს შრომის კოდექსის არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომლებმაც ახლებურად დაარეგულირეს ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა: შრომის ხელშეკრულების დადება, მისი ფორმა და შინაარსი, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო და მისი ანაზღაურების წესი. განხორციელებული ცვლილებების ანალიზისათვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლის პროგრამისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე - ,,შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები’’. კრებულში დეტალურად არის გაანალიზებული შრომის კოდექსის ესა თუ ის ცვლილება და მისი შესაძლო სამართლებრივი შედეგები.
ავტორი:
სათაური: ცოცხალი ორგანიზაციული სტრუქტურები
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი მოიცავს ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნასთან, დანერგვასა და მის განვითარებასთან დაკავშირებულ ძირითად თემებს, რომელიც ეფუძნება საკონსულტაციო კომპანია ,,სინერჯი ჯგუფის’’ მრავალწლიან გამოცდილებას. წიგნში შესული სტატიები რეალური, ქართული ორგანიზაციების მაგალითებზე დაფუძნებით მომზადდა. წიგნი განკუთვნილია როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ და საჯარო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის. ასევე მომავალი მენეჯერებისთვის.
ავტორი: ლუკა ბაქანიძე
სათაური: მესამე ნაპირი
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2014
,,მესამე ნაპირი’’ ახალგაზრდა მწერლის ლუკა ბაქანიძის სადებიუტო რომანია. როგორც თავად წიგნის ავტორი ამბობს, “მესამე ნაპირი“ უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ადამიანებისგან. რომანის მთავარი გმირია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სხვა მოზარდების მსგავსად ცხოვრობს, მაგრამ უეცრად, ცხოვრებისეულ დაბრკოლებას აწყდება.. სწორედ აქედან იწყება ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზი...
ავტორი: ალექსანდრე ახალკაცი
სათაური: გამოცდა ხელბორკილით
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2015
ალექსანდრე ახალკაცის ჩანაწერები ,,გამოცდა ხელბორკილით’’ წიგნად შეკრული რეალური ამბები - ავტობიოგრაფიული ქრონიკებია, რომელთაც ავტორი ჯერ პატიმრობისას წერდა, შემდეგ კი სისტემატურად აქვეყნებდა პერიოდიკაში. წიგნში ორი საკვანძო მომენტია: ერთი მხრივ, პატიმრობისწინა, ანუ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ბატალიები და, მეორე მხრივ, პატიმრობა და ციხის სინამდვილე.
ავტორი: ჯეიმზ პეტერსონი
სათაური: ობობას გამოჩენა
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2015
,,ობობას გამოჩენა’’ ცნობილი ამერიკელი მწერლის, დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს ,,ედგარ ალან პოს პრემიის’’ მფლობელის ჯეიმზ პეტერსონის გახმაურებული რომანია, რომელიც პირველად 1993 წელს გამოქვეყნდა. რომანის მთავარი გმირია გამომძიებელი ალექს კროსი, იგი ცდილობს ბავშვების გამტაცებელი ბოროტმოქმედი გარი სონეჯი დააკავოს.
ავტორი: ჰოლი სმეილი
სათაური: გიკი გოგო
გამომცემლობა: პალიტრა L
გამოშვების წელი: 2015
,,გიკი გოგო’’ ახალგაზრდა ბრიტანელი მწერლის ჰოლი სმეილის სადებიუტო წიგნია, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. წიგნის მთავარი გმირი ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომელსაც სურს ერთ დღეს ყველაფერი შეცვალოს თავის ცხოვრებაში.
ავტორი: ელიზაბეტ კენდელი
სათაური: ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე წიგნი XX საუკუნის წარმოშობით ქართველი ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 110 წლის აღსანიშნავად ითარგმნა. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის - მელიტონ ბალანჩივაძის, დედის - მარიას, დის - თამარისა და ძმის - ანდრიას შესახებ. წიგნის ავტორმა, ელიზაბეტ კენდელმა გამოიყენა ბალანჩინის თანამედროვეთა მემუარები და იმდროინდელი პუბლიკაციები. ასევე, რუსეთის, ფინეთის, ამერიკისა და საქართველოს არქივებში ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებული მასალა. გამოცემა ეძღვნება ცისკარა ბალანჩივაძესა და ქეთი მაჭავარიან-ბალანჩივაძეს, ასევე პიანისტის, კომპოზიტორისა და მხატვრის ჯარჯი ბალანჩივაძის ხსოვნას (1941-2011).
ავტორი: სტივენ კინგი
სათაური: ბნელი კოშკი - სამის გამორჩევა
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რომანების ციკლი ,,ბნელი კოშკი’’ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება. ,,სამის გამორჩევა’’ ტრილოგიის მეორე წიგნია. პირველი წიგნის ,,მსროლელის’’ ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე - ,,პატიმარზე’’, ,,ჩრდილების ქალბატონზე’’ და ,,სიკვდილზე’’ ამახვილებინებს. ,,სამის გამორჩევა’’ სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს - როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.
ავტორი: ჰერმან ბროხი
სათაური: მთვარეულები
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
,,მთვარეულები’’ ცნობილი ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის (1886-1951) პირველი ფილოსოფიური რომანი-ტრილოგიაა. მწერალმა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანიის მაგალითზე, მოახერხა არა მხოლოდ აღეწერა და გაეანალიზებინა ეპოქათა ცვლის პროცესი, არამედ წინასწარ ეწინასწარმეტყველა ის ახალი რეალობა, რომელიც ევროპულ ფასეულობათა შეუქცევადი ცვლის შედეგად დადგებოდა. ავტორმა ლიტერატურულ ღირსებებთან ერთად, რომანი საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოებად აქცია.
ავტორი: სალმან რუშდი
სათაური: ეშმაკეული აიები
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
სალმან რუშდი ცნობილი ინდოელი მწერალი და ესეისტია. ამჯერად მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში. 1981 წელს გახდა ბუკერის პრემიის ლაურეატი. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია წინააღმდეგობრივ ისტორიებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მათ შორის კავშირებსა და მიგრაციებს. ,,ეშმაკეული აიები’’ მწერლის ერთ ერთი გახმაურებული რომანია, რომელიც 1989 წელს გამოიცა.
ავტორი: ელის მანრო
სათაური: ძვირფასი სიცოცხლე
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2013
,,ძვირფასი სიცოცხლე’’ ცნობილი კანადელი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ელის მანროს ბოლოდროინდელი მოთხრობების კრებულია. იგი ავტორის ბოლო წიგნია. 2013 წელს ელის მანრომ განაცხადა, რომ წერას თავს ანებებს.
ავტორი: სალმან რუშდი
სათაური: ჯოზეფ ანტონი - მემუარები
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნში ავტორი პირველად ყვება სიტყვის თავისუფლებისათვის გადატანილი რთული ბრძოლის ყველა წვრილმანს - როგორ ცხოვრობდა პოლიციელებთან ერთად ერთ ჭერქვეშ, როგორ ცდილობდა მთავრობის მხრიდან თანადგომისათვის მიეღწია, რა აურთიერთობა ჰქონდა სპეცსამსახურებთან, გამომცემლობებთან, ჟურნალისტებთან თუ თანამოკალმეებთან, როგორ მოახერხა კვლავ მოეპოვებინა თავისუფლება და ა.შ.
ავტორი: ფილიპ როთი
სათაური: ამერიკული პასტორალი
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2014
,,ამერიკული პასტორალის’’ ავტორია ამერიკელი მწერალი ფილიპ როთი, რომელსაც 1998 წელს აღნიშნული რომანისთვის პულიცერის პრემია მიენიჭა. წინამდებარე რომანის მთავარი გმირია სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, რომელიც ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული, მშობლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
ავტორი: აბო იაშაღაშვილი
სათაური: როიალ-მერი
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
,,როიალ-მერი’’ აგრძელებს აბო იაშაღაშვილის სადებიუტო რომან ,,ოსმალური მარშით’’ დაწყებულ საფათერაკო ციკლს მე-19 საუკუნის ტფილისზე. პერსონაჟების ნაწილი ერთ დროს ნამდვილად არსებული ადამიანებია, წიგნში აღწერილი ზოგიერთი ფაქტი კი მართლაც მოხდა. რომანში ერთმანეთს ენაცვლება ალუზიები და ისტორიული ამბები.
ავტორი: დანიელ პენაკი
სათაური: სკოლის სევდა
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
ცნობილი ფრანგი მწერლის დანიელ პენაკის აღნიშნული წიგნი ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც მოსწავლემ და შემდეგ - როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული ის მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში. პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების პროცესში.
ავტორი: პოლ ოსტერი
სათაური: ილუზიების წიგნი
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნული რომანის მთავარი გმირი პროფესორი დევიდ ზიმერი ღრმა დეპრესიით იტანჯება მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფის შედეგად მეუღლე და შვილები დაკარგა. იგი ნახულობს ფილმს მუნჯი კინოს ერთ დროს ცნობილი მსახიობის ჰექტორ მანის მონაწილეობით, რომელიც 1929 წელს უკვალოდ გაუჩინარდა. ზიმერი იწყებს მოგზაურობას ამერიკასა და ევროპაში, რათა მოიძიოს იშვიათი ფილმები მანის მონაწილეობით და მსახიობის შესახებ წიგნი დაწეროს. ერთ დღეს იგი უცნაურ წერილს იღებს, რომლიდანაც შეიტყობს, რომ მსახიობი ჰექტორ მანი ცოცხალია და მასთან შეხვედრა სურს...
ავტორი: სტივენ კინგი
სათაური: კერი
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
,,კერი’’ ცნობილი ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. რომანის მთავარი გმირია ყველასგან გარიყული - კერიეტ უაიტი. ნაწარმოების სიუჟეტი სწორედ მის ტრაგიკულ ისტორიაზეა აგებული. თუმცა, ბედს შეგუებული კერი, ერთ დღეს მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს...
ავტორი: ჯეკ კერუაკი
სათაური: დჰარმის მაწანწალები
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნული წიგნი მწერალმა პირველად 1958 წელს გამოაქვეყნა. ერთი წლით ადრე მისივე ავტორობით, რომანი ,,გზაზე’’ გამოიცა, რომლის ერთგვარ გაგრძელებასაც წარმოადგენს - ,,დჰარმის მაწანწალები’’. ეს რომანი, ისევე, როგორც ,,გზაზე’’, ავტობიოგრაფიულია - გმირების უმრავლესობას რეალური პროტოტიპი ჰყავს. ნაწარმოების მთავარი გმირი - ბუდიზმით გატაცებული რეი სმიტი (კერუაკი) და მისი მეგობარი პოეტები ცდილობენ, სულიერი სიმშვიდე ცივილიზაციისგან შორს, მთებში ხეტიალით მოიპოვონ.
ავტორი: ჯეფრი იუჯინიდისი
სათაური: თვითმკვლელი ქალწულები
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
,,თვითმკვლელი ქალწულები’’ ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის (1960) პირველი რომანია, რომელშიც მოვლენები გასული საუკუნის 70-იან წლების, მიჩიგანის შტატ ქალაქ გროსპოინტში მცხოვრებ ლისბონების ოჯახში ვითარდება. ერთ დღეს მათი უმცროსი ქალიშვილი თვითმკვლელობით დაასრულებს ცხოვრებას. ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს... 1999 წელს აღნიშნული რომანის მიხედვით ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.
ავტორი: თრუმენ კეპოუტი
სათაური: ხელის აუკანკალებლად
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2015
თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე.წ. ,,ახალი ჟურნალისტიკის’’ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი ,,ხელის აუკანკალებლად’’ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს - 1959 წელს კანზასში ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი ამოწყვიტეს - და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდელობაა. რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საფუძველი დაუდო ,,რომან-რეპორტაჟის’’ განსაკუთრებულ ჟანრს, რომელსაც შემდეგ მიმდევრებიც (ტომ ვულფი, ნორმან მეილერი) გამოუჩნდნენ.
ავტორი: ჯონათან ქალერი
სათაური: ლიტერატურის თეორია - ძალიან მოკლე შესავალი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
ჯონათან ქელერი აღნიშნულ წიგნში განიხილავს შემდეგ საკითხებს: რა არის ლიტერატურის თეორია? არსებობს თუ არა ლიტერატურისა და კულტურის ურთიერთკავშირი? რა არის ლიტერატურა სინამდვილეში და რა მნიშვნელობა აქვს მას? ის დაწვრილებით გვაცნობს ენის მნიშვნელობის შესახებ არსებულ ფორმებს. ავტორის აზრით, ლიტერატურა თვითგამოხატვის ფორმაა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მეთოდი. ამასთანავე, ავტორი წარმოაჩენს სხვადასხვა მიმართულების - დეკონსტრუქციის, სემიოტიკის, პოსტკოლონიური თეორიისა და სტრუქტურალიზმის სკოლების კონცეფციებს.
ავტორი: რატი ჩიბურდანიძე
სათაური: სამოცდაათიანელთა ფერწერა - ძირითადი ტენდენციები
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე წიგნი ეხება ქართული მხატვრობის ნაკლებად შესწავლილ პერიოდს - 1970-იან წლებს. ნაშრომი წარმოადგენს XX საუკუნის 70-იანი წლების ქართული ფერწერის მხატვრულ-სტილისტური ტენდენციების, ,,სამოცდაათიანელთა’’ თაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების შემოქმედების კვლევის პირველ ცდას. ნაშრომი დააინტერესებს ჰუმანიტარული სპეციალობების სტუდენტებს და მკვლევრებს, მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს, პედაგოგებსა და ხელოვნებით დაინტერესებულ ნებისმიერ მკითხველს.
ავტორი: ლელა ჯანაშვილი
სათაური: ,,სამართლის თეორიის პრობლემები’’ (ნაწილი პირველი)
გამომცემლობა: ქართული აკადემიური წიგნი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომში განხილულია სამართლის თეორიის მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარია სხვადასხვა შეხედულებებზე იურისპრუდენციის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სოციალური მშვიდობის, ადამიანის ძირითად უფლებათა თავისუფალი არჩევანის შესახებ.
ავტორი: ლელა ჯანაშვილი, ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი, ტომას ხილ მარკესი, ხუან კარლოს და სილვა ოჩოა
სათაური: თავისუფლებისა და უსაფრთხოების პერსპექტივები. სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია საქართველოსა და ესპანეთში
გამომცემლობა: ქართული აკადემიური წიგნი
გამოშვების წელი: 2014
აღნიშნულ გამოცემაში გაერთიანებულია კვლევის შედარებითი სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით განხორციელებული უსაფრთხოების სტრატეგიებისა და სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის შესახებ წაკითხული მოხსენებები. პირველ ნაწილში საუბარია უსაფრთხოების სტრატეგიების შესახებ. კერძოდ, დოქტორ ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩის მოხსენება - ,,მოსაზრებები სამართლებრივი სახელმწიფოს პასუხებზე უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოწვევებზე’’, პროფესორი ტომას ხილ მარკესი - ,,ევროპისა და ესპანეთის უსაფრთხოების კონცეფციები, როგორც დიაგნოსტიკის საშუალება და უსაფრთხოების მუქარების პრევენცია’’, დოქტორი ლელა ჯანაშვილი - ,,საქართველოს უსაფრთხოების მოდელის ევროპეიზაცია’’. მეორე ნაწილი დათმობილი აქვს თანამედროვე კონსტიტუციური სისტემების მიმოხილვას: მოსამართლე ხუან კარლოს და სილვა ოჩოა - ,,თანამედროვე დემოკრატიის მრავალმხრივი ლეგიტიმური ბუნება’’ და ა.შ.
ავტორი: ალექსანდრე ბოშიშვილი
სათაური: ქართლის სამეფოს სამხრეთის საზღვარი და სამხრეთის პროვინციები (XV-XVIII სს.)
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნულ ნაშრომში განხილულია ქვემო სამართლის სამხრეთის მხარეები: ყაიყული, ტაშირი, სომხითი, ბამბაკი, ყაზახი, ბორჩალო და სხვ. შესწავლილია ქართლის ტერიტორიაზე მომთაბარე თურქმანული ტომების (ბორჩალო, დემურჩი, ასანლუ, შამშადილუ, ბაიდარი, და სხვ.) ჩამოსახლება, მათი დამკვიდრება და შემდგომი თავგადასავალი. წარმოჩენილია, ქართველი მეფეების ღვაწლი, თუ როგორ მოახერხეს XV-XVIII საუკუნეების ქართლის სამეფოში ირანის შაჰების მიერ სამტროდ და ქართველების გადაშენების მიზნით ჩამოსახლებული უცხოტომელების ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა. ჩამოსახლებულთა არაერთმა წარმომადგენელმა ქვეყნისთვის ბრძოლისა და მშენებლობის საქმეში გამოიჩინა თავი. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ისე საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
ავტორი: ჭაბუკი ქირია, ლალი ეზუგბაია, ომარ მემიშიში, მერაბ ჩუხუა
სათაური: ლაზურ-მეგრული გრამატიკა. I. მორფოლოგია
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
ლაზურ-მეგრული (იგივე ზანური) ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის სამხრეთ-კავკასიურ ენათა ოჯახის სამხრეთ-კავკასიურ (იბერიულ) ჯგუფში, რომელსაც ქართველურ ენებს უწოდებენ. სამეცნიერო ლიტერატურაში, გარდა ზანურისა და ლაზურ-მეგრულისა, ამ ქართველური ენის აღსანიშნავად სხვა ტერმინიც გამოიყენება - კოლხური ენა. ნაშრომი შესრულებულია ლაზურისა და მეგრულის კილოკავურ თავისებურებათა გათვალისწინებით, მასში ასახულია როგორც დღემდე წარმოებული კვლევა-ძიების შედეგები, ისე ახალი არგუმენტაციები რიგ პრობლემატურ საკითხთა გადაჭრისას. მონოგრაფიას თან ერთვის ბიბლიოგრაფია და ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე, ასევე საძიებლები.
ავტორი: ვალერი ვაშაკიძე
სათაური: საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე კრებულში თავმოყრილია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების ნაწილი. მათში გამოთქმული მოსაზრებები ეხება ჩვენი ქვეყნის ანტიკური ხანის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, საისტორიო გეოგრაფიისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ნაშრომი განკუთვნილია სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.
ავტორი: ჭაბუკი ქირია, ლალი ეზუგბაია, ომარ მემიშიში, მერაბ ჩუხუა
სათაური: ლაზურ-მეგრული გრამატიკა. I. მორფოლოგია
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
ლაზურ-მეგრული (იგივე ზანური) ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის სამხრეთ-კავკასიურ ენათა ოჯახის სამხრეთ-კავკასიურ (იბერიულ) ჯგუფში, რომელსაც ქართველურ ენებს უწოდებენ. სამეცნიერო ლიტერატურაში, გარდა ზანურისა და ლაზურ-მეგრულისა, ამ ქართველური ენის აღსანიშნავად სხვა ტერმინიც გამოიყენება - კოლხური ენა. ნაშრომი შესრულებულია ლაზურისა და მეგრულის კილოკავურ თავისებურებათა გათვალისწინებით, მასში ასახულია როგორც დღემდე წარმოებული კვლევა-ძიების შედეგები, ისე ახალი არგუმენტაციები რიგ პრობლემატურ საკითხთა გადაჭრისას. მონოგრაფიას თან ერთვის ბიბლიოგრაფია და ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე, ასევე საძიებლებლები.
ავტორი:
სათაური: ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში
გამომცემლობა: ,,სი-ჯი-ეს’’
გამოშვების წელი: 2015
აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური თუ სულიერი ძეგლები: ეკლესია-მონასტრები, სალოცავები (ბაზილიკები), ციხეები და სხვა არქიტექტურული ნაგებობები, ფრესკები, ლაპიდარული თუ ასომხედრული წარწერები, ხელნაწერი წიგნები და საეკლესიო დავთრები, აფხაზ-ქართველთა სახელოვანი საერო თუ საეკლესიო მოღვაწე-წინაპართა მრავალსაუკუნოვანი ძალისხმევით შეიქმნა. წინამდებარე ილუსტრირებულ ალბომში საუბარია ბიჭვინთის ხუროთმოძღვრულ ანსამბლზე, რომელიც სხვადასხვა დროის ნაგებობათა კომპლექსს წარმოადგენს. ასევე ისტორიულ ცენტრ ანაკოფიაზე, რომელიც ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბედიის, მოქვის, მიუსერის ტაძრებზე, ბზიფის ციხის, ძველი გაგრის, ღუმურიშის ეკლესიაზე და სხვა მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე. ალბომს თან ერთვის ილუსტრაციები და შესაბამისი ფოტო-მასალა.
ავტორი: აიდა აკუდოვიჩიუტე, ცააბა ფორგაცი და სხვ.
სათაური: მართე შენი კარიერა - სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის
გამომცემლობა: ერა
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე გამოცემის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს პასუხი გასცენ კარიერასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. წიგნში მოცემული ინფორმაცია დაეხმარება მკითხველს უკეთესად გააცნობიეროს საკუთარი ფასეულობები, ინტერესები და საკუთარი ძლიერი მხარეები. ის, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს ცოდნა კარიერის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, როგორ უნდა მოახდინონ საკუთარი რესურსების მართვა უკეთესად, როგორ უნდა განავითარონ იმ სირთულეების დაძლევის უნარები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას კარიერული წინსვლის დროს და სხვა.
ავტორი: ვაჟა გვახარია, დავით შუღლიაშვილი, ნინო რაზმაძე
სათაური: ქართული საგალობლების ხელნაწერთა აღწერილობა და ანბანური კატალოგი
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2013
წინამდებარე წიგნი საგალობელთა სანოტო ხელნაწერების კოდიკოლოგიური აღწერილობისა და ანბანური კატალოგის სახით სრულად წარმოაჩენს წმინდა ფილიმონ მგალობლის (ქორიძის) და წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) ხელნაწერებში დაცულ ათასობით საგალობელს. ამავე დროს, წიგნის დახმარებით საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა კვლავ გაიხსენოს XIX საუკუნის საქართველოს საგალობლო-მუსიკალური ცხოვრების ისტორია და იმ ადამიანთა დამსახურება, ვინც ეს ისტორია შექმნა.
ავტორი: მერაბ ტურავა
სათაური: სისხლის სამართალი - ზოგადი ნაწილის მიმოხილვა
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2013
წინამდებარე წიგნში მიმოხილულია საქართველოს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის ძირითადი ინსტიტუტები. ნაშრომის მიზანია, დახმარება გაუწიოს იურიდიული ფაკულტეტებისა და სამართლის სკოლების ბაკალავრიატის სტუდენტებს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის საფუძვლების დაუფლებაში. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ასევე მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, მეცნიერ-მკვლევარებსა და პრაქტიკოს იურისტებს პროფესიულ საქმიანობაში.
ავტორი: თენგიზ სეფიაშვილი
სათაური: SEPO
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე ილუსტრირებულ ალბომში წარმოდგენილია ცნობილი შემოქმედის თენგიზ სეფიაშვილის ნამუშევრები, რომლებშიც სხვადასხვა დარგისა და მრავალი ტექნიკური საშუალების სინთეზი ხორციელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის რომ ფორმა ემსახურება შინაარსის, სათქმელის გამოხატვას. ნათქვამის დასტურია მხატვრის ადრეული, სკულპტურული ობიექტების წინამორბედი ნამუშევრების შავ-თეთრი ნახატები და ფერადი კომპოზიციები.
ავტორი:
სათაური: ქართული კულტურა
გამომცემლობა: ლოგოსი
გამოშვების წელი: 2013
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილი წერილების მიზანია ქართული კულტურის შეძლებისამებრ სრული და კომპაქტური სურათის წარმოდგენა. კრებული ეძღვნება ვახტან როდონაიას ხსოვნას. წიგნში შესულია მისი გამოკვლევებიც: ,,თხუთმეტსაუკუნოვანი ლიტერატურა’’ და ,,საქართველო მრავალხმიანი სიმღერების ქვეყანა’’.
ავტორი: თეიმურაზ შენგელია
სათაური: ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2013
წინამდებარე სახელმძღვანელოში შესწავლილი და გაანალიზებულია თანამედროვე ბიზნესის უმნიშვნელოვანესი თეორიული და პრაქტიკული პრობლემები - საქმიანი ურთიერთობების ფორმები, ბიზნესის გარემო, მისი ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობა, საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლები, საფინანსო და საგადასახადო სისტემის როლი ბიზნესში და ა.შ. სახელმძღვანელო განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისათვის, ასევე ყველა იმ პირისათვის, ვინც დაინტერესებულია ბიზნესის დაწყების, ორგანიზაციისა და მართვის საკითხებით.
ავტორი: ირაკლი იმედაძე
სათაური: ფსიქოლოგიის ისტორია - ანტიკური ხანიდან ჩვენ დრომდე
გამომცემლობა: მწიგნობარი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე ნაშრომი მოიცავს ფსიქოლოგიური აზრის განვითარების ძირითადი ტენდენციების ანალიზს, მისი ადრეული ფორმებიდან დღევანდლამდე. როგორც მასალის შერჩევის, ისე ანალიზისა და შეფასების პრინციპები განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის პიზიციების გათვალისწინებით არის შემუშავებული და გაანალიზებული.
ავტორი: ელენე ამირეჯიბი-სტავინსკა
სათაური: ანტიკულინარიული რეცეპტები
გამომცემლობა: აზრი
გამოშვების წელი: 2014
ელენე ამირეჯიბი-სტავინსკა პოლონეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მწერალი და მრავალი საერთაშორისო კინო-ფესტივალის ლაურეატია. ,,ანტიკულინარიული რეცეპტები’’ ვარშავაში 2007 წელს დაიბეჭდა და პოლონეთის კრიტიკოსების პრემიითა და მკითხველთა დიდი აღიარებით დაჯილდოვდა და გამოაცხადეს ,,წლის საუკეთესო წიგნად’’. აღნიშნულ წიგნში დოკუმენტური პროზა ენაცვლება ლირიკულ ჩანახატებს, სინამდვილე ფანტაზიას, იუმორი სატირას და ა.შ.
ავტორი: თეიმურაზ შენგელია
სათაური: საერთაშორისო მენეჯმენტი
გამომცემლობა: ახალი საქართველო
გამოშვების წელი: 2012
წინამდებარე სახელმძღვანელოში უახლესი თეორიული და პრაქტიკული დებულების გამოყენებით სრულიად ახლებურად ,,საერთაშორისო მენეჯმენტის’’ დასავლეთში აპრობირებული სწავლების პრაქტიკაზე დაყრდნობით, განხილულია ისეთი აქტუალური პრობლემები, როგორებიცაა: გლობალური მიმართულებები და გამოწვევები, საერთაშორისო მენეჯმენტის სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძვლები, საერთაშორისო მენეჯმენტის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა და ა.შ. სახელმძღვანელოში სწავლების თანამედროვე მეთოდებიდან გამომდინარე, წარმოდგენილია პრაქტიკული სავარჯიშოები.
ავტორი: ანდრო გოგოლაძე, თეა წითლანაძე, თეა ქარჩავა, ნიკოლოზ სილაგაძე
სათაური: საქართველო და ჯვაროსნული აღმოსავლეთი ჟაკ დე ვიტრის ცნობების მიხედვით
გამომცემლობა: მერიდიანი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომი მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილისა და თვითმხილველის თხზულებებს მოიცავს, რომელშიც განხილულია ევროპისა და მახლობელი აღმოსავლეთის ურთიერთობა. ასევე საუბარია ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრაზე. წიგნი ეხება ჟაკ დე ვიტრის, მეხუთე ჯვაროსნული ლაშრობის მქადაგებლის, ლაშქრობის მონაწილისა და თვითმხილველის ცნობებს, სადაც დამუშავებული, გაანალიზებული და კომპლექსურად წარმოჩენილია XIII საუკუნის პირველი ნახევრის მახლობელი აღმოსავლეთი მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის კონტექსტში.
ავტორი:
სათაური: ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში
გამომცემლობა: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე მონოგრაფიაში მრავალი პარალელი თუ შეპირისპირება შესაძლებლობას იძლევა ,,ქართული ლიბერალიზმის’’ მოდელი წარმოვისახოთ და გამოვაცალკევოთ ქართული სპეციფიკით ნაკარნახევი ნიშან-თვისებები იმ საზოგადო და საყოველთაო კანონზომიერებათაგან, რაც ქართულ მწერლობაში აღბეჭდილი საზოგადოებრივი აზრის რეტროსპექტივას ისევე დაემჩნა, როგორც ევროპულ კულტურულ არეალში მოქცეულ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მენტალურ სურათს. წინამდებარე წიგნის მიზანია ლიბერალიზმის ეპოქის ისტორიულ-ლიტერატურული პანორამის წარმოსახვა, ამ ეპოქისათვის ნიშანდობლივ სოციალურ, ფილოსოფიურ, ეთიკურ და ესთეტიკურ ტენდენციათა მეცნიერული შესწავლა, ლიბერალიზმის ფენომენის ,,ქართული ნაირსახეობის’’ შედარება-შეპირისპირება ლიბერალიზმის ევროპულ და რუსულ მოდელებთან.
ავტორი: ნუგზარ მუზაშვილი
სათაური: ანალოგიები
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე წიგნის ავტორის მიზანია გვიჩვენოს ანალოგიები დასავლური კულტურის ელინისტურ ხანასა და თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ეპოქას შორის. ელინისტურ ხანაში იგულისხმება დროის მონაკვეთი, რომელიც გავიდა ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან რომის იმპერიის დაცემასა და შუა საუკუნეების დადგომამდე. მსგავსება არ ამოიწურება მეორეხარისხოვანი დეტალებისა თუ ნიუანსების შემთხვევითობით, იგი ორი ეპოქის გაცილებით სერიოზული, ფუნდამენტური ხასიათის მსგავსად გვევლინება. დროში ერთნახევარი- ორი ათასწლეულით დაცილებული ორი დიდი ეპოქის არსობრივი მსგავსების მიზეზების დანახვის სურვილმა, ფაქტობრივად, მთელი დასავლური ცივილიზაციის ზოგადი სტრუქტურის რეკონსტრუქციის აუცილებლობა განაპირობა.
ავტორი: ვიოლა ფურცელაძე
სათაური: ტექსტი, როგორც წერილობითი მოღვაწეობის განცხადება
გამომცემლობა: უნივერსალი
გამოშვების წელი: 2014
აღნიშნული მონოგრაფია პირველი ქართულენოვანი ნაშრომია, რომელიც ეძღვნება ენათმეცნიერული გერმანისტიკის პოზიციებიდან დანახულ ტექსტის პრობლემებს. წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან: თეორიული და ანალიზური. იგი განკუთვნილია ზოგადად ფილოლოგიური პროფილის, პირველ რიგში კი გერმანული ენის სპეციალობის სტუდენტების, მაგისტრების, დოქტორანტების, ასევე ტექსტის ლინგვისტიკით დაინტერესებულ ყველა პირთათვის.
ავტორი:
სათაური: ლაზური პარამითეფე
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,ლაზური პარამითეფე’’ ცნობილი ენათმეცნიერის ნათელა ქუთელიას სამეცნიერო-საზოგადოებრივი მოღვაწეობის ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია არა მხოლოდ სასწავლო-სამეცნიერო თვალსაზრისით, არამედ მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობითაც. დიდია მისი ღვაწლი ლაზურის შესწავლაში. ,,ლაზური ზღაპრები’’ დაწერილია საერთო ქართულის ლაზურ-მეგრულ დიალექტზე. ეს დიალექტი შექმნეს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებიც ანტიკურ სამყაროში კოლხების სახელითაც იყვნენ ცნობილი. ამიტომ ლაზურ-მეგრულ დიალექტს კოლხურ დიალექტსაც უწოდებენ. წიგნში წარმოდგენილი ლექსები და ზღაპრები შეკრებილია დასავლეთ საქართველოს ფარგლებში.
ავტორი: მარინა ბალიაშვილი
სათაური: პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები
გამომცემლობა: ირიდა
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე ნაშრომში მოცემულია პიროვნების ფსიქოლოგიის საბაზისო ცნებები, აგრეთვე თეორიული, ფაქტობრივი და პრაქტიკული პრობლემები და მათი გადაჭრის განსხვავებული ნიმუშები. სისტემატურად არის დალაგებული პიროვნების კლასიკური და თანამედროვე თეორიები, კვლევის მეთოდები და სტრატეგიები. ნაჩვენებია ადამიანის წინაშე მდგარ ძირეულ პრობლემათა მოგვარებაში პიროვნების ფსიქოლოგიის პოტენციალი. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე დარგის სტუდენტებისთვის, პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის და აგრეთვე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.
ავტორი: ომარ მუკბანიანი, ჯიმშერ ანელი, თამარ თათრიშვილი, ელიზა მარქარაშვილი
სათაური: პოლიმერული მასალები I
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნულ ნაშრომში განხილულია პოლიმერული მასალების ძირითადი საკითხები უნივერსიტეტებისათვის არსებული პროგრამის მიხედვით. მასში ფართოდაა გადმოცემული პოლიმერების და პოლიმერული მასალების მიღების, ფიზიკურ-ქიმიური კვლევის და გამოყენების პერსპექტივები. წიგნში ასევე საუბარია პოლიმერებზე, მათი სინთეზის მეთოდებზე, პრაქტიკაში გამოყენებულ პოლიმერებზე, შემავსებლის ტიპებსა და შევსების მეთოდებზე. განხილულია კომპოზიტები, როგორც მრავალკომპონენტიანი სისტემები, პოლიმერული მასალების ფორმირების მეთოდები და პლასტიფიკაცია.
ავტორი: ჯეიმს ს. ვან ჰორნი, ჯონ მ. ვაჰოვიჩი
სათაური: დანახარჯები - ეფექტიანობის ანალიზი (მეთოდები და გამოყენება)
გამომცემლობა: დიოგენე
გამოშვების წელი: 2012
აღნიშნული წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ნაშრომია განათლების შეფასების სფეროში. ხელმისაწვდომი რესურსების კლებასთან ერთად იზრდება განათლების სფეროს წინაშე მდგარი ამოცანა, როგორ მივაღწიოთ მწირი რესურსების პირობებში უკეთეს საგანმანათლებლო შედეგებს. მთელ მსოფლიოში განათლების სფეროს სპეციალისტები ცდილობენ, დაგეგმონ და განახორციელონ ისეთი პოლიტიკა, რომელიც ერთდროულად ეფექტიანიც იქნება და შედეგიანიც. წიგნის მიზანია დაეხმაროს განათლების სპეციალისტებს, დანახარჯების მიხედვით დაგეგმონ ეფექტიანი პროგრამები. ამავე დროს იგი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მკვლევრებს ინიციატივების შეფასებაში მათი შედეგებისა და დახარჯული რესურსების გათვალისწინებით.
ავტორი: მარინა ბალიაშვილი
სათაური: სოციალური ფსიქოლოგიის დაწყებითი კურსი
გამომცემლობა: მწიგნობარი
გამოშვების წელი: 2013
წინამდებარე წიგნში მოცემულია სოციალური ფსიქოლოგიის საბაზისო ცნებები, ძირითადი პროცესები და საკვანძო პრობლემები, აგრეთვე სოციალური ფსიქოლოგიის ოქროს ფონდში შესული ექსპერიმენტული კვლევები. ნაჩვენებია სოციალური ფსიქოლოგიის პოტენციალი არაერთი იმ პრობლების მოგვარებაში, რაც თავს იჩენს ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კლასიკური განმარტების თანახმად, სოციალური ფსიქოლოგია მცდელობაა გავიგოთ და ავხსნათ როგორ მოქმედებს ინდივიდის აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე სხვა ადამიანის რეალური, წარმოსახული ან ნავარაუდევი დასწრება. სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის იმას, თუ როგორ ახდენენ ადამიანები გავლენას ერთმანეთზე და თვითონ ადამიანი პიროვნებად როგორ ყალიბდება ამ ურთიერთქმედების პროცესში. სოციალურ ფსიქოლოგთა მიზანია შეიქმნას ზოგადი თეორია, რითაც ემპირიული და ექსპერიმენტული მონაცემების ახსნა გახდება შესაძლებელი.
ავტორი: ვალერიან მეტრეველი, გიორგი დავითაშვილი
სათაური: პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია
გამომცემლობა: იურისტების სამყარო
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომში განხილულია იურიდიული ფაკულტეტების სასწავლო კურსის პროგრამით გათვალისწინებული პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორიის ყველა ძირითადი საკითხი. ნაშრომი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.
ავტორი:
სათაური: ივანე ჯავახიშვილი - კაცი, რომელმაც საქართველოს გონი შეცვალა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე კრებული გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმისთვის მომზადდა. ნაშრომი აერთიანებს პუბლიცისტურ ნარკვევებს, რომლებშიც ივანე ჯავახიშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობის ასპექტებია გაშუქებული და გაანალიზებული.
ავტორი:
სათაური: ალექსანდრე ყაზბეგი 165 - საიუბილეო კრებული
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე კრებული ცნობილი ქართველი მწერლის, ახალი ქართული ლიტერატურის წარმომადგენლის, ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებისა და შემოქმედებითი ღვაწლის მოხსენიების მცდელობაა. კრებულში თავმოყრილია ქართველ ლიტერატურათმცოდნეთა უახლესი გამოკვლევები, მიმართული მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობისა და ცხოვრების ინოვაციური გააზრებისკენ. მკითხველს საშუალება აქვს ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები გაანალიზოს თანამედროვე ფილოლოგიური თეორიების ჭრილში.
ავტორი:
სათაური: ადმინისტრაციული დავების განსჯადობის პრობლემები, ტ. 1
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა შორის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პროცესუალური აქტების კრებულს. მასში სისტემატიზირებული და გამარტივებული ფორმით არის მოტანილი კონკრეტულ საქმეებზე უზენაესი სასამართლოს განჩინებები, რომლებიც, ერთობლიობაში აღებული, წარმოადგენენ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებულ დავებზე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას. პროცესუალური აქტების რაოდენობიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ ისინი თითქმის სრულად მოიცავენ განსჯადობის თაობაზე წამოჭრილი დავების ნაირსახეობას.
ავტორი:
სათაური: ბესარიონ ზოიძე 60 - საიუბილეო კრებული
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე საიუბილეო კრებული ეძღვნება ქართული სამართლის მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლის, პროფესორ ბესარიონ ზოიძის დაბადებიდან 60 წლის იუბილეს. ბესარიონ ზოიძე ცნობილი კომენტატორია. მის კალამს ეკუთვნის სამოქალაქო კოდექსის პირველი და დღემდე ერთადერთი კომენტარის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების კომენტარები, როგორიცაა გარიგებანი, ქონება, მფლობელობა, საკუთრება, სამეზობლო სამართალი, საჯარო რეესტრი, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ცენტრალური დებულებები და ა.შ
ავტორი: თამაზ გამყრელიძე
სათაური: რჩეული წერილები და გამოსვლები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის მიერ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა და კრებულებში გამოქვეყნებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წერილები, აგრეთვე მისი ფართოდ ცნობილი საჯარო გამოსვლები, რომლებიც წიგნში სტრუქტურირებულია ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ სამ თემატურ ჯგუფად: ,,ქვეყნის დამოუკიდებლობა’’, ,,პირველი ქართული უნივერსიტეტი და მეცნიერებათა ეროვნული აკადემია’’ და ,,ენა, ისტორია, კულტურა’’.
ავტორი: ომარ ფურთუხია
სათაური: ალბათურ-სტატისტიკური ამოცანები
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე სახელმძღვანელოში სრულად და საფუძვლიანად არის გადმოცემული თანამედროვე ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის წინაშე წამოჭრილი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული და თეორიული ხასიათის საკითხები. თითოეულ თემას წინ უძღვის აუცილებელი თეორიული შედეგები, შემდეგ მოყვანილია მრავალი საილუსტრაციო და სამოტივაციო მაგალითი ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროდან, განხილულია მათი გადაწყვეტის მეთოდები და ხერხები. ნაშრომს დართული აქვს ძირითადი და მნიშვნელოვანი ალბათური განაწილების ცხრილები, EXCEL-ის სტატისტიკური ფუნქციების აღწერა და უკანასკნელ ხუთ წელიწადში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუალედურ და საბოლოო გამოცდებზე მოტანილი ბილეთების ნიმუშები. სახელმძღვანელო შედგენილია უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი სასწავლო პროგრამებისა და სილაბუსების მიხედვით.
ავტორი: ნოდარ არდოტელი
სათაური: ბეჟიტური ენა
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ბეჟიტური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიისა და გრამატიკული სტრუქტურის ვრცელი აღწერითი ანალიზი, რომელსაც თან ერთვის ჟანრობრივად განსხვავებული დიალექტური ტექსტები და მცირე ლექსიკონი. ყურადღება გამახვილებულია ბეჟიტურ ენაში ნაპოვნ ყველა გრამატიკულ კატეგორიაზე და მოცემულია მათი სისტემატიზაციის სურათი. გამოკვლევაში წამოყენებულია არაერთი აქამდე უცნობი პრობლემური საკითხი და დამატებით გამოყოფილია აქამდე უცნობი ზოგი (მაგალითად, გვარის) გრამატიკული კატეგორია, რასაც ახლავს სათანადო დასაბუთების ცდა. ნაშრომში, დიასისტემური მეთოდის გამოყენებით, ფაქტობრივად პირველად არის გათვალისწინებული ორივე დიალექტის თქმათა ენობრივი მონაცემები.
ავტორი:
სათაური: ვაჟა-ფშაველას იდიომებისა და ფრაზეოლოგიურ შესიტყვებათა მცირე ლექსიკონი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ვაჟა-ფშაველას იდიომებისა და ფრაზეოლოგიურ შესიტყვებათა მცირე ლექსიკონს. ფრაზეოლოგიური ერთეულები წარმოდგენილია იმ შედგენილობით, რასაც ნაწარმოებების ტექსტები გვთავაზობს. გასწორებულია მხოლოდ დიალექტიკური (ორთოგრაფიული) სხვაობანი სალიტერატურო ენასთან. მასალა გაწყობილია ანბანის რიგზე შესიტყვების პირველი სიტყვის მიხედვით. ვაჟა-ფშაველას ტექსტი ბრჭყალებშია (,, ‘’) ჩასმული და შესაბამისად, ახლავს მითითება ხუთტომეულის (1961 წ.) მიხედვით: ტომი, გვერდი, სტრიქონი (პოეტურ ნაწარმოებს - სვეტიც).
ავტორი: ჯონ ჰ. არნოლდი
სათაური: ისტორია - ძალიან მოკლე შესავალი
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
აღნიშნულ ნაშრომში ავტორი საუბრობს ისტორიაზე, თუ როგორ იკვლევენ მას და რისთვისაა ის გამიზნული. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი სამი თავი მიზნად ისახავს კონკრეტული საკითხების წამოწევას, მკითხველის დაინტერესებას და ისტორიის აღწერას. მე-4 და მე-5 თავები გვიჩვენებს, როგორ იწყება ისტორია, როგორ იყენებენ და შემდეგ იაზრებენ პირველწყაროებს. ბოლო თავში საუბარია ისტორიის მნიშვნელობაზე, მიმდინარეობასა და ჭეშმარიტების ძიებაზე.
ავტორი: ანტონ რიბაკოვი
სათაური: ,,კეისრის საბრძანებლოში’’: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსისა და სტრუქტურის პრობლემა ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ
გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
ანტონ რიბაკოვის წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება საქართველო-რუსეთის საეკლესიო ურთიერთობის საკითხების კვლევას. აღნიშნული წიგნის ავტორი დიდი ხანია იკვლევს ქართული და რუსული საეკლესიო ურთიერთობის საკითხებს და არის რამდენიმე საინტერესო ნაშრომის ავტორი.
ავტორი:
სათაური: მოქვის სახარება
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2015
მოქვის ხელნაწერი გადაიწერა 1300 წელს მოქველი მთავარეპისკოპოსის დანიელის დაკვეთით. ხელნაწერი, სავარაუდოდ, მოქვშივე მოიხატა და თავდაპირველად იქვე, მოქვის საკათედრო ტაძარში ინახებოდა. სახარება ჩაფიქრებული იყო, როგორც მემორიალური ხელნაწერი და მას, როგორც ჩანს პრაქტიკული დანიშნულებით ხშირად არ იყენებდნენ, რაზეც მიუთითებს სამონასტრო ცხოვრებისათვის უჩვეულო მდიდრული მორთულობა. მოქვის სახარება ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე უხვად და მდიდრულად ილუსტრირებულ ნიმუშს წარმოადგენს. ოთხთავს ამკობს 160 მინიატურა, 10 კამარა, 4 თავსართი, 531 საზედაო ასო და ინიციალი. თითოეულ სახარებას უძღვის შესაბამის მახარებელთა მთავარ გვერდზე მოცემული გამოსახულებები. წინამდებარე ილუსტრირებულ ალბომში მინიატურები წარმოდგენილია სრულად.
ავტორი:
სათაური: საბაწმიდური ოთხთავი - პალიმფსესტი
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2014
საბაწმიდური ოთხთავის პალიმფსესტის ხანმეტი ტექსტის ფრაგმენტები, სრული სახით პირველად ქვეყნდება ფოტოების, ასომთავრული და მხედრული ხელით შესრულებული ტექსტების დართვით. ასომთავრული ტექსტი ხელნაწერის ზუსტი ასლია ძველი სასვენი ნიშნებითა და სტრიქონშემავსებელი ნიშნებით, აუხსნელი ქარაგმებით, ინტერვალებითა და შეცდომებით. მხედრული ტექსტი კი მოცემულია ქარაგმების გახსნითა და თანამედროვე პუნქტუაციით. გასწორებულია შეცდომებიც.
ავტორი:
სათაური: ილია აბულაძის პირადი არქივის აღწერილობა
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2010
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია პროფესორ ილია აბულაძის პირადი საარქივო ფონდის აღწერილობა. აღნიშნული აღწერილობა 842 ერთეულს აერთიანებს. წინარე გამოცემასთან შედარებით ფონდი შეივსო 132 ერთეულით. შევსება მოხდა რამდენიმე საარქივო ერთეულის (ტექსტების, წერილების, ფოტოებისა და საგაზეთო სტატიების) დაშლის ხარჯზე. აღწერილობას დაემატა ახლად მოძიებული მასალა (23 ერთეული).
ავტორი:
სათაური: ელენე მეტრეველის პირადი არქივის აღწერილობა
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2010
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია აკადემიკოს ელენე მეტრეველის პირადი საარქივო ფონდის აღწერილობა. ელენე მეტრეველი იკვლევდა VIII-XIX საუკუნეების ქართულ მწერლობას, XVI-XVIII საუკუნეების ლექსიკოლოგიურ, სამართლებრივ, კარტოგრაფიულ ძეგლებს, ცალკეული მწერლების შემოქმედებას. მისი არაერთი ნაშრომი ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთული კერების კვლევას ეძღვნება. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სასულიერო პოეზიის საკითხების შესწავლაში.
ავტორი:
სათაური: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას პირადი არქივის აღწერილობა
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2011
წინამდებარე აღწერილობაში მასალა დალაგებულია თემატურად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით: 1. შესავალი, 2. ამბროსი ხელაია (ცხოვრება-მოღვაწეობა), 3. ძირითადი სამეცნიერო ლიტერატურა ამბროსი ხელაიას ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ. 4.შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა, 5. მიმოწერა, 6. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის სხვა საარქივო ფონდებში დაცული მასალა ამბროსი ხელაიას შესახებ, 7. საქართველოს საისტორიო არქივში დაცული მასალა ამბროსი ხელაიას შესახებ. 8. ლიტერატურის ისტორიის მუზეუმში დაცული მასალა ამბროსი ხელაიას შესახებ, 9. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას შვილთაშვილის ანა კლდიაშვილის პირად კოლექციაში დაცული მასალა ამბროსი ხელაიას შესახებ და 10. ამბროსი ხელაიას პირადი არქივის აღწერილობის კატალოგების შემაჯერებელი ცხრილი.
ავტორი: ციალა ქურციკიძე
სათაური: ქართული ბიბლია
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2010
წინამდებარე ნაშრომის მიზანია, ძველი ქართული სასულიერო მწერლობის დარგის, ბიბლიოლოგიის, არსებული ახალი მასალით შევსება. ავტორის კონკრეტულ კვლევაზე დაფუძნებული ნაშრომიდან მკითხველი ბევრ საინტერესოს შეიტყობს არა მხოლოდ ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური თვალსაზრისით.
ავტორი:
სათაური: კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) - ეპისტოლური მემკვიდრეობა
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2012
წინამდებარე გამოცემაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ამბროსი ხელაიას (1861-1927 წწ.) ეპისტოლური ხასიათის მემკვიდრეობის ერთი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ქრონოლოგიურად იგი 1900-1926 წლებს მოიცავს. წერილების შინაარსი ფართოა და შეიცავს უაღრესად მნიშვნელოვან ცნობებს, როგორც ამბროსი ხელაიას ცხოვრება-მოღვაწეობის, ისე XX საუკუნის პირველი მესამედის საქართველოს ეკლესიისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის შესახებ.
ავტორი:
სათაური: ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი III
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე ნაშრომი მოიცავს 1963-1971 წლებში გამოცემული ,,ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების’’ ოთხი ტომის მასალას. ,,სიმფონია-ლექსიკონი’’ შედგენილია ქართულ ლექსიკოლოგიაში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით: სახელები დალაგებულია ბრუნვათა რიგისა და რიცხვის მიხედვით, ზმნა - მწკრივის, პირისა და რიცხვის მიხედვით. მითითებულია პირთა რაოდენობა, გვარი, ქცევა. მოცემულია სალექსიკონო ერთეულთა ძირები. მოცულობის სიდიდის გამო ნაცვალსახელები და უდეტრები მხოლოდ რამდენიმე ნიმუშითაა წარმოდგენილი.
ავტორი:
სათაური: ქართული ისტორიული დოკუმენტები
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე ილუსტრირებულ ალბომში მოთავსებულია საისტორიო დოკუმენტების მდიდარი მემკვიდრეობის მცირე ნაწილი. საისტორიო საბუთები მოიცავს შუა საუკუნეების საქართველოს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს: მეფის ბრძანებებს, წერილებს, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის ამსახველ დოკუმენტებს და ა.შ. ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული განვითარების საერთო სურათს. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობისა და სამართალმცოდნეობით დაინტერესებულ მკვლევართა და ასევე ფართო საზოგადოებისათვის.
ავტორი:
სათაური: ამბავი ერთი ხელნაწერისა (ქართულ-ბერძნული ილუსტრირებული ხელნაწერი სანკტ-პეტერბურგის კოლექციიდან)
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2012
ქართული მწიგნობრობისა და მხატვრული აზროვნების უნიკალური ნიმუში - XV-XVI საუკუნეების ქართულ-ბერძნული ხელნაწერი რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ხელნაწერი შინაარსით ლიტურგიკული კრებულია. შეიცავს ორენოვანი - ქართული და ბერძნული - ტექსტების თავისებურ ერთიანობას. ტექსტი მოიცავს სახარებისეულ საკითხავებს, ტროპარებს, სავედრებელ ლოცვებს, თვენს, მაცხოვრისა და ავგაროზ მეფის მიმოწერის აპოკრიფულ ისტორიას. ტექსტის ძირითადი ნაწილი ქართულია, ნაწერია ორ სვეტად, ნუსხურად. ტროპარები, სავედრებელი ლოცვები და ცალკეული საკითხავები კი ბერძნულ ენაზეა. ქართულ-ბერძნული ხელნაწერი ოთხი მხატვრის დასურათებულია. ისინი ნიმუშებად სხვადასხვა წყაროს იყენებენ. ხელნაწერის შედგენილობა და მხატვრული სახე სხვადასხვა იკონოგრაფიული და სტილური ტენდენციების არსებობას ავლენს. სახეზეა ათონური და ათონთან დაკავშირებული მხატვრული წრის გავლენა, კრეტული და დასავლური ხელოვნების ანარეკლი.
ავტორი: ზაზა ალექსიძე
სათაური: ქრისტიანული კავკასია - ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი I
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2010
კრებულში თავმოყრილია ქართველი ისტორიკოსისა და ფილოლოგის, პროფესორ ზაზა ალექსიძის შრომები, რომლებიც სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებული იყო ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებსა თუ სამეცნიერო კრებულებში. კრებული ორი ნაწილისაგან შედგება, გარდა სტატიებისა, წარმოდგენილია სხვადასხვა მონოგრაფიების ნაწილიც, რომელთაც დასრულებული სტატიების სახე აქვს და მათი ცალკე გამოქვეყნება ხელმისაწვდომს გახდის მკითხველთა ფართო წრისათვის, ასევე შესულია ორი გამოუქვეყნებელი ნაშრომიც. მასალა წიგნში დალაგებულია ქრონოლოგიის მიხედვით, პირველი ნაწილი მოიცავს 1963-1999 წლებს, მეორე კი 2000-2010 წლების შრომებს.
ავტორი: თეოფილე ხუცესმონაზონი
სათაური: მამათა სწავლანი და თხრობანი
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2014
წინამდებარე წიგნი პატერიკების ქართული თარგმანების გამოცემის მესამე ნაწილია. წიგნის პირველ ტომში მოცემულია სისტემური პატერიკების ეფთვიმე მთაწმიდელისეული თარგმანი, ხოლო მეორე ტომში - ანბანურ-ანონიმური კრებულის ქართული თარგმანები სინური და ათონური ხელნაწერების მიხედვით. წინამდებარე გამოცემა აპოფთეგმატას სისტემატური კოლექციის თეოფილე ხუცესმონაზონისეულ თარგმანს წარმოადგენს. ამ გამოცემით სრულდება პატერიკების ქართული თარგმანების მკითხველთა ფართო წრისათვის წარდგენა.
ავტორი: ვლადიმერ (ლადო) პაპავა
სათაური: საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები
გამომცემლობა: ინტელექტი
გამოშვების წელი: 2015
წინამდებარე ნაშრომში განხილულია იმ ეკონომიკური რეფორმების არსი, რომლებიც საქართველოში განხორციელდა ქვეყნის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. გაანალიზებულია საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების როგორც მიღწევები, ისე ამ პროცესში დაშვებული შეცდომებიც. გამოკვეთილია უახლოეს მომავალში საქართველოში გასატარებელი ეკონომიკური რეფორმების მაგისტრალური გზა. წიგნი განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისათვის, ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, პროფესორებისათვის, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის აქტუალური პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
ავტორი: ნიკიტა სტითატი
სათაური: დოგმატიკონი II
გამომცემლობა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გამოშვების წელი: 2013
წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია XI საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი მწერლისა და პოლემისტის, ნიკიტა სტითატის, თხზულებათა არსენ იყალთოელისეული თარგმანები, რომლებიც შესულია მის ცნობილ დოგმატიკურ-პოლემიკურ კრებულში ,,დოგმატიკონი’’. ესენია: 1. ხუთი პოლემიკური სიტყვა სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ,. 2. ,,სათნოებითთა აღსავალთათვის’’, ,,სულისათვის’’, ,,სამოთხისათვის’’. და 3. ეპისტოლეები. წიგნი წარმოადგენს ,,დოგმატიკონის’’ II ტომს.
ავტორი: დავით წერედიანი
სათაური: ანარეკლი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
დავით წერედიანის ,,ანარეკლი’’ პირველად 2005 წელს გამოიცა და სახელმწიფო პრემია დაიმსახურა. წინამდებარე გამოცემა შევსებულია. მისი ძირითადი ნაწილი ქართულ კლასიკურ პოეზიას ეძღვნება, რუსთაველიდან გალაკტიონამდე. მრავალი რამ ახლებურად არის დანახული და წაკითხული. ნაშრომის ბოლო მონაკვეთი უმთავრესად დასავლურ პოეზიას ეძღვნება. დამატების სახით ერთვის წიგნის ავტორის მიერვე შესრულებული რამდენიმე რჩეული თარგმანი.
ავტორი: ცოტნე ცხვედიანი
სათაური: ქალაქი და წმინდანები
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
ახალგაზრდა ქართველი ავტორის, ცოტნე ცხვედიანის მოთხრობების სადებიუტო კრებული ,,ქალაქი და წმინდანები’’ საქართველოს პროვინციულ ქალაქებსა თუ დაბებში მცხოვრებთა ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს. მოთხრობებს ფონად გასდევს სოციალური გაჭირვება, ცხოვრების დინამიური რიტმი, სირთულეები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლისას უბრალო ადამიანები უძლურნი არიან და ერთადერთ გამოსავლად გაქცევა მიაჩნიათ, ხოლო ვინც ამას ვერ მოახერხებს, დეპრესიის მსხვერპლი ხდება. ცხოვრების ნორმალურ რიტმს მოწყვეტილი დასახლებების ბინადრების, დიდებისა თუ პატარების სულისშემძვრელი ისტორიები მკითხველს ქვეყნის რეალურ პრობლემებზე დააფიქრებს.
ავტორი: მორჩილაძე აკა
სათაური: ჩრდილი გზაზე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
აკა მორჩილაძის ახალი წიგნი - ,,ჩრდილი გზაზე’’ ჟანრობრივად დოკუმენტურ პროზას მიეკუთვნება. მწერალი მიმოიხილავს XX საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენებს, ათწლეულებად დაყოფილ პერიოდებს და იმ ცვლილებებს, რაც მათ ახლდა.
ავტორი: ჰარპერ ლი
სათაური: ნუ მოკლავ ჯაფარას
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი ,,ნუ მოკლავ ჯაფარას’’ ლიტერატურის კრიტიკოსებმა აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯონ ლუიზა ფიჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველს უჩვენებს, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება.
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი
სათაური: ლოლიტა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
აღნიშნული მოთხრობის ავტორი, ვლადიმირ ნაბოკოვი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი იყო. მისი პირველი ნაწარმოებები რუსულენოვანი იყო, თუმცა მსოფლიო აღიარება მას ინგლისურ ენაზე დაწერილმა რომანებმა მოუტანა. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ,,ლოლიტას’’, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებდნენ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. აღნიშნული მოთხრობის საშუალებით, მკითხველი გაეცნობა ,,ლოლიტას’’ რუსული, ავტორისეული ვერსიიდან შესრულებულ თარგმანს.
ავტორი: უილიამ გოლდინგი
სათაური: ბუზთა ბატონი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
,,ბუზთა ბატონი’’ ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ბუკერისა და ნობელის პრემიების ლაურეატის უილიამ გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. ნაწარმოები 1954 წელს დაიწერა, რომანი უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდიაა. ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ცნობიერება. 1963 წელს პიტერ ბრუკმა ხოლო 1990 წელს ჰარი ჰუკმა აღნიშნული რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს.
ავტორი: ბრუნო ლეონი
სათაური: თავისუფლება და კანონი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,თავისუფლება და კანონი’’ცნობილი იტალიელი მეცნიერის ბრუნო ლეონის ლექციათა კურსის საფუძველზეა შედგენილი, რომელიც პროფესორმა 1958 წლის 15-28 ივნისს კლერმონში, კალიფორნიაში (აშშ) წაიკითხა. მოწვეული მეცნიერის სტატუსით ლეონი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდა და ატარებდა ლექციებს სხვადასხვა სასწავლებლებში. ბრუნო ლეონი იყო ჟურნალის “Il Politico” დამაარსებელი და რედაქტორი.
ავტორი: სალი გრინი
სათაური: ნახევრად ცუდი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2014
,,ნახევრად ცუდი“ ინგლისელი დებიუტანტი მწერლის სალი გრინის ტრილოგიის პირველი წიგნია. აღნიშნული რომანი, 2014 წელს გამოვიდა და უკვე 31 ენაზე ითარგმნა. მოქმედება თანამედროვე ეპოქაში, ინგლისში ხდება, სადაც ადამიანები ბოროტ და კეთილ ჯადოქრებთან თანაცხოვრობენ. მთავარი გმირი თექვსმეტი წლის ნათან ბირნია, რომლის მამა მსოფლიოში სახელგანთქმული ბოროტი ჯადოქარია, გარდაცვლილი დედა კი კეთილი ჯადოქარი იყო. ნათანის არსება გაორებულია - ის ერთადერთია მთელ ჯადოქრულ სამყაროში, ვინც ნახევრად კეთილი და ნახევრად ბოროტია. ბიჭი, რომელზეც ყველა ნადირობს, მოკვდება, თუ მეჩვიდმეტე დაბადების დღემდე ვერ მოასწრებს მამის მოძებნას და მისგან სამი საჩუქრის მიღებას.
ავტორი: მალალა იუსაფზაი
სათაური: მე ვარ მალალა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა