ელექტრონული კატალოგის საძიებელი
ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის ჩანაწერებში გრაფა - „ბიბლიოთეკაში“ - მითითებული სპეციალური ტერმინების განმარტება:
  • რდ I - შოთა უსთაველის სამკითხველო არბაზი (დახურული ფონდი)
  • რდ II- შოთა უსთაველის სამკითხველო არბაზი (ნახევრად ღია ფონდი)
  • რდ III- შოთა უსთაველის სამკითხველო არბაზი (ღია ფონდი)


ანონსი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საქართველოს   დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2017 წლის 29 მაისს  მართავს რიგით მეორე, ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით:  „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამივე საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა, 2017 წლის 26 აპრილს 18:00 საათამდე, საკონფერენციო ნაშრომის თეზისები უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: conference.library@tsu.ge კონფერენციის ჟიურის მიერ თეზისების შერჩევის შემდეგ, მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა, არაუგვიანეს 24 მაისს 18:00 საათისა უნდა გადმოაგზავნონ საბოლოო ნაშრომები ელექტრონულ მისამართზე conference.library@tsu.ge.

საკონფერენციო ნაშრომის თეზისებში წარმოდგენილი უნდა  ნაშრომის არსი,  კვლევის მეთოდოლოგია და მოსალოდნელი შედეგები. საკონფერენციო ნაშრომის თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას, საბოლოო ნაშრომის მოცულობა კი უნდა შეადგენდეს 1700 - 2200 სიტყვას. წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს შყლფაენ-ის შრიფტით, ზომა - 12, დაშორება - 1,5 . საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას მონაწილეებმა ნაშრომში უნდა მიუთითონ გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.

თეზისებისა და საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას, სტუდენტმა ნაშრომში უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფაკულტეტი, საფეხური, კურსი, მიმართულება რომელზეც სწავლობს  და ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

26 აპრილი - თეზისების მიღების დასრულება.
28 აპრილი - კონფერენციაში მონაწილეთა გამოვლენა.
24 მაისი -  საკონფერენციო ნაშრომების მიღების დასრულება.
29 მაისი - სამეცნიერო კონფერენციის გამართვა

საკონტაქტო პირი:

ირაკლი ირემაძე
ტელ: 595 95 66 72
ელ. ფოსტ : Irakli.iremadze@tsu.ge
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი,
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი.