ღონისძიებები

საუკეთესო სტუდენტის ჯილდო

„პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“ ყოველწლიურად გადაეცემა თსუ-ში დარეგისტრირებულ პორტუგალიური ენის სტუდენტს მისი აკადემიური მოსწრების, აქტიურობისა და ნიშნების გათვალისწინებით.

გამარჯვებულ სტუდენტს ჯილდოს სახით გადაეცემა:
• სტიპენდია ( 500 ევროს ოდენობით) ლისაბონში, პორტუგალიური ენის შესასწავლი საზაფხულო სკოლისათვის, რომელსაც გადასცემს კამოეშის - თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტი
• სამგზავრო ბილეთი (თბილისი-ლისაბონი-თბილისი), რომელსაც უზრუნველყოფს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს, რომლებსაც:
• უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოპოვებული აქვთ პორტუგალიური ენის 5 კრედიტი
• პორტუგალიური ენის ღია კურსებიდან, რომელიც შეიქმნა უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში
• პორტუგალიური ენის თავისუფალი კურსებიდან, რომელსაც სთავაზობს პორტუგალიური ენის ცენტრი

შერჩევის პროცესი
სტუდენტებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონკურში მონაწილეობით, უნდა გააგზავნონ სამოტივაციო წერილი პორტუგალიური ენის ცენტრის დირექტორის ელექტრონულ მისამართზე (საბუთების მიღების თარიღი დაიდება ყოველწლიურად).
საკონკურსო განაცხადს გაივლიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც წარადგენენ სამოტივაციო წერილს. შერჩეული კანდიდატები, პორტუგალიური ენის ცენტრში, გაივლიან გასაუბრებას კომისიასთან, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული.

შერჩევის კრიტერიუმები
- ნიშნები
- მონაწილეობის მიღება ცენტრის კურსებსა და კულტურულ ღონისძიებებში
- გასაუბრება
- სამოტივაციო წერილი


***

ნათია ბრეგვაძე არის 2015 წლის „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო-“ს გამარჯვებული. ნათიამ, კამოეშის ინსტიტუტის დაფინანსებით და თსუ-ს ხელშეწყობით, ერთი თვე გაატარა ლისაბონში (პორტუგალიაში), სადაც სწავლობდა პორტუგალიურ ენას და კულტურას. პორტუგალიური გამოცდილების შესახებ, ნათიამ საკუთარ ბლოგზე შემდეგი დაწერა:


„ეს იყო ულამაზესი ერთი თვე ლისაბონში. ყოველი დღე დასამახსოვრებელი. ულამაზესი ატმოსფერა, თბილი ხალხი, საშუალება მომენახულებინა მრავალი ღირშესანიშნავი ადგილი, მზე და ცხოვრების მშვიდი რიტმი - მეტი ვიდრე არამატერიალური ბედნიერებისთვისაა საჭირო.
ჩვენ კიდევ შევხდებით...
Até já Lisboa!"

სრული ტექსტის წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ სოციალულ გვერდზე:https://bellaparete.wordpress.com/2015/09/22/dear-lisbon/


ნი გურულიშვილი არის 2016 წლის „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდოს“ გამარჯვებული.

ანიმ, კამოეშის ინსტიტუტის დაფინანსებით და თსუ-ს ხელშეწყობით, ერთი თვე გაატარა ლისაბონში, სადაც სწავლობდა პორტუგალიურ ენასა და კულტურას. პორტუგალიური გამოცდილების შესახებ, ანიმ საკუთარ ბლოგზე შემდეგი დაწერა:

„მახსოვს ის პირველი შთაბეჭდილება, როდესაც ლისაბონი ზემოდან დავინახე: ულამაზესი ოკეანე და პატარა, ერთმანეთზე ლამაზად მიჯრილი, წითლად გადახურული შენობები, და მე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრების თავგადასავალი იქ იწყებოდა.“

სრული ტექსტის წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ სოციალულ გვერდზე: https://travelologists.com/…/…/06/a-love-letter-to-portugal/


კულტურული აქტივობები

ცენტრი ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას ისეთ კულტურულ აქტივობებს, როგორიცაა ფესტივალები, გამოფენები, კონცერტები და სხვ. თემის აქტუალობიდან გამომდინარე მსგავსი სახის ღონისძიებები შეიძლება მომზადდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე საქართველოში დაგეგმილ სხვა კულტურულ ღონისძიებებთან ერთად (მაგ. ლუსოფონურ პერსპექტივაში ღონისძიებების თანაორგანიზატორი შეიძლება იყოს ბრაზილიის საელჩო საქართველოში).

კონფერენციები/ვორქშოფები

2014 წლიდან, ცენტრი თავის ბაზაზე ორგანიზებას უწევს კონფერენციათა და ვორქშოფთა სერიას ინგლისურ ენაზე, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება თვეში ერთხელ  თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

განახლებული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში: ( Portuguese at TSU) ან ბლოგი ( portugueseattsu.wordpress.com)