CALENDAR

უნივერსიტეტში გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თსუ აკადემიურმა საბჭომ 2007 წლის 9 ივლისს მიიღო №34 დადგენილება თსუ–ში გამოცდების ჩატარების ერთიანი წესების შესახებ. აღნიშნული დადგენილება გახდა საფუძველი თსუ საგამოცდო ცენტრის ჩამოყალიბებისა.

2008 წლის 21 აგვისტოს რექტორის №74/01-01 ბრძანებით დამტკიცდა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელმაც დაიწყო მუშაობა თსუ საგამოცდო ცენტრის დებულებაზე, მის სტრუქტურაზე, სტრატეგიაზე.

2009 წლის იანვარში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული თსუ საგამოცდო ცენტრი, რომელიც უფლებამოსილია ორგანიზება გაუკეთოს
თსუ-ში სწავლების სამივე საფეხურის:
  • შუალედურ, სემესტრულ დასკვნითი/დამატებითი წერით გამოცდებს;
  • მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მისაღებ წერით გამოცდებს;
  • სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან გადმოსასვლელი და უნივერსიტეტის შიდა მობილობის წერით გამოცდებს;
დღეისათვის ამ მისიას ემსახურება ცენტრის 11 თანამშრომელი: ცენტრის უფროსი, 3 მთავარი სპეციალისტი და 7 სპეციალისტი.