სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მისია:

სტუდენტების ხელშეწყობა მათი ცოდნის, ინტერესების, მისწრაფებების შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობების ძიებაში შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებისა და წარმატებული პირადი და პროფესიული თვითრეალიზების მიზნით.

მიზნები:
  • სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში;
  • სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზრის შესაძლებლობების, პერსპექტივების შესახებ ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების საშუალებით;
  • რეგულარული ტრენინგები: CV, სამოტივაციო წერილი და სამუშაოს ძიების პროცესში საჭირო სხვა დოკუმენტები; დამსაქმებელთან ინტერვიუ;
  • სტუდენტების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში;
  • სტუდენტების დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში: თემატური ღონისძიებები, სემინარები, შეხვედრები, დასაქმების ფორუმები;
  • დამსაქმებლებთან ურთიერთობა სტუდენტებისთვის დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით (სტაჟირება და სხვა).

თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე.

შესვენება: 13:00-დან 14:00 საათამდე.

ინდივიდუალური კონსულტაციები სტუდენტებისთვის: ყოველ პარასკევს  15:00-დან 17:00 სააათამდე.