ვბრძანებ:
1. ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნინო კვანტალიანის დისერტაციის („მეტყველებისა და ფიქრის პრეზენტაციის როლი ნარატიული პერსპექტივის გამოხატვაში“) დაცვა გაიმართოს 2016 წლის 12 იანვარს, 12 სთ-ზე, თსუ-ის V კორპუსში, 313– ე აუდიტორიაში.
2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 53
ვბრძანებ:
1. კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენის სწავლების ცენტრში ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და განვითარების ეგვიპტური სააგენტოს ხელშეწყობით ორგანიზებული მოკლე სასწავლო კურსში (2016 წლის 10 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით) მონაწილეობისთვის შეირჩეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი ძირითადი და ერთი სარეზერვო კანდიდატურა.
2. პროგრამაში მონაწილე კანდიდატურები შეირჩეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის არაბული 4 და არაბული 6 საფეხურებიდან, ასევე არაბისტიკის სამაგისტრო პროგრამიდან.
3. კანდიდატები შეირჩევიან იმ სტუდენტებიდან, რომელთა წინა სემესტრის აკადემიური მოსწრება არაბულ ენაში 91 და მეტია.
4. დამტკიცდეს კანდიდატთა შერჩევის კომისია.
5. კომისია დამტკიცედეს შემდეგი შემადგენლობით
1) აპოლონ სილაგაძე– კომისიის თავმჯდომარე
2) მარიამ ნანობაშვილი
3) დარეჯან გარდავაძე
4) გიორგი ლობჟანიძე
5) ნინო ეჯიბაძე– კომისიის მდივანი
6. გასაუბრება ჩატარდეს 2015 წლის 11 დეკემბერს, 16 სთ– ზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, თსუ V კორპუსი, 114– ე ოთახი.
7. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
8. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 52
ვბრძანებ:
1. 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევა, შეფასება განხორციელდეს სტუდენტთა 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური შედეგების საფუძველზე, რომლებსაც წინა სემესტრში შესრულებული აქვთ მინიმუმ 30 კრედიტი.
2. უნივერსიტეტის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა (მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა განაწილდეს 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებულ სტუდენტებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის N47/01-01 ბრძანების მე-8 პუნქტის „ა“ , „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
3. 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა გაიყოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაზე, გარდა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტებისა. მიღებული რაოდენობა გამრავლდეს მიმდინარე სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობაზე და გადანაწილდეს სამაგისტრო პროგრამების მიხედვით 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე. 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული მაგისტრანტების შემთხვევაში დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა მოხდეს სპეციალობის გამოცდის ქულის გათვალისწინებით.
4. წინა პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური შედეგების რეიტინგული მონაცემები (საშუალო არითმეტიკული ქულა) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.
5. დამტკიცდეს 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ პაპასქირი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ზვიად მურადაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
გ) თინათინ ჩოლოყაშვილი - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი
დ) ლევან ჟორჟოლიანი - სამართლებრივი სპეციალისტი (იურისტ-კონსულტანტი)
6. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/
ბრძანების N: 51
ვბრძანებ:
1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილიის გამოყენების წესის შენახვა მოხდეს ფაკულტეტის კანცელარიაში.
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილია გამოყენებული იქნეს სტუდენტის სტატუტის შესახებ ცნობების ხელმოსაწერად.
3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ფაქსიმილია გამოყენებული იქნეს ფაკულტეტის ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დოკუმენტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი მითითებით.
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი /ნანი გაფრინადაშვილი/
ბრძანების N: 50
ბრძანების N: 48
ბრძანების N: 47
ბრძანების N: 46
ბრძანების N: 44
ბრძანების N: 43
ბრძანების N: 42
ბრძანების N: 41
ბრძანების N: 40
ბრძანების N: 39
ბრძანების N: 38
ბრძანების N: 37
ბრძანების N: 36
ბრძანების N: 35
ბრძანების N: 34
ბრძანების N: 33
ბრძანების N: 31