2017-09-04

„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეექვსე ნომრისთვის


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეექვსე ნომრისთვის. 
სტატიები მიიღება 2017 წლის  5 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. სტატია გამოგზავნეთ ელფოსტაზე: jyr@tsu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: „სტატია გამოქვეყნებისათვის“.
სტატიის გამოგზავნის შემდეგ გთხოვთ დაელოდოთ დადასტურებას: სტატია მიღებულია შემოწმებისთვის.  დაგვიანებით შემოსული სტატიები არ განიხილება. 

დეტალური ინფორმაცია ჟურნალის შესახებ და ინსტრუქცია ავტორებისთვის იხილეთ ჟურნალის ვებ–გვერდზე http://jyr.tsu.ge.


Print

« იხ. ყველა სიახლე