სტუდენტთა სამეცნიერო წრე


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იქმნება სტუდენტთა სამეცნიერო წრეები, რომელთა მიზანია სტუდენტების სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნა, სტუდენტების სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა და განვითარება, სტუდენტთათვის სამეცნიერო–კვლევითი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა. სამეცნიერო წრეების ხელმძღვანელები სტუდენტებს დაეხმარებიან მათთვის საინტერესო თემატიკისათვის სამეცნიერო ხელმძღვანელის მოძიებასა და მასთან დაკავშირებაში, ასევე ნაშრომების გამოცემის ორგანიზებაში. სამეცნიერო წრეების ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები/სემინარები, შეხვედრები დარგის წამყვან სპეციალისტებთან, ასევე მრავალი პრაქტიკული ღონისძიება
სამეცნიერო წრეებში გაწევრიანება შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს 6 წრე:

  • საზოგადოებრივი გეოგრაფია. ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი გიორგი კვინიკაძე 
  • პოლიტიკის მეცნიერება. ხელმძღვანელი: პროფესორი  მალხაზ მაცაბერიძე 
  • სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის სამეცნიერო წრე. ხელმძღვანელი: პროფესორი ამირან ბერძენიშვილი 
  • საერთაშორისო ურთიერთობები. ხელძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი დავით მაცაბერიძე
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე
  • ინტერდისციპლინური კვლევები.  ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თეონა მატარაძე

დამატებითი ინფორმაცია:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
თსუ VI კორპუსი, IV სართული, ოთახი 406
ტელ: 2 22 11 01 (228)

ელ. ფოსტა: socpol.science@tsu.ge

წრის განრიგი