საკონსულტაციო ცენტრი


თსუ სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრი


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრი წარმოადგენს  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულს. 

ცენტრის ემსახურება შემდეგ მიზნებს:
  • უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარება ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში, როგორიცაა  სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შფოთვა, პერფექციონიონიზმი, სამუშაოს გადავადება, ე.წ. „პროკრასტინაცია“, სტრესული მდგომარეობები, დეპრესიული-გუნება-განწყობილება და ა.შ. კონსულტაციები მოიცავს როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ შეხვედრებს. 
  • აკადემიური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, როგორიცაა მაგალითად, დასწავლის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება (მაგ.:წაკითხულის გააზრების გაუმჯობესება და სწრაფი კითხვა); ასევე, დროის ეფექტური მართვა, სამუშაო სივრცის მოწესრიგება და სხვ.
  • სტუდენტების კონსულტაცია კარიერის დაგეგმვის საკითხებში, როგორიცაა მაგალითად, სასწავლო პროგრამის შერჩევა, პროფესიული ორიენტაცია.

აღნიშნულ მიზნებთან ერთად, საკონსულტაციო ცენტრი უზრუნველყოფს სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის პროფესიულ პრაქტიკას და სუპერვიზიას. 

ცენტრი ორიენტირებულია აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე მთელი რიგი მიმართულებებით:  ფსიქოლოგიური კონსულტაციის, პიროვნების ფსიქოლოგიის, პოზიტიური ფსიქოლოგიის და ინტერპერსონალური ურთიერთობების სფეროებში. 

ცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს