მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - "მასწავლებელი"


პროგრამის სახელწოდება: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - „ მასწავლებელი“
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 60
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხელმძღვანელი: ქეთევან ჭკუასელი, პროფესორი
დეპარტამენტი: განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 593 33 12 18,    2 22 23 76; ელ-ფოსტა: ketevan.chkuaseli@tsu.ge

პროგრამის მიზანი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მასწავლებლის  პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წარჩინებული მასწავლებლის /და მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,  პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული უფროსი მასწავლებლის / კომპეტენციის მქონე პედაგოგების მომზადება, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის / საგნის სპეციალისტის აღჭურვა პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიური დარგობრივი კომპეტენციებით. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.

პროგრამაზე მიღების წინაპირობა

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით;

სწავლის შედეგი

ცოდნა და გაცნობიერება

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტმა უნდა იცოდეს:

პედაგოგიკურ / ფსიქოლოგიური დისციპლინები - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი:


  • პედაგოგიკის ძირითადი ცნებები -  აღზრდა, განათლება, სწავლება,
  • პედაგოგიკის მეთოდოლოგიური საფუძვლები და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მეთოდები,
  • პიროვნების ფორმირების ფაქტორები,
  • აღზრდის მიზანი და ამოცანები,
  • განათლების სისტემის რაობა და მისი სამართლებრივი საფუძვლები,
  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები,
  • დიდაქტიკური და ზოგადპედაგოგიკური პრინციპები,
  • სწავლების მეთოდები,
  • განათლებისთანამედროვე ტექნოლოგიები,
  • შეფასების სახეები და მეთოდები,
  • სასწავლო პროცესში მოზარდის უფლებების დაცვის საკითხები,
  • მოზარდის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურები,
  • განვითარების ფსიქოლოგიური თეორიები,
  • კლასის მართვის თეორიული საფუძვლები,
  • ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები,
  • სასწავლო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა,
  • პროფესიულ-ეთიკური ნორმები,
  • მშობლებთან თანამშრომლობის ფორმები,
  • უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროების შესახებ.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს:

  • კონკრეტულ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში პედაგოგიკის ძირითადი     ცნებების  მიზნობრივად გამოყენება,
  • აღზრდის მიზნიდან გამომდინარე, კონკრეტული ამოცანების დასახვა და გადაჭრის გზების მოძებნა,
  • სასწავლო პროცესის მიზანმიმართული დაგეგმვა და მართვა,
  • სასწავლო საგნობრივი პროგრამის ანალიზი და დაგეგმვა,
  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,
  • კლასის ეფექტური მართვა,
  • გაკვეთილის ეტაპების მართვა,
  • სწავლება / სწავლის პროცესის მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება,
  • შეფასების სისტემის მეთოდების მორგება კონკრეტულ სასწავლო სიტუაციასთან,
  • სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ინკლუზიის სწორად განხორციელება სპეციალურ მასწავლებელთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა  და სასწავლო პროცესის მართვა,
  • ჯანსაღი და უსაფრთხო   გარემოს შექმნა,
  • პროფესიულ-ეთიკური ნორმების დაცვა,
  • სასწავლო პროცესში მშობლებთან და კოლეგებთან თანამშრომლობა,
  • სასწავლო რესურსების გამოყენების უნარი,
  • საკუთარი საქმიანობის რეფლექსიის, შეფასებისა და თვითკრიტიკის უნარი.


დასკვნის უნარი:

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს:

  • კოლეგებთან ერთად სპეციალური კვლევითი საქმიანობების დაგეგმვა,  განხორციელება და  პრაქტიკაში  გამოყენება,
  • საკუთარ სამუშაო სფეროში ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, ანალიზისა და დასკვნის გაკეთების უნარი,
  • სასწავლო პროცესში პრობლემის განსაზღვრის, ანალიზისა და გადაწყვეტის გზების დასახვის უნარი,

კომუნიკაციის უნარი:

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს:

  • სხვათა აზრებისა და არგუმენტების მოსმენა და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა,  აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაცია,
  • ქართულ და უცხო ენაზე პროფესიულ და არაპროფესიულ საზოგადოებასთან დისკუსია,
  • პროფესიული საქმიანობისა და პრობლემების შესახებ წერილობითი დოკუმენტაციის წარმოება,
  • თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება,
  • კულტურათაშორისი დიალოგი.

სწავლის უნარი:

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს  უნდა ჰქონდეს:

  • მოცემულ დისციპლინაში ახალი მასალის მოძიებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი,
  • საკუთარი პროფესიული საჭიროებების განსაზღვრის, განვითარების გზებისა და საშუალებების მოძიებისა და განხორციელების უნარი,
  • უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებების გაცნობიერებისა და რეცეფციის უნარი.

ღირებულებები:

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა ჰქონდეს:

პროგრამის გავლა მსმენელს გაუფართოებს მსოფლმხედველობრივ თვალსაწიერს აღნიშნულ სფეროში და დაეხმარება მას შეიძინოს სწავლება/სწავლის პროცესისათვის ისეთი არსებითი ზნეობრივი ღირებულებები, როგორებიცაა:

  • მოსწავლის პიროვნების  პატივისცემა,
  • მოსწავლის უფლებებისა და მოვალეობების პატივისცემა,
  • მოსწავლეებისადმი ობიექტური და თანასწორი დამოკიდებულება,
  • მოსწავლეებში ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებისა და  განვითარების ხელშეწყობა,
  • პროფესიული ეთიკური ღირებულებები,
  • თანამშრომლობითი უნარები,
  • სასწავლო პროფესიული გარემოს განვითარების მოტივაცია,
  • მშობელთა საზოგადოებასთან თანამშრომლობითი დამოკიდებულება.
  • სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები
  • სწავლის შედეგები მიიღწევა:
  • კონკრეტული სასწავლო დისციპლინების შესწავლის პროცესში სწავლების - ზეპირსიტყვიერი, წიგნზე მუშაობის, მოვლენებსა და საგნებზე უშუალო- დაკვირვებითი მეთოდების გამოყენებით;
  • სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით - ჯგუფური მუშაობა, პროექტით სწავლება, პრობლემური სწავლება, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება და სხვ.
  • შეფასების სხვადასხვაგვარი მეთოდისა და სახეების გამოყენებით.
  • სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა
  • სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფო რეგულაციის საფუძველზე თსუ–ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას, კერძოდ, დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად - მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. სტუდენტის გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს შუალედურ შეფასებებსა და დასკვნითი გამოცდის შეფასებას.  სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება უნდა განხორციელდეს 100–ქულიანი სისტემით.  დაუშვებელია დასკვნითი გამოცდის შეფასება 40 ქულაზე მეტით.

სასწავლო გეგმა

დასაქმების სფეროები: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის ( 7-12 კლასები) შესაბამისი საგნის მასწავლებელი

დამატებითი ინფორმაცია

მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მსმენელს მისცეს პედაგოგიური და საგნობრივ – მეთოდიკური ციკლის დისციპლინების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი  ცოდნა.  პროგრამაში წარმოდგენილი ყველა საგნის შინაარსი შესაბამისობაშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მასწავლებლის პროფესიულ და საგნობრივ სტანდარტებთან. პროგრამა გაწერილია ორ სემესტრად. ვინაიდან პროგრამა ზრდასრულებისთვისაა გათვალისწინებული, შესაძლებელია, მსმენელთა აზრის გათვალისწინებით, კურსების დაჩქარებული /კონცენტრირებული წესით გავლა, რაც გულისხმობს სემესტრის ორ ეტაპად წარმოდგენას, საგანთა განაწილებას პირველი და მეორე ეტაპების მიხედვით, საათების გაორმაგებული რაოდენობით. პედაგოგიური პრაქტიკა მოიაზრება მეორე სემესტრში.

პროგრამის დასრულების შემდეგ, სასწავლო კომპონენტებით გათვალისწინებული 60 კრედიტის მოგროვების საფუძველზე,  გაიცემა მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.