ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ მედიცინის ფაკულტეტზე

2018 წლის 26 სექტემბერს თსუ მედიცინის ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის წარმომადგენლები: ბენედიქტე ეინარსენი და ჰეგე ტოჯე. 
სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’  ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების  და მიღწეული შედეგების განხილვას. 
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მონაწილე ინსტიტუციების წარმომადგენლებმა და პროექტის მონაწილეებმა, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ (პროექტის კოორდინატორი), პროფესორმა ნატა ყაზახაშვილმა, მედიცინის დოქტორმა გიორგი ლობჟანიძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მაია კერესელიძემ და რეგისტრების სამმართველოს უფროსმა ლევან კანდელაკმა, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მარიამ ლობჯანიძემ და ხატია ანთიამ, კონსალტინგისა და აიტი ინოვაციების წარმომადგენლებმა (CiTi) გია ჯღარკავამ და ვალერიან ხვიჩიამ. 
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მონაწილე სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, მათ შორის ტრომსოს უნივერსიტეტის დოქტორანტმა თინათინ მანჯავიძემ, თსუ-ს და საქართველოს უნივერსიტეტის   სტუდენტებმა გვანცა დადიანი, ნია ხაჩიძე, სოფიო გვაზავა, მარი ჩოხელი, სიმონ გაბრიჭიძე, მეგი შარაშენიძე, ნინო მიქავა, მარიამ ნადირაშვილი.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი იქნა პროექტის CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’  მნიშვნელობა როგორც ინსტიტუციების დონეზე, ისე ქვეყნისათვის რამდენიმე რაკურსში: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი თაობის სპეციალისტების მომზადებისათვის, დარგში კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერისათვის,  დაბადების რეგისტრის განვითარებისათვის და სხვა. 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ. 
სტუმრებმა დაათვალიერეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და უნიკალური ხელნაწერები.

The visit of the representatives from The Norwegian Agency for International Cooperation and Quality Enhancement in Higher Education (Diku) at the faculty of Medicine at Tbilisi State University (TSU)
 
Benedicte Einarsen and Hege Toje, the representatives from The Norwegian Agency for International Cooperation and Quality Enhancement in Higher Education (Diku) visited the faculty of Medicine at TSU on 26th of September in 2018.
The official meeting was about presenting the completed and ongoing activities and the achieved outcomes of the project CPEA-2015/10057 „Georgian-Norwegian Collaborative in Public Health“, financed by the Norwegian Agency for International Cooperation and Quality Enhancement in Higher Education (Diku). 
The partners organizations and institutions were the participants of the working meeting, among them were the professor at Iv.Javakhishvili Tbilisi State University Nino Chikhladze (project coordinator), professor Nata Kazakhashvili, PhD George Lobzhanidze, the representatives from National Center for Disease Control and Public Health (NCDC) head of the department of medical statistics, professor Maia Kereselidze and head of registry division Levan Kandelaki, the representatives from University of Georgia (UG) Mariam Lobzhanidze and Khatia Antia, the representatives from Consulting and IT innovations (CiTi) Gia Jgarkava and Valerian Khvichia. 
Additionally, the PhD and master students were participating in the meeting: PhD student at The Arctic University of Norway (UiT) Tinatin Manjavidze, PhD and master students of Tbilisi State University and University of Georgia: Gvantsa Dadiani, Nia Khachidze, Sophio Gvazava, Mari Chokheli, Simon Gabrichidze, Megi Sharashenidze, Nino Mikava, Mariam Nadirashvili.
The participants presented the main outcomes of the project at institutional level and the importance not only on institutional level, but on level of Higher Education, research, Health Care in the country. The participants talked about preparation of new generation of high competence specialists in public health, the research possibilities and encouragement in their field, the development and importance of Georgian Birth Registry and etc.
The head of the international relations department Tea Gergedava and the head of quality assurance division Irma Grdzelidze also participated in the meeting. 
The guests visited the library of the Tbilisi State University.