საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში: სამუშაო შეხვედრა ბათუმში

ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU)  მიერ დაფინანსებული პროექტის CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში 2017 წლის 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ბათუმში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა , რომელზეც განხილულ ი იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მედიცინის ფაკულტეტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებასთან, ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციასთან, მიმდინარე წელს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში (ნორვეგიაში) ხანმოკლე და ხანგრძლივ მობილობასთან   დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე განხილული იქნა ასევე   საქართველოს დაბადების რეგისტრის ამჟამინდელი სტატუსი , სისტემის ფუნქციონირების ძირითადი გამოწვევები , მისი განვითარების და გაუმჯობესების შემდგომი ნაბიჯები . შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილ იქნა ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის დოქტორანტების სამეცნიერო - კვლევითი პროექტები .

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ნორვეგიაში პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის- ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის, საქართველოში პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის (თსუ) წარმომადგენლებმა, ასევე დაავ ა დებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ,   საქართველოს უნივერსიტეტის , გაეროს ბავშთა ფონდის , შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა .