2019 წლის 7 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა რეზიდენტთა კლინიკური კონფერენცია - „მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში“.

ღონისძიება გახსნა რეზიდენტთა კლინიკური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა თეიმურაზ ჩიგოგიძემ.
კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და კონფერენციის მონაწილეებს - რეზიდენტებს, ექიმებს, ლექტორებს და სტუდენტებს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობა უსურვა:
ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შარვაძემ;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, პროფესორმა ზაზა ბოხუამ;
ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა;
ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ;
ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსმა, პროფესორმა გია ლობჟანიძემ;
კონფერენციაზე მონაწილეობდა:
ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი;
იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი;
შპს „კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი“;
ს.ს. „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“;
პროფესორ მარგველაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა;
კლინიკა უნივერსი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი;
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.
 შპს კლინიკა  „გიდმედი“.
სტომატოლოგიური ცენტრი „ალბიუსი“.
შპს „ემ ემ ტე ჰოსპიტალი“.
გაგუას კლინიკა.
შპს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა“ - ქ. თელავი.
შპს . ქუთაისის რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრი.
მოხსენებით გამოვიდა 59 რეზიდენტი. მოხსენებები გაკეთდა უროლოგიის, მეან-გინეკოლოგიის, დერმატო-ვენეროლოგიის, ინფექციურის და სტომატოლოგიის მიმართულებებით. ყველა რეზიდენტს გადაეცა კონფერენციაზე მონაწილეობის საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.