პორტოს უნივერსიტეტის პროფესორის ადრიანო ა. ბორდალოს ვიზიტი თსუ მედიცინის ფაკულტეტზე

თსუ მედიცინის ფაკულტეტს ევროკომისიისმიერდაფინანსებულიერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში სამუშაო  ვიზიტით 17-21 ივლისს ეწვია პორტოს უნივერსიტეტის (პორტუგალია)  ასოცირებული პროფესორი ადრიანო ა. ბორდალო. 
თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროფესორმა ადრიანო ა. ბორდალომ წაიკითხა ლექციები წყლის ხარისხზე და დაავადებათა პრევენციაზე, იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების ეპიდემიოლოგიაზე, ჯანმრთელობაზე უფლებასა და უსაფრთხო გარემოს საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ადრიანო ა. ბორდალო შეხვდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ალექსანდე ცისკარიძეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს პროფესორ პაატა იმნაძეს, დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს, ასოცირებულპროფესორებსნინო ჩიხლაძეს, ნატა ყაზახაშვილს, ქეთევან დადიანს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლებს მაკა ჯორბენაძეს და ნინო გვაზავას.
პროფესორი ადრიანო ა. ბორდალო ეწვია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს, სანიტარიის, ჰიგიენის დასამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტს, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.
ვიზიტის დასასრულს თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან,  პროფესორ ალექსანდრე ცისკარიძესთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთანშეხვედრისას დაისახა თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები უახლოეს მომავალში როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო სფეროში.