საქართველო-ნორვეგიის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

2019 წლის 21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჩატარდა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მონაწილე ინსტიტუციების წარმომადგენლებმა, მათ შორის ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის და თსუ-ს რექტორმა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ერაზმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე წარდგენილი იქნა მოხსენებები საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგების, მიმდინარე გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. შემაჯამებელ კონფერენციაზე 21 ოქტომბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობაზე უნივერსიტეტში და პროექტის მნიშვნელობაზე, ხოლო 22 ოქტომბერს ნინო ჩიხლაძემ წარმოადგინა თსუ მედიცინის ფაკულტეტზე მიღწეული შედეგების შესახებ, სტუდენტთა პერსპექტივაზე მობილობაში მონაწილე სტუდენტების სახელით ისაუბრეს თსუ მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ნია ხაჩიძემ და ინგლისურენოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის  სტუდენტმა მარიამ ქარელმა.    
პროექტის მონაწილე ინსტუტუციებია: ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი - კოორდინატორი (The Arctic University of Norway, UiT), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორ საქართველოში), საქართველოს უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობა და კომპანია CiTi . (პროექტის კოორდინატორი - ერიკ ანდა, ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი), პროექტის კოორდინატორი საქართველოში - პროფესორი ნინო ჩიხლაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

Georgian-Norwegian Collaborative in Public Health - Final Conference
On 21-22 October 2019, at the National Centre for Disease Control and Public Health was held the final conference of the project financed by Norwegian Centre for International Cooperation in Higher Education DIKU ‘GeNoC-PH – Georgian-Norwegian Collaborative in Public Health’. 
The participants from partner organizations of the project were attending the conference. Also among attenders were participants from Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia, Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia, Deputy Head of Mission of the Norway’s Embassy to Georgia, Eurocomission Executive (Erasmus+) Georgian national office, Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia and other organizations. During the conference information about Georgian-Norwegian collaborative, important outcomes, ongoing challenges and future perspectives were presented and discussed. 
The partner organizations of the project are: The Arctic University of Norway (UiT) – coordinator, Ivane Javakhishvili Tbilisi State University (coordinator in Georgia), University of Georgia, National Centre for Disease Control and Public Health, UNICEF – Georgian office and Consulting and IT innovations (CiTi). Project coordinator is – Erik Anda, The Arctic University of Norway, Project coordinator in Georgia –Nino Chikhladze, Ivane Javakhishvili Tbilisi State University.