კონფერენცია - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები

2019 წლის 5 და 6 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის "ისწავლე საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები .
კონფერენციაზე განხილული იქნა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებების შედეგები, სისტემის შემდგომი განვითარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები.
სამედიცინო განათლების პანელში მონაწილეობისათვის მიწვეული იყო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. დ.კორძაია, კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები: დეკანის მოადგილე ასოც. პროფ. მ. ბიწკინაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფ. ნ. ჩიხლაძე.