სასწავლო კურსი ,,ბიობანკის და რეგისტრების ეპიდემიოლოგია’’ ქართველი და ნორვეგიელი სტუდენტებისათვის

თსუ მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროექტის CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში პროექტის კოორდინატორის ერიკ ანდას (ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი) მიერ შემუშავებული იქნა ახალი სასწავლო კურსი ,,ბიობანკის და რეგისტრების ეპიდემიოლოგია’’, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს ერთი კვირის განმავლობაში (6-10 მაისი) ჩატარდა ქართველი და ნორვეგიელი სტუდენტებისათვის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისათვის ლოპოტას ტბის კომპლექსში. ლექციები რეგისტრების და ბიობანკის სტატისტიკური და ეპიდემიოლოგიური ასპექტების შესახებ ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან  ერთად წაიკითხეს პროფესორებმა შვედეთიდან და ფინეთიდან. 
თსუ მედიცინის ფაკულტეტიდან ინტენსიურ კურსში მონაწილეობა მიიღეს სადოქტორო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია’’   სტუდენტებმა ეკა ბურკაძემ და ზურაბ ბარათაშვილმა, სამაგისტრო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა’’ სტუდენტებმა მარიამ ტალახაძემ, ელენე გოქსაძემ, ნიკოლოზ ებრალიძემ, ასევე  საქართველოში პროექტის კოორდინატორმა პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ (პროექტი CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ დაფინანსებულია DIKU-ს მიერ,  პროექტის კოორდინატორი ინსტიტუცია საქართველოში არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროექტი მიმდინარეობს 2016 წლიდან. ).    

In the frame of the ongoing project at TSU faculty of Medicine  „Georgian-Norwegian Collaboration in Public Health“ project coordinator Erik Anda (UiT-The Arctic University of Norway) developed a new PhD course ‘Biobank and Register epidemiology’, which was held during this Spring semester of 2018/2019 academic year from 6 to 10 May on Lopota Lake resort for Georgian and Norwegian students. The professors from Norway, Finland and Sweden conducted the lectures about registries, biobank epidemiology, and statistical issues. 
Students from TSU faculty of Medicine participated in this intensive course: PhD students of the programme ‘Public health and epidemiology’ Eka Burkadze and Zurab Baratashvili, master students of the programme ‘Public health’ Mariam Talakhadze, Elene Goksadze and Nikoloz Ebralidze. 
TSU Faculty of Medicine is participating in the project Project CPEA-2015/10057 „Georgian-Norwegian Collaboration in Public Health“ financed by DIKU since 2016, project coordinator institution is the Arctic University of Norway, project coordinator Prof. Erik Anda; and in Georgia the project coordinator institution is Ivane Javakhishvili Tbilisi State University, coordinator Prof. Nino Chikhladze.