შეხვედრები ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (აშშ) დაფინანსებით მიმდინარე პროექტებში ჩართულ დოქტორანტებთან

2019 წლის 18 მარტს თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის ნინო ჩიხლაძის და მედიცინის დოქტორის მაია კერესელიძის (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) მონაწილეობით ჩატარდა შეხვედრა თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (აშშ) დაფინანსებით მიმდინარე   ორი პროექტებში (,,ICREATE - კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში’’ და INITIatE  – „საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით“) ჩართულ დოქტორანტებთან (ეკა ბურკაძე, ნინო ჩხაბერიძე, ქეთევან ახობაძე, სოფიო გვაზავა). განხილული იქნა კვლევების რეტროსპექტული და პროსპექტული კომპონენტების შუალედური შედეგები, ასევე  კვლევის პროცესში მაღალი ხარისხის მონაცემების მოპოვებასთან, გამოკითხვის ჩატარების ტექნიკასთან, კონფიდენციალობის და პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. 
დოქტორანტებთან პროექტის მონაწილე პერსონალის და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრები სისტემატურ ხასიათს ატარებს.  ორი კვირის შემდეგ დანიშნულ შეხვედრაზე დოქტორანტები წარმოადგენენ შესრულებული სამუშაოების ანგარიშს.


Meetings with the PhD students involved in the ongoing projects funded by the Fogarty International Center (USA)

In March 18, 2019, Professor Nino Chikhladze (TSU, faculty of medicine) and Dr. Maia Kereselizde (Head of Department of Medical Statistics at National Center for Disease Control and Public Health) organized meeting with PhD students ( Eka Burkadze, Nino Chkhaberidze, Ketevan Akhobadze and Sophie Gvazava) involved in two projects  funded by Fogarty international Center (USA) - ICREATE – Increasing Capacity in Research in Eastern Europe and INITIatE – International Collaboration to increase Traumatic Brain Injury Surveillance in Europe.
Throughout the meeting the intermediate results of the retrospective and prospective components of the research, as well as issues related to getting the high quality data in the research process, the techniques of interviewing, confidentiality and personal data protection were discussed.
Meetings of PhD students with faculty academic personnel are systematic. After two weeks  period PhD students will report about the work they have done.