ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (აშშ) მიერ დაფინანსებული პროექტის „INITIATE’’ სამუშაო შეხვედრა

თსუ მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის “INITIatE: International Collaboration to increase Traumatic Brain Injury Surveillance in Europe” ფარგლებში 2019 წლის 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე სამუშაო შეხვედრა გაიმართა რუმინეთში, ქალაქ კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში.  შეხვედრაში თსუ-ს მხრიდან მონაწილეობდნენ პროექტის კოორდინატორი    თსუ მედიცინის ფაკლუტეტის    ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ჩიხლაძე, მედიცინის დოქტორი მაია კერესელიძე და სადოქტორო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია’’ სტუდენტი ეკა ბურკაძე. პროექტის კოორდინატორი ინსტიტუციები არიან  აიოვას უნივერსიტეტი (აშშ) და   ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი (რუმინეთი). აღნიშნული უნივერსიტეტებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რაზვან  ჩერეჩესი, დიანა დალფი, მადალინა კომანი, ასევე პროექტის მონაწილეები სომხეთიდან და მოლდოვეთიდან. აიოვას უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის პროფესორი კორინპიკ-ასა, სოფია სვიტზერი და სხვა მონაწილეების ჩართვა სამუსაო პროცესში განხორციელდა ონ-ლაინ რეჟიმში. აიოვას უნივერსიტეტიდან 4 და 5 თებერვალს განხორციელდა ვიდეო ჩართვა, განხილული იქნა ტრავმატიზმის პრევენციის და ეპიდემიოლოგიის აქტუალური საკითხები, განხილული იქნა ასევე თსუ-ს მიერ წარდგენილი ელექტიული კურსის სილაბუსი ,,Injury Prevention’’.

  სამუშაო შეხვედრა დაეთმო პროექტის ფარგლებში ჩატარებული რეტროსპექტული კვლების შედეგების განხილვას, პროსპექტული კვლევის დაგეგმვას, რომლის განხორციელება დაიწყება 1 მარტიდან თბილისის ორ კლინიკაში. სამუშაო შეხვედრის პროცესში მომზადდა გამოსაქვეყნებელი სტატიების სამუშაო ვერსიები და განისაზღვრა აბსტრაქტების ჩამონათვალი, რომლითაც თსუ წარდგება საერთაშორისო კონფერენციებზე მიმდინარე წლის განმავლობაში.

  On May 21-24,  the workshop within the framework of the TSU Medical Faculty Fogarty funded International project “INITIatE: International Collaboration to increase Traumatic Brain Injury Surveillance in Europe”was held in Cluj-Napaca‘s  Babeș-Bolyai University, Romania.  The meeting was attended by the project team members - Prof. Nino Chikhladze, PhD, the Head of quality assurance department , Dr. Maia Kereselidze, PhD, TSU lecturer and Eka Burkadze, PhD student. The project is coordinated by the University of Iowa (USA) and the Babeș-Bolyai University (Romania). From the above-mentioned universities, the workshop was attended by Professors: Razvan M. Chereches, Diana Dulf, Madalina, Coman,  project participants from Armenia and Moldova, etc.

 Representatives of the University of Iowa : Prof. Corrine Peek-Asa,   Sophie Switzer, and others representatives of University were involved in working process via  online. On February 4 and 5 throughout the video conference with The University of Iowa representatives’ actual issues of traumatism prevention and epidemiology were discussed, and the syllabus “injury Prevention” presented by the TSU was also reviewed.

    The workshop was dedicated to reviewing the results of the retrospective study conducted within the project and the planning of prospective research, which will start from March 1st in two hospitals in Tbilisi. Throughout the workshop the draft versions of the articles and a list of abstracts, which will be presented at international conferences during the current year were prepared and disscused.