გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა 17-ე მსოფლიო კონგრესი

 

        2016 წლის   2-5 მარტს    იტალიის    ქალაქ    ფლორენციაში  ჩატარდა   გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა  17-ე მსოფლიო კონგრესი. ამ კონგრესზე   საქართველოდან    წარმოდგენილი    იყო   ოთხი   მოხსენება.

             ივ. ჯავახიშვილის   სახელობის  უნივერსიტეტის  მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის  დეპარტამენტის  ასოცირებული  პროფესორი, მედიცინის  მეცნიერებათა   დოქტორი  ჯენარო ქრისტესაშვილი  ამ კონგრესზე   წარსდგა  მოხსენებით  „ რეპროდუქციული  და სქესობრივი  ფუნქციის  თავისებურებები ქალური ფენოტიპის  მქონე პაციენტებში  მამაკაცის  კარიოტიპით“   , გარდა   ამისა იგი იყო   სამი მოხსენების   თანაავტორი .

             მოხსენებებით წარსდგნენ ასევე პროფესორ ქრისტესაშვილის დოქტორანტები, კურსდამთავრებული ლუდმილა ბარბაქაძე მოხსენებით    „ოვარიული რეზერვის ტესტები   ინ ვიტრო განაყოფიერებაში სტიმულაციაზე  საკვერცხის   მწირი   პასუხის პრედიქციაში“   და   დოქტორანტი ნუცა ალადაშვილი-ჩიკვაიძე მოხსენებით „ სქესობრივი განვითარების და რეპროდუქციული ფუნქციის თავისებურებები ბავშვობიდან   ჭარბი წონის   და  წონის   დეფიციტის   მქონე ახალგაზრდა ქალებში“ .

         ამ კონგრესზე   34 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის  დაწესებულ კონკურსში   ლუდმილა ბარბაქაძემ მოიპოვა ვერცხლის ჯილდო, ხოლო ნუცა ალადაშვილი-ჩიკვაიძემ ოქროს ჯილდო,  რაც აისახა ამ კონგრესის მონაწილეობაში  მათი ფინანსური დახმარებით.

     საქართველოდან  წარდგენილმა მოხსენებებმა გამოიწვია კონგრესის მონაწილეთა  დიდი ინტერესი და მოწონება, რაც აისახა გერმანიის   ლამბერტის   აკადემიური გამომცემლობიდან   წინადადებით   ნუცა ალადაშვილი-ჩიკაიძის  სადისერტაციო   ნაშრომის    მონოგრაფიის   სახით   გამოცემის   თაობაზე.