I სტუდენტური-სამეცნიერო კონფერენცია ნეირომეცნიერებებში

27 დეკემბერს, აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა „I სტუდენტური-სამეცნიერო კონფერენცია ნეირომეცნიერებებში“, რომელიც მიეძღვნა აკად. ივ. ბერიტაშვილის 135 წლის და მის მიერ პირველი ფიზიოლოგიური ლაბორატორიის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს. აკად. ივანე ბერიტაშვილი გახლდათ საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა მეცნიერების განვითარებას და რომლის ღვაწლიც ქართული და არა მხოლოდ ქართული მეცნიერების განვითარებაში ფასდაუდებელია. აკად. ივანე ბერიტაშვილი გახლდათ ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა სრულიად საკავშირო საზოგადოების (1970 წ.), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის (1959 წ.), ტვინის გამოკვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (1960 წ.), ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზოგადოების (1979 წ.), უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიის (1969 წ.), ამერიკის ბიოლოგია-ფსიქიატრიის საზოგადოების (1969 წ.) საპატიო წევრი. 

კონფერენციის დასაწყისში აღინიშნა აკად. ფრიდონ თოდუას ღვაწლი ქართული და მსოფლიო მედიცინის წინაშე, ოფიციალურად წარადგინეს მისი სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც 2019 წლის, 25 ივნისს ჩამოყალიბდა თსუ მედიცინის ფაკულტეტზე. საზოგადოებას წარმატებული დასაწყისი მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვიცე-რექტორმა, პროფ ნინო ოკრიბელაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის დეკანმა, პროფ. დიმიტრი კორძაიამ, ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, მედიცინის დოქტორმა - მაკა მაღლაკელიძემ. 

სიტყვით გამოვიდნენ აკად. ივანე ბერიტაშვილის მოწაფეები, ასპირანტები და კოლეგები, რომლებმაც დიდი სიყვარულითა და მოწიწებით გაიხსენეს მასწავლებელი. მისმა უკანასკნელმა ასპირანტმა, საქართელოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსმა, პროფ. ომარ ახმეტელაშვილმა კონფერენციას უჩვენა უნიკალური სურათი, რომელიც გადაღებულია ოქსფორდის საერთაშორისო კონგრესზე, 1947 წელს, ამ სურათზე აღბეჭდილია იმ პერიოდის მსოფლიოს მოწინავე 1000-ზე მეტი მეცნიერი, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატები. სურათზე კარგად ჩანს ცენტრალურ ადგილას მჯდომი აკად. ივანე ბერიტაშვილი, რომელიც მხოლოდ 60-61 წლისაა, ეს ხაზს უსვამს მის დიდ ავტორიტეტს. 

პროფ. ბუციკო ჩხარტიშვილმა ისაუბრა აკად. ივანე ბერიტაშვილის ღვაწლსა და სამეცნიერო მოღვაწეობაზე, ნეიროფიზიოლოგიურ და ნეიროფსიქოლოგიურ მიმართულებებზე. 

კონფერენცია ძალიან ინფორმატიული და საინტერესო გამოვიდა, გამოირჩეოდა აკადემიზმითა და სამეცნიერო სიახლეებით. 

კონფერენციის მონაწილეები:

1. მონოამინების უკუშთანთქმის ინჰიბიტორების ანტიბაქტერიული და ანტიდეპრესიული ეფექტები დეპრესიის ცხოველურ მოდელებში.
ავტორები: ნინო როგავა, ნელი მაღლაკელიძე, ხათუნა ბეჟანიშვილი. 
ხელმძღვანელები: 
ნარგიზ ნაჭყებია – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
ზაურ ლომთათიძე – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2. Inhibitory control of neural memory ensembles in the PFC
Author: Gia Kutelia – Universite de Bordeaux
Supervisor: Isabel Del Pino, PhD

3. დეპრესიისა და ეპილეფსიის კომორბიდულობის კვლევა ცხოველურ მოდელებში
ავტორი: ირაკლი გოგიაშვილი, სასწავლო უნივერსიტეტის “გეომედი”
ხელმძღვანელი: მაია ბარბაქაძე – ბიოლოგიის დოქტორი.

4. მაგნიტური ველით მართული ქვერცეტინ-დაკავშირებული რკინის ნანონაწილაკების ეფექტები ჰიპოკამპის ნეირონულ აქტივობაზე.
ავტორები: თეიმურაზ გოჩიტაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თათია ქურასბედიანი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
ხელმძღვანელი: ნანული დორეული – ბიოლოგიის მეცნიერება დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

5. მიასთენია გრავისის მკურნალობის თანამედროვე ასპექტები
ავტორები: ანა დემურაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, დავით ჯიბღაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი
ხელმძღვანელი: მაკა ჭიპაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზისური და კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. 

6. Moebius Syndrome And Surgical Techniques For Smile Restoration
Author: Nino Umetadze – Tbilisi State University, Faculty of Medicine

Supervisor: Irma Jikia – Phd, Tbilisi State University

7. პერიოდული განმეორების გავლენა დასწავლის ეფექტურობაზე – ექსპერიმენტული და ნეირომეცნიერული ახსნა
ავტორი: ხატია ვაჭარაძე – კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 
ხელმძღვანელი: თამარ გაგოშიძე – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის, ნეირო და კოგნიტური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი სრული პროფესორი.

8. Melas Syndrome
Author: Tinatin Kutchukhidze, David Tvildiani Medical Universty
Supervisors: 
Otar Thoidze, Phd, Professor, Institute of Neurology and Neurophysiology, 
Dr. Nino Maziashvili, David Tvildiani Medical University, Head of the Scientific Laboratory of DTMU.

9. Social Media And Its Effects On Mental Health
Authors: Mrigakshika Sharma, Sonu Vatsa – European University, Faculty of Medicine
Supervisor: Lali Koptonashvili – Invited Lecturer at the European University, PhD Student. 

10. ლუციდურ სიზმარა და მეტაკოგნიციას შორის არსებული კავშირის კვლევა მედიკოს სტუდენტებში.
ავტორები: ეკატერინე გაჩეჩილაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, თინათინ ბუხრაშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.
ხელმძღვანელი: გიორგი ჭიჭინაძე – თსსუ, ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

11. თანამედროვე ნეიროქირურგია საქართველოში
ავტორი: საბა შკუბულიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.
ხელმძღვანელები: გიორგი გეგია – ნეიროქირურგი, აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრი, იაკობ ცერცვაძე – ნეიროქირურგი, აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის დას. საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

12. ალცჰაიმერის დაავადების ბაქტერიული ეტიოლოგიის ახალი მტკიცებულებები
ავტორი: ქეთო გიგინეიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.
ხელმძღვანელი: თინათინ სუპატაშვილი – მედიცინის დოქტორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. 

13. Epilepsy- Simple Yet A Complicated Disor
Author: Rajneesh Khurana – Batumi Shota Rustaveli State University
Supervisor: Natia Kharati – MD, PhD, Neurologist

14. კრანიოფარინგიომის ქირურგიული და სხივური მკურნალობა
ავტორები: ილია დარსაველიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, ირაკლი კიკნაველიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.
ხელმძღვანელი: მერაბ ბერაია – MD, PhD, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

15. Dravet Syndrome : A Sodium Channel Mutation (SCN1A) And Epileptic Encephalopathy
Author: Onadipe Uluwasolabomi Anuoluwapo, David Tvildiani Medical University 
Supervisors: Prof. Nana Tatashvili – Head of Neuroscience Iashvili Children Hospital; Dr. Elene Tsitlidze – Head of Neurology New Vision Hospital

16. ძილის პათოლოგიები
ავტორი: გიორგი ალექსანაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.
ხელმძღვანელი: ეკატერინე მითაიშვილი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის, ბიოლოგიის დეპარტამენტის, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის მიმართულება.

17. ნეირობორელიოზი – კლინიკური შემთხვევის განხილვა
ავტორები: გიორგი მაისურაძე, ირაკლი მოდებაძე, გოჩა მთვარელიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.
ხელმძღვანელი: მარინა შაქარაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

მონაწილე უნივერსიტეტები: 

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბორდოს უნივერსიტეტი, საფრანგეთი
სასწავლო უნივერსიტეტი „გეომედი“
ევროპის უნივერსიტეტი

კონფერენციის ორგანიზატორები:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი
აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, საბაზისო მედიცინის დეპარტამენტი. 

კონფერენციის პარტნიორები:
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი: 

1. პროფ. მერაბ ბერაია - მედიცინის მეცნიერებეთა დოქტორი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი , რადიოლოგი. მისი ნაშრომები შესულია ჰარვარდის, კემბრიჯისა და ნასას მონაცემთა ბაზაში. 

2. პროფ. მიხეილ ოკუჯავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნეირორადიოლოგი, ნეიროდიაგნოსტიკისა და ნეირომეცნიერების განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი. 

3. პროფ. ომარ ახმეტელაშვილი - ბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქ. საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ბერიტაშვილის უკანასკნელი ასპირანტი. 

4. პროფ. ნანული დორეული - ბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს სრული პროფესორი, ბიოლოგიის დეპარტამენტის, ადამიანისა და ცხოველთა ნორმალური ფიზიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. 

5. პროფ. ბუციკო ჩხარტიშვილი - ბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ადამიანისა და ცხოველთა ნორმალური ფიზიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 

6. პროფ. ნარგიზ ნაჭყებია - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე. 

კონფერენციის გამარჯვებულებს მთავარი პარტნიორი, ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი 500, 300 და 200-ლარიანი ფულად პრემიას გადასცემს.

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულმა ბიომედიცინის ცენტრმა გამარჯვებულებს წიგნები და სიგელები გადასცა.