საერთაშორისო სიმპოზიუმი სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციისათვის

ა.წ. 7-11 ნოემბერს, ქ. ბათუმში თსუ მედიცინის ფაკულტეტისა და თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი მესვეურობით მოეწყო სიმპოზიუმი „ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტისა და მის ბაზაზე მომუშავე თსუ დოქტორანტთა კვლევების ინტერნაციონალიზაციისათვის“. სიმპოზიუმი მიეძღვნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავს. მასზე მოწვეულები იყვნენ უცხოელი მეცნიერები, კერძოდ, პროფესორი სერგეი გუსევი (ქ. მოსკოვი, რუსეთი), პროფესორი ნინა ათანასოვა (ქ. სოფია, ბულგარეთი), პროფესორი მუსტაფა ჩულჰა (ქ. სტამბული, თურქეთი), ასევე სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს  და მოხსენებები  წარმოადგინეს  ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტისა და თსუ მედიცინის ფაკულტეტის თანამშრომლებმა და თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებმა, რომელთა სადოქტორო პროექტების განხორციელება ხდება მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე.

სიმპოზიუმზე დაისახა  თსუ მედიცინის ფაკულტეტისა და  თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ურთიერთანამშრომლობა მოსკოვის ფიზიკო-ქიმიური მედიცინის კვლევებისა ფედერალურ ცენტრთან, ასევე  სოფიის  მორფოლოფიის, პათოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტთან და სტამბულის იედიტეპეს უნივერსიტეტთან, მოხდა შეთანხმება ერთობლივი კვლევების ჩატარების შესახებ.