2019-01-07

პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია


  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს - პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური ეროვნული სამეცნიერო კონფერენციისათვის, - ნაშრომების კონკურსს.

  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.

კონფერენციაზე მოქმედებს ორი სექცია:
I სექცია - პროფესორ იროდიონ სურგულაძის ცხოვრება, სამეცნიერო მოღვაწეობა;
II სექცია - სამართალი (თემატიკა: საკონსტიტუციო სამართალი, სამართლის ისტორია, სამართლის ფილოსოფია, სამართლის თეორია).

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ამასთანავე, საკონკურსო ადგილების მიხედვით დადგენილია შემდეგი ოდენობის საპრიზო ფონდი:
I ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი;
II ადგილი - 300 (სამასი) ლარი;
III ადგილი - 200 (ორასი) ლარი.

ნაშრომების წარმოდგენის საბოლოო თარიღია 2019 წლის 1 მარტი.
კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 14-15 მარტს.

საკონფერენციო მოხსენებასთან დაკავშირებით დადგენილ მოთხოვნებსა და, ზოგადად, კონფერენციის შესახებ, დეტალურად იხილეთ დებულება.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტზე: res.institute@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე