2019-12-12

იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის (სახელმწიფო სტიპენდია), კანდიდატთა შერჩევის წესი


იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის (სახელმწიფო სტიპენდია),   კანდიდატთა  შერჩევის  წესი, რომელიც მოწონებულ იქნა იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს მიერ  (24.12.2018 წლის №12 გადაწყვეტილება)


იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის (სახელმწიფო სტიპენდია) შერჩევის ახალი წესი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი სახის შეფასებას:

კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კონკურსანტი, რომელიც წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, 100 ქულიანი სისტემით განხორციელებული შერჩევის საფუძველზე მიიღებს უფრო მაღალ შეფასებებს. 

100 ქულიანი სისტემის ფარგლებში  სტუდენტის  აკადემიური მოსწრება – ფასდება 95 ქულით, რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 26 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით. 

  სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება – ფასდება მაქსიმუმ 1 ქულით (მხედველობაში მიიღება წინა სემესტრში  გამოქვეყნებული ნაშრომები).

  სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა – ფასდება  მაქსიმუმ  4 ქულით  (მხედველობაში მიიღება  წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები):

1) ორგანიზატორი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -  1 ქულა;
   საპრიზო ადგილი (I, II, III ადგილი) – 0,5;

2) ორგანიზატორი - სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან სხვა    ორგანიზაცია - 0,5 ქულა;
    საპრიზო ადგილი (I, II, III ადგილი) – 0,5;

3) საქართველოს ფარგლებს გარეთ მოხსენების გაკეთება უცხო ენაზე  - 1,5;



Print

« იხ. ყველა სიახლე