სამეცნიერო საზოგადოება

„საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება“

„საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაფუძნებული სამეცნიერო გაერთიანებაა, რომლის სამართლის სამეცნიერო მიმართულებაც ძირითადად თსუ იურიდიულ ფაკულტეტთანაა დაკავშირებული. საზოგადოების ეგიდით შექმნილია რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი, რომლებიც თანამშრომლობონ იურიდიული ფაკულტეტის სამეცნეირო-კვლევით ინსტიტუტებთან.

თსუ იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტი: მიმდინარეობს უცხოენოვანი იურიდიული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფა იურიდიული ფაკულტეტის კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საქმიანობისა. იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა ხელმძღვანელობით ხდება არსებული იურიდიული ლიტერატურის გადახალისება და ჯერ კიდევ დასამუშავებელი სამართლის სფეროების კვლევა.

„საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების“ ვებ-გვერდის მისამართია: www.sams.ge