სტრატეგია



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის
განვითარების სტრატეგიული გეგმა 2018-2024


შესავალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ავტონომიური ერთეული. ფაკულტეტი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ, უნივერსიტეტის წესდებით და ფაკულტეტის დებულებით.
ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა არის ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა საშუალებას, ფაკულტეტმა წარმატებით გაიაროს გზა დასახული მიზნის მისაღწევად. ფაკულტეტის სტრატეგია შეესაბამება როგორც უნივერსიტეტის, ისე ფაკულტეტის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს.
იურიდიული ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა ყველა ის კვლევა და ანგარიში, რომელიც განხორციელდა როგორც საუნივერსიტეტო დონეზე, ისე ფაკულტეტის მიერ.
იურიდიული ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს ფაკულტეტის წინაშე მდგარ ძირითად სტრატეგიულ გამოწვევას და წარმოადგენს მისი საქმიანობის ჩარჩოს, რომელიც არსებული შესაძლებლობის გათვალისწინებით ამ გამოწვევის დაძლევასა და სტრატეგიული მიზნის მიღწევას გახდის შესაძლებელს.

I. სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია
სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების საწყის ეტაპზე კეთდება ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიკაცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის წესდებით დადგენილ მიზნებს. შემდგომ ეტაპზე ხდება არსებული სიტუაციის ანალიზი - ე.წ. SWOT ანალიზი - ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად.
სამოქმედო გეგმა და შესაბამისი აქტივობის განხორციელების ვადები განისაზღვრება უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი პირების და სტრუქტურების მიერ, არსებული ადამიანური და მატერიალური, ასევე ფინანსური რესურსების გათვალისწინებით.
ფაკულტეტის დეკანი და ადმინისტრაცია დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაციის პირობებში აყალიბებს ძირითად სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს, განსაზღვრავს მათ შესაბამის აქტივობას და შესრულების ძირითად ინდიკატორებს/კრიტერიუმებს.
ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა/დამტკიცება ხდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ.

II. სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი

ფაკულტეტი განახორციელებს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს. ამ მიზნით დეკანის ბრძანებით იქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს დეკანი და რომლის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტის საბჭოს შვიდი წევრი (თითო წევრი მიმართულებიდან), და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტების ერთი წარმომადგენელი.

ფაკულტეტის  ადმინისტრაცია წელიწადში ერთხელ მონიტორინგის ჯგუფს წარუდგენს ანგარიშს სტრატეგიული განვითარებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ შესრულების ძირითადი ინდიკატორების მიხედვით. მონიტორინგის ჯგუფი სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის ანგარიშის შეფასების შედეგებს და მისგან გამომდინარე რეკომენდაციებს წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას.

III. SWOT ანალიზი
ფაკულტეტის ძლიერი მხარეები:

•    ფაკულტეტის ტრადიცია და ხანგრძლივი ისტორია;
•    ფაკულტეტის რეპუტაცია და პრესტიჟი;
•    ძლიერი სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი;
•    საგანმანათლებლო პროგრამაში შეთავაზებული საგნების ფართო არჩევანი;
•    საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული მაღალი კვალიფიკაციის პრაქტიკოსები;
•    საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე  საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა;
•    ინტენსიური საერთაშორისო კონტაქტები ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან;
•    მდიდარი საბიბლიოთეკო რესურსები;
•    თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან;


სუსტი მხარეები:
•    არასაკმარისი საბიუჯეტო ასიგნებები;
•    მოძველებული ინფრასტრუქტურა;
•    ელექტრონული ბაზების გაუმართაობა;
•    ბიუროკრატიული პროცესები;

განვითარების შესაძლებლობები:
•    დამატებითი ფინანსების მოზიდვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან;
•    საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები;
•    სტუდენტების, აკადემიური პერსონალის პოტენციალი;
•    უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პოტენციალი;

რისკები: უმაღლესი განათლებისა და საუნივერიტეტო  დაფინანსების არსებული მოდელი;
მზარდი კონკურენცია იურიდიული განათლების ბაზარზე;
იურიდიული განათლების შესახებ მყარი საკანონმდებლო ბაზის არარსებობა;
არამდგრადი რეგულაციები განათლების სისტემაში;

4.1. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა და მისი ინტერნაციონალიზაცია
არსებული მდგომარეობის შეფასება:

იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედებს რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელთა საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები ინტეგრირდება სასწავლო კურსებში.
ხშირად ეწყობა საერთაშორისო კონფერენციები, რომელიც ხელს უწყობს როგორც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას, ასევე მეცნიერების დაახლოვებას. ფაკულტეტის  პერსონალი ჩართულია სასტიპენდიო და საგრანტო კონკურსებში. ისინი კვლევითი მიზნებით ხშირად სტუმრობენ უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს.
საკვლევი თემატიკის განსაზღვრის მიზნით მიზანშეწონილი იქნება ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება ქვეყნის საჯარო და არასამთავრობო სექტორთან. მნიშვნელოვანი იქნებოდა აკადემიური და მოწვეული პედაგოგებისთვის უცხო ენის კომპეტენციების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობდა სამეცნიერო კვლევებისა და კავშირების ინტერნაციონალიზაციას.

სტრატეგიული ამოცანები

ინდიკატორები

ამოცანა 1. აკადემიური ღირებულებებისა და კულტურის მხარდაჭერა . მათ შორის, პ ლაგიატის აღმოფხვრ ის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

აკადემიური კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტ ის შემუშავება ში აქტიური მონაწილეობის მიღება;

პლაგიატის საპრევენციო და ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებების რაოდენობა

ამოცანა 2. საერთო საუნივერსიტეტო მინიმალური სამეცნიერო სტანდარტის განვითარება და ფაკულტეტზე დანერგვა

მინიმალური სამეცნიერო სტანდარტის დანერგვის შედეგები (პუბლიკაციების, გრანტების და ა.შ. რაოდენობა)

ამოცანა 3. პოსტდოქტორანტურის სისტემის განვითარება

ფაკულტეტზე პოსტდოქტორანტების რაოდენობის ზრდა;

სამეცნიერო-კვლევით პროექტებში პოსტდოქტორანტების ჩართულობის რაოდენობა

ამოცანა 4. უნივერსიტეტის ბიუჯეტში ფაკულტეტის კუთვნილი ბიუჯეტის ზრდა

ფაკულტეტის ბიუჯეტის ზრდა

ამოცანა 5. აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის შრომის ანაზღაურების ზრდა

კადემიური / სამეცნიერო პერსონალის ა და სტუდენტების ფინანსური წახალისების სისტემის შექმნა

ამოცანა 6. მეცნიერების პოპულარიზაცია

ფართო საზოგადოებისთვის მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული ღონისძიებების რაოდენობა;

მეცნიერების პოპულარიზაციის ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობა ;

ამოცანა 7 . დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის ამაღლება

გაცვლით პროგრამებში მონაწილე დოქტორანტების რაოდენობ ის ზრდა ;

დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა და დასაქმებულთა მაჩვენებელი.

ამოცანა 8. დოქტორანტებისთვის სამუშაო სივრცის გამოყოფა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა (სამუშაო მაგიდები, სკამები, კომპიუტერები).

დოქტორანტებისთვის გამოყოფილი სამუშაო სივრც ე.

 

ამოცანა 9. კვლევითი კომპონენტის გაძლიერება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე

სტუდენტთა კონფერენციების რაოდენობა;

სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა;

კვლევებში ჩართულ სტუდენტთა რაოდენობა;

ამოცანა 10. სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაცია

უცხოეთის   უმაღლეს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივი ღონისძიებები;

ამოცანა 11. საბიბლიოთეკო ფონდების გამდიდრება ქართული და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურით

ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურის რაოდენობა;

წვდომა ელექტრონულ ბაზებზე


4.2. საგანმანათლებლო საქმიანობა
არსებული მდგომარეობის შეფასება:
დღეს არსებული მდგომარეობით იურიდიულ ფაკულტეტზე ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამები სამ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა). ბაკალავრიატის საფეხურზე ხორციელდება 240 კრედიტიანი სამართლის და საერთაშორისო სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა; მაგისტრატურის საფეხურზე ხორციელდება ქართულენოვანი 120 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა; კიოლნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა; შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა  უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება 120 კრედიტიანი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამაგისტრო პროგრამა და ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და ასევე, მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა. სტუდენტების საერთო რაოდენობა 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის არის, დაახლოებით, 4600.
აღნიშნული პროგრამების განხორციელების დროს ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს თსუ-ის მეორე კორპუსის მოძველებული ინფრასტრუქტურა და აუდიტორიების სიმცირე. აუდიტორიების რაოდენობის გამო სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს შაბათ დღესაც.

სტრატეგიული ამოცანა

ინდიკატორები

ამოცანა 1. საგანმანათლებლო პროგრამების

აკრედიტაცია

აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები

ამოცანა 2. საგანმანათლებლო პროგრამების დაახლოება სა ზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან

დასაქმებულ კურსდამთავრებულთა რაოდენობა;

კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ქულა (GPA) .

ამოცანა 3. სწავლებისა და სწავლის მეთოდების მოდერნიზაცია

აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის პროფესიული განვითარების ღონისძიებების რაოდენობა;

აკადემიური პერსონალის მობილობის სიხშირე სწავლების დანიშნულებით.

ამოცანა 4. სსსმ და შშმ პირების საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა

სსსმ და შშმ პირი სტუდენტების რაოდენობა და კმაყოფილების მაჩვენებელი;

შესაფერისი ადაპტირებული გარემოს არსებობა და ინდივიდუალური სწავლების შესაძლებლობა;

 

ამოცანა 5. ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის ინტერნაციონალიზაცია

სასწავლო პროცესში მონაწილე უცხოენოვანი პროფესორების რაოდენობა;

ამოცანა 6. უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება

თანამშრომლობის ხელშეკრულებების რაოდენობა;

საერთაშორისო სეზონური სკოლების რაოდენობა;

განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების რაოდენობა (მათ შორის: ტემპუსი, ერაზმუს მუნდუსი და ერაზმუს+);

გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების, პედაგოგებისა და აკადემიური პერსონალის რაოდენობა

ამოცანა 7. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა

გარემონტებული აუდიტორიების რაოდენობა;

კეთილმოწყობილი აუდიტორიების რაოდენობა;


4.3. სტუდენტური ცხოვრება
არსებული მდგომარეობის შეფასება:

საფაკულტეტო დონეზე სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები ფაკულტეტის ადმინისტრაციულ მმართველობაში და საგანმანათლებლო პროცესში. ფაკულტეტის საბჭოს 36 წევრიდან 9 არის სტუდენტი. სტუდენტები ასევე ჩართულები არიან სპეციალური დარგობრივი კომიტეტების საქმიანობაში. ფაკულტეტზე მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველობა, რომლის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად არის ჩართული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი.
სსსმ და შშმ სტუდენტებისთვის არსებობს საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები.
ფაკულტეტზე მოქმედებს სტუდენტთა მომსახურების ცენტრი, რომელიც სტუდნტებს ეხმარება საგანმანათლებლო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.

სტრატეგიული ამოცანები

ინდიკატორები

ამოცანა 1. საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებაში სტუდენტთა ჩართულობის ზრდა

ჩართულ სტუდენტთა რაოდენობა

 

ამოცანა 2. სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისების გაუმჯობესება

 

კონსულტაციამიღებული სტუდენტების რაოდენობა;

ჩატარებული ღია კარის დღეების რაოდენობა

ამოცანა 3. სტუდენტებთან კომუნიკაციის საშუალებების განვითარება

ორგანიზაციული ელექტრონული ფოსტით სარგებლობის სიხშირე

ამოცანა 4. სტუდენტთა კურიკულუმსგარე აქტივობების მხარდაჭერა

კურიკულმსგარე აქტივობებში ჩართული სტუდენტების რაოდენობა


4.4. ინსტიტუციური განვითარება
არსებული მდგომარეობის შეფასება:

იურიდიული ფაკულტეტი მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე იმყოფება. განვითარება შეუძლებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარეშე. აუდიტორიებში და სამუშაო ოთახებში არ არსებობს გათბობის და გაგრილების სისტემები. მძიმეა სანიტარული კვანძებისა და დერეფნების მდგომარეობა.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებელია ინფრასტრუქტურული საკითხების სწრაფი მოგვარება.

სტრატეგიული ამოცანები

ინდიკატორი

ამოცანა 1. ფაკულტეტის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა

საუნივერისტეო ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავლები;

ალტერნატიული წყაროებიდან მიღებული შემოსავლები

ამოცანა 2 . ფაკულტეტის სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა

ფაკულტეტის სარგებლობაში არსებული ქონების აღწერის შედეგები

ამოცანა 3. ფაკულტეტის ადმინისტრაციული მართვის პროცესში ელექტრონული საშუალებების გამოყენების ზრდა

ფაკულტეტის ვებ გვერდის ხილვადობის მაჩვენებელი;

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენების სიხშირე

ამოცანა 4 . ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება

ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების სისტემა;

შეფასებული პერსონალის რაოდენობა და მაჩვენებელი

ამოცანა 5. კურსდამთავრებულებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება

აქტივობების რაოდენობა, რომელიც ხელს უწყობს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობას;

კურსდამთევრებულთა გაერთიანების ამოქმედება

 

ამოცანა 6 . ფაკულტეტის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება

ფაკულტეტის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისათვის ჩატარებული ღონისძიებები;

 

ამოცანა 7. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია

ავტორიზაცია/აკრედიტაციის მოპოვება;

თვითშეფასების ანგარიში;

ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის რაოდენობა