2019-01-10

ტარტუს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

15 იანვარს, 12.00 საათზე , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.  


ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრაზე მოგაწვდიან ინფორმაციას შემდეგი სახის საკითხებთან დაკავშირებით:
·სწავლის გაგრძელების პერსპექტივები მაგისტრატურის და სადოქტორო პროგრამებზე;
·როგორ შევავსოთ წარმატებული სააპლიკაციო განაცხადი;
·სტიპენდიები და დაფინანსებები;
·სტუდენტური ცხოვრება ტარტუში;
·დასაქმების პერსპექტივები.

დასწრება თავისუფალია.

შეხვედრას ჩაატარებს თსუ-ს კურსდამთავრებული, რაოდენობრივი ეკონომიკის მაგისტარტურის სტუდენტი ტარტუს უნივერსიტეტში ნინო ყავლაშვილი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია.
Print

« იხ. ყველა სიახლე