2019-11-08

სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „სტუდენტური ჰუმანიტარული კვლევები – I“

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 21-22 დეკემბერს გაიმართება სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ სტუდენტური ჰუმანიტარული კვლევები – I“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექციები:

•             ისტორია
•             ამერიკისმცოდნეობა
•             ფილოლოგია
•             ფილოსოფია
•             არქეოლოგია
•             ეთნოლოგია

სამუშაო ენა  –  ქართული
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 5 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობისთვის თეზესები გამოგზავნეთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე:
Humanities.educationtsu@gmail.com
თან დაურთეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი.

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  ( 250  სიტყვა)
ნაშრომის წარსადგენად აუცილებელი პირობაა ხელმძღვანელის (აკადემიური პერსონალი) ყოლა

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა: 29 ნოემბერი

დამატებით ინფორმაციისა და კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: Humanities.educationtsu@gmail.com

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებას!
Print

« იხ. ყველა სიახლე