2019-10-09

ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის (EMLex – European Master in Lexicography) ვიზიტი თბილისში

მიმდინარე წლის 8 – 11 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის (EMLex – European Master in Lexicography, Erasmus Mundus) შეხვედრასა და კონფერენციას.
რვა ევროპული უნივერსიტეტის კონსორციუმის მიერ დაარსებული ეს უნიკალური სამაგისტრო პროგრამა 10 წელზე მეტია წარმატებით ასწავლის ლექსიკოგრაფიას სტუდენტთა საერთაშორისო კონტინგენტს და გასცემს ერთობლივ დიპლომს, რომელსაც რვა უნივერსიტეტის რექტორი აწერს ხელს. უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი კონსორციუმის ასოცირებული წევრი გახდა 2017 წელს. ლექსიკოგრაფიული ცენტრი ჩართულია სწავლების პროცესში, ხოლო პროგრამაზე უკვე სწავლობს ქართველი სტუდენტი სრული ევროპული დაფინანსებით.
კონსორციუმის ვიზიტის ფარგლებში, 10 ოქტომბერს გაიმართება კონფერენცია და დისკუსია მრგვალ მაგიდასთან თემაზე: „ლექსიკოგრაფია გზის გასაყართან“.
კონფერენცია ჩატარდება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ. 1) 212-ე აუდიტორიაში, დასაწყისი 9 საათზე.
კონფერენციის პროგრამა და თეზისები:
Print

« იხ. ყველა სიახლე