2019-10-09

ცნობილი ირანელი მწერლის, გოლი თარაყის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

თსუ ირანისტიკის კათედრა, გამომცემლობა „დიოგენე“ და „აღმოსავლური კლუბი“ 2019 წლის 10 ოქტომბერს, 18.00. საათზე თსუ-ის პირველ კორპუსში (ილ. ჭავჭავაძის გამზირი N1), მარო მაყაშილის სახელობის დარბაზში მართავენ ცნობილი ირანელი მწერლის, გოლი თარაყის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს. 2004  და 2017 წლებში „დიოგენემ“ ქართულ ენაზე მწერლის ნოველებისა და მოთხრობების ორი წიგნი - „სახლი ზეცაში“ და „არჩევანი“ გამოსცა (მთარგმ. მზია ბურჯანაძე, თეა შურღაია). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გოლი თარაყის შემოქმედების თაყვანისმცემლები, მთარგმნელები, ლიტერატორები, კრიტიკოსები, სტუდენტები, ფართო საზოგადოება. გაიმართება ვიქტორინა, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან „დიოგენეს“ მიერ გამოცემული წიგნებით. მსურველებს საშუალება ექნებათ, პირადად გაუგზავნონ მილოცვები მწერალს ან „აღმოსავლური კლუბის“ ფეისბუქგვერდზე 9.10.2019.-დან ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, სპარსულ ენებზე პირადად მიულოცონ გოლი თარაყის ან ატვირთონ ვიდოემიმართვა.
Print

« იხ. ყველა სიახლე