2019-06-07

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

გამოცხადდა კონკურსი 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“.  
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა N1 დანართით   დამტკიცებული განცხადების შევსებული ვარიანტი წარმოადგინონ პირადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში (თსუ-ის I კორპუსი, II სართული, ოთახი N208) მიმდინარე წლის 10 ივნისისდან  13 ივნისის  ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. 

გასაჩივრება 18 ივნისს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.


სტუდენტებმა თან იქონიეთ შემდეგი საბუთები:
1)პირადობის მოწმობის ასლი
2) ანგარიში ნომერი საქართველოს ბანკიდან.
3) სამეცნიერო ნაშრომები ( არსებობის შემთხვევაში)
4) კონფერენციაში მონაწილეობის  დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
Print

« იხ. ყველა სიახლე