2019-08-13

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციაში  მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 29 ოქტომბერს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: humanities@tsu.ge

საკონფერენციო თეზისების მიღების ვადაა – 30 სექტემბერი.

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 5 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.  

თეზისების გაფორმების წესი:  

მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია, ფაკულტეტი, სწავლების საფეხური;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური.
თეზისების მოცულობა (150)  სიტყვა.  
პარამეტრები:
ფორმატი: Word
ფონტი: sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5

სავალდებულოა პროფესორის,  სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია ამ სახით დაიბეჭდოს კონფერენციის მასალებში.  

27 ოქტომბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდზე აიტვირთება კონფერენციის პროგრამა/თეზისების ელექტრონული ვერსია, ხოლო მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირები: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,
თსუ დოქტორანტი მარი ტურაშვილი.

Print

« იხ. ყველა სიახლე