2019-08-08

მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გიწვევთ მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი  მიძღვნილ V სამეცნიერო კონფერენციაში  მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 30 სექტემბერს.
თეზისები გამოგზავნეთ მისამართზე: tsuconference@tsu.ge  
საკონფერენციო თეზისების მიღების ვადა: 10 სექტემბერი.


კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 5 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.  
 

თეზისების გაფორმების წესი:  

მომხსენებლის სახელი, გვარი;
აკადემიური თანამდებობა, აკადემიური ხარისხი, ორგანიზაცია;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური.
თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს  (250)  სიტყვა.  
პარამეტრები:
ფორმატი: Word
ფონტი: sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5

საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური, 204-ე ოთახი.
Print

« იხ. ყველა სიახლე