2019-10-08

ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე შესრულებული თარგმანის პრეზენტაცია

10 ოქტომბერს, 17.00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება  ქართული ლიტერატურის  კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის - ვაჟა-ფშაველას  პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე შესრულებული თარგმანის პრეზენტაცია.

მთარგმნელი – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მამუკა ბუცხრიკიძე.
ღონისძიების ორგანიზატორები: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისრაელის ცენტრი და საქართველოს მწერალთა კავშირი.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, III სართული, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი და 317-ე აუდიტორია.
Print

« იხ. ყველა სიახლე