2019-06-12

დისერტაციის დაცვები

1) 2019 წლის 17 ივნისს, 16:00 სთ., თსუ I კორპუსის 201 აუდიტორიაში, გაიმართება ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქეთევან ცხვარიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის  „მორალურ ღირებულებათა რეკონსტრუქცია განათლების ფილოსოფიაში (პოსტპრაგმატული მიდგომა) საჯარო დაცვა.  

2) 2019 წლის 28 ივნისს, 12:00 საათზე,  თსუ V კორპუსის 313 აუდიტორიაში, გაიმართება ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის (ქვედარგი: „ინგლისური ფილოლოგია“) დოქტორანტ ლია რუხიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „იურიდიული ტერმინოლოგია ენობრივი და სოციოკულტურული თვალსაზრისით: ინგლისური, ფრანგული და ქართული საოჯახო სამართლის მასალაზე“ საჯარო დაცვა.

3) 2019 წლის 15 ივლისს, 16:00 საათზე,  თსუ I  კორპუსის 07 აუდიტორიაში, გაიმართება ისტორიის სადოქტორო პროგრამის (ქვედარგი: „საქართველოს ისტორია“) დოქტორანტ აკაკი ჩიქობავას სადისერტაციო ნაშრომის: „განვითარებული ფეოდალიზმის გენეზისი და მასთან დაკავშირებული ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტები“ საჯარო დაცვა.

4) 2019 წლის 3 ივლისს, 11:00 საათზე, თსუ მარო მაყაშვილის აუდიტორიაში გაიმართება ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის (ქვედარგი: ქართული ბიბლიის ფილოლოგია) დოქტორანტ ეკა კვირკველიას სადისერტაციო ნაშრომის (სათაური: „სახარების XI საუკუნის ქართული ხელნაწერების კოდიკოლოგიურ–ტექსტოლოგიური ანალიზი და ოთხთავის გიორგი მთაწმინდლისეული რედაქციის ჩამოყალიბების ისტორია“  საჯარო დაცვა.

5) 2019 წლის 3 ივლისს, 15:00 საათზე, თსუ I  კორპ. 07 აუდიტ. გაიმართება ისტორის სადოქტორო პროგრამის (ქვედარგი - მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია) დოქტორანტ კონსტანტინე ფერაძის სადისერტაციო ნაშრომის (სათაური: „ქართული წარმოშობის ოსმალო მოხელეები XVIII–XIX საუკუნეების მაღრიბის საფაშოებში“ საჯარო დაცვა.

6) 2019 წლის 2 ივლისს 15:00 საათზე, თსუ I  კორპუსის 07 აუდიტორიაში გაიმართება ისტორის სადოქტორო პროგრამის (ქვედარგი - ახალი და უახლესი სიტორია) დოქტორანტ კახაბერ ყალიჩავას სადისერტაციო ნაშრომის (სათაური: „კოსოვო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი: თანამედროვე კონფლიქტების ისტორიულ–შედარებითი ანალიზი“ საჯარო დაცვა.

7) 2019 წლის 28 ივნისს 16:00 საათზე თსუ I კორპ. 317 აუდიტ. გაიმართება ისტორიის სადოქტორო პროგრამის (ქვედარგი: საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა) დოქტორანტ ზურაბ თარგამაძის სადისერტაციო ნაშრომის (სათაური: „ქართველთა თვითცნობიერება: ისტორიული ასპექტები (XVIII საუკუნე) საჯარო დაცვა.
Print

« იხ. ყველა სიახლე