2019-04-02

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – სტუდენტთა ქართველოლოგიური კვლევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2019 წლის 18 აპრილს გამართავს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 9 აპრილამდე უნდა გამოგზავნონ თეზისები  შემდეგ მისამართზე: javakhishvili140student@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
სწავლების საფეხური;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა

სავალდებულოა პროფესორის,  სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია ამ სახით დაიბეჭდოს კონფერენციის მასალებში.  

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

საკონტაქტო პირი:  ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
თსუ, I კორპუსი, ოთახი 204
ტელეფონი: +99532 221101 (255)
Print

« იხ. ყველა სიახლე