2019-09-04

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მეორე საფაკულტეტო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა მეორე საფაკულტეტო კონფერენციას. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას და დარგთა შორის კვლევებს, ჰუმანიტარული და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს განუვითაროს აკადემიური და სამეცნიერო უნარ-ჩვევები. აამაღლოს სტუდენტთა ინტერესი ქართველოლოგიური დარგების შესწავლისა და კვლევის მიმართ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საფაკულტეტო კონფერენცია იმართება ყოველწლიურად. მასში წარმოდგენილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა დარგი, ასევე, მომიჯნავე დარგები და დარგთაშორისი კვლევები.

სტუდენტთა საფაკულტეტო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს.

სტუდენტთა მეორე საფაკულტეტო კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 16-18 დეკემბერს.

კონფერენციის ვებგვერდი:
www.hs.tsu.ge

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
ისტორია
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ქართველოლოგია
კავკასიოლოგია
თარგმანმცოდნეობა
დასავლეთევროპული ენები და ლიტერატურა
ამერიკანისტიკა
აღმოსავლეთმცოდნეობა
სლავისტიკა
რუსეთისმცოდნეობა
ფილოსოფიაკულტურა
ხელოვნება
ინტერდისციპლინური კვლევები


სამუშაო ენა:
ქართული
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 5 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება (დასწრებული მონაწილეობა)

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზესები უნდა აიტვირთოს კონფერენციის ელექტრონულ გვერდზე 2019 წლის 20 ოქტომბრამდე.

სავალდებულოა პროფესორის,  სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიურ კონფერენციაში.

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen
ზომა:    12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  ( 250  სიტყვა)

თეზისები უნდა აიტვირთოს კონფერენციის ვებგვერდზე
http://hs.tsu.ge/lan/ge/cat/registr

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1. ოთახი N 204

საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
Print

« იხ. ყველა სიახლე