2019-10-03

ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლის უნივერსიტეტის თარგმნისა და თარჯიმნობის ინსტიტუტის პროფ. დოქტ. იორნ ალბრეხტის მოხსენება

ინსტიტუტთაშორისი პარტნიორობის (თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრა - ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლის  უნივერსიტეტის თარგმნისა და თარჯიმნობის ინსტიტუტი) პროგრამის ფარგლებში პროფ. დოქტ. იორნ ალბრეხტი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე:

„Übersetzungstheorie-Übersetzungswissenschaft-Übersetzungsforschung. Einführung in eine Disziplin zwischen Sprach- und Kulturwissenschaft“

ღონისძიების ორგანიზატორი თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრასთან ერთად არის გერმანული ენის საზოგადოება (GfDS), ღონისძიება ტარდება 7 ოქტომბერს 15.00 საათზე, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 115.
გიწვევთ ყველა დაინტერესებულს!

პროფ. დოქტ. ლალი ქეცბა-ხუნდაძე (თსუ)
პროფ. დოქტ. ლევან ცაგარელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ენის საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე).  

Print

« იხ. ყველა სიახლე