2019-01-11

კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

21 დეკემბერს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია  მიხეილ სვანიძის სტიპენდიის კონკურსის შესახებ. 

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.განცხადება;
2.CV;
3.აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით);
4. ნაშრომი – რომელიც, სტუდენტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს (სასურველია, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესწავლის სფეროდან); 
5. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების  მიიღება   გაგრძელდება  16 იანვრის  18.00 საათამდე,  თსუ პირველ კორპუსის 208-ე ოთახში ( საკონტაქტო პირი სოფიკო ძნელაძე). 

დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ იხ. რექტორის ბრძანებაში.
Print

« იხ. ყველა სიახლე