2019-02-01

სამეცნიერო ტერმინოლოგია VI

2019 წლის 18, 19, 20 ივნისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (მის.: ინგოროყვას ქუჩა, #8, სხდომათა დარბაზი) გაიმართება ადგილობრივი კონფერენცია ტერმინოლოგიაში -

სამეცნიერო ტერმინოლოგია VI

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ტერმინილოგიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევრებს.
·         თეზისები მიიღება 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით;
·         თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინებები მონაწილეებთან დაიგზავნება 5 ივნისამდე;
თეზისების გაფორმების წესი:
·         მონაწილის სახელი და გვარი;
·         ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
·         შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12;
·         დაშორება სტრიქონებს შორის - 1,5;
·         სიტყვების რაოდენობა - არაუმეტეს 500 სიტყვისა       

გთხოვთ, თეზისები გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება კრებულ „ტერმინოლოგიის საკითხებში“.
Print

« იხ. ყველა სიახლე